მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » Love?! It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making PeopLe Cry![26/1]
5:06 PM
Love?! It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making PeopLe Cry![26/1]
Δ  Δ
Love?! It's A Big Shit, 
What I'm Scared For So Stay Away From Me,
 I Love Making PeopLe Cry![26/1]
(პირველი ნაწილი!)
 
 maybe we love each other, but we can't be together...  
 or we just can't love, but we can hurt each other. 
 anyway we need each other at night, when it's cold outside and the sky makes us cry. 



  
წინა თავი:



Love?! It's A Big Shit, 
What I'm Scared For So Stay Away From Me,
 I Love Making PeopLe Cry![26]

მალევე გამოვიდა და გვერდით მომიწვა, სულელურ თემებზე დავიწყეთ საუბარო როგორც გვჩვევია.
ჯასტინს მალევე ჩაეძინა, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავიძინე.
ფანჯრიდან ცოტა საინათლე შემოდიოდა, ჯასტინის სახეს ოდნავ ანათება და მეც მას ვუყურებდი.
ნაზად ვეფერებოდი და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული.
აქეთ-იქით დავიწყე ტრიალი, დამცხა და ავდექი.
სწრაფად ჩავიცვი ტანსაცმელი და ოთახიდან გამოვედი, ჩუმი ნაბიჯებით დავდიოდი სახლში რომ ბაბუ არ გამეღვიძებინა.
სახლიდან ჩუმათ გამოვედი და ეზოში ჰამაკში ჩავჯექი.
ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, თითქოს სულაც არ ყოფილიყო დღეს წვიმა და საერთოდ არ გამოჩენილიყო ღრუბელი.
ნაბიჯების ხმა ისევ მესმოდა, მაგრამ ისევ ჩემს შიშს ვაბრალებდი.
მოიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა არ ვაპირებდი სახლში შესვლას.
თითქოს ძილი მომერია, თვალები დავხუჭე.
ამ ჯერად ზუსტად ვიცოდი უკვე აღარ მეჩვენებოდა, შიშისაგან თვალებს არ ვახელდი, გული თავის ადგილას ვერ ეტეოდა და სახეს თანდათან ვკრავდი, თვალებს ძლიერად ვხუჭავდი იმის შიშით რომ ვიღაც ხელს მომკიდებდა.
- აქ რას აკეთებ ლამაზო? - ჯასტინის ნამძინარევი ხმის გაგონებისას, თვალები სწრაფად გავახილე და როცა ის დავინახე ამოვისუნთქე.
გაეცინა, მიხვდა რატომაც ვიჯექი ასეთი გაშეშებული და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
- არ გცივა? - თმა გადამიწია და თავი მხარზე დამადო.
- არა, ვერ დავიძინე და ჩამოვედი...
- მერე რატომ არ გამაღვიძე? 
- რატომ უნდა გამეღვიძებინე? თან ისე საყვარლად გეძინა! - გავუღიმე - მაგრამ შენ მაინც ვვერაფერს გამოგაპარებ! - გამეცინა და ხელები მოვხვიე.
- ხო! - თვითონაც გაიცინა - წამო ავიდეთ რა... არ დავიძინოთ თუ გინდა... - წამოდგა და ხელი ჩამჭიდა, გავუღიმე და წამოვდექი.
მისკენ მიმწია და ხელი გადამხვია.
ეს ერთი კვირა ორივემ დავისვენეთ და მართლაც სიმშვიდეში გავატარეთ, ამის შემდეგ არც გვიჩხუბია.
დავუბრუნდით ბერლინს და ხმაურიან ცოხვრებას, რომელსაც მე და ჯასტინი პირველ დღეს თავს ვარიდებდით და ვცდილობდით ოთახში ჩვენთვის ვყოფილიყავით.
შემდეგ კი ისევ "მიმაჩვიეს" იმ ცხოვრებას რომელსაც ერთი კვირა გამოვემშვიდობე.
სანამ ჯასტინი კონცერტს ატარებდა ჩვენ სადმე ვსვამდით, კლუბში ვიყავით.
შემდეგ ისიც მოდიოდა და და ჩემი თავისუფლება უფროდაუფრო მცირდებოდა, პირველ რიგში ბიჭებზე და სასმელზე. თუმცა ბიჭების თვარიელებით თავს არ ვიკლავდი, ძირითადი აქცენტი ყველას სასმელზე ჰქონდა გადატანილი რაგდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გართობა ცუდად დავამთავრე!
კიდევ რამდენიმე ევროპის ქვეყანა და ისევ დავუბრუნდით ლოს-ანჯელესს.
ამ ჯერად ჯასტინთან ვამჯობინე დარჩენა, სულ რომ ასე არ მდომებოდა ჯასტინი მაინც მასთან წამიყვანდა.
ასე ცხოვრება თავიდან ძალიან მომწონდა, მუდმივად ერთად ვიყავით შემდეგ კი შეყვარებულებს აღარ ვგავდით, უფრო ოჯახს რომელსაც სულაც არ უყვარს ერთმანეთი.
ჯასტინი მუდმივად საქმეზეა წასული, არაფერს არ ვამბობ რა უნდა ვთქვა, ყველაფერზე ვუღიმი და იმის ატანაც მიწევს, რომ ყოველთვის ძალიან გვიან ბრუნდება და ისიც უკვე ცუდ ხასიათზე.
ყოველ წუთას მწერს, მაგრამ ამას კონტროლი უფრო ჰქვია!
მეც ყოველ წუთას ვცდილობ დავმშვიდდე და უბრალოდ გავუღიმო და თბლიად ვუპასუხო.
მოკლედ თავი ასი წლის ქალი მგონია, მის გარეშე ვერსად ვერ მივდივარ, ის კი ჩემთანა რასდროს არ არის და გამოდის რომ მთელი დღე სახლში ვარ!
ამ ფიქრებში გართული გამორთულ ტელევიზორს, შეკრული თითქოს ზედმეტად დაინტერესბული სახით ვუყურებდი და თან პოპკორნს ვჭამდი.
კარის გაღების ხმა გავიგე და მიხვდი რომ ჯასტინი დაბრუნდა, ჩაბნელებულ დერეფანს გავხედე და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა.
ნელი ნაბიჯებით, მობილურში ჩამძვრალი შემოვიდა და კარებთან გაჩერდა.
ჩემთვის არც შემოუხედავს, მობილურში იყო ჩამძვრალი და ვიღაცას გამწარებული წერდა.
ცოტახანი ჩუმათ ვუყურებდი, მაინტერესებდა როდის შემამჩნევდა, თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ისევ ტელევიზორს მივუბრუნდი რომელიც გამორთული იყო.
- Hello Babe! - ცოტახანში ჩემსკენ წამოვიდა და ლოყაზე მაკოცა.
არ გავნძრეულვარ, თვალი გავაყოლე და ისევ ტელევიზორს მივაშტერდი.
- დავიღალე... - სავარძელში ჩაჯდა.
- მეც დავიღალე... - გულში გავიფიქრე და უემოციოდ გავხედე.
- რას აკეთებ? - გაიცინა და ტელევიოზრი ჩართო.
- არაფერს... - ცოტახანში ვუთხარი.
- ცუდ ხასიათზე ხარ? - გაკვირვებულმა მკითხა.
- არა, საიდან მოიტანე? - ძალით გავუღიმე და თვალი ავარიდე.
გვერდით მომიჯდა და სახეზე დამიწყო ფერება, უაზროდ იღიმოდა და არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ მეგონა რომ რაღაცაზე ნერვიულობდა რადგან ეს ღიმილი ნამდვილი არ იყო.
- შხაპს მივიღებ და მოვალ, კარგი? 
- კარგი. - ძლიერად ვაკოცე და გავუღიმე, წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით ავიდა მეორე სართულზე.
მაშინვე მოვიშორე ყლაბი ღიმილი სახიდან და ისევ უკმაყოფილო სახე მივიღე.
ისევ ფიქრებში გადავეშვი, ნახევარ საათში ან უფრო მეტში ვიღაცის კაკუნმა გამომაფხიზლა.
სწრაფად და თითქოს კარებთან დგომით დაღლილი ხან აზარუნებდა და ხან აკაკუნებდა.
ნელა წამოვდექი, დერეფანში შუქი ავანთე და კარი ნელა გავაღე.
შავგრემანი, ძალით გასწორებული თმით, დაახლოებით ჩემს სიმაღლე, ცისფერ ლინზებიანი გოგონა დამხვდა.
სწრაფად ავათვარიელე და ყველაფერი იმდენად "ცუდად" ჰქონდა გაკეთებული, არაფერი გამომრჩენია.
სიტყვები ზედმეტი იყო, ჩემი სახის გამომეტყველება უკვე კითხვას სხვამდა: "ვინ ხარ? რა გინდ აქ?"
- ჯასტინი სახლშია? - კიდევ ერთი ძალით დაწვრილებულ ხმიანი შავგრემანი ვითომ ბარბი.
- და... - ვერ დავამთავრე, რადგან ჯასტინი მოვიდა და სახლში შემოიპატიჟა.
გაკვირვებულმა გავხედე, ჯასტინმა შეამჩნიე რომ უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ არ შეიმჩნია და შავგრემანი ბარბი სახლში შეიყვანა.
- ოდრი, ეს მედისონია... ჩემი მეგობარი... - დაბნეულმა მითხრა ჯასტინმა და ჩემს გვერდით დადგა.
- გამოვიცნო? კანადელია და შენი ყოფილი შეყვარებულია? იცი რა მაინტერესბ, კანადაში არსებობს გოგო რომელიც შენი შეყვარებული არ იყო? - ჩუმათ ვუთხარი, რათქმაუნდა ხვდებოდა რომ ამ გოგოს აქ ყოფნა არ მომწონდა.
ასე პირველ შეხედვისას ალბათ ამ გოგოს გარეგნობის გამო დავიწყე ეჭვიანობდა და შემდეგ უკვე რამდენიმე წუთში მისი საქციელის გამოც.
დივანზე იჯდნენ და ლაპარაკობდნენ, მე სამზარეულოდან ვუყურებდი მათ და გაბრაზებული ისევ ჩაზის რჩევას ვითვალიწინებდი და ვჭამდი.
ჯასტინს არაფერი უთქვამს ისე მიუჯდა მას, მე კი მათი ყურებით დაღლილი გამოვედი სამზარეულოში თუმცა აქედანაც მათ ვუყურებდი.
როგორ შეიძლება ყველა გოგოს მოსწონდეს?! თან ყველას მეგობრად მოიხსენიებს და შემდეგ ერთად არიან! ან მანამდე იყვნენ ერთად! თან ჯასტინიც ვითომც არაფერი ისე მივიწყებს წამიერად და ეფლირტავება!
მერე კიდე მე ვფირობ არასწორად და თუ მე ვიღაც ბიჭს მხარს შემთხვევით გავკრავ და ბოდიშს მოვუხდი ამის გამო კიდე მე ვეფლირტავები ყველას!
საერთოდ არ ვმალავდი რომ ამ გოგოს აქ ყოფნა არ მომწონდა!
როგორც იქნა გავახსენდი ჯასტინს და დროებით მოშორდა მედისონს.
სამზარეულოს კარი მიხურა და ჩემთან მოვიდა.
- ცოტახანი ჩვენთან რომ დარჩეს წინააღმდეგი ხომ არ იქნები? - გამიღიმა.
- არა, რატომ?! მე სასტუმრო ოთახში გადავლ და დაწვეს შენთან... რა პრობლემაა! - ყალბად გავუღიმე.
- ნუ ხარ ეჭვიანი! - გაიცინა და წამომაყენა.
- კიდე მე ვარ ეჭვიანი? ხო რათქმაუნდა, ყველაფერი მე ვარ ეჭვიანი! ნეტა შენ როდის ეჭვიანობ... - ხელი გავაშვებინე.
- ხო კარგი... ვიცი რომ მეც ვეჭვიანობ, მაგრამ აქ საეჭვიანო არაფერია! - მშვიდად მითხრა და ჩემი სახე მის ხელებს შორის მოაქცია.
- არა კი არ ეჭვიანობ, მართლა ეგოისტი ხარ და პირდაპირ გეტყვი ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა... - ცოტახანუ ჩუმათ ვუყურებდი, არ მინდოდა გვეჩხუბა მაგრამ როდსიმე ხომ უნდა მეთქვა! - თავი ასი წლის ქალი მგონია! მე რომ ვნახულობ ისეთ ბიჭებს რომლებსაც შენ არ იცნობ ერთ ამბავს ტეხავ და არ გინდა მათთან რომ ვიყო, ხოდა არც მე მინდა შენი ჩემთვის უცნობ მეგობრებთან ნახვა! და არც მათი გაცნობა!
- რა ვქნა ოდრი, გავაგდო? - ყკმაყოფილოდ მითხრა.
- თუ გინდა გააგდე... თუ გინდა აუხსენი... ჩემთვის სულ ერთია! - ხელები გავაშვებინე და სწრაფად გავედი სამზარეულოდან.
ჯასტინი ისევ მას მიუჯდა, მომღიმარე სახით ელაპარაკებოდა და ისიც გამომწვევად უღიმოდა.
ხომ შეიძლება ახლა მაინც გაჩერებულიყო?! როცა ვუთხარი რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ არა...
მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი, რომ იმ გოგოს სიცილმ შემაჩერა.
მერე რა, ურბალოდ გაიცინა მაგრამ გულში ძალიან ცუდად მომხვდა.
თითქოს ვიღაც გამახსნედა და სწრაფად მივბრუნდი მისკენ.
თვალწინ დამიდგა ის საღამო, როცა ჯასტინი ვიღაც გოგოებთან ერთად ვნახე პარიზში.
წამიერად გამახსენდა ყველაფერი და ეს გოგონაც, მედისონი რომელიც ჯასტინს გვერდით ეჯდა და ყველაზე მეტად მან გამაღიზიანა მაშინ.
თუმცა სიბნელე იყო და მისი სახე არ დამინახია, სიცილი კი მწარედ ჩამრჩა.
გული საშინელად ამიჩქარდა და უცებ თითქოს გაჩერდა, რაღაც მთავარი ჩაწყდა და ყველანაირი იმედის გზა გადაიკეტა.
უცებ შემოვბრუნდი და სწრაფად ავედი კიბეებზე, ოთახში შევედი და საწოლზე სამოვწექი.
რას იფიქრებდა ნორმალური ადამიანი?! არ უნდა მეეჭვიანა?! 
უამრავი აზრი მომდიოდა თავში, რამეს მატყუებდა?! იქნებ რამე მოხდა... ან საერთოდ არაფერი მაქვს საეჭვიანო? მაგრამ როგორ აქ მაქვს?! 
შეუძლებელი იყო ახლა დამეძინა, იმ გოგოზე გაბრაზებული და კდევ უფორ გაბრაზებული ვიყავი ჯასტინზე.
ფაქტი ერთი იყო, ამდენის ატანა უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
თითქოს ფიქრებს წერტილი დავუსვი და რეალობას დავუბრუნდი, როცა ოთახში ჯასტინი შემოვიდა.
უკმაყოფილოდ ავათვარიელე და თვალები დავხუჭე.
- ოდრი!.. - ნელი ნაბიჯებით მოვიდა ჩემთან და უკნიდან მომიწვა. - ნუ იბუტები პატარა ბავშვივით! - მხარზე ნაზად მაკოცა, მე კი შევიშმუშნე და მას მოვშორდი.
ცოტახანი ჩუმათ იყო, არ ინძრეოდა.
შემდეგ ისევ ჩემსკენ მოიწია, რამდენჯერმე ვუთხარი რომ თავი დაენებებინა მაგრამ მაინც ძლიერად მეხუტებოდა და თან დამცინოდა.
ბოლოს რათქმაუნდა თავისი გაიტანა!
დილით თვალები არ მქონდა გახელილი უკვე ჯასტინს ვეძებდი.
ჩემს გვერდით არ იწვა და არც ოთახში იყო, მედისონმა გამიელვა თავში და სასწრაფოდ ავდექი.
პირველ სართულზე ხმაურით ჩავედი და როგორც ვიფიქრე ორივე ერთად დამხვდა სამზარეულოში მომღიმარე სახეებით.
ძალით გავუღიმე ორივეს მისალმების ნიშნად და მალევე გამოვედი სამზარეულოდან, სანამ მედისონის ქცევები რამეს ჩამადენინებდა.
კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა, რომელიც ჩემთვის უკვე არაასიამოვნო იყო.
წამოდგომა ვერ მოვასწარი, რომ მედისონი სამზარულოდან გამოვარდა და დერეფანი სწრაფად ჩაიარა.
ნელი ნაბიჯებით გამოყვა ჯასტინი და ელოდებოდა ვინ შემოვიდოდა.
- ალბათ კდიევ ერთი შენი მეგობარია!.. - ყალბად გავუღიმე.
სანამ რამეს იტყოდა მედისონი ოთახში შემოვიდა და ხელში კონვერტი უხეშად მომაჩეჩა ისევ სამზარეულოში შევიდა და ჯასტინიც უკან გაყვა.
უკმაყოფილოდ გავაყოლე თვალი, სიმწრისაგან სხვადასხვა ფერებს ვიღებდი.
მედისონს არც ვიცნობ და მისგანა რაფერი არ მიკვირდა, მაგრამ ჯასტინისგან ასეთი საქციელი ნამდვილად მაღიზიანებდა და მაკვირვებდა.
ვითომც არ ვარსებობ, ისე ჩამივლიან გვერდს.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ჩემთვის ვიღაცს რაღაც მოეწეროს, წერილი მიმეღო და ჯასტინს ეს არ დაინტერესებოდა, ჩემზე მეტად ის ჩქარობდა ხოლმე წაკითხვას... ახლა კი!
უხეშად გავხსენი კონვერტი და კითხვა დავიწყე, არც შემიხედავს ვისგან იყო მონაწერი.
უბრალოდ წერილის კითხვა დავიწყე. თანდათან უფრო ვაჩქარებდი კითხვას, ყველანაირი გაბრაზება წარსულში რჩებოდა და სახეზე ღიმილი მეფინებოდა.
თავი სწრაფად გავასწორე როცა კითხვა დავამთავრე და რამდენიმე წამი კედელს გაშტერებული ვუყურებდი.
ბედნიერებისაგან ვერ ვმოძრაობდი, ყბა ჩამოვარდნილი შევედი სამზარეულოში.
- დამამტკიცეს! ნუ ჯერ ხელი არ მომიწერია, მაგრამ!.. - სიხარულისაგან ძლივს ამოვიღე ხმა და ჯასტინს ჩავეხუტე რომელიც გაკვირვებული მიყურებდა.
წერილი გამომართვა და თავი გვერდით გაწია, რომ წაეკითხა.
- მედისონ, ერთი წუთით დაგვტოვე... - მშვიდად უთხრა ჯასტინმა და ისიც სწრაფად გავიდა ოთახიდან.
- მისმინე... - ხელები გამაშვებინა და პატარა ბავშვივით ბარზე შემომსვა.
მომღიმარე სახით უვყურებდი და ველოდებოდი რას მეტყოდა. - როგორ გითხრა, არ მინდა რომ ამ ფილმში ითამაშო... - ღიმილი სახეზე შემახმა და ცალი წარბი უნებურად ავწიე ზევით.
- ეს ის ფილმია, შენ რომ წამომყევი კასტინგზე... - ცოტახანში ვუთხარი და გავუღიმე.
- ხო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რაზე იყო ეს ფილმი! 
- მხოლოდ ამიტომ არ გინდა რომ ამ ფილმში ვითამაშო? - გამცინა. - იმიტომ, რომ "Dirty Naked" ქვია, თუ იმიტომ რომ გახდა მომიწევს? 
- სახელიდან გამომდინარე მოგიწევს გახდა, მე კი ეს არ მინდა! მთავარ როლს კი ამ შემთხვევაში დუბლიორი არ ყავს, წერილში გარკვევით წერია! მერე, ამ ყველაფერს რომ თავი დვანებოთ... ამით ძალიან გადაიტვირთები, ასე უკეთესად არ ვართ? თან მერე საერთოდ ვეღარ გნახავ ოდრი... - ნაღვლიანი თვალებით  შემომხედა, მაგრამ მე უკვე ეს აღარ მიშველიდა. ცოტაც და ავფეთქდებოდი, არ ვიცი როგორ ვიკავებდი თავს!
- სულ რაღაც სამი თვე.. - ჩუმათ ჩავილაპრაკე - და არა სამუდამოდ, ჯერჯერობით ნამდვილად არ გადამიწყვეტია მსახიობობა! ეს უბრალოდ საცდელი ფილმია! სწორედ ამიტომ მინდა გავიგო რა არის, მართალია დამღლელია, მაგრამ იქნებ მომეწონოს? მესმის, რომა რ გინდა რამე "საქმე" მქონდეს, გირჩევნია სახლში გელოდებოდე თითქოს შენი ცოლი ვიყო! - ამ დროს ტონს ავუწიე და გაბრაზებაც უფრო დამეტყო - ეს სამი თვე არაფერს შეცვლის, ისედაც ვერ გნახულობ და მადლობა მედისონს, დღეს რომ სახლში ხარ მის გამო!  ხო კიდევ, მეც არ მომწონს შენი გადატვირთული სამუშაო, მაგრამ არაფერს ვამბობ! და რომც ვთქვა, ვიცი არაფერს შეცვლი... თუმცა ამას არც ვამბობ და ნუ ავარდები ახლა! - უკმაყოფილოდ დავამატე და ბარიდან ჩამოვედი. - რაც შეეხება ჩემს სხეულს, ეს ჩემი სხეულია... და არა შენი! მორჩა! - მკაცრად ვუთხარი და გევრდი ავუარე.


მეორე ნაწილი!
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 749 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-05-13 Spam
aqane damtavrda justinis sicocxlei biggrin ra jandaba undaaaaaaaaaa??????????? -_- biggrin