მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » Forever and Always ♡ [16]
9:00 PM
Forever and Always ♡ [16]

-ესეიგი დაქორწინება გადაწყვიტეს არა? ჰეჰ .. ვნახოთ აბა თუ შეძლებენ.
თქვა კლერმა და დიქტოფონი ჩანთაში ჩაიდო.

* * * * 
მეორე დღეს ჯასტინს კონცერტი ჰქონდა. ანაც ესწრებოდა მას. კონცერტი რომ დამთავრდა ანა მანქანაში ელოდებოდა ჯასტინს.. იგი გასახდელში იყო და იცვლიდა. ამ დროს ოთახში კლერი შევიდა.
- ცოტახანი დრო დამითმე.. რაღაც მინდა გითხრა.
- რა არის? დავიღალე და დასვენება მინდა. 
- უფროსწორედ რაღაცას გაჩვენებ -ეშმაკურად ჩაეღიმა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.
-რას მაჩვენებ? -დაიბნა ჯასტინი
- მოგასმენინებ.. - და ჩანაწერი ჩართო. ჯასტინი უსმენდა და ნელ-ნელა თვალები უფართოვდებოდა.. არ იცოდა რა ეფიქრა.. ცოტა შეეშინდა კიდეც.
- ეგ შენ რატომ გაქვს? ან როდის მოახერხე მაგის ჩაწერა?
-  გუშინ .. ეგ საიდუმლოა )) რატომ მაქვს ახლავე აგიხსნი საყვარელო -და სავარძელზე ჩამოჯდა.
- გისმენ -დაიძაბა ჯასტინი.
- ანას უნდა დაშორდე. -გაიღიმა - და კიდე ჩემი შეყვარებული უნდა გახდე. 
- რა?? გაგიჟდი?? 
- შეიძლება.. -ჩაეცინა - უნდა დაშორდე თორე ამას პრესაში წავიღებ და მერე ორივეს დიდი პრობლემები გექნებათ.. ვიცი შენ თავზე არ იდარდებდი,მაგრამ ანაზე ინერვიულებ.. ხომ იცი შენი ფანები როგორებიც არიან? გაგლიჯავენ შუაზე ამას რომ გაიგებენ.. მერე კარიერაც დაენგრევა ნელ-ნელა და არამგონია მაგის ყურება გინდოდეს შენ -ჩაეცინა როდესაც ჯასტინის რეაქცია დაინახა. -და კიდე თუ შეეცდები ამის წართმევას იცოდე რომ ასლი მაქვს უკვე შენახული. -ჯასტინი გაშეშებული იდგა. მისი მთლიანი სამყარო გაჩერდა და აღარაფერი არ ხდებოდა.
- რა დაგიშავე ასეთი? -ჩურჩულით თქვა,მაგრამ კლერმა მაინც გაიგო.
- ის რომ უარი მითხარი ჩემს გრძნობებზე.
- ხომ იცოდი რომ ანა მიყვარდა არა? მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. მის ადგილს მაინც ვერ დაიკავებ!
- ვიცი... მაგრამ არც თქვენ იქნებით ბედნიერები. ვსო მე ჩემი გითხარი. დღესვე დაშორდი. ხო და კიდე არ უთხრა ანას ამის შესახებ...უთხარი რომ აღარ გიყვარს.-ეს თქვა და ოთახი დატოვა. გავიდა თუ არა ოთახში სკუტერი შემოვიდა. 
- რა მოხდა?- შეშინებულმა იკითხა. ჯასტინი გონს მოეგო,როცა მისი ხმა გაიგო. ფეხზე წამოდგა და სკუტერს კისერში მოჰკიდა ხელი და კედელზე მიანარცხა.
- სულ შენი ბრალია!!!! -დაიყვირა
- რა მოხდა?? -სკუტერი ცდილობდა მის აზრზე მოყვანას.
- სულ შენი ბრალია!!! შენი კლერის გამო!!! გაეთრიე არ დამენახო! -ხელი გაუშვა და კარები გააღო. სკუტერი გაოგნებული იყო. ასეთ მდგომარეობაში ჯასტინი საერთოდ არ ენახა.. ცოტა შეეშინდა კიდევაც.
- კარგი დაწყნარდი და მერე მომიყევი რა მოხდა.. შევეცდები დაგეხმარო..
ჯასტინს ხმა აღარ ამოუღია.. ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.. უფროსწორედ ბღავილი.
გული საშინლად ტკიოდა.. როგორ უნდა ეთქვა ანასთვის,რომ აღარ უყვარდა? სისულელე იყო! რომ არ დაშორებოდა მისი კარიერა დაინგრეოდა.. მითუმეტეს ახლა ანა წესით ჰარის უნდა ხვდებოდეს.. ეს,რომ ყველამ გაიგოს იტყვიან უღალატაო და მატყუარას სახელი ექნება.. ჯობია დაშორდეს.. და მერე ცოტა დრო რომ გავა ისევ დაიბრუნებს.. ხო! ისევ დაიბრუნებს. -ფიქრობდა ჯასტინი და სააბაზანოში შევიდა რომ სახე დაებანა.. ცოტახანში გარეთ გამოვიდა და მანქანისკენ გაემართა. ანამ,როცა დაინახა მაშინვე მივარდა და მაგრად ჩაეხუტა. ჯასტინმაც მოჰხვია ხელები და გულზე მიიკრა.
- ძალიან მაგარი იყავი!! -ანამ სიხარულით უთხრა. 
- მადლობა -ჯასტინმა ძალით გაუღიმა.
- რამე მოხდა? 
- არაფერი.. დავიღალე უბრალოდ -ისევ გაიღიმა
- აა კაი.. წამო წავიდეთ :)
- კარგი.. -თავი მის თმებში ჩარგო და მისი სურნელი შეისრუტა.. როგორ მოენატრებოდა მასთან ასე ყოფნა... ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. მანქანაში ჩასხდნენ და სასტუმროსკენ გაემართნენ.
ჯასტინს ანას წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული, ანას კი თავი მის მკერდზე ედო.
ბედნიერები იყვნენ იმ მომენტში,მაგრამ ორივეს დიდი ტკივილი ელოდა წინ.. და მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებების გამო.. 
სასტუმროში მალევე მივიდნენ. ფოიეში ჯასტინმა კლერი დაინახა. უნდოდა მივარდნოდა და შუაზე გაეგლიჯა,მაგრამ თავი შეიკავა როდესაც კლერმა ტელეფონი დაანახა.. ოთახში რომ შევიდნენ, ანამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო,რადგან ჯასტინმა ჩაიხუტა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.. ანამაც კოცნით უპასუხა.
Tumblr_mjzb657lmy1rfuz40o1_500_large
მაგრამ უეცრად ჯასტინი მოშორდა..
- ჯასტინ რა მოხდა? -შეეშინდა ანას..
- მაპატიე! მაპატიე ძალიან გთხოვ- უკვე ტიროდა 
- რა მოხდა????
- მაპატიე! -ისევ იმეორებდა ჯასტინი -უნდა.. უნდა და-დავშორდეთ..-ძლივს ამოღერღა სიტყვები.
- რა? ხუმრობ ხომ? -სიმწრით გაეცინა ანას.
- მაპატიე! -ჯასტინს ცოტა აკლდა და უკვე იბღავლებდა ტკივილისგან. ჩაიკეცა და მუხლებზე იდგა.
- კი,მაგრამ რატომ? -ანაც დაიხარა მასავით.
- აღარ.... აღარ მიყვარხარ- თავი დახარა..
- გასაგებია... -ფეხზე წამოდგა და თავისი ნივთები აიღო. -დარწმუნებული ხარ?-ჯასტინმა თანხმობის ნიშნად თავი რომ დააქნია ფეხზე წამოდგა.-კარგად იყავი ჯასტინ-ჩურჩულით თქვა,ბეჭედი მოიხსნა თითიდან და საწოლზე დადო. ოთახიდან გავიდა და კარები ჩუმად მიიხურა. ჯასტინი მარტო დარჩა.. სრულიად მარტო. ასე ცუდად თავი არასდროს არ უგრძვნია.. სიკვდილი უნდოდა. ვინმეს მოკლვა უნდოდა.. ალბათ კლერს მოკლავდა და მერე თავს მოიკლავდა.. იქვე ტუმბოზე დადებული ნათურა აიღო და კედელზე მიანარცხა. სიმწრისგან იბღავლა.. ხმაზე დედამისი შემოვარდა ოთახში.
-რა მოხდა ჯასტინ??? -ხელი პირზე მიიფარა გაკვირვებისგან
-ანას დავშორდი -ტკვილისგან ჩაიკეცა. პეტიმ არ იცოდა რა მოხდა,მაგრამ მაინც მივიდა მის შვილთან და გულზე მიიხუტა.. დროდადრო უმეორებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ იმ სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა. ჯასტინი ცოტა რომ დაწყნარდა პეტიმ ჰკითხა რატომ დაშორდნენ. ჯასტინმაც ყველაფერი უთხრა. პეტიმაც არ იცოდა ამ სიტუაციაში რისი გაკეთება შეიძლებოდა ამიტომ უძლური იყო. ძალიან შეეცოდა ჯასტინი.. ანაც ეცოდებოდა,მაგრამ ისე არა როგორც მისი შვილი. 

*Anna's POV*
ყველაფერი დამთავრდა.. როგორც ყოველთვის ყველაფერი დამთავრდა.. გული მიგრძნობდა,რომ ასე მოხდებოდა.. აბა ბედნიერება ხომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს.. სასტუმროდან გამოვედი და ცივი ჰაერი სახეში სილასავით მომხვდა.. ცრემლები უნებურედ წამომივიდნენ. ვერ ვხვდებოდი ბოლომდე რა მოხდა.. არ მჯეროდა... ჯასტინი.... ჯასტინი რომელიც ასე მიყვარდა და ასე ვუყვარდი.. არა არა! არ ვყვარებივარ საერთოდ.. როგორც ამბობენ ყველა კაცი ერთნაიერია! სხვას რას ველოდებოდი? რა სულელი ვარ რა (სიმწრით გაეცინა) ისევ ჯობია ჩემს თავს მივხედო... ვსო ! მეყო ტკვილი.. ჩემს სახლში წავალ და ბარგის მოტანას მერე ვთხოვ ვინმეს.. ახლა უკან ვერაფრით ვერ შევბრუნდები.. არ მინდა მისი დანახვა, არავის დანახვა არ მინდა ახლა. ავტოსადგომზე წავედი და ჩემს მანქანაში ჩავჯექი. ხალხისგან შორს,რომ ვიყავი ვეღარ მოვითმინე და ტირილი დავიწყეე. გული ძალიან მტკიოდა. ყველაფერი მტკიოდა, მთელი სხეული, სულიც მტკიოდა. ყველაზე მეტად მიყვარდა და აღარ მიყვარხარო მითხრა.. კი მაგრამ რატომ?? გუშინ ვუყვარდი და დღეს რა დაემართა? აზრი აღარ აქვს არაფერს.. არავინ არ ღირს ჩემს ცრემლების ფასად.. ამიერიდან მარტო ჩემთვის ვიცხოვრებდი. ჩემი და დედაჩემის ბედნიერებისათვის. ამიერიდან ახლა მივხვდი ჯასტინის მოტივს.. უნდოდა ჩემი გული მოეგო,ჩემი სიყვარული და მერე გადავეგდე როგორც სხვებს.. ამეირიდან მე ვიქნებოდი heartbreaker-ი! სულ შევიცვლებოდი. სტილსაც შევიცვლიდი. სახე მოვიწმინდე სალფეთქით და mp3 ჩავრთე. 


ზუსტად ისეთი სიმღერა ჩაირთო როგორიც მე მინდოდა. გამეღიმა და მანქანა დავქოქე.
ბოლო ხმაზე ავუწიე და გზა გავაგრძელე. ქალაქში უზაროდ დავხეტიალებდი. ამ სიმღერას უკვე მეასეჯერ ვუსმენდი ალბათ. 

Tumblr_mesxmnna3r1rkfvqno1_500_large

სიჩქარე მოვუმატე და სხვა მანქანებს ვასწრებდი. უკვე თამაშად მექცა ყველაფერი. 
თამაშად,რომელსაც არანაირად არ წავაგებდი. სიმღერას ავყევი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.

I'm coming in hot
And those eyes keep looking at me, yeah
Ooh and why not? Keep looking, looking
I'm kind of over the top
And I like, like your chemistry, yeah
Yeah let's mix it up, and all you eyes
Watch!

I'm gonna make a million, billion, trillion, gazillion
Million, billion, trillion, gazillion
Trili - Trili
Milli – Milli –Milli
I'm done

Cuz I'm a Wild Child, sitting on my throne
Going all out, going for broke
Wild Child, Geronimo
Knocking 'em out, blow for blow
Let em' say, let em' say
I'm a Wild Child
I'm Wild

Ooh take your cheap shots
It's all you got, put your money where your mouth is
You're just talk
So keep it coming, coming
Ooh like it or not
Straight up, I'm a lot to handle
I do what I want, I ain't shy
Watch!

I'm gonna make a million, billion, trillion, gazillion
Million, billion, trillion, gazillion
Trili - Trili
Milli – Milli –Milli
I'm done

Cuz I'm a Wild Child, sitting on my throne
Going all out, going for broke
Wild Child, Geronimo
Knocking em' down, blow for blow
Let em' say, let em' say
I'm a Wild Child
I'm Wild

Yeah I'm living it up, living it up, whoah
Nothing's gonna keep me down, Oh
I'm living it up, living it up, whoah
Nothing's gonna stop me now, Ooh

I'm a Wild Child, sitting on my throne
Going all out, going for broke
I'm a Wild Child, Geronimo
Knocking 'em out, Ow!
I'm a Wild Child, 'n' everyone can tell
Going all out, going for broke
I'm a Wild Child, Geronimo
Knocking 'em out, blow for blow
Let 'em say, let 'em say
I'm a Wild Child
I'm Wild

Yeah

სიმღერა რომ დავამთავრე ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. იმდენი ვიარე მანქანით აღარ ვიცოდი სად ვიყავი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. ბოლო ხმაზე დავიყვირე.. ყველა ტკივილი თითქოს მომშორდა იმ წამს.. მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა. მანქანას მივეყუდე და ტირილი დავიწყე. ვეღარ ვიტან პარიზს!!! ვეღარავის ვეღარ ვიტან.. სულ ჯასტინის ბრალია.. ასე მარტოსულად არასდროს არ მიგრძვნია თავი.
Tumblr_mj0m9uwb8s1qkxvemo1_500_large

ფლეიერი სხვა სიმღერაზე გადავიდა.


ამის გაგონებაზე უფრო ძლიერი ტირილი ამივარდა. ალბათ ქუჩაში გამვლელები იფიქრებენ,რომ გიჟი ვარ ან რამე..მაგრამ ახლა არაფერი აღარ მადარდებს.. ყველაფერი მორჩა.. სულ ყველაფერი.. ძალიან მტკივა ყველაფერი.. ზედმეტად.. აუტანელია.. თან ამას ისიც ემატება,რომ სულ მარტო ვარ.. სულ სულ მარტო... ასე ცუდად არასდროს არ მიგრძვნია თავი. უცბად ვიღაცის ხელი ვიგრძენი მხარზე.. ავიხედე და ცრემლიანი თვალებიდან ძლივს დავინახე ბიჭი. ვერ გავარჩიე მისი სახე. 
- რა-რამე გინდა?-სლუკუნით ვკითხე, მას კი უბრალოდ გაეცინა.
- შენგან ახლა რა უნდა მინდოდეს? ამ მდგომარეობაში,როცა ხარ..-თავი გააქნია.. ხელი მომკიდა და წამომაყენა. გამიკვირდა.. არც კი ვიცნობდი და ისე მექცეოდა თითქოს დიდი ხანია მიცნობდეს.
- ვინ ხარ? 
- ალექსი -გამიღიმა -შენ ვიცი ვინც ხარ. 
- პაპარაცი ხარ? -ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი
- არა კაცო -გაეცინა -რა პაპარაცი ჰაჰა :დ 
Tumblr_m87u3wrrsz1qkf2czo1_500_large
- აბა რა გინდა ჩემგან?
- მე? მე არაფერი.. შენ რა გინდა ჩემგან?
-ჰა? -დავიბენი.. რა უნდა მინდოდეს მისგან,როცა არც ვიცნობდი.
- რითი შემიძლია დაგაწყნარო? -მოწყენილად გაიღიმა.
- შენ რაზე უნდა დამაწყნარო?
- რადგან როგორც ჩანს ბიჭმა მოგაყენა ტკივილი.. და როგორც ბიჭმა,ჩემი მოვალეობა ცოტათი მაინც გაგამხიარულო და იმ ბიჭის მიერ მოყენებული ტკივილი შევამსუბუქო,თორე ყველა ფიქრობს,რომ ყველა ბიჭი ერთნაირია.
- შენგან არაფერი არ მინდა.-ზურგი შევაქციე.. ველოდებოდი,რომ დამტოვებდა. შევტრიალდი,რომ შემემოწმებინა წავიდა თუ არა მაგრამ ისევ იქ იდგა და სახეზე ღიმილი ჰქონდა,რომელიც მინდოდა უბრალოდ მომეშორებინა.. ნერვებზე მოქმედებდა უკვე.. მე ასე ცუდად ვიყავი და ის კიდე იღიმოდა.
- შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო.. წინააღმდეგი არ ვარ -და ხელით მის მხარზე მიმითითა.
- შენ რა მეღადავები? -გამეცინა- არც კი გიცნობ და გინდა,რომ შენს მხარზე ვიტირო? გიჟი ხარ?
 - შეიძლება..მაგრამ ფსიქოლოგმა მითხრა არ ხარო ასე რომ -მხრები აიჩეჩა -ვინ იცის.. მოდი ეს ერთხელ იტირე და მეტჯერ აღარ კარგი? - ისე ლაპარაკობდა მართლა გეგონებოდა ჩემი ახლო მეგობარიაო.. 
- ან მე გავგიჟდი ან ეს სამყარო! -გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ისევ ზურგი ვაქციე- შეგიძლია დამტოვო. არაფერი არ მომივა. მარტო მინდა ყოფნა.
- ნწ ნწ ახლა რა დიდი ტყუილი თქვი.. -იმისდამიუხედავად,რომ არ ვუყურებდი ვიცოდი,რომ ამის თქმისას თავს გააქნევდა.. უკნიდან მოვიდა და ხელები შემომხვია წელზე. მოულოდნელობისგან შევხტი და შევეცადე,რომ დამეღწია თავი.
-რას აკეთებ? გაგიჟდი? გამიშვი ხელი! -კიდე ვცდილობდი დამეღწია თავი,მაგრამ უშედეგოდ..ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და მაღალი.
- შეგიძლია ასეც იტირო თუ არ გინდა შენი ცრემლები,რომ დამანახო. ცოტახანი მოდუნდი და დაივიწყე ის რომ არ მიცნობ. დამიჯერე შენზე მეტად ახლა ეს არავის სჭირდება.. ეს ერთხელ მიეცი თავს იმის უფლება,რომ სუსტი იყო და მერე ისევ ძლიერი გახდი. -ხელები უფრო ძლიერად მომიჭირა და თავი ჩემს თმებში ჩარგო. ცოტა მოვდუნდი,როცა მივხვდი რომ თავს ვერაფრით დავაღწევდი. ყვირილიც არ მინდოდა,რადგან მერე პრესა გაიგეებდა ამის შესახებ..მოკლედ.. მოვდუნდი და უნებურად ცრემლი წამომივდა. ხელით მოშორება მინდოდა მაგრამ ალექსმა შემაჩერა. 
- არ გინდა... უბრალოდ იტირე და გულზე მოგეშვება.
მართლაც ცოტახანში გულიანად ვტიროდი. ალექსმა შემომატრიალა და გულში ჩამიხუტა. მასთან ერთად სულ სხვა ადამიანად ვგრძნობდი თავს.. საოცრება იყო.. არ ვიცნობდი ადამიანს და ასეთ რეაქციას იწვევდა ჩემგან. კარგა ხანი ვტიროდი.. ბოლოს უკვე ეტყობა აღარ დამრჩა ცრემლები და გავჩერდი. 
მივხვდი,რომ ხელები მეც შემოხვეული მქონდა მის წელზე. უცბად მოვაშორე და ნელა გავწიე.
უხერხულად ჩავახველე და ვცდილობდი ყველგან გამეხედა მისი სახის გარდა.
-ბოდიში მაიკა დაგისველე მგონი.
- არაუშავს- გაეცინა -მოგეშვა?
- კი.. ამმ .. მადლობა.
- არაფრის. -გამიღიმა. მეც გამეღიმა. -აი ხედავ? უკვე იღიმი კიდეც. როგორც ჩანს ის ბიჭი არ ღირდა ამად.. არ სცოდნია რა განძი დაკარგა.. დამიჯერე უკეთესებიც არსებობენ :) სიყვარულს ხაზი არ გადაუსვა ამ შემთხვევის გამო. 
- no way i'm letting myself fall in love again! შანსი არაა! მეყო ამდენი ტკივილი.. მეტის ატანა აღარ შემიძლია. 
მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ უნდა წავიდე. 
- არსადაც არ ხარ წასასვლელი უბრალოდ ჩემსგან შორს გინდა იყო.. არ გრძნობ კომფორტულად თავს ხო? -გაეღმა.. - გადაშლილი წიგნივით გკითხულობ რა -ჩაიცინა
-ესეიგი არ უნდა ვიყო შენთვის საინტერესო თუ ასეთი ადვილი წასაკითხი ვარ.. და მართალი ხარ შენსგან შორს მინდა ვიყო.. მარტო მინდა ვიყო. მადლობელი ვარ,მაგრამ ახლა წავედი. -მანქანისკენ კარებისკენ წავიღე ხელი,მაგრამ ისევ ალექსმა გამაჩერა.
- ასეთ მდგომარეობაში ვერსადაც ვერ წახვალ. ვიცი სახლში,რომ მიხვალ კიდე იტირებ. ამიტომ მომეცი გასაღები. -ხელი გამომიწოდა
- ჰა? რა გასაღები?
- მანქანის! ახლა შენ რა მანქანის ტარებას აპირებ? 
- კი ვაპირებ.. დამანებებ თავს თუ არა? -უკვე ნერვებზე მოქმედებს მისი ზედმეტი ყურადღება. რომ არ მოელოდა კარები გავაღე და მანქანაში ჩავჯექი. -კარგად იყავი.. და მადლობა-გავუღიმე. 
-დამელოდე ერთი წუთით -მითხრა და სადღაც გაქრა. მეორე კარები გაიღო და მანქანაში ჩამიჯდა.
-რას აკეთებ? -გაკვირვებისგან ალბათ თვალები გადმომივარდებოდა.
- თუ მოვკვდებით ერთად მოვკვდეთ -გაიცინა -რას უნდა ვაკეთებდე? წამიყვანე სადაც მიდიხარ.
- შენ რა ნამდვილად გიჟი ხარ? რას გადამეკიდე?
- Stalker-ი ვარ -კიდე გაიცინა. სადაც იყო რაღაცას ჩავარტყავდი თავში. მაღიზიანებდა უკვე.
- მანქანიდან გადადი! 
- არა -გამიღმა და რადიო ჩართო.
ისევ Juliet Simms-ის Wild Child ჩაირთო.
- არ გადახვალ ხო? -ჩამეღიმა -მაშინ კარგად მოეჭიდე რამეს.-მანქანა დავქოქე და საოცარი ხმა გამოუშვა. როგორ მიყვარს ის გრძნობა,რომელსაც საჭეზე ჯდომა მაძლევს ვერც აგიღწერთ. გზაზე გავედი და ნელ-ნელა სიჩქარეს ვუმატე. ჩემდა საბედნიეროდ გზა ცარიელი იყო,რადგან საკმაოდ გვიანი იყო. 
- და ესაა შენი აზრით სიჩქარე?
- არა.. ეს მხოლოდ დასაწყისია. -სისწრაფე მოვუმატე და ტროტუარზე გავედი. ბოლომდე ავიყვანე ისარი და მიხაროდა.. ნამდვილად ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში. მალე სიმღერასაც ავყევი და ბოლო ხმაზე ვმღეროდი. ალექსიც ამყვა და ხანდახან ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე და გვეცინებოდა. 
- არ გშია? -ცოტახნის შემდეგ მკითხა. არ გამხსენებია ჭამა საერთოდ,რომ დავფიქრდი საკმაოდ მშიოდა.
- კი.. სადმე გავაჩერებ,რომ ვჭამოთ. 
-სახლი არ გაქვს? 
- კი,მაგრამ მეზარება რამის გამზადება.. თან საშინლად მომინდა მაკდონალდსის საჭმელი.
- კარგი. -გამიღიმა.
GPS-ში მოვძებნე ყველაზე ახლო მაკდონალდსი და იმისკენ გავეშურე.
მალევე მივედით და შენობაში შევედით. თითქმის ცარიელი იყო.
ვინც იქ იყო ყველამ ჩვენ შემოგვხედა.. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი. 
საჭმელი შევუკვეთეთ და მე გადავიხადე ფული. ალექსი არ მთანხმდებოდა,მაგრამ დავითანხმე როგორღაც.. ვუთხარი 'ასე მაინც გადაგიხდი მადლობას'-მეთქი. მეერე საჭირო ოთახში შევედი. სარკეში რომ ჩავიხედე გული კინაღამ გამისკდა. ასეთ ცუდ ფორმაში ჩემი თავი არასდროს არ მინახია. დასიებული თვალები, მაკიაჟი გაფუჭებული,თმები აჩეჩილი და ლოყები აწითლებული.. ამოვიოხრე და წყალი შევისხი სახეზე. დავიბანე და მაკიაჟი თავიდდან გავიკეთე. თმებიც დავივარცხნე და ტანსაცმელი გავისწორე.
გამოვედი და ალექსს მივუჯექი მაგიდასთან. 
- რომელი საათია?-ცოტახნის შემდეგ ვკითხე.
- პირველი. 
- ჰაჰ .. რა კარგ დროს ვჭამთ.. -გამეცინა
-ხო -გაიღიმა -ახლა რას აპირებ?
- ახლა რას ვაპირებ? -დავფიქრდი ცოტახანი. -ცხოვრებით დატკბობას -გავუღიმე,მაგრამ საერთოდ არ მქონდა ამის სურვილი.. 
-მაინც როგორ აპირებ მაგის შესრულებას? -მაინც ჩამეძია. რა ცნობისმოყვარეა ღმერთო ჩემო! 
- მსოფლიოს დავათვალიერებ -გავუღიმე.
- აჰა..და კარიერას რას უზამ? 
- არაფერს.. ცოტახანი შვებულებას ავიღებ და მერე გავაგრძელებ ყველაფერს სადაც შევჩერდი. მგონი მაქვს იმის უფლება,რომ ეგ გავაკეთო. -ტელეფონი ამოვიღე და ვნახე,რომ 47 გამოტოვებული ზარი და 34 მესიჯი მქონდა მიღებული.
- რამდენია? -ავხედე და მივხვდი რომ ტელეფონზე მეუბნებოდა.
-47 ზარი და 34 მესიჯი.
-არ აპირებ პასუხის გაცემას? 
- კი მესიჯით მივწერ პასუხს,რომ ჩემი ბარგი გამომიგზავნონ.
- ვის დაშორდი არ მეტყვი ხომ?
- არა -გავუღიმე.-არაა შენთვის საჭირო მაგის ცოდნა.
- კარგი.. წავალ საჭმელს მოვიტან.-ისე ადგა ჩემს პასუხს არც კი დალოდებია. რა ვქნა ვერანაირად ვერ ვეტყვი ვის ვხვდებოდი.. მითუმეტეს დანიშნული ვიყავი.. აჰჰ.. მაინც არ მჯერა. მგონია,რომ ეს ყველაფერი კოშმარია და მალე გამეღვიძება ისევ ჯასტინის მკლავებში. 
მალევე დაბრუნდა ალექსი.საჭმელი მაგიდაზე დადო და ხელები აიკაპიწა.გამეცინა.
Tumblr_lykxgs1ug71qe13fvo1_500_large
-მოვემზადეთ!! და დავიწყეთ ჭამა- შესძახა :დ
- კარგი კარგი ;დდ - ჭამას შევუდექი - აჰჰ Food makes me happy!!-ცოტახანში ვუთხარი
-მეც :დ -მალევე მოვრჩით ჭამას.
- ახლა სახლში წავალ და კარგად გამოვიძინებ. -დამამთქნარა.
- კარგი -გამიღიმა..ძალიან თბილად გამიღიმა. 
- uh-oh კარგად მაშინ? 
-კარგი -კიდევ იმნაირად გამიღიმა.. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. წამოვდექი და ჩემი ნივთები შევაგროვე. ალექსიც ადგა და უკან გამომყვა. გარეთ რომ გამოვედით ცოტა შემაცია,მაგრამ მალევე მივეჩვიე სიცივეს. 
- მადლობა ყველაფრისთვის -გავუღიმე. 
- არაფრის. ბედნიერებას გისურვებ :)
 -მადლობა. შენც :) უი სადმე ხომ არ წაგიყვანო?
- წამიყვან? 
- კი რატომაც არა -გავუღიმე. 
- მადლობა.
ორივე მანქანაში ჩავსხედით და ღვედები შევიკარით. 
- GPS-ში ჩაწერე შენი მისამართი,თორე გზები კარგად არ ვიცი.
- კარგი.- ჩაწერა და მანქანა დავძერი. სიმღერა ჩართო.


-იცი ეს სიმღერა? 
- კი :დ 
- ვიმღეროთ? -გადმომხედა
- რატომაც არა? -ვკითხე სიცილით. 

'If I was Jay-Z, you'd be my Beyonce
We could rock the nation like they do
And if I was Da Vinci, you'd be Mona Lisa
Paint a smile perfectly on you.
And if I was James Dean, you could be my Audrey
Breakfast at Tiffany's for two.
So throw me away
Cause if I were a boomerang
I'd turn around and come back to you.
Back back to you you, yeah yeah,
You you yeah yeah.'

ორივე ვიცინოდით სიმღერის ბოლოს. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ყოფნა.. უხერხულად აღარ ვგრძნობდი თავს.. არ მინდოდა გზა დამთავრებულიყო. გადავხედე და უნებურად გამეღიმა. აღარ მახსოვდა არც ჯასტინი და არც არავინ.. რეებს ვბოდავ? ჰაჰ :დ ჯასტინი დამავიწყა ამ ბიჭმა.. საოცრებაა.. რუკას,რომ დავაკვირდი მივხვდი რომ ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო ეს მისამართი.
- ვაა ჩემთან ახლოს ცხოვრობ როგორც ჩანს.- გადავხედე.
- ხოო?- გაიკვირვა
- ხო -გამეღიმა.
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. 
- აი იქ გამიჩერე -ხელით მანიშნა. გავუჩერე და გავხედე.
-კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის.
- არაფრის. შენც მადლობა :) -ცოტახანი ასე ვუყურებდით ერთმანეთს.-ერთი წუთით შენი ტელეფონი მათხოვე. -გამიკვირდა,მაგრამ მაინც მივაწოდე. მალევე დამიბრუნა. 
- რა გააკეთე?
- შენი ნომერი ჩავიწერე და შენ კიდე ჩემი ჩაგიწერე -თვითკმაყოფილმა გამიღიმა.
- მერე არ უნდა გეკითხა? :დ იქნება არ მინდოდა ნომრის მოცემა? 
- ძალიან მეეჭვება :დ ძილინებისა ლამაზო -თვალი ჩამიკრა და მანქანიდან გადავიდა.
სახლში მალევე მივედი. შხაპი მივიღე და ლოგინში ჩავწექი.
არაფრის თავი აღარ მქონდა და მალევე ჩამეძინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-გისმენთ? -ნამძინარევი ხმა მქონდა.
- შენ რა კიდე გძინავს? -ალექსი იყო. ამოვიოხრე
- კი და კიდე ვაპირებ გაგრძელებას. კარგად ალექს. -დავუკიდე ყურმილი და მეორე მხარეს გადავტრიალდი. ბალიშს კარგად ჩავეხუტე და ისევ დამეძინა. მალე კიდე ზარმა გამაღვიძა.
- რა გინდა ალექს?- არც დამიხედია ვინ იყო ისე ვუპასუხე გაბრაზებულმა.
- ალექსი არ ვარ. პეტი ვარ ანა. 
- უი.. ხო პეტი რა მოხდა?
- მინდოდა მეკითხა როგორ ხარ?
- შენი აზრით როგორ ვიქნები?- ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა - კარგად ვარ, არ ინერვიულო. შეგიძლია ჩემი ბარგი გამოაგზავნინო ვინმეს?
- კი როგორ არა. იმედია მალე კარგად იქნები საყვარელო.
- მადლობა. რამე გინდოდა კიდე? მეძინება ძალიან.
- არა არაფერი.. -სწრაფად მიპასუხა. -ტკბილი ძილი მაშინ.
- კარგი... მადლობა.-ყურმილი დავუკიდე.
ცოტა უხეშად კი მოვექეცი,მაგრამ ახლა არავის თავი არ მაქვს. 
ტელეფონის დადებაც ვერ მოვასწარი,რომ ისევ ალექსმა დამირეკა.
- რა გინდაა? -გაღიზიანებულმა ვკითხე.
- woah woah! დაწყნარდი, რა მოხდა?
- არაფერი.. რა გინდოდა?
- შენ ახლა გაქვს ცუდი პერიოდი.. ამიტომ მინდა რომ გაგახალისო.-მხიარულად მითხრა.
- არ მინდა მადლობა.. ჩემი გეგმები მაქვს. 
- რა გეგმები? 
- მსოფლიოს დათვალიერება. ხომ გითხარი გუშინ?
- აა ხო.. სად წახვალ? 
- თითს დავადებ რუკაზე და სადაც მოხვდება იქ. 
- აა კაი.. არ გინდა ერთად ვისაუზმოთ? თან დაგეხმარები გეგმების შედგენაში.
- უჰჰ... -მუცელმა სასაცილო ხმები გამოუშვა..მშიოდა :დ -კარგი .. სად წავიდეთ? 
- მისამართი მითხარი და მოგაკითხავ. ერთი კარგი ადგილი ვიცი, ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ.. თან ლამაზია იქაურობა.
- კარგი მაშინ.. როგორ ჩავიცვა?
- კაბა ჩაიცვი რამე.. ოღონდ მოსახერხებელი.
- კარგი. ნახვამდის. -დავუკიდე ყურმილი და მესიჯით ჩემი მისამართი მივწერე. და ვუთხარი რომ 1 საათში მოსულიყო. კიდევ კარგი აქ მქონდა დატოვებული ტანსაცმელი,თორე ახლა არაფერი არ მექნებოდა ჩასაცმელი. ავარჩიე რასაც ჩავიცვამდი. საწოლზე დავალაგე და შხაპი მივიღე. ჩავიცვი და თმებიც გავიკეთე.

Tumblr_mlcy4eoulo1s3pxnto1_500_large

ალექსს მივწერე,რომ მზად ვიყავი და მალე მოსულიყო. 
10 წუთში კარებზე ზარი იყო. კიბეებზე ჩავირბინე და კარები გავაღე.
ალექსის მაგივრად ხელში ჯასტინი შემრჩა. ერთიანად გავშეშდი. ფიქრები ერთმანეთში მერეოდა.. მერე გამახსენდა,რომ აღარ ვუყვარდი და თავი ხელში ავიყვანე. სახეზე ალბათ არაფერი არ მეტყობოდა. კარგად მეხერხება გრძნობების დამალვა. გავსწორდი და ავათვალიერე. განსხვავებულად გამოიყურებოდა. თვალები დაწითლებული ჰქონდა და სახე უფერული.
 -აქ რას აკეთებ?
- უჰ.. აა .. შენი ბარგი მოგიტანე.. -ჩაილაპარაკა.
- შეგეძლო ვინმესთვის გამოგეტანებინა. არ იყო აუცილებელი ამხელა გზის გავლა მხოლოდ ჩემთვის.-ისე მიყურებდა თითქოს მოჩვენება დაინახაო. -არ მომცემ?
- ა ხო.. ახლავე გადმოვიტან მანქანიდან.-მანქანასთან მიირბინა და საბარგული გააღო. ამ დროს ჩემს სახლთან კიდე ერთი მანქანა გაჩერდა. ალექსი გადმოვიდა.ახლა შევამჩნიე რა სიმპატიური იყო.. გუშინ არ დავკვირვებულვარ კარგად. გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. 
- მზად ხარ? 
- კი მზად ვარ- გავუღიმე და ჯასტინს შევხედე. გაშეშებული იდგა.. ეტყობა იფიქრა რომ მეორე დღესვე დაიკავა ვიღაცამ მისი ადგილი. მომეწონა ეს იდეა.. მინდა გული ისე ეტკინოს როგორც მე მეტკინა.. 
- ეს ვინ არის?? -მკითხა ალექსმა.
- ჯასტინია .. ჩემი ძველი ნაცნობი. ახლა მიდიოდა უკვე. -გავუღიმე. 
- აა .. არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-მადლობა .. შენც კარგად გამოიყურები. -ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა. -ჯასტინ შენ ხომ გეჩქარებოდა? -ისევ გაშეშებული იყო.. ეტყობა ჩემმა შეკითხვამ გონზე მოიყვანა.
- აა ხოო.. აი შენი ბარგი. -კიბეებზე ამოვიდა და ბარგი წინ დამიდო.
 -მადლობა.-ცივად გავუღიმე.
  არაფრის...-ჩაილაპარაკა.. -წავედი მაშინ მე. -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
ალექსმა ჯელტმენივით გამიღო კარები. გავუღიმე და ჩავჯექი. 
ჯასტინი ისევ იქ იდგა. ისე გამოიყურებოდა თითქოს ვიღაცამ ტყვია ესროლაო. მინდოდა ასე ტკენოდა გული.. მაგრამ ღირდა კი? 
მანქანა დაიძრა და მხოლოდ სარკეში ვხედავდი მას.. ძლივს დავაძალე თავს,რომ მომეწყვიტა მისგან მზერა. 


Tumblr_mletk3zf8v1qel4uco1_500_large

იმედი მაქვს მოგეწონათ.. მაპატიეთ დაგვიანებისთვის.. ავად ვიყავი და ვერ ვწერდი წესივრად.. მალე ახალი კონკურსი ჩატარდება საუკეთესო მოთხრობასთან დაკავშირებით და ჩემი აღარ დაიდება ხოლმე თავში.. იმედი მაქვს მაინც ნახავთ ხოლმე <3 
და კიდე ნინიტოს მინდა ვუპასუხო კომენტარზე. 21 საუკუნეში ბევრი გიჟი ადამიანი არსებობს.. და კლერიც ერთ-ერთი მათგანია. რადგან ჯასტინმა არ უპასუხა მის გრძნობებს მან შურისძიება გადაწყვიტა.. მე ვერაფერს ვერ ვხედავ დაუჯერებელს.. და რათქმაუნდა ეგ შენი აზრია და ვერავინ ვერ შეგედავება :) უბრალოდ მე ჩემი ვთქვი..
დანარჩენი იმედია მოგეწონათ.. და მადლობა მინდა გითხრათ თითოეული თბილი კომენტარისთვის. თქვენ მაძლევთ სტიმულს რომ მოთხრობა გავაგრძელო <3
ძალიან მიყვარხართ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 939 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-04-28 Spam
dzaan magaria♥malee gaagrzelee:*:*:*