მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 5 » ((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥
5:07 PM
((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥

"I Will Walk A Thousand Miles To Be In Your Arms. I Love You, And Everythung's Gonna Be Alright" - Justin Bieber 
"მე გავივლი ათას მილს რომ ვიყო შენს მკლავებში. მიყვარხარ, და ყველაფერი კარგად იქნება" - ჯასტინ ბიბერი 


და მაკოცა. მაკოცა არ მჯერა. ამ კოცნისას საოცარი გრძნობა დამეუფლა. ასეთი გრძნობა არასდროს მიგრძვნია... ჯასტინი მიყურებდა. მერე ღრმად ამოისუნთქა და მითხრა
-მოლი ვიცი ეს დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა... ვიცი დავაგვიანე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს... მოლი მიყვარხარ - ამაზე მთლად გავითშე
-გიყვარვარ? - ნამდვილად არ ვიცი რას ვამბობდი. ყველაფერი გაუცნობიერებლად გდებოდა. ყველაფერი სპონტანურად - ისე როგორ შენი ყველა შეყვარებული?
-არა რა სისულელეა
-აბა ამ არ დღეში ისე შეგიყვარდი რომ ეგეთ დღეში ხარ? აფირისტი ხარ ჯასტინ ბიბერ
-არა რა ორი დღე სამი წელია მიყვარხარ
-მაშინ მაიამიში რატომ არაფერს ამბობდი?
-მეშინოდა
-კარგი ერთი რა.... უნამუსო ყოფილხარ.... - სახეში გავარტყი. ჯასტინს თვალზე ცრემლი მოადგა. მე კარები გავაღე და მანქანიდან გადმოვედი. მერე გავიხედე და დავინახე თუ როგორ ედო თავი საჭეზე და როგორ მოდიოდა მისი თვალებიდან ცრემლები. მე გაცოფებული შევვარდი სახლში იქ კი ბავშვები დამხვდნენ. ჩემ შესვლაზე ყველა მეორე ოთახში გავიდა, მხოლოდ ლოგანი დარჩა. ლოგანი ჩუმად მიყურებდა, აშკარად ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო
-დღეს მთელი დღეა გირეკავ, მაგრამ ტელეფონი გამორთული გაქ. კიდევ დღეს მგონი ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყავი შოუს ჩაწერაზე, მაგრამ არა უგზოუკლოდ დაიკარგე
-ლოგან შენი კაპრიზების თავი არ მაქვს გთხოვ თავი დამანებე - და კიბეებზე ასვლა დავაპირე მაგრამ ლოგანი მომვარდა და გამაჩერა
-მოლი ამიხსენი სად იყავი დილიდან
-თავი დამანებეთქო ხომ გითხარი - და ხელი გავაშვებინე
-დაგანებო? კარგი მაგრამ იცოდე თუ ზემოთ ახვალ იცოდე სამუდამოდ დამივიწყე
-რა პრობლემაა - და ჩემს ოთახში ავედი. გაცოფებული ვიყავი. გონება გადაკეტილი მქონდა. ამ დროს ოთახში ალექსი შემოვიდა

მასაც აშკარად ეტყობოდა რომ გაბრაზებული იყო. დღეს მგონი გაბრაზების დღეა
-ლოგანს დაშორდი?
-კი დავშორდი მერე რა?
-მერე რა? შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
-კი სავსებით
-რაღაც არ გეტყობა
-ალექს თავი დამანებე სცენების ხასიათზე არ ვარ
-არა მართლა არ ხარ შენ შენს მატორზე
-ალექს გადი ჩემი ოთახიდან - ვუყვურე
-რა გჭირს გამაგებინე
-არ არის შენი საქმე... უბრალოდ გადი და არ შემოხვიდე გაიგე? - და გარეთ გავაგდე, მერე კარები მაგრად მოვაჯახუნე და ლოგინზე გავემხვე. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი ყველაფერს. ეს რა გავაკეთ რაები ველაპარაკე ჯასტინს ან ალექსს და ლოგანს რაები ვუთხარი... ვაიმე :((. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. ყველა სიტყვა გამახსენდა რაც ჯასტინს ვუთხარი. თვალწინ მხოლოდ მისი სახე მედგა... მისი ცრემლი მახსენდებოდა... ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა... გული გასკდომაზე იყო. რაღაც ენით აუღწერელი გრძნობა მეუფლებოდა. თითქოს ეს გრძნობა გულის რომელიღაც კუნჭულიდან ამოდიოდა და ნაცარს იშორებდა. ეს გრძნობა იმდენად ძლიერდებოდა რომ გულში აღარ ეტეოდა. თითქოს გულიდან ამოდიოდა და მთელ სხეულს ედებოდა. ცრემლები ღვარა-ღვარა მომდიოდა. ყველაფერი მაშინ გაორმაგდა როცა ჩუმად ვთქვი „მიყვარხარ". ამ სიტყვაზე მივხვდი თუ რა გრძნობა იყო ეს. ეს სიყვარული იყო. სიყვარული რომელიც დიდი ხნის მკვდარი მეგონა. ახლა მივხვდი რომ სიყვარული არასდროს კვდება და მიუხედავად დროისა ადრე თუ გვიან ამოხეთქავს და გათქმევინებს „მიყვარხარ". ლოგინზე გაუძრევლად ვიჯექი და ჩემს შეცდომაზე ვფიქრობდი. ამ დროს გავიფიქრე „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" ფეხზე ავდექი და ქვევით ჩავედი. ლოგანი ლექსს ელაპარაკებოდა. მე მათ გავხედე და ვუთხარი „ბოდიში ყველაფრისთვის რაც გითხარით" ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გავვარდი. ლოგანი გამომეკიდა მაგრამ უკვე გვიანი იყო მე უკვე მანქანას ვქოქავდი... 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 783 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-01-05 Spam
vaaaiimmeeee vaaaiimeeee naataaaliiii aiii umagareesiiaaaa.....yochaggg !!! :* :* martlaaa dzaaliannn niichiieriii xarrr ...:* :* :* maalee maaleee gaagrdzeelee..