მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » Forever and Always. ♡ [15]
0:37 AM
Forever and Always. ♡ [15]
 
 სარჩევი :

ჯასტინმა სკამიდან წამომაყენა და ჩემს წინ დაიხარა. ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და მორცხვად გამიღიმა. ხელი უნებურად პირზე მივიფარე და ვცდილობდი,რომ არ მეტირა.. ეტყობოდა,რომ ძალიან ნერვიულობდა,ფეხები ცოტათი უკანკალებდა და ცდილობდა,რომ ნერვიულობა ღიმილით დაეფარა. არ მეგონა ეს დღე ასე მალე თუ დადგებოდა. ნამდვილად არ ველოდი... ან რამ გადააწყვეტინა ასე მალე არ ვიცი.. უხერხულად ჩაახველა და თვალებში შემომხედა.
- ანასტასია პალვინ, მინდა გითხრა,რომ უზომოდ მიყვარხარ! ყველაფერს გავაკეთებ,რომ ბედნიერი იყო.. ჩემს ბედნიერებასაც შევწირავ იმისთვის,რომ დაგინახო როგორ იცინი..ყველაფერს დავთმობ,რომ შენს თვალებში ჩემდამი სიყვარულს ვხედავდე.. ვიცი გგონია,რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე,რომ ამას ვაკეთებ,მაგრამ მე შენთან მთელი ცხოვრების გატარება მინდა. ვერავის წარმოვიდგენ ჩემს გვერდით შენს გარდა.. არამგონია უშენოდ სიცოცხლე შევძლო და არც მინდა სიცოცხლე უშენოდ. ამიტომ -კიდევ ჩაახველა - მინდა,რომ ნამდვილად ჩემი გახდე. ცოლად გამომყვები?
ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა.. არ ვიცოდი რა მეფიქრა.. ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი იყო.. მისი თვალები, ღიმილი და ყველაფერი რაც მითხრა და ჩემთვის გააკეთა.. რომ დავფიქრდი მეც სხვა ვერავის წარმოვიდგენდი ჩემს გვერდით და მეც მინდოდა მასთან ერთად ყოფნა.. ვიცოდი ნამდვილად მიყვარდა და მასზე მეტად არავინ არასდროს არ შემიყვარდებოდა. ამიტომაც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ჯასტინს თვალები გაუფართოვდა და თითქოს დაძაბულობა ერთიანად მოეხსნაო,მაგრამ მერე ისევ ნერვიულობა დაეტყო სახეზე.
- გთხოვ მითხარი,რომ არ მომეჩვენა თავი რომ დააქნიე.. უბრალოდ მითხარი ან კი ან არა.. -თავი დახარა და თვალები ძლიერად დახუჭა. 
- კი! -უცბად ამომხედა თითქოს კიდევ არ სჯერაო -კი გამოგყვები ცოლად -ფეხზე წამოდგა და ხელში ამიტაცა.. დამაბზრიალა და ისევ დამსვა.ჩემი სახე ხელებით დაიჭირა და ნაზად მაკოცა. მერე ცოტა ძლიერად.. ცოტახანი ასე ვიყავით და სუნთქვა,რომ აღარ შეგვეძლო გავჩერდით. შუბლი შუბლზე დამადო და თვალები დახუჭა.
- ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადე ახლა. -შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა.
- ვიცი.. მეც ეგრე ვგრძნობ თავს. -ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე.
- უი სულ დამავიწყდა 
Tumblr_midy7rm5wf1qf7943o1_500_large

პირი დამრჩა ღია. ყველაზე ლამაზი ბეჭედი იყო რაც კი მინახავს..
-მომე ხელი -გამიღიმა
ბეჭედი თითზე გამიკეთა და თან ხელზე მაკოცა.
Tumblr_mjg3mq2ctp1s5u4jdo1_400_large

-თუ არ მოგწონს შემიძლია შევაცვლევინო.
- არა რას ამბობ!-სწრაფად ვუპასუხე - ულამაზესია! მადლობა ჯასტინ -კისერზე მოვხვიე ხელები და ნაზად ვაკოცე.
უცბად ფეიერვერკების ხმა გავიგე. ჯასტინს მოვშორდი და გაოცებისგან ხელი პირზე მივიფარე.
- შენ რა გეგონა ფეიერვერკების გარეშე დაგტოვებდი? ჰეჰე
- საიდან იცოდიი?? -გამიკვირდა
- შენი ინტერვიუ წავიკითხე და :დ 
ჩემი ოცნება იყო,რომ როდესაც ცოლობაზე დავთანხმდებოდი მაშინ ფეიერვერკები გაეშვათ..
- ჯასტიიინ -ცრემლები მომადგა თვალებზე.. მივეხუტე და აღარ მინდოდა ხელების გაშვება -მადლობა.. მეტს ვერც ვითხოვდი და ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ მთხოვდა ვინმე ხელს.. 
- არაფრის .. იმსახურებ ამ ყველაფერს და კიდე უფრო მეტსაც.
- მადლობა -ვაკოცე
 სასტუმროში დავბრუნდეთ თუ შენთან სახლში წავიდეთ?-რამოდენიმე წუთიანი სიჩუმე დაარღვია ჯასტინმა. ისე ავხედე თითქოს გიჟი იყოს.
-რათქმაუნდა ჩემთან.. იმ გოგოს ვერ გავუძლებ.
- კარგი კარგი -გაეცინა.

* * * *
მე და ჯასტინი ჩემს ოთახში ვიწექით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით.
- როდის დავქორწინდეთ? -თვალები გაუბრწყინდა ამ კითხვაზე ჯასტინს
- როდესაც ორივეს გვეცლება -გამეცინა
- მე სულ მცალია შენთვის -მაკოცა
- მეც :დ მაგრამ ჯერ მშობლებს ვუთხრათ და მეგობრებსაც
- რომ დაგვიშალონ რა ვქნათ მერე?
 - ორივე სრულწლოვნები ვართ. . ვერ დაგვიშლიან -თავი გულზე დავადე
- დედაშენმა რომ დაგიშალოს მაინც გამომყვები ცოლად? 
- კი -ამოვიოხრე - მაგრამ არამგონია დამიშალოს.. შენ?
- რა მე?
- კომპანიამ რომ დაგიშალოს და გითხრას,რომ ასე კარიერას დაინგრევო რას იზამ? რომელს აირჩევ? მე თუ კარიერას?
 - რათქმაუნდა შენ -თავზე მაკოცა
- მეც. 
- ძალიან მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
მალევე ჩაგვეძინა ორივეს. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
ჯასტინიც შეიშმუშნა.. ხელი გადაწია და ტელეფონს უპასუხა.
- გისმენთ -ხრინწიანი ხმა ჰქონდა- ანასთან.... რატომ? ... ხომ იცოდი არა რომ აქ ვიქნებოდი? ..... არა ... არა მეთქი ... ბოდიში მოუხადე,მაგრამ არ მოვალ... ხვალ დილით მოვალ... არაფერი სანერვიულო არ გაქვთ ... დამავიწყდა დარეკვა.. დიდი ამბავი ..... მეძინება ახლა ძალიან და ხვალ რომ მოვალთ მერე ვილაპარაკოთ..... არაფერი მასეთი არ მომხდარა. ... მერე მოგიყვები.... კარგად.
- ტელეფონი გადადო ტუმბოზე და ისევ ჩამიხუტა.
- სკუტერი იყო?
- მმმ.
- არ დაგირეკია და არ გითქვია,რომ ჩემთან ერთად იყავი?
- არა არ მითქვია,მაგრამ იცოდა რომ შენთან წამოვედი.
- მერე როგორ შეიძლება ეგრე? დედაშენი ინერვიულებდა.
- არაფერი მოუვათ.
- ნუ ამბობ ეგრე!
- დავიძინოთ ანა და ხვალ ვილაპარაკოთ რა. 
- ჯასტიინ !!
- დაიძინეეე -უფრო მაგრად ჩამიხუტა
- ზოგჯერ მართლა უპასუხისმგებლო ხარ რა.
- დაიძინეეეეე..
- ჰმმმფ -გავებუტე.. რატომ არ უთხრა პეტის? ინერვიულებდა.. მაგრამ მეც მეძინება.. პეტის ხომ არ დავურეკო? მოვუბოდიშებდი და ვეტყოდი,რომ ხვალ მივიდოდით .. ჩემგანაც უპასუხისმგებლობა გამოდის. წამოდგომა ვცადე.
- სად მიდიხარ?
- აბაზანაში.
- ვის ატყუებ.. სად მიდიხარ მეთქი?
- აბაზანაში!!
- ტელეფონი აქ დატოვე მაშინ. -იღიმება ალბათ ახლა..
- ughh ! აუტანელი ხარ!
- მაინც ყველაზე მეტად გიყვარვარრრ -წაიმღერასავით.
- ჰმმფფ.. 
- ნუ იბუტები ახლა.. არაფერი მოუვათ.. თან უკვე ეტყოდა სკუტერი, არ ინერვიულო..
- საიდან იცოდი რომ პეტისთვის მინდოდა დარეკვა?
- გიცნობ და მაგიტომ ვიცოდი. დავიძინოთ ახლა,რომ ხვალე ადრე ავდგეთ.
- ოოო ..დავურეკავ რა.. მოვუბოდიშებ მაინც.
- არაფერი არაა საბოდიშო. დაიძინე მეთქი! ვსო ხმა არ გავიგო შენი.
- რა პატარა ბავშვივით მტუქსავ?? შენი საცოლე ვარ შვილი კი არა.
- მერე ნუ იქცევი ბავშვივით და არ მოგექცევი მასე. 
- პირიქით შენ იქცევი მასე მე კი არა.. უპასუხისმგებლოდ მოიქეცი.
- დიდი ბოდიში ახლა თუ დამავიწყდა დედაჩემისთვის დარეკვა,როცა იმაზე ვნერვიულობდი დამთანხმდებოდი თუ არა.. მოვრჩეთ ახლა ჩხუბი.. ნუ ჩავიშხამებთ ყველაფერს. -ლოყაზე მაკოცა.. მეც დავნებდი.. მართალი იყო.
- კარგი -ჩუმად ჩავილაპარაკე. 

* * * * 
მეორე დილით სასტუმროში მივედით.. ორივეს ისე გვეცვა,რომ ვერ გვიცნობდნენ. ოთახში,რომ შევედით ყველანი ჩვენ მოგვარდნენ.
კითხვებს გვისვამდნენ,მაგრამ არაფერი არ მესმოდა ამ ხმაურში.
- რიგ-რიგობით ილაპარაკეთ!! -დაიყვირა ჯასტინმა.. შემეშინდა.
ყველა რომ გაჩუმდა დაკმაყოფილდა. -ასე ჯობია.
- სად იყავით? -იკითხა პეტიმ. 
- ზედმეტმა პირებმა ოთახი დატოვეთ თუ შეიძლება. -ვიცოდი რომ კლერზე ამბობდა.. იმას არ უნდოდა,რომ შეემჩნია.. ვითომ ვერ გაიგო..-კლერ? 
- რა მოხდა ჯასტი? -ისეთი ხმით იკითხა მინდოდა რომელიმე კლდიდან გადავმხტარიყავი ან გადამეგდო.
-დატოვე ოთახი.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ,რომ შენ არ გეხება ეს ამბავი. უკვე კარგა ხანია გიტან,მაგრამ მეტს აღარ ვაპირებ.. სკუტერ ძალიან ვწუხვარ,მაგრამ გთხოვ გაიყვანე ოთახიდან.
- კარგი -სკუტერიც არ ჩანდა ძალიან დამწუხრებული.. ეტყობა მასაც მოაბეზრა თავი. 
- დავრჩები რა.. -კიდე სთხოვა კლერმა
- არა. -მოკლედ მოუჭრა ჯასტინმა
- კი მაგრამ ეს რატომ რჩება აქ?
- ვინ ეს? 
- ანა!
- იმიტომ რომ მას ეხება ეს ამბავი.. 
- უბრალოდ ბოზია მეტი არაფერი!
- ნერვებზე მოქმედებ უკვე..გადი სანამ რამე ისეთი ვთქვი რასაც ვინანებ.
სკუტერმა ძალით გაიყვანა ოთახიდან. მარტო მე,ჯასტინი,პეტი,ალფრედო და კენი დავრჩით ოთახში.
- რამე მოხდა ჯასტინ? (პეტი)
- მინდოდა თქვენთვის რაღაცა მეთქვა... 
- ჯასტინ დარწმუნებული ხარ? -ვნერვიულობდი.. რომ ეთქვათ სისულელეს სჩადიხართო,ან არ მოგცემთ უფლებასო.. 
- კი.. ნუ ნერვიულობ -ლოყაზე მაკოცა.
- კარგი.. -ჩავილაპარაკე.
- სკუტერს დაველოდოთ და მოგიყვებით.
- კარგი.. ხომ მშვიდობაა? (პეტი)
- კი არ ინერვიულო დე.. -გაუღიმა.. პირველად გაიღიმა დღეს,რაც აქ მოვედით.
მალევე დაბრუნდა სკუტერი.. ყველანი სავარძლებში ჩავჯექით.. ჯასტინი იდგა ფეხზე მარტო.. 
- მადლობა,რომ დამითმეთ თქვენი დრო. მინდოდა მეთქვა,რომ გუშინ ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა ანამ.. -ეს რომ თქვა სახე გამიხურდა და ხელები მივიდე,რომ დავმალულიყავი ცოტათი მაინც.. ამაზე ჯასტინს გაეცინა. ჩემთან მოვიდა და წამომაყენა.. -ნუ ნერვიულობ -ხელი ჩამჭიდა და გვერდზე დამიყენა.. 
- ფეხძიმედაა? -წამოიძახა ფრედომ
- ვაიმე ფეხძიმედაა? -პეტიმაც გაიკვირვა.. ამაზე ხომ საერთოდ გადავწითლდი და ჯასტინს მივეკარი,რომ სახე დამემალა.
- არა,მაგრამ იმედია მალე იქნება -გაიცინა ჯასტინმა
- გაგიჟდი? რა დროს ჩემი ფეხძიმობაა
-  გული კი გამიხეთქეთ და.. -ამოისუნთქა პეტიმ. -სულ ამის ბრალია-ფრედოს ხელზე დაარტყა.. 
- რა ჩემი ბრალია? აბა მაგას რომ იტყოდა სხვა რა უნდა მეფიქრა? -თავი მოიფხანა :დ გამეცინა 
- მომისმენთ თუ კიდე იმკითხავებთ? -ვეღარ მოითმინა ჯასტინმა
- კარგი კარგი..
- გუშინ ამ ქალბატონს ვსთხოვე ცოლად გამომყოლოდა და -პეტიმ ისე შეისუნთქა ჰაერი,რომ ყველამ გავიგეთ :დ -დამთანხმდა- კიდე მივეკარი ჯასტინს. 
- ააააა -წამოიყვირა პეტიმ და ჩვენთან მოვარდა .. ორივე გულში ჩაგვიკრა და რასაც ჰქვია გაგვჭყლიტა.. რომ გადავხედე ყველას, მარტო სკუტერი იჯდა გაშეშებული. მივხვდი,რომ არ ესიამოვნა ეს ამბავი.. ეტყობა ჯასტინმაც შეამჩნია,რადგან მერე ჰკითხა
- სკუტერ შენ არაფერი არ გაქვს სათქმელი?
- ძალიან კი მიხარია,რომ ბედნიერი ხარ,მაგრამ ალბათ იცი რა ზარალს მოახდენს ეს შენს კარიერაზე ხომ? 
- კი ვიცი და მზად ვარ ყველაფრისთვის.
- ანა შენც ხომ იცი,რომ არც შენ დაზარალდები ნაკლებად?
- კი ვიცი -თავი დავუქნიე.
- კარგით მაშინ... მეტი რა დამრჩენია. ბედნიერებას გისურვებთ ორივეს. 
- მადლობა -ორივემ ერთად ვუთხარით.
- უკვე ერთდროულად დაიწყეს ლაპარაკიიი-წამოიძახა ფრედომ :დ 
ძალიან საყვარელი და ბავშვურია ალფრედო..
- ჰაჰა :დ -გამეცინა..

* * * * * * 
-ესეიგი დაქორწინება გადაწყვიტეს არა? ჰეჰ .. ვნახოთ აბა თუ შეძლებენ.
თქვა კლერმა და დიქტოფონი ჩანთაში ჩაიდო.

მოგეწონათ? :დდ არ ვიცი რა გამოვიდა,მაგრამ იმედი მაქვს ცოტათი მაინც მოგეწონათ <3 დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ ^^
პ.ს ეძღვნება mariko01,irinka,anano123,sopho,exhalingbiebs <3333
მადლობა,რომ კითხულობთ და აკომენტარებთ <333
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1311 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-04-13 Spam
momenatra es motxroba!<3
male dade raa<3
gtkhovv<333
ukve 5 dgea ar dagidevs;d
namusic xom unda gkondes araa -_- ;d
amden xalxs gvalodineb
100 naxva akvs bolos da bolos biggrin
male male male ra da didi<3
da ar chashalo amati korwili.
ramdnejer unda wavikitxo es tavi biggrin