მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
11:56 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤


თავი 22
„სიმართლე ყოველთვის მწარეა"

-კაი ბიჭო რას მეღადავები - მაიკს უნდოდა გაცინებოდა, მაგრამ ვერ იცინოდა, სიცილი სახეზე ახმებოდა. არ იცოდა დაეჯერობინა თუ არა არტურის ნათქვამი. მაგრამ ის ისეთი სერიოზული იყო, რომ...
-არ გეღადავები მაიკ ნამდვილად არ გეღადავები... - არტური ისე სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს, რომ მაიკს ცოტა აკლდა დაჯერებამდე - იცი მაიკ... ბიჭია... სულ 5 წლისაა და უილიამი ქვია. 
-არტურ რაებს ამბობ შენ თვითონ თუ იცი? მე მამა? არ არსებობს!... 
-კი ვიცი მაიკ რასაც ვამბობ და ისიც ვიცი რომ ახლა ათასი აზრი გიტრიალებს თავში... მაგრამ სიმართლე ყოველთვის მწარეა. აი, ხომ ხვდები რა დაკარგე რომ წადი... რაზე თქვი უარი - მაიკი შოკში იყო. ვერაფერს ვერ აბობდა... - იცი სახელი ვინ დაარქვა?... ლოგანმა...
-ლ...ლოგანმა? - ძლივს ამოიბლუკუნა მაიკმა
-ხო ლოგანმა. ასე თქვა რომ სახელი უილიამი ყოველთვის მოგწონდა... კიდევ ლოგანი მას როგორც შვილს ისე უვლის. ნიკიტა ცოლად შეირთო, რომ ბავშვი არ დაჩაგრულიყო და კიდე 4 წლის რომ გახდა თავად უთხრა რომ მისი ბიოლოგიური მამა არ იყო... შენზე ყველაფერი უთხრა... - მაიკი ცრემლებს ძლივს იკავებდა - ბავშვისთვის ნამდვილი გმირი ხარ. მისთვის გმირი ხაარ, რომელმაც ბრძოლის ველზე სხვის გადასარჩენად თავი გაწირა. - ეს უკვე მაიკისთვის მეტისმეტი იყო. თავი ვეღარ შეიკავა. ცრემლები წამოუვიდა. უკვე მართლა ცუდად იყო. ადგა და ოთახიდან გამოვარდა. არტური აცნობიერებდა, რომ მაიკს ძალიან ატკინა გული, რომ მას უკვე საბოლოოდ აუბნია თავგზა და ნამდვილად სატანჯველად გაიმეტა. მაგრამ... მასაც ძალიან უნდოდა დაკარგული მეგობრის დაკარგვა.
„ახლა რა ვქნა? ახლა რა გავაკეთო? როგორ ვიცხოვრო? მე მამა ვარ... შვილის არსებობა კი ახლა გავიგე... 5 წლის შემდეგ... რატომ? რატომ მიკეთებ ღმერთო ამას? რატომ გამიმეტე ასე? ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ოღონდ არა მამობისთვის. როგორ ვიყო ახლა მამა, როცა უკვე მოვკდი? რა გავაკეთო? გთხოვთ დამეხმარეთ ვინმე... გთხოვთ მირჩიეთ რამე... გთხოვთ... ხომ ხართ არა ადამიანები... გთხოვთ დამეხმარეთ" - ამ ფიქრებში გართული ისე მივიდა მაიკი FBI-ის შენობამდე და ისე შევიდა მის კაბინეტში,რომ ვერც კი ჩეამჩნია.
-მაიკ რა გჭირს ეს ორი დღეა? - მის კაბინეტში შევიდა სემი

-სემ მე შვილი მყავს... მამა ვარ - აკანკალებული ხმით თქვა მაიკმა... ის გაფითრებული, ძალიან დაბნეული იყო... მაიკი სრულიად დაკარგულიყო, დაკარგულიყო წარსულის აჩრდილებში. ის ახლა გზაჯვარედინზე იდგა, საიდანაც გზა ორად იყოფა. ერთს მიყავხარ წინ, მომავალში... მეორე კი გაბრუნებს უკან, წარსულში
-რა? შვილი? - პირი დააღო სემმა - ეგ საიდან მოიტანე?
-ჩემს ძველ მეგობარს შევხვდი და მან მითხრა რომ მამა ვარ... სემ გესმის მამა... მე შვილი მყავს... 5 წლის უილიამი... მე მამა ვარ გესმის სემ გესმის ეს რას ნიშნავს?
-კი მესმის მესმის მაიკ, მაგრამ ახლა დაწყნარდი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი
-მოკლედ სავადმყოფოში ჩემს ძველ ჯარის მეგობარს შევხვდი... მერე თავი ვეღარ შევიკავე, მოვძებნე და მასთან წავედი.. მან კი მითხრა რომ შვილი მყავს... რომ მამა ვარ - სემი გაფითრდა. წამით მის ადგილას წარმოიდგინა თავი. წამით მანაც იგრძნო ის რასაც მაიკი გრძნობდა. წამით მასაც ისე ეტკინა, როგორც მაიკს ტკიოდა. 
-მამა? არ მჯერა... კი მაგრამ ახლა...
-უნდა წავიდე... აუცილებლად უნდა დავბრუნდე - წამოიყვირა უცებ მაიკმა
-მოიცა მოიცა სად უნდა დაბრუნდე შენ ხომ არ გაგიჯდი?
-აბა რა უნდა გავაკეთო სემ ააა? მინდა შვილი ვნახო, გავიცნო,, მინდა მისი მამა ვიყო, მინდა მის ცხოვრებაში ვიყო... ბოლოს და ბოლოს მამამისი ვარ
-მოიცა დაატორმუზე... მერე ხომ იცი არა რაც მოხდება... მაიკ შენ შედეგებზე არ ფიქრობ
-არა სემ შედეგები არ მაინტერესებს. მე მხოლოდ შვილის გაცნობა მინდა
-მაიკ... დაფიქრდი ერთი წუთით რა მოხდება... შენ წახვალ დაკარგავ ყველაფერს. დაკარგავ ვიკის, ამ ცხოვრებას და გახდები ძებნილი. ნომერ პირველი ინტერპოლის სიაში. დაფიქრდი მაიკ რა მოხდება. დაფიქრდი... შენ მოკვდები
-არ მაინტერესებს... მე მხოლოდ...
-ვიცი მაიკ ვიცი... მაგრამ გთხოვ დრო მომეცი. იქნებ შევძლო დახმარება. გთხოვ მაიკ... ცოტა ხანი დაიცადე
-არა არ შემიძლია სემ არა...
-მაიკ გეყო - იღრიალა სემმა - იცი ახლა უკვე ხელში იარაღი უნდა მეკავოს და უნდა მოგკლა, მაგრამ ამას არ ვაკეთებ იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ... გთხოვ დაჯექი და ცოტა დაიცადე. გასაგებია?
-კარგი!!! - მაიკი სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ასე იოლად დანებება რაღაც საეჭვო იყო. სემმა ნამდვილად არ დაიჯერა, რომ მაიკი ასე წყნარად იჯდებოდა და უმოქმედოდ იქნებოდა. ასეც იყო მაიკი ნამდვილად არ აპირებდა გაჩერებას, ის არ აპირებდა დაეცადა. მას ახალ მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში „მე შვილი უნდა გავიცნო"... და ის ნამდვილად არ აპირებდა დანებებას. მას ეს უნდოდა და გზაზე ვერავინ გადაეღობებოდა...
სემმა ეჭვებით დატოვა მაიკის კაბინეტი გარეთ გავიდა და ერთ-ერთ აგენტს დაუძავა
-ჰეი... აქ მაიკია... კართან იდექი და ყურადღება მიაქციე. ამ ოთახიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიდეს...
-დიახ სერ - სემი მის ოთახში შევიდა და მაიკის საქმეს დაუწყო თვალიერება. შემდეგ ბენს დაუძახა და უთხრა

-ბენ მოძებნე არტურ მონტესი... დროა მაიკ ნაითი სამუდამოდ დაივიწყოს სამყარომ

მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს იმ სიტყვებისთვის რასაც მეუბნებით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ისინი ჩემთვის... კარგით ახლა ეს თავი მინდა ვაჩუქო ჩემს კიდევერთ ერთგულ მკითხველს  nino-bebe-ს

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 990 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-01-20 Spam
vaimee malee <33 vegar vtmen dzaan mainteresebs:** da ra patara tavesb deb:PP