მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 18 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
4:36 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤

თავი 20
„ბედისწერა თუ ბედის ირონია?"

ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ყველა ჩვენგანი ვდგებით არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი კი დიდ გავლენას ახდენს მომავალზე. 
ხშირად ადამიანებს გვეშინია, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, რადგან ყოველთვის გვიწევს დავკარგოთ ვიღაც ან რაღაც, უარი ვთქვათ ვიღაცაზე ან რაღაცაზე. მაგრამ არჩევანს გვერდს ვე აუვლი. როცა დრო მოვა შენ მოგიწევს გადაწყვიტო საით უნდა წახვდიდე: „მარჯვნივ თუ მარცხნივ? წინ თუ უკან?"
არის მომენტი, როცა გგონია, რომ არჩევანი უკვე გააკეთე, მაგრამ სულ მალე ხვდები, რომ შეცდი... ხვდები, რომ სწორედ ახლაა გააკეთო არჩევანი... სწორედ, ახლაა დრო დათმო და იპოვო რაღაც ან ვიღაც...
სწორედ, ასე მოხდა ჩვენი მოთხრობის მთავარი გმირის, მაიკის ცხოვრებაში. მას ეგონა, რომ უკვე აირჩია, უკვე დათმო და იპოვა, მაგრამ არა.... ის შეცდა... სწორედ, ახლაა დრო აირჩიოს: წავიდეს წინ... მომავალში... თუ დაბრუნდეს უკან... წარსულში...!

-WTF? - გაოცებისაგან პირი დააღო 
-Son Of The Bitch - მოულოდნელობისგან წამოიყვირა არტურმა. არცერთი, არც მაიკი, არც არტური არ ელოდა ამ შეხვედრას. ერთ დროს ორი საუკეთესო მეგობარი, რომელებსაც უკვე დავიწყებოდათ ყველაფერი, რომლებიც უკვე შეგუებოდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარ ნახავდნენ ახლა პირისპირ იდგნენ და ეშინოდა ეთქვათ რამე. ეშინოდათ, რომ ყველაფერი ეს იყო მხოლოდ სიზმარი... რომ რასაც ისინი ხედავდნენ იყო მხოლოდ ილუზია და მეტი არაფერი... 
მაიკი შეგუებოდა, რომ იმ დღეს, ჯარში, როცა სემი პირველად ნახა და მიიღო გადაწყვეტილება სამუდამოდ დამშვიდეობოდა წასრულსა და დაევიწყებინა წარსულის აჩრდილები, სწორედ, მაშინ ნახა ბოლოჯერ არტური. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა, მათი ბოლო დიალოგი, მაგრამ როგორც ჩანს შეცდა... 
არტური შეგუებოდა უკვე საიქიოს გაესტუმრებია მისი საუკეთესო მეგობარი. ის უკვე შეეგუა, რომ სასაფლაოზე იყო ქვა წარწერით Mike Knight და ყოველ 16 ოქტომბერს ამ ქვასთან მიდის, ყვავილები მიაქვს... ის შეგუებოდა, რომ როცა მთვრალზე მეგობართან ლაპარაკი მოუნდება ამ ქვასთან უნდა მისულიყო, რადგან ეს იყო მასთან საუბრის ერთადერთი გზა... 
მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთის პირისპირ გაშეშებულნი დგანან და ვერაფერს ვერ ამბობენ. რა არის ეს? ბედისწერა თუ მხოლოდ ბედის ირონია?

თავი 21
„რომ დაბრუნებულიყავი..."

-მაიკ! რას გაშტერდი? წამო ყველა შენ გიცდის - მეგობრების მდუმარე საუბარში ჩაერია ნიკი
-რა? - დაიბნა მაიკი. მას ნიკისათვის არც კი გაუხედავს. ის არტურს თვალს ვერ აცილებდა
-რადა რას დაყუდებულხარ მანდ... წამოდი დროზე - ნიკი მეგობართან მივიდა, ხელი მოკიდა და გარეთ გაათრია. მაიკი დაბნეული იყო. არ იცოდა სად მიყავდა ნიკს, არც სურდა რომ ცოდნოდა. მის თვალწინ ჯერ კიდევ არტური იდგა. და ჯერ კიდევ ჩაესმოდა მისი ბოლო სიტყვები: „მაიკ არ გინდა! შენ არაფერი გაქვს დაკარგული. ყველაფერი ჯერ კიდევ წინა გაქვს".
მისი გამოჯამრთელების აღსანიშნავად მეგობრებს წვეულება მოეწყოთ, მაგრამ მაიკი ერთ კუთხეში იჯდა და თვალწინ ედგა ყველა მოგონება, თითქოს ყველაფერს თავიდან ხელახლა განიცდიდა. მას თვალწინ დაუდგა ენის სიკვდილი, ჩიკაგოში პირველი დაბრუნება, ნიკიტასთან პირველი შეხვედრა, ლოგანის ღალატი, ჯარში წასვლა, არტურის გაცნობა, პირველი მსხვერპლი... მოკლედ ყველაფერი კარგიც და ცუდიც.
მაიკმა მთელი ღამე თეთრად გადაათენა. ის სულ არტურთან შეხვედრაზე ფიქრობდა. გული ეკუმშებოდა. არ იცოდა ეს რას ნიშნავდა. თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა „რატომ? რატომ შევხდი მას?"...
მეორე დღეს, როცა სამსახურში მივიდა გულმა ვერ გაუძლო და FBI საძიებო სისტემაში მისი ძებნა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა არტური ადვოკატი ყოფილა, და ნიუ-იორკში კურსებზე ყოფილა ჩამოსული. მაიკი დიდი ხანი ითმენდა, ყოყმანობდა ღირდა თუ არა მისი ნახვა, შემდეგ კი გულმა ვეღარ მოუთმინა და მასთან ოფისში წასვლა გადაწყვიტა. 
-არტურ მონტესს ვეძებ

-უკაცრავად მაგრამ მასთან ვერ შეგიშვებთ... - უთხრა მისმა მდივანმა
-როგორ თუ ვერ შემიშვებთ?
-ბატონი მონტესის ბრაძანებაა... მასთან შესვლა არ შეიძლება... -  მაიკს მოთმინების ფიალა ევსებოდა. 
-კარგით... მაშინ ასე ვცადოთ - თავი გააქნია მაიკმა და გულის ჯიბიდან FBI-ის მოწმობა ამოიღო - FBI... მე არტურ მონტესის ნახვა მინდა - მდივანი გაჩერდა. მან დიდი ხანი უმზირა მაიკს. ბოლოს მიხვდა რომ ის არ ხუმრობდა და უთხრა
-წამომყევით - ამაზე მაიკს გაეღიმა და გოგონას გაყვა.
-უკაცრავად ბატონო მონტესს, მაგრამ თქვენ FBI-ის აგენტი გეძებთ
- FBI -ის აგენტი? შემოუშვი ევა შემოუშვი და მარტო დაგვტოვე
-დიახ სერ - თქვა ევამ, მაიკს გამოხედა და ახლა მას მიმართა - შებრძანდით ბატონო
-მადლობთ... - ძალით გაუღიმა და არტურის კაბინეტში შევიდა... 
არტურს ძველი მეგობრის დანახვაზე გაეცინა, თავი გააქნია და თქვა 

- ე.ი FBI-ის აგენტი ხარ?
-შენ კი ადვოკატი?
-ვიცოდი რომ კიდევ შევხვდებოდით მაიკ... - მაიკს არაფერი უპასუხია. მხოლოდ გაუღიმა - რაც არ უნდა ეცადო მაინც ვერ შეიცვლები... ძველო მეგობარო!!!
-ხო ადამიანები იოლად არ იცვლებიან
-მაიკ ადამიანები საერთოდ არ იცვლებიან - მოკლედ მოუჭრა არტურმა - ხო მართლა ახლა რა არის შენი სახელი?
-არტურ მე სახელი არ შემიცვლია
-ააა... ე.ი ისევ მაიკ ნაითი ხარ?
-არა... მაიკ ტრეისერი
-მმმ... ე.ი გვარი შეგიცვლია... გასაგებია!!! - ცოტახნით სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ისევ არტურმა დაარღვია ეს სიჩმე - რისთვის მოხვედი?
-ჰმ! ეგ მეც მაინტერესებს - ღიმილით თქვა მაიკმა
-გინდა მე გეტყვი? - ასევე ღიმილით უთხრა არტურმა... 
-მიდი
-გინდა გეიგო რა მოხდა შენი დაბრუნების შემდეგ
-ალბათ... შენ უკეთ იცი...
-აჰა... - ამაზე იმაზე მეტად დაიძაბა სიტუაცია ვიდრე ადრე იყო... - იცი მაიკ რა მოუვიდა ბეტის როცა შენი დაღუპვს ამბავი ჩავუტანე?
-შენ უთხარი?
-რა თქმა უნდა... ბეტის ინფაქტი მოუვიდა. იცი რა დღეში ჩავარდა? მას ხომ ერთადერთი შვილი დაეღუპა
-ხომ ცოცხალია? - ანერვიულდა მაიკი. 
-კი ცოცხალია, მაგრამ ალბათ ჯობია მკვდარი იყოს
-მაგას რატომ ამბობ? - გაუკვირდა მაიკს
-ბეტი ყოველ დღე შენს საფლავზეა. და დღესაც ვერ უპატიებია თავისი თავისთვის ის სიტყვები რაც იმ დღეს დაჩაზე გითხრა. - მაიკი არაფერს არ პასუხობდა. ის მხოლოდ თავჩაქინდრული იჯდა და მეგობრის ლაპარაკს უსმენდა - იცი მაიკ, როგორი გაბრაზებული ვიყავი შენზე? შენი დაკრძალვაც კი გადავიღე იმის იმედით, რომ ერთხელაც მოგძებნიდი, გაყურებინებდი და გულს ისევე გატკენდი, როგორც შენ ატკინე ყველა შენს ნაცნობსა და მეგობარს... იცი რა რთულია ყველას მოტყუება ვინც ჩემს ირგვლივაა? იცი რა რთულია უყურო ბეტის, გვენისა და ნიკიტას ტანჯვას? და ვერ ვუთხრა რომ ცოცხალი ხარ? 
-მოიცა შენ რა...
-კი მაიკ მე და გვენი დავქორწინდით და ამიტომ მუდამ მათ გარემოცვაში ვარ - არ დაამთავრებინა მაიკს წინადადება არტურმა - ყველა გავიცანი ლოგანიც კი... მიუხედავად იმისა რომ ნაჩხუბრები იყავით ისიც გგლოვობდა და დღესაც გგლოვობს... იცი მაიკ რამდენი ხანია ამ შეხვედრას ვნატრობდი? მინდოდა ყველაფერი მომეხალებინა შენთვის, რომ გული გტკენოდა, მაგრამ... მაგრამ ახლა როცა ჩემს წინ ზიხარ ვხედავდ, რომ ისევ ის ძველი მაიკი ხარ ვინც ადრე იყავი და ვერ გიმეტებ... ვერ გიმეტებ ტანჯვისათვის... 
-მაინც რა გინდოდა რომ გეთქვა?
-არა არ ღირს - სიმწრით გაეცინა არტურს
-მიდი მითხარი დამიჯერე გადავიტან
-მეეჭვება
-დამიჯერე გადავიტან... სამი წელი მზე არ მენახა... დამიჯერე შევიცვალე
-ჰმ! - დაეჭვებით გაეცინა არტურს - კარგი მაიკ... თუ ჯობია მამიკო დაგიძახო?
-რა? - გაეცინა მაიკს
-ხო მამიკო... შენ შვილი გყავს


უკვე ნელ-ნელა ჩვენი მოთხრობა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ წინ მაიკს ჯერ კიდევ დიდი არჩევანი ელის ))... ნუ ამაზე უკვე მოგვიანებით ვილაპარაკოთ )) ახლა კი მინდა გითხრათ რომ ამ თავს ვჩუქნი ჩემს კიდევ ერთ ერთგულ მკითხველს mariko1-ს და ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ავტორს Nuchito-ს
მიყვარხართ ყველანი <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 729 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-01-19 Spam
Vaimee shvili O_0 aaaaaaa Dzaaan Kargi Tavebia ^^
Daidzaba Sitvacia , momewona sashinlad ^^
Maaale gaaaagdzxeleee ^^