მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » Forever and Always. ♡ [12]
11:43 PM
Forever and Always. ♡ [12]

სარჩევი :


ჯასტინს ხელი ჩავკიდე და გზა გავაგრძელეთ. 
-ვინ იყო ის?-ცოტახნის შემდეგ მკითხა მან
-ჩემი ყოფილი შეყვარებული, მაიკი.
 არცერთი ხმას არ ვიღებდით, მე უბრალოდ არ მინდოდა ლაპარაკი. ჯასტინი ალბათ ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.. ვგრძნობდი,რომ რაღაცა აწუხებდა და უნდოდა ეთქვა,მაგრამ არ ამბობდა. ვიცოდი თუ ვკითხავდი 'რა ხდება'-მეთქი უბრალოდ მეტყოდა 'არაფერი'-ო. ამიტომ ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა თუ თვითონ იტყოდა. მართლაც რამოდენიმე წუთის შემდეგ მკითხა
- რამეს კიდე გრძნობ მის მიმართ?
-კი.. სიძულვილს. ყველაფერი გამახსენდა რაც გამიკეთა და კიდევ უფრო შემძულდა. -ცოტახანი შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე -მაგრამ მიხარია რომ შენ მყავხარ.-ისიც გაჩერდა, რაღაცაზე ფიქრობდა,თითქოს რაღაცის ეშინოდა..
- გთხოვ მითხარი რაზე ფიქრობ? -ვნერვიულობდი რამე არასწორედ არ ეფიქრა,ან არ ჰგონებოდა,რომ კიდე მიყვარდა მაიკი.
- უბრალოდ იმაზე ვფიქრობ,რომ შეიძლება მეც ეგრე დამივიწყო როგორც იგი დაივიწყე.
-რა სისულელეებს ამბობ?-გაბრაზება დამეტყო ხმაზე- მან გული მატკინა და შენ არამგონია ეგ რომ გამიკეთო.. გულს ხომ არ მატკენ?-დავიბენი
-არა რას ამბობ- სწრაფად მიპასუხა- უბრალოდ.. უბრალოდ რატომღაც მგონია,რომ კიდე გრძნობ რაღაცას მის მიმართ.. და მას კიდე ეტყობოდა რომ კიდევ უყვარხარ..-ბოლო წინადადება თითქოს მისთვის ჩაილაპარაკა. ვერ შევიკავე და მწარედ გამეცინა
- არამგონია მაიკს მე ვუყვარდე და მე კიდე ნამდვილად არ მიყვარს!! და აღარ მითხრა ეგეთი რაღაცა გთხოვ და აღარც მაგაზე ლაპარაკი მინდა.-აღარ დაველოდე და გზა გავაგრძელე. გავიგონე როგორ გამომეკიდა, ხელი ჩამკიდა და რომ გავხედე დავინახე როგორ მიღიმოდა. თვალებში ეტყობოდა,რომ ვუყვარდი და როგორც ქალღმერთს ისე მიყურებდა. მეც გავუღიმე და ვაკოცე. ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩემსკენ ახლოს მივიზიდე. არ მაინტერესებდა ვინ დაგვინახავდა და ვინ არა. უბრალოდ მასთან ყოფნა მინდოდა. ჯასტინთან ყოფნისას მგონია,რომ ამ ქვეყანაზე მარტო ჩვენ ორნი ვართ.
* * * * *
სახლში მალევე მივედით. დაღლილმა შხაპის მიღება გადავწყვიტე. ჩემს სააბაზანოში შევედი,ტანსაცმელი გავიხადე და აბაზანაში ჩავედი. ცხელი წყალი მოვუშვი და რა დარდებსაც ვგრძნობდი წყალს გავატანე. ვიგრძენი როგორ მოდუნდა ჩემი სხეული.
მალევე გამოვედი და პირსახოცი მოვიხვიე. ოთახში გამოვედი და ამ დროს ჯასტინი შემოვიდა დაუკაკუნებლად. შეშინებულმა ხელები პირსახოცზე მოვიკიდე,რომ არ ჩამომვარდნოდა. ეტყობოდა,რომ არ ელოდა ასეთ ფორმაში,რომ მნახავდა.
 -რამე მოხდა?- რამოდენიმე წამის შემდეგ ვკითხე. ზედმეტად უხერხული სიტუაცია იყო და არ მინდოდა ასე ვყოფილიყავით დიდი ხანი.
- umm უბრალოდ მინდოდა მეკითხა ხომ არ გშია-მეთქი.. -ეტყობოდა,რომ ახალი ნაბანავები იყო.. თმები სველი ჰქონდა და წვეთები მაიკაზე ეწვეთებოდა. არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ვიგრძენი როგორ შეიცვალა სიტუაცია უხერხულიდან 'ცხელისკენ' (;დ) თითქოს ჰაერი გაცხელდა
 -შენც გრძნობ?-მკითხა გაკვირვებით
- კი -მინდოდა სხვაგან გამეხედა ან ნაბიჯი მაინც გადამედგა მაგრამ არ გამომდიოდა.
ჩემს მაგივრად ჯასტინმა გადმოდგა ნაბიჯი წინ. ნელ-ნელა ჩემთან მოვიდა. წინ რომ დამიდგა კარგა ხანს მიყურა. ორივეს გახშირებული გვქონდა სუნთქვა. თვალს ვერ ვწყვეტდი მის ზედმეტად სიმპატიურ სახეს,ისიც მომშტერებოდა, ხან ტუჩებზე მიყურებდა ხან თვალებში. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაკოცა,ჯერ ნაზად,
Tumblr_mie7p1cv2r1s445zdo1_500_large
შემდეგ კი კოცნა უფრო მგრძნობიარე გახდა.მისკენ რაც შეიძლება ახლოს მიმიზიდა. მე პირსახოცი ჩამომვარდა,მაგრამ აღარ მაინტერესებდა უკვე. თვითონ მაიკა გადაიძრო და სადღაც მიაგდო.
Tumblr_migudzcnwx1s3w2eso1_500_large
ერთი ხელი კისერზე მოვხვიე,მეორე კი თმებში შევუცურე და ახლოს მივეკარი.
არ ვიცი როგორ,მაგრამ როგორღაც საწოლზე აღვმოჩნდით. 
Power-sex_large
გრძნობებმა ფიქრის უნარი საერთოდ გამიქრო. გავიგე როგორ გაიხადა ჯასტინმა შორტები და უკვე ვიცოდი,რომ ეს მოხდებოდა. ცოტა მეშინოდა,მაგრამ ერთი სულიც მქონდა როდის ვიგრძნობდი მის სიყვარულს. შორტებიდან რაღაც პატარა პაკეტი ამოიღო და მე შემომხედა. ისე მიყურებდა თითქოს ჩემს სულს ხედავდა,თითქოს ჩემით ტკბეობოდა სანამ შეეძლო. მერე მკითხა
-დარწმუნებული ხარ,რომ ეს გინდა?-ცოტახანი ვფიქრობდი და რამოდენიმე წამის 
შემდეგ ღიმილით ვუპასუხე 
-კი -ამ პასუხზე თვითონაც გაეღიმა. 
and then we made love.
* * * *
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. თავი ჯასტინის მკერდზე მედო. არ მინდოდა გამეღვიძებინა,ამიტომ არ ვინძრეოდი. უბრალოდ ვტკბებოდი მასთან გატარებული ყოველი წუთით,ვტკებობოდი მისი სურნელით,ვტკბებოდი მისი სითბოთი.
გუშინდელი ღამე ნამდვილად საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. 
ფიქრებში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ გაეღივძა ჯასტინს. მიყურებდა და იღიმოდა. მეც ვიგრძენი როგორ გამეღიმა,მაგრამ ცოტა მრცხვენოდა,ამიტომ თავი დავხარე და ისევ ჩავეხუტე. 
- როგორ გრძნობ თავს?-მკითხა რამოდენიმე წუთის შემდეგ
- კარგად, შენ?
- გადასარევად. არ გშია?
- კი. რას შეჭამ?
- რაც შენ გინდა იმას. 
-კაი მოვალ მალე. -წამოვდექი და მერე გამახსენდა,რომ შიშველი ვიყავი,ამიტომ ჯასტინის მაიკას დავავლე ხელი და გადავიცვი. ჯასტინს გაეცინა.
- ნუ დამცინი -მეც გამეცინა. უცბად წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი. 
მაცივარი გამოვაღე და ბეკონი და კვერცხი გამოვიღე. ტაფა დავდგი გაზზე და ზეთი მოვასხი. ცოტახანი დაველოდე და შემდეგ ბეკონი დავდე, როცა კარგად შეიწვა კვერცხი დავახალე და მარილი მოვაყარე. მანამდე ყავის აპარატი ჩავრთე და ჭიქები გამოვიღე.
ისე ვიყავი გართული,რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ ჩამოვიდა ჯასტინი დაბლა. 
ხელები უკნიდან მომხვია და თავი მხარზე დამადო. 
- მმმმ რა კარგი სუნია-ჩაილაპარაკა
-იმედია გემრიელიც იქნება-გამეცინა
-საჭმელზე არ ვამბობ
-აბა რაზე ამბობ?-დავიბენი
-შენს სუნზე.. საოცარი სუნი გაქვს.. დაუვიწყარი
- ჰაჰა კაი რა :დ მაცადე დავამთავრო მომზდება,თორე დამეწვება
- არაუშავს. ესე ყოფნა მირჩევნია-და უფრო ახლოს მიმიკრა
-5 წუთი დამაცადე და მერე ისევ ჩამეხუტე თუ გინდა. მშია :დ
-მმჰ -მაინც არ მიშვებდა ხელებს.. ბოლოს დავნებდი და აღარაფერი არ ვუთხარი.
საჭმელი თეფშებზე დავდე და მაგიდაზე დავაწყვე. სამზარეულოში ვფუსფუსებდი და თან ჯასტინი მყავდა უკნიდან 'მოკრული' :დ ჭიქები გადმოვიღე და ყავა დავასხი.
- კარგი ახლა გამიშვი. ვჭამოთ თორე მოვკვდები ალბათ შიმშილისგან
- ხო კარგი კარგი :დ -ძლივს გამიშვა და მაგიდასთან დავსხედით
მართლა გემრიელი საჭმელი გამომივიდა.
Tumblr_mgb8rsykpk1ql6amjo1_500_large
-აბა როგორია?
- მმ გადასარევია <3 ესეიგი ძალიან კარგი მზარეული,მომღერალი,მსახიობი,მოცეკვავე ხარ. არის ისეთი რამ რაც არ შეგიძლია? :დ-ღიმილით მკითხა. 
- კი ბევრი რამ
-რატომღაც არ მგონია..- ღიმილით ჩაილაპარაკა. მეც გამეღიმა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
თან ვლაპარაკობდით თან ვჭამდით. რომ მოვრჩით თეფშები ავალაგე და ნიჟარაში ჩავდევი. წყალი მოვუშვი და უკვე უნდა დამეწყო გარეცხვა,რომ ჯასტინიც შემომიერთდა.
-რას აკეთებ?-გაკვირვებულმა ვკითხე
- შენი აზრით რას ვაკეთებ?-გაეცინა და გარეცხვაში დამეხმარა
-მადლობა- გამეღიმა
-არაფრის :)

* * * * 
ეს ერთი კვირა ნამდვილად ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში
,მაგრამ უკვე უნდა დავბრუნებულიყავით ლოს ანჯელესში. მე ახალი ალბომის ჩაწერები მეწყებოდა,ჯასტინი კი ტურზე მიდიოდა. 
ძალიან არ მინდოდა წასვლა,მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. 
რამოდენიმე საათში უკვე სახლში ვიყავით. ჯასტინმა სახლში მიმიყვანა.
დედაჩემი ჯერ არ იყო მოსული. ამიტომ ჩემს ოთახში ავედით. საწოლზე წამოვგორდი და ჭერს ავხედე..ჯასტინიც გვერდზე მომიწვა. რომ დავფიქრდი რომ მას
ალბათ 2 თვე ვერ ვნახავდი ტირილი მინდებოდა. 
- this is it -მოწყენილმა ვთქვი -შენ ტურზე მიდიხარ, მე კიდე ახალი ალბომი უნდა ჩავწერო.. 2 თვეში ხომ ჩამოხვალ?
- კი ჩამოვალ აუცილებლად. შეიძლება უფრო ადრეც ჩამოვიდე. თან კიდე შენ მაინც არ გექნებოდა დრო ჩემთვის და შენც იცი ეგ. ამიტომ არ ინერვიულო- ჩემსკენ გადმოტრიალდა და გულზე მიმიკრა. მეც რაც შემეძლო მაგრად ჩავეხუტე.
თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა

Tumblr_mhvn08lzrm1rueg6co1_500_large

არ ვიცი რა მატირებდა. ორ თვეში ვნახავდი, შეიძლება უფრო ადრეც..
 ხელები შემოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე. ასე მინდოდა სულ ვყოფილიყავით.
- shhh-თავზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა -please don't cry -მოწყენილი ხმით მითხრა. 
- არ ვიცი რა მჭირს -სიცილ-ტირილით ვუთხარი. -რა მატირებს ეგეც არ ვიცი..
- მე ვიცი- ინტერესით ავხედე, გამიღიმა და მაკოცა.- უბრალოდ მოგენატრები.
მეც მასე ვარ,მაგრამ ვცდილობ,რომ არ ვიტირო შენს წინ-უფრო მაგრაად ჩამიკრა გულში.
-მირჩევნია ჩემს წინაშე იტირო ვიდრე მარტომ,როცა ვერავინ დაგამშვიდებს-ჩავცურჩულე და თან ვფიქრობდი,რომ ვერ გავუძლებდი მისი ტირილის ყურებას.
- ისე,რომ იცოდე რომ დამინახო მტირალი ვეღარ დამინახავ როგორც მამაკაცი-გაეცინა
-გთხოვ დაწყნარდი რა.. შევეცდები ჩამოვიდე ხოლმე და გინახულო. ხან შენ ჩამოხვალ ხოლმე. მერე სკაიპიც ხომ არის არა?-იმედიანად მითხრა- სულ დაგელაპარაკები ხოლმე
- ხო მართალი ხარ -ცოტა დავმშვიდდი. 
ცოტახანი კიდე ასე ვიყავით,თან ვლაპარაკობდით. მერე ჯასტინს მისმა მენეჯერმა დაურეკა. 
-ჩემი წასვლის დროა -მოწყენილმა თქვა
- კარგი.. წამო გაგაცილებ კარებამდე -შევეცადე არ შემემჩნია როგორ მიჭირდა დამშვიდობება.
- კარგი-გამიღიმა და ხელი ჩამკიდა .კარებთან რომ მივედით სახელურს ხელი მოვკიდე,მაგრამ ჯასტინმა მომატრიალა და მაკოცა. ერთი ხელი თმებში შევუცურე,მეორე კი სახეზე მოვკიდე. კედელთან აღმოვჩნდით და ფეხები შემოვხვიე და რაც შეიძლება მაგრად ჩავეხუტე. კოცნას,რომ მოვრჩით თავი მხარზე დავადე. არ მინდოდა გაშვება,მაგრამ მომიწევდა მალე. თვითონაც ისეთივე გრძნობებით მიყურებდა,როგორც მე.. როგორ გავუძლებდი ამ 2 თვეს არ ვიცი.. ალბათ სულ სიმღერების ჩაწერაში ვიქნებოდი ჩაფლული,რომ გადამეტანა ყურადღება.
-უნდა წავიდე-ჩაილუღლუღა ჯასტინმა
-ვიცი
-ვერ გიშვებ
-მეც -გამეცინა
-დამპირდი რომ ყოველდღე დამელაპარაკები ხოლმე სკაიპში
-გპირდები
-სულ მომწერ ხოლმე ხო?
-კი
-არ ვიცი როგორ გავძლებ უშენოდ..მითუმეტეს ამ ერთი კვირის შემდეგ-მოწყენილმა ჩიალაპარაკა. სრულიად მესმოდა მისი გრძნობების,რადგან მეც იგივეს ვგრძნობდი.
-მეც ეგრე ვარ... იმედია მექნება დრო რომ ჩამოგაკითხო ხოლმე. ან შენ..
- ხო იმედია..-დამსვა და მაიკა გამისწორა. გამეცინა. ამ დროს ტელეფონმა დაურეკა
-მოვდივარ-უხეშად უპასუხა
-გავიგე!მოვდივარ მეთქი!-ყურმილი დაკიდა და ამოიოხრა
-წადი წადი-ხელები სახეზე მოვკიდე და ჩემსკენ ჩამოვქაჩე. კიდევ ერთხელ ვაკოცე და გავუშვი ხელები.
-ხომ იცი რომ მიყვარხარ არა?-თავი დავუქნიე -და სულ მეყვარები- შუბლზე მაკოცა
Tumblr_m6p74kuubt1r54guao1_500_large
-მეც -ჩავეხუტე და წავიდა. ცოტახანი ვუყურებდი მის მანქანას,შემდეგ სამზარეულოში შევედი. წვენი გამოვიღე და ჩემს ოთახში ავედი. შხაპი მივიღე და დავწექი. ბალიშზე დავდე თუ არა თავი,მაშინვე დამეძინა.

* * * *
უკვე ორი კვირა გავიდა რაც ჯასტინი წავიდა ტურზე. ახლა წესით ლივერპულში უნდა იყოს.. ყოველთვის ვნახულობ მის პაპარაცულ სურათებს და სკაიპიტაც ველაპარაკები ხოლმე. ჩემი ალბომის ჩაწერაც საკმაოდ კარგად მიდის. უკვე ნახევარი ალბომი ჩავწერეთ. მალე One Direction-თან მომიწევს სიმღერის ჩაწერა და ალბათ გამოაცხადებს ჩემი კომპანია,რომ ერთმანეთს ვხვდებით მე და ჰარი. 
ჯასტინისთვის ჯერ არ მითქვია.. არ მინდა წინასწარ ინერვიულოს.
დღეს უკვე 1D-ის უნდა შევხვდე ჩვენს ოფისში.. ამიტომ გამოვეწვე
Tumblr_mi6bs0smvz1rrc8xho1_500_large 
და ჩემი მანქანით წავედი. დაცვაც უკან გამომყვა. შენობის ავტოსადგომში შევაყენე მანქანა და დაცვას დაველოდე. რომ მოვიდნენ ლიფტით ავედით. ბიჭებს ველაპარაკებოდი და ვიცინოდით.. ლიფტის კარები,რომ გაიღო იქ ედისონი დაგხვდა. გადავეხვიე და მისი ოფისისკენ წავედით. კარები რომ გააღო ბიჭები იქ დაგხვდნენ. 
ჩვენ რომ შევედით ფეხზე წამოდგნენ. 
- ბიჭებო გაიცანით ეს ანაა (ედისონი) -სათითაოდ წამოვიდნენ ჩემსკენ
- სასიამოვნოა, ზეინი -თან ხელი ჩამომართვა 
-ჩემთვისაც
და ასე გაგრძელდა სანამ ჰარის ჯერი არ მოვიდა. ერთ ადგილზე იდგა და არ ინძრეოდა. თითქოს გაშეშებული იყო. მისმა მენეჯერმა გაჰკრა მხარი და ალბათ ანიშნა ხელი ჩამოართვიო. მართლაც წამოვიდა ჩემსკენ,მაგრამ ჩემდა გასაკვირად გადამეხვია. 
- სასიამოვნოა შენი გაცნობა -ჩამჩურჩულა ყურჩი, მე გაშტერებული ვიყურებოდი აქეთ-იქით -დარწმუნებული ვარ დიდი ხანი ვიქნებით ერთად-ხმაზე ეტყობოდა რომ იღიმებოდა. -მაშინვე ედისონს შევხედე. მივხვდი რომ არ უთხრა,რომ შეყვარებული მყავს.. რა შარში გავეხვი- გავიფიქრე

****
იმედი მაქვს მოგეწონათ <3 დიდი ბოდიშით,რომ ამდენი ხანი ვერ ვდებდი.. ბაბუა გარდამეცვალა და სულ დეიდაჩემთან ვიყავი.. რთული კვირა მქონდა და მიხარია,რომ მოვახერხე დღეს დადება :) და გთხოვთ თუ რამე შეცდემები მაქვს არ შეიმჩნიოთ,მერე გადავასწორებ,რომ დავისვენებ :) 
მიყვარხართ და ძალიან მადლობელი ვარ,რომ წინა თავზე 36 კომენტარი იყო <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1006 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2013-03-01 Spam
Vaimee !! <3 Magari Iyo Is Vnebata Gelva Xom ;dd Imaze Martlac Vicine Da Mec SHemrxva Kitxa biggrin Eg Prezervativs Gulisxmob Xoo ? Magari Tavia Male Gaagrdzele !!