მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 29 » ((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥
10:42 PM
((> ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ვნატრობთ ♥

"I Will Walk A Thousand Miles To Be In Your Arms. I Love You, And Everythung's Gonna Be Alright" - Justin Bieber 
"მე გავივლი ათას მილს რომ ვიყო შენს მკლავებში. მიყვარხარ, და ყველაფერი კარგად იქნება" - ჯასტინ ბიბერი 


როგორც კი ჰარი წავიდა, უფროსწორად გავაგდე და ჩემს ოთახში ავედი ჩემს მეგობარს დავურეკე(აეროპორტში მუშაობს) და ბილეთის დაჯავშნა ვთხოვე პარიზის მიმართულებით. სასტიკად მინდოდა აქედან, მალიბუდან წასვლა. არც ჯასტინის და არც ჰარის დანახვა არ მინდოდა. მერე ბარგის ჩალაგება დავიწყე, მაგრამ შევწყვიტე და მამასთან მივედი. თავიდან მამა წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ კერის დავმარებით გამიშვა. დინი სახლში არ იყო ეს ყველაფერი რომ მეთქვა ამიტომ წერილი დავუტოვე. მერე გოგოებს(ბონისა და ტეილორს) დავურეკე და დავემშვიდობე. რატომ ვემშვიდობებოდი? იმიტომ რომ რეისი ძალიან ადრე იყო და მათ ნახვას ვერ მოვასწრებდი. მერე ისევ ოთახში დავბრუნდი და ბარგის ჩალაგება გავაგრძელე. მთელი ღამე ვალაგებდი. არ მინდოდა რომ დამძინებოდა. მერე დაკვრა დავიწყე გიტარაზე. ასე გართობაში წასვლის დროს მოვიდა. აეროპორტში მამამ, კერიმ და დინმა წამიყვანეს. დინი ცდილობდა წასვლა გადაეფიქრებინა, მაგრამ უშედეგოდ. აეროპორტში რომ მივედი იქ ჰარი დამხვდა. თავიდან კი გამიკვირდა საიდან გაიგოთქო, მაგრამ შემდეგ ბონი გამახსენდა. თავიდან ჰარის ცივად გავუარე, მაგრამ შემდეგ დამეწია და ჩამეხუტა. 
-ჰარი ეგ ჩახუტება არაფერს უშველის მშვიდობით
-გთხოვ მაპატიე რა.. და ძალიან გთხოვ არ წახვიდე
-არა უკვე გვიანია... და შენ კარგად იცი რომ ადამიანს მხოლოდ უნდობლობას ვერ ვაპაიებ
-გთხოვ...
-არავითარი გთხოვ
-კარგი მაშინ იმას გეტყვი რაც უკვე დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა
-კარგი 5 წუთი გაქ
-კარგი... მოლი დიდი ხანია მივხვდი რომ შენს მიმართ ის გრძნობა აღარ მაქვს რაც ადრე
-აჰა ე.ი სხვა გიყვარს
-სიმართლე გითხრა არავინაც არ მიყვარს... და მინდა გთხოვო რომ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვიყოთ... კარგი მეგობრები
მე ჩუმად ვიყავი. მერე გამეცინა და ვუთხარი - ისე შენნაირი მეგობარი არ მაწყენდა
-ე.ი?
-ე.ი მხოლოდ მეგობრები - ჰარიმაც გამიღმა :). და ლაპარაკი გააგრძელა
-ანუ დარჩები?
-არა არ დავრჩები... 
-რატომ? 
-იცი ეგ მიზეზი
-კარგი მაშინ ნახვამდის - და ჩამეხუტა

მე უხმოდ ავედი ბორტზე. იქედან გამოვბრუნდი. გულის სიღრმეში მინდოდა რომ ჯასტინი მოსულიყო და ველოდი კიდეც, მაგრამ საიდან უნდა გაეგო ან რატომ უნდა მოსულიყო? მისთვის ხომ მე ერთი უბრალო გოგო ვარ :(. თვალზე ცრემლები მქონდა მომდგარი. ჩემს ადგილზე რომ დავჯექი კიდევ გამოვიხედე, მაგრამ ისევ უშედეგოდ... მერე ცრემლი მოვიწმინდე, ნაოშნიკები გავიკეთე და მივიძინე. რომ გამომეღვიძა კიდევ არ ვიყავით პარისში ჩასულები. ისევ მუსიკების მოსმენა გავაგრძელე. უცებ ჯასტინის სიმღერა დაიწყო. აი ის ესპანურად რომ დაწერა. მინდოდა გადამეხვია მაგრამ ვერ შევძელი. თვალები ისევ ცრემლებით ამევსო. მერე აიფონი ამოვიღე და ჩემი და ჯასტინის ფოტოს დავუწყე ყურება

ეს ერთადერთი ფოტოა რომელიც მე და ჯასტინს ერთად გვაქვს გადაღებული, ამიტომ ეს ფოტო ძალიან მიყვარს

მთელი გზა ამ ფოტოს ვუყურებდი, ხოლო როცა პარისში ჩავედი ფოტო წავშალე(ასევე ჯასტინის მობილურის ნომერი და მისი სიმღერები), რადგან ვიწყებდი ახალ ცხოვრებას, რომელშიც ჯასტინ ბიბერის ადგილი არ იყო

კიდევ ერთხელ მადლობა რომ ამ მოთხრობას კითხულობთ. წინა თავზე იყო კომენტარი რომელიც ძალიან მომხვდა გულზე და ძალიან გამიხარდა. თვალებზე ცრემლიც კი მომადგა. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ლელა შავაძეს (Leelu-J.B). ლილე ძალიან დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის რაც შენ დაწერე <3
კიდევ რაღაც მიზეზების გამო შეიძლება რამდენიმე დღე ან თუნდაც კვირა საიტზე ვერ შემოვიდე ან შემოვიდე საღამოს და ვერ მოვახერხო მოთხრობის დადება. ამიტომ მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამის გამო.
P.S თუ შევძლებ ყოველდღე დავდებ და თუ ვერა მაშინ როცა მექნება დრო მაშინ :(( ბოდიში

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 914 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 171 2 »
2011-12-30 Spam
გააგრძელე !! ძაან მაგარია !! :*** <3