მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 15 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making People Cry![16]
8:52 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For So Stay Away From Me, I Love Making People Cry![16]
......


Love? It's A Big Shit, 
What I'm Scared For So Stay Away From Me,
 I Love Making People Cry!
 [16]
  


......


       

წინა თავი:




Love? It's A Big Shit, 
What I'm Scared For So Stay Away From Me,
 I Love Making People Cry!
 [16]

ტკივლის ვგრძნობდი... მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა მტკიოდა.
ვხედავდი ხალხს, მაგრამ ვერ ვარჩევდი ვერვის, ჯასტინის გარდა...

***

რთულია ასე ყოფნა,  ვერაფერს ხედავ არ იცი სად ხარ...  გტკივა ყველაფერი მაგრამ ამავდროულად ვერ ხვდები რა, გინდა ილაპრაკო მაგრამ ვერ ლაპარაკობ...  მოძრაობ, მაგრამ გგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და არა რეალობა.
არ ვიცი ეს რა იყო, მართლაც არაფერი... როგორ უნდა ავღერო არაფერი?! სიცარიელე და ისიც არა, საერთოდ არაფერი!..
თუმცა მალევე თითქოს სიზმარიდან გამოვედი, მეგონა ვიღაც უკნიდან მაწვებოდა და ცოტახანში ბუნდოვნად ვხედავდი ფერებს, რომელიც ჩემს ირგვლივ იყო.
გახშირებული და მძიმე სუნთქვა დავიწყე,  გული საშინელად ამიჩქარდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა ახლა ნამდვილად ვერ ვინძრეოდი მხოლოდ თავის ოდნავ წამოწევა შემეძლო.
ცოტახანში სიჩუმე დაირღვა და ახლა ჩემი სუნთქვის ხმა მესმოდა,  შემდეგ კი ვიღაცის ხმა მომესმა მაგრამ მისი დანახვაც ვერ მოვასწარი ჩემს თვალებში ისევ სიბნელე ჩადგა და ისევ დუმილი.
ამ ჯერად არც სიზმარში მეგონა თავი და არც სხვაგან,  უბრალოდ მეძინა და დილით ისე გამომეღვიძა როგორც ყოველთვის.
მზის სხივები ოთახს მთლიანად ანათებდა,  დამძიმებული თავის წამოწევას ვცდილობდი მაგრამ ძალიან მიჭირდა.
გაშეშებული ვიწექი, სანამ არ მივხვდი რომ ამ ადგილას აქამდე არასდროს ვყოფილვარ.
ცოტა შემეშინდა,  ძალა მოვიკრიბე იმისათვის რომ ხმა ამომეღო და საბედნიეროდ აქამდე გამოჩნდა უცნობი მამაკაცი.
- მემგონი ახლა უკვეთესად ხარ და დაძინება აღარ მოგიწევს! - გამიღიმა.
- ვინ ხარ? - ძლივს ამოვიღე ხმა და ჩურჩულით ვკითხე, სადამცედ მეყო ხმა.
- მოდი ამას მე არ აგისხნი! - კიდევ ერთხელ გამიღიმა და ნელი ნაბიჯებით მოშორდა საწოლს.
ისევ მარტო დავრჩი, ავნერვიულდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
- ოდრი! - ბედნიერი და ცრემლნარევი მარიას ხმა გავიგე, რამდენიმე წამში ჩემს წინ იდგა. - ამ ჯერა რომ ეს შენ მოგივიდა, არ მჯერა რომ აქ ხარ! - დაიხარა და მომეხვია, გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვმოძრაობდი.
- რა? - ჩუმათ ვიკითხე.
- მთავარია ახლა კარგად ხარ! - გამიღიმა და ცრემლები მოიწმინდა.
- და როდის ვიყავი ცუდად? - გამეცინა.
- არ გახსოვს?
- რა უნდა მახსოვდეს? 
- ღამეს რაც მოხდა...
- კი! გუშინ დავლიეთ და მერე სახლში წამოვედით...  - გავუღიმე.
- ოდრი, ახლა სახლში არ ხარ!
- ვიცი, იმედი მაქვს მალე ამიხსნით ეს რა არის... რატომ ვერ ვინძრევი? რაიანმა და ჩაზმა მოიფიქრეს რამე? - გამეცინა.
- არა ოდრი... შენ ახლა... კარგი ყველაფერს მოგიყვები და განახაებ! - ნაღვლიანად თქვა და ნელა გავიდა ოთახიდან, ცოტახანში გავაანალიზე რომ ეს ოთახი პალატა იყო,  თვალებ გაფართოებული ვათვარიელებდი ჩემს სხეულს და თანდათან ცუდად ვხდებოდი!
მარია შემოვიდა და როცა წამომჯდარი დამინახა კარებში გაჩერდა.
- ახლა გაიგებ, საიდან და როგორ მოხვდა ამდენი რამ შენს სხეულზე! - MacBook-ი ფეხებზე დამადო, გვერდით მომიჯდა.
- ჯერ ბოლომდე უყურე და შემდეგ დამისვი კითხვები! - გამაფრთხილა და youtube-ში შევიდა, სწრაფად აკრიფა ვიდეოს სახელი რომლის წაკითხვაც ვერ მოვასწარი რადგან თვალები საშინელად მტკიოდა.
სახეებს მკვეთრად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ხმაზე ვხვდებოდი ვინ ვინ იყო.
სწორედ იმ ბარში ვიყავით სადაც წინა ღამეს, უფრო სწორდ მე მეგონა რომ ეს წინა ღამე იყო.
მემგონი პარკერი იღებდა, ჯასტინი ჩემს გვერდით იყო და ერთად გავედით გარეთ... 
სახეზე ღიმილი გადამეფინა ამის ყურებისას,  ჩემს თავს არ ვუყურებდი უფრო დანარჩენებს ვაკვირებოდი... მაგრამ მაშინ შევაჩერე მზერა ჩემს თავზე როცა ვიდეოში რაღაცას დაჟინებით ვუყურებდი.  მარიამ ნელა გამომხედა და ანერვიულდა.
კადრში ისევ გამოჩნდა ჯასტინი რომელსაც უკან კელი მოყვებოდა, ამ ჯერად მათზე გადავიტანე ყურადღება ოღონდ ვიდეოში... 
- i don't remember that! - ჩუმათ ჩავილაპარაკე.
ტაილერმა იყვირა, რომ გზის მეორე მხარეს გადავსულიყავით და ჩვენც მას დავემორჩილეთ.
ყველაზე ბოლოს მე მივედი გასასვლელთან, დანარჩენები თითქმის გადასულები იყვნენ შუა ქუჩაში გავჩერდი და მანქანებს წინ დავუდექი.
მეძახდნენ, მაგრამ არამგონია მაშინ მე რამე გამეგო, რამდენმა მანქანამ ამიარა... მაგრამ ბოლოს მაინც გამოჩნდა ვიღაც ჩემნაირი გიჟი და წამიერად იქაურობა გაჩერდა, ერთადერთი მოძრავი მე ვიყავი რომელიც წამიერად წავიქეცი,  შემდეგ კი მეორე მხრიდან მომავალ მანქანამ უკვე წაქცეულს დამარტყა.
რამდენიმე წამი არავინ მოძრაობდა,  ხალხი ჩემს გარშემო შიეკრიბა... ნაცნობს ვერავის ვხედავდი, ქუჩაში მყოფი ხალხი იყო ჩემს გარშემო... მალე გამოჩნდა ნაცნობი სახე რომელიც ძალით შემოიჭრა და ჩემამდე ძლივს მოვიდა.
აქედან ვიდეო უკვე ძალიან გაფუჭდა აღარფერი ჩანდა, მაგრამ მაინც ჩანდა ჯასტინი რომელმაც თავი წამომაწევინა და უხაროდა,  რომ ჩემს გახელილ თვალებს ხედავდა.
მისი ხელები წითლად იყო შეღებილი,  ხელში ამიყვანა და წამიერად ჩამსვა მის მანქანაში აქედან კი აღარც ვიდეო გაგრძელებულა და ჩემი ცოხვრებაც დროებით მოცილდა ამ სამყაროს.
ყვეალფერი გასაგები იყო ჩემთვის, აქ მომიყვანეს და ვინ იცის რამდენი ხანია აქ ვარ!
რეაქცის გამოხატვა არ შემეძლო,  არ მჯეროდა რომ ეს მართლა მოხდა... თავის მოკვლა ასე უცებ მომინდა,  შემდეგ კი მაინც დავიწყე გადარჩენისთვის ბრძოლა.
მარიას ნელა შევხედე, ალბათ ჩემი გამომეტყველებიდან მიხვდა რამდენი შეკითხვა მაწუხებდა.
- ეს რატომ გავაკეთე? - თითქმის ჩურჩულით ვთქცი.
- არ ვიცი... დარწმუნებული ვარ ალკოჰოლის გამო მოხდა! ამას ისე არ იზამდი... მე გეტყვი ახლა ყველაფერს! - კითხვა მინდოდა დამესვა მაგრამ გამაჩერა - მადლობა ღმერთს ჯასტიი დროზე მოვიდა! ამ დროს ის ბარში იყო შესული... როცა ჩვენი სახეები დაინახა მაშინვე ყველაფერს მიხვდა,  არაფრის თქმა არ გვაცადა ისე წამოვიდა შენთან და ის რომ არა ალბათ... ხომ ხვდები ვერ მოვასწრებდით!
- დიდი ხანია აქ ვარ? 
- ექმიმებს რომ კითხო ერთი თვე ბევრი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრია! 
მარიას თვალი ავარიდე და თვალზე მომდგარი ცრემლები შევიკავე.
- ჯასტინი სად არის? - აკანკალებული ხმით ვთქვი, თითქოს რამე ცუდს მოველოდი.
- არ ვიცი... არავინ არ იცის, გამოსამშვიდობებლი კონცერტი გააკეთა რამდენიმე დღის წინ... მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერა და შემდეგ არავის უნახავს და არავის დალაპარაკება! შენ ვერც წარმოიდგენ რა ცუდად იყო! წავიდა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს! დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში დაბრუნდება! - ძალით გამიღიმა.
- he's gone... why i'm alive?! - ცრემლნარევი ხმით ვთქვი.
- გაგიჟდი?! მას უბრალოდ დასვენება სჭირდება!
- კარგი რა მარია, შენ მასწავლი როგორია ჯასტინი?!  - აცრემლებული თვალებით შევხედე. - ზუსტად ვიცი, რომ არ დაბრუნდება! - რამდნიმე წამი ჩუმათ მიყურებდა,  გულში ჩამიკრა და მე ტირილს ვუმატე.
თან მიხაროდა და თან არა დანარჩენების ნახვა, მაგრამ მაინც ჯასტინზე ვფიქრობდი...
ამის შემდეგ კიდევ ერთი თვე ვიწექიასე "შეფუთული" შემდეგ სიარული დავიწყე და ცოტას ვარჯიშობდი, ხანდახან ვიღვიძებდი და ჩემი სახლიც კი არ მახსოვდა, მაგრამ მალევე "მაბრუნებდნენ".
დედა და სოფი მხოლოდ რამდენიმე კვირით იყვნენ და შემდეგ ისევ ჩემს მეგობრებს ჩამაბარეს!..
- დავიღალე აქ ყოფნით! 
- კარგი რა ოდრი! ამდენ ოპერაციას თუ გაუძელი ეს ნაკერები რაღა დარჩა? - მობეზრდა ჩემი წუწუნი ტაილერს.
- უბრალოდ გავხსნით ნაკერებს და ვნახავთ... - აღარ დავამთავრებინე ექმის გავაჩერე.
- დეტალები არ არის საჭირო! - სწრაფად ვუთხარი.
- მზად ხარ? 
- როდის აქეთ მეკითხებით? - უკმაყოფილოდ ვუთხარი.
დამაძინებელმა მალე იმოქმედა და არც მინდა წარმოვიდგინო რა ხდებოდა იმ დროს ჩემს თავზე! 
თუმცა თქვენ ჩემი ამბავი სულაც არ გაინტერესებთ, მეც ვიცი ვინ არის თქვენი სადარდებელი... ნუ შემახსენებთ სახელს, ვიცი ჯასტინი! რაც შეეხება მას ისე გაუჩინარდა თითქოს არც არსებობდა.
სიყვარული თანდათან სიბრაზეში, სულ ოდნავ სიძულვილში გადამივიდა, მაგრამ მისი დანახვა ალბათ საკმარისი იქნება ყველა ამ გრძნობის გასანადგურებლად.
მასზე არ ვლაპარაკობ და არც ვფქირობ! 
კიდევ ლუკასი, რომელიც ასევე არ მინახავს!
მესამე თვე ისე მიიწურა თითქოს არც არაფერი, მხოლოდ იმიტომ გამომწერეს, რომ ჩემი წუწუნის ატანა აღარ ჰქონდათ! ეს ნამდვილად ვიცი! სამაგიეროდ ახლა სახლში უნდა გენახათ რა დღეში იყვენენ, არაფერს არ მანებებდნენ! ქუჩაში მარტო არ მიშვებდნენ!
ხანდახან ისევ მჭირდა გათიშვები, რაღაცეები მავიწყდებოდა, საშინელად ვიბნეოდი... მაგრამ მაინც ასე თუ ისე ბევრად უფრო კარგად ვიყავი.
რაიანის და ჩაზის დაჟინებული თხოვნით თავი კანადაში ამოვყავით,  მე რაიანის სახლში ვიყავი... პარკერი და ტაილერი კი ჩაზთან და მარია ხან სად ხან სად... გააჩნია ვინ უფრო ნაკლებად მოუშლიდა ნერვებს.
აქ ყოფნა მომწონდა,  ყოველ დღე ახალ ახალ ადგილებს ვნახულობდი.
რაიანი დილით მაღვიძებდა და საღამომდე ყველაფერს მათვარილებინებდა რასაც საინტერესოდ თვლიდა.
მარია, ტაილერი და პარკერი მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ ლოს-ანჯელესში სწავლის გამო, მე კი რა მანაღვლებდა?!  უსაქმურობისგან დაღლილი ვიყავი!
- ყველაფერი ჩაიწერე? - მკაცარად გამომხედა რაიანმა.
 - კი რაიან ყველაფერი! 
- იცოდე,  მე სახლში არ დაგხვდები! ეს კარი კი თუ ჩაიკეტა მორჩა გასაღების გარეშე ვერ გააღებ მაშინვე იკეტება, მიხურვაზეც! ამიტომ ფრთხილად!.. სანამ ყველაფერს არ იყიდი არ მოხვიდე ოღონდ! - რაინმა პროდუქტების სიას თვალი გადაავლო და გასაღებიც მომცა.
სეირნობას საღამომდე შევყევი, აღარც მახოვდა რისთვის გამომიშვა რაიანმა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მარტო მიშვებს! 
აქამდე არც ვეკითხებოდი,  რა აზრი ჰქონდა!
სუპერმარკეტში ნელი ნაბიჯებით დავდიოდი და უკვე კარგად დაღლილი ვალაგებდი პროდუქტებს კალათაში.
სახლში რაიანი არ დამხვდა, მარტო საკამოდ დიდხანს ვიყავი და ბოლოს მოწყენილი ჩაზთან წავედი.
ჩაზმა და ტაილერმა გადაწყვიტეს ჩემთვის ფეხბურთის თამაში ესწავლებინათ, ყვეალფერს რომ თავი დავანებოთ ცოტა ფეხები ისევ მტკიოდა და ამიტომ სრული უნიჭო გამოვდექი ამ საქმეში!
- რანარიად ურტყამ ბურთს?! ძალა არ გაქვს?! - გაბზარებულმა მითხრა ტაილერმა.
ტაილერი ისეთი სხით მიყურებდა ბურთს რაც შმეძლო ძლიერად დავარტყი და ჩაზის წამოყვირების ხმაც გავიგე,
თვალი ტაილერს მოვაშორე და ჩემს წინ მდგომი ჩაზი დავინახე რომელსაც ბურთი უხერხულ ადგილას მოვარტყი.
მინდოდა სიცილი შემეკავებინა მაგრამ არ გამომდიოდა,  ტუჩზე ვიკბინე და ბოდიშის მაგივრად სიცილი ამიტყდა.
ტაილერმა კარგად შემაქო.
- იქნებ სხვა თამაში გვეთამაშა? - შეწუხებული სახით თქვა და ბურთი ტაილერს ესროლა.
- მე რა შუაში ვარ? - გაკვირვებულმა წამიყვირა.
- ამის მეშინია! - უკმაყოფილოდ თქვა.
მხიარულად გავატარეთ დრო,  ხუთი ხდებოდა რომ წამოვედი.
გზაში უნებურად იჭრებოდა ჯასტინი ჩემს ფიქრებში, ბოლოსდაბოლოს ეს ხომ კანადაა? 
მეხუთე თვე სრულდება რაც არ მინახავს და ალბათ მისი ნახვა არც არასდროს მეღირსება.
- დაივიწყე! - ხელი ჩავიქნიე და გზა მხიარულად გავაგრძელე, სწორედ იმ დროს დაბრუნდა რაიანი სახლში.
- სად იყავი? - მოვწესრიგდი და შემდეგ მას მივუჯექი სამზარეულოში.
- მე... მეგობრები ვნახე, შენ არ იცნობ... გაგაცნობ მერე! - არ შემოუხედავს ისე მითხრა.
- კარგი... ყველაფერი ვიყიდე! - გავუღიმე - რაიან... რატომ ხარ მოწყენილი? 
- მე?! არა... უბრალოდ... დავიღალე,  წავალ... დავიძინებ!
- ექვსიც არ არის ჯერ!
- მერე რა! მეძინება! - შუბლზე მაკოცა და მეორე სართულზე ავიდა.
- Forever Alone! - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
დილით უხასიაეთოდ გავიღვიძე, საშინლად არ მინდოდა მარიას და დანარჩენების აქედან წავსლა!
აეროპორტამდე ისე მივედით, თითქოს ვიღაც მომკვდარიყო...
ერთი საათი ვეხუტებოდით ასე ყველანი ერთმანეთს და ბოლოს ერთმანეთს დავშორდით!
ახლა უფრო მოვიწყინე, მითუმეტეს რაინი სახლში აღარ ჩერდებოდა და ჩაზი კი საერთოდ მთელ დღეს ჭამაში და ძილში ატარებდა!
- შეგიძლია რაღაცას დამპირდე? - რაინმა ჩემი უკმაყოფილოება შეამჩნია.
- რას?
- ბევრს არ დალევ! არა, საერთოდ არ დალევ!  - ცოტახანში მიაყოლა და მკაცარად გამომხედა.
გახარებული წამოვხტი და მოვეხვიე.
ყველაფერი გასაგები იყო, party უსასმელოდ არ წარმომედგინა, მაგრამ რაინიას შიშით ამას როგორ გავაკეთებდი?!
თან არც თუ ისე ცუდი ყოფილა, როცა მეორე დღეს ყველაფერი გახსოვს! 
გახოსვ რამდენ ადამიანთან იცეკვე და ზუსტად იმახსოვრებ იმ ბიჭების სახელებს და სახეებს ვინც ძალიან მოგეწონა!
რაიანმა მაინც ამჯობინა ადრე დავბრუნებულიყავით, წინააღმდეგობა რომ გამეწია ალბათ ისევ სახლში გამომკეტავდა ამიტომ არაფერი მითვაქმს!
დილით რათქმაუნდა რაიანმა გამაღვიცა, სახლში არ გვისაუზმია მის საყავრელ კაფეში წავედით.
რაიანის მოწყენილი სახის ყურებამ საშინლად შემაწუხა და ვეღარ მოვითმინე.
- მეტყვი რა ხდება თუ რა გავაკეთო? - გაბრაზებულმა ვუთხარი, გაკვირვებულის სახით შემომხედა. 
- რა? - გაიცინა.
- რა ხდება?! - წარბი ავუწიე.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?
- რაიან რაღაცას არ მეუბნები და თან ამ რაღაცაზე ნერვიულობ!
- არა! 
- კი!
- გუშინ დალიე? - დაეჭვებულმა შემომხედა.
- რაიან! მორჩი! სერიოზულად!
- არა ლამაზო! ხომ იცი, რომ გეტყოდი? დამშვიდდი კარგი? - გამიღიმა.
ხმა არ ამომიღია,  მაგრამ მისი სიტყვების მაინც არ მჯეროდა.
თვალი ავარიდე და ვიღაცას დავაშტერდი,  რაიანზე ვფიარობდი და ფიქრებში გართული ძლივს მივხვდი, რომ  ადამინი რომელიც მე მიყურებდა და რომელსაც ასე დაჟინებით ვუყურებდი ამდენი ხნის ინახავი ჯასტინი იყი.
რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე და როცა გავახილე, უკვე აღარ დამხვდა.
მომეჩვენა! ამოვისუნთქე და რაიანს მივუბრუნდი.
საღამოს ისევ მარტო წამოვედი სასეირნოთ, რაიანი კი ვინ იცის სად წავიდა.
სახლში დაბრუნებისას გასაღების ძებნა დავიწყე და გაშეშებული დავრჩი, როც გამახსენდა რომ არ წამომიღია!.. რაიანი კი სახლში არ იყო!
- ნამდვილად მომკლავს! - დასკვნა გამოვიტანე და გავსწორდი.
- მეც ასე ვფიქრობ! - ჩაიცინა.

მისმა ხმამ წამიერად შეცვალა ჩემში ყველაფერი!
დაბნეული როგორ ვიდექი ფეხზე არ ვიცი, მინდოდა სახლში შევსულიყავი და კარი მისთვის სამუდამოდ მიმეხურა!..
ზურგით ვიდექი და შებუნებას არ ვაპირებდი, ვითომ ვერ ვიცანი... მაგრამ გული ამდენს როდემდე გაუძლებდა?!


ეს თავი -PrettyLittleLiars და Sopho - ს :*)
მალდობა რომ კითხულობთ ჩემს მოტხრობას და მოგწონთ <3
მიყვარხართ ძალაინ!

დააკომენატრეთ :*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 843 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-04-17 Spam
ai ai dzaan mgaariaa <3
orive tavi exla wavikitxee <3
male gaagrdzelee raa :**