მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 3 » You Are My One In 6 Billion♥
9:27 PM
You Are My One In 6 Billion♥

1 თავი

ამ თავს ვჩუქნი ჩემს იუბილარს ChAkUnA-ს.. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბ დღეს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში.. ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ.. ჩემი ბოთე**


ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად მამასთან ახლოს ყოფნა მინდოდა, მე კი მას უფრო დავშორდი, ასე ცუდად მასთან არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი ჯადოსნური, სიხარულით სავსე ცხოვრება ასე უეცრად ჯოჯოხეთად იქცა..

ყოველ საღამოს გვიან ბრუნდებოდა სახლში. და უკვე აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა, დალაპარაკებითაც აღარ მელაპარაკებოდა, თავის ოთახში შედიოდა და წვებოდა.

დღესაც ჩვეულებრივ მოხდა. მამა სახლში ძალიან გვიან მოვიდა. უკვე ჩაძინებულს მისმა სახლში მოხვლამ გამაღვიძა. აღარ მივაქციე ყურადღება, მეორე გვერდზე გადავბრუნდი და ძილის გაგრძელება შევეცადე. მაგრამ სწორედ ამ დროს მამამ ჩემი ოთახის კარები შემოაღო და შიგნით შემოვიდა.

მეც გაკვირვებული მისკენ შევბრუნდი.

-სერენა შენთან სალაპარაკო მაქვს.(მამა)

-მამა ხომ არ გეჩვენება რომ ძალიან გვაინ არის სალაპარაკოდ?(მე)

-ვიცი, რომ გვიანია, მაგრამ სხვა დროს ვერ ვიცლი სამსახურიდან ვერ გამოვდივარ.. ვცდილობ, რომ მთელი ჩემი ტკივილი სამუშაოს გადავაყოლო და ამიტომ მთელ დროს ვუთმობ მას(მამა)

-და ჩემზე არც ფიქრობ. არ გაინტერესებს როგორ ვარ და არც ის თუ როგორ მჭირდები ჩემი ცხოვრების ამ ყველაზე რთულ დროს.(მე)

-სერე პატარა, ვიცი რომ ძალიან ცუდად გექცევი, მაგრამ სხვანაირად არ შემოძლია.. მეც ძალიან ცუდად ვარ.(მამა)

-მამა ვიცი რომ შენც ცუდად ხარ. მაგრამ ამ დროს პირიქით უნდა იქცეოდე. ასეთ დროს ერთმანეთს გვერდში უნდა ვედგეთ. შენ კიდე მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ. და იმისათვის, რომ როგორმე შენი მწუხარება დაივიწყო მუშაობ და მთელ დღეებს სამსახურში ატარებ.(მე)

-ყველანაირად ვეცდები რომ ეგრე აღარ გავაგრძელო. ხვალიდან ყველაფერი შეიიცვლება. იმისათვის, რომ მარტო არ იყო მთელი დღეები, ძალიან კარგი კოლეჯი მოგიძებნე. აქვე, ჩვენს ქალაქში, საბუთები უკვე შვიტანე და ზეგ უკვე გეწყება სწავლა.. იმედია წინააღმდეგი არ იქნები.. რაგანაც ეს პერიოდი შენთვის ძალიან მძიმეა და სჯობს ასეთ დროს ხალხის გარემოცვაში იყო, რადგან უფრო უკეთ შეძლო გაუმკლავდე ამ დიდ გასაჭირს..(მამა)

გაოგნებული ვიჯექი საწოლზე და მამას ვუსმენდი..

უკვე აღარ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ისეთ რაღაცას აკეთებდა რისი წინააღმდეგიც იყო ადრე. მე მას უკვე ვეღარ ვცნობდი. ის არიყო ძველი და ძალიან მოსიყვარულე მამა. ის უკვე სულ სხვა ადამიანი იყო, ტკივილისა და მონატრების გამო სულ სხვანაირი კაცი გამხდარიყო.

-მამა გინდა რომ კოლეჯში გამომკეტო და ასე თავიდან მომიცილო? მართალია მე  მთელ კვირებს იქ გავატარებ შენც უფრო თავისუფალი იქნები და ამხელა ტვირთს მოიშორებ მხრებიდან ჩემი სახით. ამ სიტყვებს ვამბობდი და თან ცრემლები მომდიოდა. ვერ ვიჯერებდი რომ ასეთი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს.

-არა სერენა შენ ცუდად გაიგე.. მშვენივრად იცი, რომ შენზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე აღარავინ დამრჩა. მინდა რომ ბედნიერი იყო და არ იტანჯო. მე მჯერა რომ ახალი გარემო ყველაფერს დაგავიწყებს და ისეთივე ბედნიერს და სიხარულით სავსეს გაქცცევს როგორიც ადრე იყავი.დედაშენი კი მუდად შენს გვერდით იქნება, მუდამ შენს გულში, ის შენ სულ დაგიცავს. როგორ გგონია მას მოეწონებოდა შენი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა? მთელი დღეები ოთახშ ხარ გამოკეტილი და ტირი.. მეგობრებიც კი დაივიწყე, ენისაც კი აღარ ეხმინები. იმ სიცოცხლით სავსე გოგოდან მხოლოდ აჩრდილი არის დარჩენილი. (მამა)

მისმა სიტყვებმა გული საოცრად ამიჩუყა


მივხვდი რომ ის ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი ბედნიერებისთვის აკეთებდა. ვეღარ მოვითმინე, მასთან მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე.

ახლა ჩვენ ისე ვიყავით როგორც პატარაობაში, როცა რაიმეს გამო გული მეტკინებოდა და ის მამშვიდებდა. ერთი წუთით ის დრო გამახსენდა როცა დედასთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით.

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. მე მართლაც უნდა გავსულიყავი ხალხში. უნდა დავბრუნებოდი ძველ ცხოვრებას. დედას მართლა რ მოვეწონებოდი ასეთ მდგომარეობაში რომ ვენახე. ის მართლაც მუდამ ჩემს გულში იქნებოდა. მე მართლაც უნდა წავსულიყავი იმ კოლეჯში სასწავლებლა, ასე გულსაც გადავაყოლებდი ამ ყველაფერს, თან ცოტა გავმხიარულდებოდი. მეორე დღეს მამა მართლაც არ წასულა სამსახურში. მთელი ის დრო ჩემთან ერთად გაატარა.. ისევ ისე ვიყავი, ოღონდ ერთი განსხვავებით, ამჯერად დედას გარეშე ვიყავით.

მას ძალიან გაეხარდა, როდესაც ვუთხარი რომ კოლეში წასვლა გადავწყვიტე.

ყველაფერი მოომიყვა ამ დაწელებულების შესახებ. თურმე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლებელი ყოფილა. სააოცნებო ადგილი.ძალიან კარგი მასწავლებლებით. მაგრამ ერთი უარყოფითი რამ ქონდა, რაც საკმაოდ არ მომეწონა. ეს ადგილი საკმაოდ შერს იყო სახლიდან, თითმის სხვა ქალაქში. მაგრამ არაუშავდა. ვხვდებოდი, რომ ჩემთვის ასე იყო აუცილებელი.

მთელი კვირა იქ მომიწევდა ყოფნა, თუმცა სახლში წამოხვლაც შემეძლებოდა გაკვეთილების შემდეგ თუ მოვიდნომებდი.

მოკლედ ძალიან კმაყოფილი დავრჩი, კარგი ადგილი ჩანდა. ახალი მეგობრები და ახალი გარემო კი ამ ყველაფრის გადახარშვაში დამეხმარებოდა.

დაწოლამდე ჩემი ნივთები, ტანსაცმელები ჩავალაგე და ადრე დავწექი დასაძინებლად, რადგანაც ხვალ ძალიან მძიმე დღე მელოდა.


imedia mogewonat*)

bavshvebo gtxovt daakomentaret..

tu sakmarisi komentarebi dagrovdeba dgesve davdeb axal tavs:**)) shemdegi tavi ufro saintereso iqneba))

miyvarxart:**

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1280 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-06-07 Spam
kaia da male dade ra...<3 mainteresebs<3<3