მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
2:54 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤


თავი 24
„ბედისწერის ვერ დაემალები"

სამყაროში მოქმედებს კანონი, რომელსაც ბუნების კანონი ჰქვია. სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი, სიკვდილს მოსდევს სიცოცხლე... ეს ციკლი არ ირღვევა. როგორც მაგიას, ასევე ყვეალფერს ამ სამყაროში აქვს ფასი. თუ გინდა იპოვო რაღაც, ამის სანაცვლოდ უნდა დათმო კიდეც. ეს არის კანონი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი... ის არასდროს ირღვევა... როგორც არ ირღვევა სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლი...
-მაიკ... ხომ იცი არა იმისათვის რომ იპოვო უნდა დათმო კიდეც
-ჰმ! არტურ ეგ ჩემზე უკეთ არავინ იცის... ამიტომ თქვი
-შენ შენს შვილს ნახავ, გაიცნობ, ოღონდ ეს იქნება თქვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა...  ის ვერასდროს გაიგებს რომ მამამისი ხარ.... ის ვეღარასდროს ვეღარ გნახავს...
-კი მაგრამ მე მინდა რომ მის ცხოვრებაში მივიღო მონაწილეობა
-მერე დაიცავი ის. შენ FBI-ს აგენტი ხარ... როგორ ფიქრობ მის დაცვას იქედან უფრო შეძლებ თუ ძემნაში მყოფი? ის ბიჭია მაიკ... მხოლოდ 5 წლის ბიჭი, რომელიც შეიძლება გზას აცდეს. ამიტომ დაიცავი, გაუფრთხილდი მას... შენ ხომ მამა ხარ და ვალდებულებები გაქ... - მაიკი დიდი ხანი იდგა ჩუმად. ის ფიქრობდა არტურის სიტყვებზე. უილიამს მართლაც დაჭირდებოდა დაცვა და ამას ის ძებნაში მყოფი ან თუნდაც მკვდარი ნამდვილად ვერ მოახერხებდა
-კარგი - ჩუმად თქვა მაიკმა. მან ხომ ამ წუთს თითქმის უარი თქვა შვილზე... 
-მაშინ ავიდეთ თვითმფრინავზე და ვნახოთ უილიამი... ოღონდ უკანასკნელად
-გავიგე არტურ გავიგე - ცრემლმოვეული თვალებით თქვა მაიკმა და ბორტზე ავიდა...

ერთი დღის შემდეგ
*ჩიკაგო*
-ჰეი ნიკ როგორ ხარ? - შუადღეს დაურეკა არტურმა ნიკიტას
-კარგად შენ არტი? შენ რა ჩამოდი?
-კი ოღონდ მხოლოდ ერთი დღით
-კი მაგრამ რატომ?
-ეეე... გაატარე... ნიკ შეიძლება დღეს უილი ბაღდან მე გამოვიყვანო?
-კი როგორ არა მაგრამ რატომ?
-რავი მომენატრა ძალიან.. კარგი წავედი მე მერე გნახავ - არტურმა ტელეფონი გათიშა და მაიკს მიუბრუნდა - მზადააა... მაიკ დღეს შვილს ნახავ

შუადღე 
*3 საათი*
-უკაცრავად შეიძლება უილიამი რომ წავიყვანო? - უთხრა ბაღს მასწავლებელს არტურმა
-კი მაგრამ თქვენ...? - მასწავლებელს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ ოთახიდან პატარა ბიჭი გამოვარდა ყვირილით
-ძია არტი!!! 
-ვა... როგორ დავაშკაცებულხარ!!! - თქვა არტურმა და ბავშვი ხელში აიყვანა - უკაცრავად რას ამბობდით? - ისევ მასწავლებელს მიუბრუნდა არტური
-არა არაფერს შეგიძლიათ წაიყვანოთ...
-მმმ... რამე ხომ არ გავიწყდება პატარავ? - კითხა ბოლოს ბიჭს
-კი კი კურტკა - იყვირა ბავშმა და ისევ ოთახში შევარდა. კურტკა მოიცვა და არტურთან დაბრუნდა
-აბა წავედით ვაჟკაცო ვიღაც მინდა გაგაცნო
-ვინ?
-მამიკოს ძველი მეგობარი
-მართლა? - ბავშვს სიხარულისაგან აენთო თვალები
-აჰა წამო გარეთ გიცდის - თქვა არტურმა და უილიამი გარეთ გაიყვანა. იქვე შორი-ახლოს მაიკი იჯდა.

-აბა უილ კარგად მოიქეცი და ძიას... მე მალე მოვალ - თქვა არტურმა და წავიდა. მაიკი კარგა ხანი მიშტერებოდა ბიჭს. ვერ დაეჯერებინა, რომ ეს მისი შვილი იყო. ყველანაირმა გრძნობამ ერთად იფეთქა... მას გული უკვე გასკდომამდე ქონდა. გულს უკვე აღარ შეეძლო ამდენის ატანა...
-თქვენ მამიკოს იცნობდით?
-კი - თბილად გაუღიმა მაიკმა - ჩვენ ერთად... ვმსახურობდით
-ე.ი თქვენთ გმირი ყოფილხართ, როგორც ის - ბავშვს თვალები აუნათთა... მაიკს კი სიხარულისაგან ეღმებოდა და თან თვალები ცრემლებით ევსებოდა
-იცი მამა იამაყებდა რომ შენ მისი შვილი ხარ
-მართლა?
-კი... შენ ხომ ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და ძალიან მაგარი ბიჭი ხარ
-არა... მე არ ვარ ძლიერი - უცებ მოიწყინა პატარამ - მე მეშინია ხოლმე
-მერე რა... - ისევ იღიმოდა მაიკი
-მაგრამ მამას ხომ არ ეშინოდა?
-კი ეშინოდა... დამიჯერე მასაც ეშინოდა... მაგრამ იცი რა აძლიერებდა?
-რა?
-სიყვარული... ამიტომ როცა შეგეშინდება ხოლმე. გულში გაიმეორე „მამას მე ვუყვარვარ! მამა მე დამიცავს! ის ყოველთვის ჩემთან იქნება" და დამიჯერე ძალიან ძალიან გაძლიერდები
-მართლა? მე ისეთივე ძლიერი ვიქნები როგორც ის? - გაბრწყინებული თვალებით ახედა მამას შვილმა
-შენ მასზე ძლიერიც იქნები
-„მამას მე ვუყვარვარ! მამა მე დამიცავს! ის ყოველთვის ჩემთან იქნება" - იმეორებდა ჩურჩულით უილიამი... მაიკი მას უსმენდა და თან ცრემლებს იწმენდდა. ამ დროს კი მათთან არტური მივიდა და მაიკს ჩუმად უთხრა
-მაიკ დროა... დაგაგვიანდება
-ხო ახლავე მხოლოდ ერთი წუთი - თხოვა მაიკმა - უილიამ ძალიან გთხოვ რასაც ახლა გეტყვი დაიმახსოვრე კარგი?
-კარგი
-უილ შენ ვერასდროს გაიგებ მე ვინ ვარ. შენ ვეღარასდროს მნახავ, მაგრამ მინდა რომ იცოდე... მე ყოველთვის შენთან ვიქნები და დაგიცავ, როგორც მამიკო დაგიცავდა... გახსოვდეს უილ მე ყოველთვის შენთან ვიქნები და დაგიცავ სანამ... - ბავშვმა მაიკს სიტყვის დამთავრება არ აცადა. ის მივარდა და ჩაეხუტა
-მე ისეთივე გმირი გავხდები, როგორც შენ და მამა... აი ნახავ ძია... აი ნახავ
-ვიცი ვიცი უილ - ბავშმა გაუღიმა და ჩუმად ყურში ჩასჩურჩილა
–მამას მე ვუყვარვარ! მამა მე დამიცავს! ის ყოველთვის ჩემთან იქნება...

ეს იყო მამისა და შვილის პირველი და უკანასკნელი შეხვდერა, მაგრამ როგორც მაიკმა თქვა ის მუდამ ფარველობდა და ეხმარებოდა შვილს. ყოველ დაბადების დღეზე უგაზავნიდა საჩუქრებს. ანაბარზე ურიცხავდა თანხას. უხდიდა სწავლის ფულს. მოკლედ მაიკი უილიამის მფარველ ანგელოზად გადაიქცა. ის იყო ანგელოზი, რომელსაც არავინ იცნობდა, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა უილიამს და არაფერს ელოდა მისგან... თუმცა სხვა რა შეიძლება ყოფილიყო მოსალოდნელი მამისაგან? რომელიც თმობდა ყველაფერს, რომ მხოლოდ ერთხელ ენახა შვილი...
მაიკი მიუხედავად მომხდარისა მაინც დაბრუნდა ნიუ-იორკში, როგორც ეს დაგეგმილი იყო. რამდენიმე თვეში ის და ვიკი დაქორწინდნენ და ერთი წლის შემდეგ ეყოლათ შვილი, პატარა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს ენდრიუ... 
რაც შეეხება უილიამს, ის გაიზარდა და როგორც თქვა მამასავით ძლიერი გახდა...

15 წლის შემდეგ
-აბა ახალწვეულებო იმ კარავში შედით, რომელსაც თქვენს კარტაზე დაწერილი ნომერი აწერია...
-ჰეი! შენ მგონი ჩემს გუნდში ხარ. ნომერი 7 არა?
-დიახ ეგ ჩემი ნომერია...
-ძალიან კარგი მე უილიამ ნაითი ვარ
-სასიამოვნოა... მე ენდრიუ ტრეისერი

THE END

საიტზე ყოფნის დროს დავწერე ძალიან ბევრი მოთხრობა... ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი მოთხრობის პერსინაჟები ყოფილიყვნენ რაღაცით განსაკუთრებულები, ყოველთვის მინდოდა რომ ისინი ყოფილიყვნენ რეალურები და არა იდეალურები. ვთვლი, რომ აქამდე ეს არ გამომდიოდა, მაგრამ ახლა... იმედია "მკრეხელობაში" არ ჩამომართმევთ რომ ვთქვა "მე გამომივიდა"... დიახ, ჩემი აზრით, მაიკ ნაითი არის არა იდეალური არამედ რეალური პერსონაჟი... ძალიან მინდოდა, რომ მოთხრობის ბოლოს მეთქვა მთელი მისი აზრი... ნამდვილად არ ვიცი გამომივიდა თუ არა მეთქვა, რომ ბედისწერას ვერსად ვერ გაექცევი და დაემალები...
რა გამოვიდა? რისთვის დაიწერა ეს მოთხრობა? რა იყო მისი აზრი? მისი შინაარსი? ეს იყო მაიკ ნაითი გამოცდა. ეს იყო ამბავი ბიჭზე, რომელმაც დაუშვა უამრავი შეცდომა, გააკეთა მცდარი არჩევანი და გაუძლო ცხოვრების დაუნდობელ გამოცდას... მაგრამ გაუძლო კი? გაიმარჯვა? ჩემი აზრით გაიმარჯვა... მან შეძლო და გააგრძელა ცხოვრება...
რა თქმა უნდა, დასრულება ყოველთვის რთლია. სიმართლე რომ ვთქვათ არაფერიც არ სრულდება... ეს ხომ ცხოვრებაა და აქ არაფერი არ სრულდება...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1006 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-03-30 Spam
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს მოთხრობა და სიტყვები არ მყოფნის, საიტზე საუკეთესოა!!!! დასასრულს კინაღამ ავტირდი, ეს არ იყო ისეთი ჰეფი ენდი მე რომ ველოდი, ეს ბევრად მეტი იყო, საუკეთესო დრამა და ცხოვრების რეალურად წარმოჩენის საუკეთესო მცდელობა, არ ვიცი ვაზვიადებ თუ არა, ალბათ არა, რადგან აღფრთოვანების მიუხედავად ჯერაც ვინარჩუნებ ობიექტურობას, მემგონი შენ ნამდვილად მიაღწიე შენს მიზანს და ვნანობ, რომ ეს მოთხრობა აქამდე არ წავიკითხე, ძალიან მაგარი მწერალი ხარ!! წერა არ შეწყვიტო. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ და იმედია შენს ახალ მოთხრობას მალე წავიკითხავ <3:*))