მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » L'amore nel Medioevo 2 ♡
6:52 PM
L'amore nel Medioevo 2 ♡
L'amore Nel Medioevo
You'll  Be Princ and I'll be Princess
The Love is like Wind,I can't see it,but I can feel...♡
Yesterday's day Past,Today is Gift and tomorrow is Mysterious
Fight is begining
გამთენიისას მასტერ უილმა კაბინეტი დატოვა და თავის საძინებელში შევიდა.. მთელი ღამის უძინარს ცოტა დასვენება მართლაც არ აწყენდა.. რამოდენიმე საათის შემდეგ კარები მასტერ უილის ოთახის კარები გაიღო და სუსტი,მაგრამ მაღალი მსახური გოგონა შემოვიდა.. ეს გოგონა არც სილამაზით დაუჯილდოებია ღმერთს და არც რამე კარგი თვისებით,თუმცა იმას ვერაავინ იტყოდა რომ თავის სამსახურს არ ასრულებლად..
-მასტერ უილ ლედი მერიენს აინტერესებთ საუზმეს დაეწრებით თუ არა თქვა გოგონამ და თავი დახარა,ისე თითქოს რამე დანაშაული ჩაედინოს..
-უთხარი რომ დავესწრები..
მსახურმა უხმაუროდ დატოვა მასტერ უილი თავის ოთახში და ლედი მერიენთან წავიდა.. მასტერ უილმა კი სიგარა იქვე გადადო და სასადილო ოთახისკენ წავიდა,სადაც ყველა მას ელოდა..
-მამა მე მეგონა უკვე აღარ გამოჩნდებოდით.. ლედი მერიენი მამას მოწიწებით მიესალმა და ხელზე ემბორა,შემდეგ კი ორივემ თავისი ადგილი დაიკავა..საუზმე დასასრულს უახლოვდებოდა,როცა ლორდის ქალიშვილმა საუბარი წამოიწყო.. 
-მამა იმედია ნებას დამთრთავთ ვიკითხო ჩემი ძმა უოლტერი სად არის?
-რა თქმა უნდა შვილო.. თავითვის უცხო თბილი სიტყვებით დაიწყო მასტერ უილმა საუბარი.. - უოლტერი სამეფო კარზე წასასვლელად ემზადება.. 
-გასაგებია.. მაპატიეთ ახლა უნდა დაგტოვოთ.. ლედი მერიენი ფეხზე წამოდგა,იქ მდგომებს ყველას დაემშვიდობა და ეს არასასიამოვნო მაგრამ კარგად დადგმული საუზმე უკან მოიტოვა..მსახური გოგონები თავის ოთახამდე მიჰყვნენ,შემდეგ კი ლედი მერიენმა გოგოებს თხოვე დაესვენათ და მარტო დაეტოვათ.. სავარძელში ჩაჯდა და წიგნი აიღო,რომელიც დიდი ხნის წინ დედამ აჩუქა.. ძველი,დამტვერილი წიგნი გადაშალა და უკვე თითქმის სრულიად გამქრალი სიტყვებისა და წინადადებების ამოკითხვა დაიწყო..დროებით ლედი მერიენი ისევ მარტო დავტოვოთ და გავიგოთ მასტერ უილი რას აკეთებს..საუზმის შემდეგ ლორდი თავის კაბინეტში ჩაიკეტა და გვიანობამდე არ გამოსულა.. მისთვის ეს რამოდენიმე დღე სატანჯველი აღმოჩნდა..მის გულსა და გონებას ეშმაკი დაუფლებოდა,
რომელსაც ახლა სამეფო ტახტის დაპყრობის სურვილი ახრჩობდა..აღარ იცოდა რა ექნა და როგორ გაეყვანა დრო... მხოლოდ ტახტის დაუფლებაზე ფიქრობდა..სიზმარშიც კი არ ასვენებდა ეს უხამსი და საშინელი გეგმა..თუმცა დრო ნელა მიდიოდა,როგორც ამბობენ როცა რაღაცას ელოდები თითქოს დრო ძალიან ნელა გადის და შენს სატანჯველად იწელებაოო,მაგრამ როცა არ ელი იმაზე მალე დაგატყდება თავს ვერც კი მიხვდებიო,სწორედ ამიტომ მასტერ უილი ცდილობდა არ ეფიქრა მომავალ გეგმებზე და ცხოვრებაზე.. ცდილობდა საერთოდ არაფერზე ეფიქრა,რადგან რაზე ფიქრითაც არ უნდა დაწეყო ბოლოს ისევ იმასთან მივიდოდა,რასაც უკვე წლებია მოელოდა..


რამოდენიმე დღის შემდეგ
ციხე-სიმაგრის ეზო სავსე იყო.. იქაურს ყველას დიდს თუ პატარას ახლა მასტერ უილის სახლში მოეყარა თავი და უოლტერის დაბრუნებასა და სამეფო კარზე გამგზავრებას ზეიმობდნენ.. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილიყო..თითოეული ბრბოდან კი სიცილის,ხმაურისა და გართობის ხმა ისმოდა.. ზოგი იქვე გამართულ შეჯიბრებებს უყურებდა და როგორც ჩვევიათ საკუთარ ფსონებსაც დებდნენ.. იყვნენ ისეთი დიდებულებიც რომლებიც თავად იღებდნენ მონაწილეობას ამ თამაშებსა და შეჯიბრებებში,თუმცა ყველაზე საინტერესო მათთავის ამჯერად დოღი აღმოჩნდა.. ყველა გაფაციცებით უყურებდა დოღს და თავის რჩეულს ბალენშიკობდა როცა ბუკის ხმა გაისმა და ჭიშკარი საზეიმოდ გაიღო.. თითქმის ერთდროულად მოწყდა დიდებულებისა თუ არისტოკრატების მზერა ცხენების დოღს და ჭიშკარში მომვალ მხედარს შეაქცერდნენ.. ეს სერ უოლტერი იყო.. როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა..შავ მხედარზე ამხედრებულიყო,გვერდით კი მსახური მოჰყვებოდა.. მისი შავი მხედარი,ამაყი და მშვენიერი გამოხედვა ყველაფერი ეს მას დიდებულ რაინდად აქცევდა.. ბევრი იქ მყოფი ქალიშვილი მასთან ყოფნაზე ოცნებობდა,ბევრ ახალგაზრდა ყმაწვილს კი მისი შურდათ ასეთი მომხიბვლელობის გამო... ბუკის ხმა გაჩერდა და სერ უოლტერი(მეტყევე ჰენრი) სტუმრების იმ ჯგუფს მიუახლოვდა სადაც მასტერ უილი და ლედი მერიენი იდგა.. 
-შვილო მიხარია რომ დაბრუნდი.. შავი მხედრის აღვირი მსახურს მიუგდო და მამას მიესალმა,შემდეგ კი ყველა დანარჩენს..ამ რამოდენიმე დღეში გაუნათლებელი მეტყევე ნამდვილ სერ უოლტერად ქცეულიყო..მასტერ უილით აამის გამო გახარებული იყო,რადგან მისი გეგმა მალე მოქმედებას დაიწყებდა..ზეიმმა მშვიდობით ჩაიარა.. ჰენრი კარგად იქცეოდა არისტოკრაების საზოგადოებაში..თუმცა მისი და ცოტა გაკვირვებული ჩანდა.. უოლეტი ხომ არასოდეს ყოფილა კეთილი,ახლა კი საოცრად თავაზიანი იყო ყველასთან.. ლედი მერიენი და უოლეტი ვერასოდეს უგებდნენ ერთმანეთს და ყოველთვის კამათობდნენ,ახლა კი ის საკმაოდ კარგად მოექცა...გაკვირვებული და აღფრთოვანებული იყო,მაგრამ ამაზე დიდხანს აღარ უფიქრია,რადგან შანსი არ მიეცა.. მისი თაყვანისმცემლების  მასთან მოდიოდნენ და სიყვარულს უხსნიდნენ,ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა,თუმცა გულში კი დასცინოდა..იგი არცერთ მათგან არაფრად არ აგდებდა,მხოლოდ კარგ სათამაშოებად გამოდგებოდნენ.. ზეიმის შემდეგ მასტერ უილმა ჰენრი თავის კაბინეტში შეიყვანა და შიგნიდან კარები გადარაზა.. 
-ძალიან კარგად დაიწყე შენი როლის შესრულება.. ამჯერად უფრო მკაცრი იყო ჰენრის მიმართ.. სავარძელში გადაწვა სიგარა გააბოლა..
-მასტერ უილ.. წამოიწყო ჰენრიმ..
-გისმენ შ ვ ი ლ ო, - მკაფიოდ და საზარლად წარმოთქვა ეს სიტყვები..
-თქვენ დამპირდიტ რომ ფულს მომცემდით..
-ოჰ...ფული,ფული რა თქმა უნდა ფული.. მასტერ უილი სავარძლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა..
-იცით მინდა რომ ფული ახლა მომცეთ და მერე რასაც გინდათ იმას შეგისრულებთ..
-დარწმუნებული ხარ? 
-დიახ სერ..
-კარგი.. 
მასტერ უილი ხის კარადას მიუახლოვდა,უჯრა გამოსწია და ოქროს მონეტებით სავსე ქისა გამოიღო,რომელიც უკვე კარგა ხანია გაემზადებინა.. 
-აიღე.. უთხრა და ქისა ჰენრის გადაუგდო,შემდეგ ისევ ფანჯარასტან მივიდა და საუბარი მკაცრად განაგრძო..-იცოდე ჩემი შვილის,სერ უოლტერის როლს იქამდე ითამაშებ სანამ ის არ დაბრუნდება.. 
-გასაგებია..
-მთავარი არ დაგავიწყდეს არავისთან კრინტი არ დაგცდეს..
-გასაგებია სერ.. ჰენრი ქისას ათვალიერებდა და ხელში ატრიალებდა.. უხაროდა რომ ახლა ფული ჰქონდა და თავისი უბადრუკი მაგრამ საყვარელი სახლის გაყიდვა არ მოუწევდა.. რომც გაეყიდა სახლი იმდენს ვერ მიიღებდა ფულს რომ ვალები დაეფარა.. 
-შეგიძლია ახლა წახვიდე..
ჰენრიმ უხმოდ დატოვა კაბინეტი და თავის ქოხში გაიქცა,ძველი ტანისამოსი ჩაიცვა და ქისით ხელში ვალების გადასახდელად წავიდა..
შუაღამეს გადაცდა როდესაც ჰენრი ყვეაფერს მორჩა..ტანისამოსი ისევ შეიცვალა ამჯერად სერ უოლტერის მსგავსი დიდებული ტანისამოსი ცაიცვა შავ ბედაურზე შეჯდა და ბელსტროიდის საგრაფოსაკენ,მასტერ უილთან დასაბრუნებლად გაემართა... ტყე გაიარა და შემაღლებულ გორაკზე აღმოჩნდა..აქედან კარგად მოჩანდა მასტერ უილის მამული.. სინათლე არსაიდან მოჩანდა,როგორც ჩანს ყველას ეძინა,გარდა ერთისა.. ჰენრიმ შეამჩნია რომ ციხე-სიმაგრის იმ ნაწილიდან სადაც მასტერ უილის კაბინეტი იყო ერთ-ერთი ფანჯრიდან მკრტალი შუქი გამოკრთოდა,ხან ძლიერდებოდა,ხან კი სუსტდებოდა..მასტერ უილი როგორც ჩანს ისევ კაბინეტში იყო..მეტ ხანს აღარ შეყოვნებულა მამულის ცქერით და პირდაპირ მისკენ გააჭენა ცხენი.. 
მეორე დღე ხმაურით დაიწყო.. ყველამ იცოდა რომ ლორდი და მისი
ვაჟი სამეფო კარზე უნდა წასულიყვნენ და ყველა სწორედ ამისთვის ემზადებოდა..უკვე კარგახნის გათენებული იყო,როდესაც მამა-შვილი საგანგებოდ მორთულ ეტლში ჩასხდნენ და სამეფო კარისკენ გაემართნენ..მგზავრობის განმვლობაში არცერთს ხმა არ ამოუღია,ორივე საკუთარ ფიქრებში ჩაფლულიყო და იმხანად არაფერი აინტერესებდათ.. ჰენრი მომავალზე ფიქრობდა.. იმედი ჰქონდა რომ ეს არასასიამოვნო სამუშაო მალე დამთავრდებოდა და ისევ მშვიდად შეძლებდა ცხოვრებას,ხოლო ბელსტროიდის ლორდის კი საშინელ ფიქრებს შეეპყროთ..ხვდებოდა და გრძნობდა რომ ნელ-ნელა მიზანს უახლოვდებოდა.. სამეფო ტახტზე ასვლა და მეფობა წარმოიდგენდა და შემდეგ გულში საზარლად და საშინლად იცინოდა.. ეშმაკს მისი სული მთლიანად დაეპყრო და ახლა ის მართავდა,თითქოს ყოველგვარი ადამიანური გამქრალიყო,თუმცა მანამდე სანამ სამეფო ტახტზე ასვლას დაგეგმავდა სულაც არ იყო ადამიანური.. ეს კაცი ყოველთვის უხეში იყო..მისი გამოხედვა კი არასოდეს იყო ისეთი თბილი როგორიც ნამდვილი მამისა უნდა ყოფილიყო..ხალხი რომელიც მისი ხელქვეითი იყო,მას პატივს მხოლოდ იმიტომ სცემდა რომ მისი ეშინოდათ..ამ ფიქრებში ჩაფლული ვერც კი მიხვდა როგორ გაიარეს გზა და როგორ მივიდნენ სასახლესთან.. ლორდის ეტლი გაჩერდა..მეეტლემ მასტერ უილს და სერ უოლტერს შეატყონინა რომ სასახლის წინ იდგნენ.. პირველი მასტერ უილი გადმოვიდა ეტლიდან და იქ მყოფებს თავითვის უჩეულომუფრო 
სწორედ რომ ვთქვათ ყალბი თავაზიანობით მიესალმა... 
მას გვერდით ჰენრი ამოუდგა,რომელსაც დღეიდან სამეფო კარზე სერ უოლეტის სახელით უნდა ეცხოვრა..გაისმა ბუკისა და საყვირების ხმები.. სასახლის კარი გაიღო და კარისკაცების მთელი ამალა გამოვიდა.. ბოლოს კი გამოჩნდა ის მშვენიერი არსება,რომელიც ამჯერად ინგლისში დედოფლის ტიტულს ატარებდა..
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრაფო უილ.. გაისმა დედოფალი კატერინას ხმა,რომელიც ყველა იქ მყოფს ესიამოვნა.. მისი ნაზი და ამავდროულად სასტიკი ხმა ხომ ყველაზე სასიამოვნო რამ იყო..
-ინგლისის დედოფალო,დედოფალო კატერინა,მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით.. თავითვის მიუღებელი თავმდაბლობით მიესალმა მასტერ უილი დედოფალს..კატერინასაგან საპასუხოდ კი ვერაფერი მიიღო,გარდა იმ ლამაზი მზერისა რომლითაც იქ ყველა მყოფს შეჰყურებდა..
დიდხანს საუბარი არ გაგრძელებულა მასტერ უილი და მისი ვაჟი სასახლეში შევიდნენ...დედოფალმა მსახურებს უბრძანა ისინი თავის ოთახებამდე მიეყვანა.. თვითონ კი შვილის ოთახისაკენ გაემართა..სტუმრები თავის ოთახებში მოეწყვნენ და მშვენივრად დაისვენეს,მსახურებმა მხოლოდ ვახშმობის დროს დაუძახეს..
-იცოდე არაფერი შეგეშალოს.. გადასჩურჩულა ლორდმა სერ უოლტერს,როდესაც სავახშმოდ მიდიოდნენ..ჰენრი თუ სერ უოლტერი რომელი სახელიც გინდათ ის უწოდეთ უხმოდ დაეთანხმა ლორდს და სწორედ ამ დროს გაიღო დიდი კარები და გამოჩნდა სასადილო ოთახი,სადაც უამრავი ადამიანი შეკრებილიყო,თუმცა არც 
დედოფალი
 და არც პრინცესა არსად არ ჩანდა..

huh:))
პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ამდენი კომენტარი დაწერეთ 

და იმედი მაქვს მომავალშიც ასე გაგრძელდება (თუ რა თქმა უნდა

მომეცა საშუალება გავაგრძელო).. იმედი მაქვს საინტერესო თავი 

გამოვიდა და იმედი მაქვს ამჯერადაც ბევრ კომენტარს ვიხილავ..

მადლობა ყურადღებისთვის.. ♥

Xo xo Your Miss♥Martina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1040 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-06-05 Spam
dzaan momewona,kargia;**exa wavikitxav mesame taavsac;d♥