მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » Forever and Always. ♡ [15]
5:19 AM
Forever and Always. ♡ [15]
  
 სარჩევი :



 მარტო ჩვენ დავრჩით ოთახში
და ჯასტინი კიდე არ მიშვებდა ხელებს.. მე თავი დავიღწიე და უცბად ვაკოცე.. 
თავიდან ეტყობოდა,რომ გაუკვირდა,მაგრამ მერე კოცნით მიპასუხა.. 
არ ვიცი როგორ,მაგრამ მის საძინებელში აღმოვჩნდით და ლოგინზე დამაწვინა.
-ახლა მომიყევი აქ რას აკეთებ-ჩამჩურჩულა,როცა კოცნა გაწყვიტა.
-მომენატრე, სხვა რა უნდა მომხდარიყო?- გავუღიმე. არ მინდოდა მისთვის ნიკზე მეთქვა.. ვინ იცის რას იზამდა.. ან კიდე უარესი.. არ დაეშალა მასთან მეგობრობა.. ვიცი რომ მეტყოდა მასეთ რამეს.. 
- ვიცი რომ რაღაცას მიმალავ.. მარტო მაგისთვის არ ჩამოხვიდოდი.. რამდენადაც არ მინდა რომ მართლა ეგრე იყოს -ძალით გამიღიმა.. ამოვიოხრე და ჩავეხუტე. 
ვფიქრობდი მეთქვა თუ არა.. მერე რომ გაეგო თვითონ? ან პაპარაცებს გადაეღოთ სურათი იმ დროს და გამოაქვეყნონ?
- კარგი... დამპირდი,რომ არ გამიბრაზდები და სანამ არ მოვრჩები მოყოლას არაფერს წინასწარ არ იფიქრებ -თვალებში ჩავხედე -კარგი?
- კარგი -შუბლზე მაკოცა. წამოვდექი და ბალიშებს მივეყუდე.. ჯასტინის ხელი ჩავკიდე და დავიწყე ყველაფრის მოყოლა.. რათქმაუნდა ის გამოვაკელი მიმტანი,რომ მეფლირტავებოდა.. ჰარიზეც მოვუყევი.. ვუთხარი რომ ვეჭვობდი მის დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ და ისიც ვუთხარი,რომ მე არანაირი ინტერესი არ მქონდა მასში. ვყვებოდი და თან მის სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი. 
ცდილობდა სიბრაზე არ გამოემჟღავნა და დამთავრების საშუალება მოეცა.
ყველაფრის მოყოლა,რომ მოვრჩი მის რეაქციას ვაკვირდებოდი.. თან მაინტერესებდა მართლა შეასრულებდა თუ არა მის დანაპირებს.. უკვე ყველაზე ეჭვი მეპარებოდა.
ვისაც ვიცნობდი თითქმის ყველა ის არ აღმოჩნდა მე ვინც მეგონა. ამიტომ მაინტერესებდა ჯასტინიც მასეთი იყო თუ არა.. 
- მერე რა მოხდა?- ცოტახნის შემდეგ სიჩუმე დაარღვია.
- მერე არაფერი. მე და კარა ჩემს სახლში წავედით,ოღონდ ახალ სახლში.. ცოტა დავლიე და კარამ მითხრა,რომ გულის ნათქვამს უნდა გავყოლოდი და აი აქ ვარ- გავუღიმე.
თვითონაც გამიღიმა და გულზე მომეშვა ცოტათი. წამოიწია და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
- ნიკს არ მოუწერია მერე? ან არ დაურეკია?
- არა არ შემხმიანებია.. ძალიან უხერხული იქნება ალბათ,რომ შევხვდებით..
თუ შევხვდებით საერთოდ.. იმედია მიხვდება,რომ მე არ მიყვარს და მორჩება მასეთ ქცევებს. არ მინდა გული ვატკინო,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. -ამოვიოხრე
- აქამდე,რომ ეთქვა მისი გრძნობების შესახებ რას იზამდი?
- რას გულისხმობ?- დაბნეულმა შევხედე.
- სანამ მე გამიცნობდი,რომ ეთქვა მისი გრძნობების შესახებ და ეკითხა იქნებოდი თუ არა მისი შეყვარებული დათანხმდებოდი?- მისმა კითხვამ ცოტა დამაბნია... არ ვიცოდი მართლა რას გავაკეთებდი.. რათქმაუნდა როგორც ბიჭი ძალიან სიმპატიური იყო და მიზიდავდა კიდეც,მაგრამ მასზე არასდროს არ მიფიქრია მასე. სულ მეგობრად ვთვლიდი და ხანდახან ბიჭებზეც კი ველაპარაკებოდი ხოლმე.. 
- არ ვიცი.. სულ მეგობრად მიმაჩნდა და მასე არ მიფიქრია ნიკზე. 
-მაინც რას იზამდი? შანს მისცემდი?- ცოტახანი დავფიქრდი და შემდეგ ვუპასუხე
- შეიძლება მიმეცა შანსი იმიტომ,რომ გული არ სტკენოდა და თუ არ გამოგვივიდოდა არაფერი ისევ მეგობრები ვიქნებოდით.
- და ის,რომ მეგობრობაზე არ დაგთანხმდებოდა?
- მაშინ შევეცდებოდი დამევიწყებინა,რადგან თუ მას არ უნდა მე ვერ დავაძალებდი. -ახლა უკვე მან ამოიოხრა და გულზე მიმიხუტა.
- არასდროს არ მიმატოვო რა.. რაც არ უნდა მოხდეს და ვინც რა უნდა გითხრას, გთხოვ სანამ მე არ დამელაპარაკები მანამდე არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება. კარგი?
- კარგი. რამე ხომ არ მოხდა? -ავნერვიულდი ცოტათი. 
- უბრალოდ სკუტერის ნათევასი გოგონაა ჩამოსული და სულ კუდში დამსდევს.. არ მინდოდა შენთვის მეთქვა,რომ არ გენერვიიულა,მაგრამ ახლა მომიწევს თქმა.. სულ ცდილობს,რომ ჩემთან ახლოს იყოს -ეს რომ თქვა წამოვიწიე და შევხედე - და სულ მეკიდება.. მე არ მომწონს რათქმაუნდა და არანაირი ინტერესი არ მაქვს მის მიმართ.. უბრალოდ ვერაფერს ვეუბნები,რადგან არ მინდა რომ სკუტერს ეწყინოს ან რამე.. თან იმასაც ვერ ვეტყვი,რომ შეყვარებული მყავს,რადგან მერე მკითხავს 'ვინ'-ო ხომ ვიცი არა.. და ვერ ვეტყვი,რომ შენ ხარ ჩემი შეყვარებული და სხვაზეც ვერ მოვატყუებ.. მოკლედ ჩახლართულია და გთხოვ არ იფიქრო არაფერი ცუდი რა.. ნამდვილად არ მსიამოვნებს მასთან ახლოს ყოფნა და ყოველთვის ვცდილობ,რომ თავი ავარიდო.. რამოდენიმე დღეში წავა და დავისვენებ მეც... - ცოტახანი გაჩუმებული ვიყავი.. მას რა ეგონა,რომ ვიეჭვიანებდი? არა, ვაღიარებ ვეჭვიანობ.. ოღონდ ჯასტინზე არ მაქვს არანაირი ეჭვები.. უბრალოდ ის მღრნის,რომ იმ გოგოს არ ეცოდინება ჩვენი ურთიერთობის შესახებ.. მერე არ მოშორდება თავიდან.. ოხ სკუტერ სულ შენი ბრალია..
- კარგი არაუშავს... ავიტან როგორმე -ძალით გავუღიმე,რომ არ შეემჩნია სინამდვილეში რას ვგრძნობდი.
- იცოდე,რომ მარტო შენ მიყვარხარ-შუბლზე მაკოცა
-მეც ჯასტინ.

* * * * * 
მე და ჯასტინს ერთ საწოლში გვეძინა ღამე.. არ იფიქროთ,რომ რამე მოხდა.
უბრალოდ ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვლაპარაკობდით. მერე ძლივს დავაძინე ჯასტინი,რომ დილით წესივრად ამდგარიყო.
მაღივძარამ გამაღვიძა და ჯასტინს გადავხედე. ისევ ღრმა ძილში იყო.
ვიცოდი 10 წუთში თუ არ ადგებოდა სკუტერი შემოვარდებოდა ოთახში.
ამიტომ შევანჯღრიე ცოტათი, მაგრამ უშედეგოდ.. 'სხვა ტაქტიკაა საჭირო ჯასტინის გაღვიძებისას'- გავიფიქრე და ლოყაზე ვაკოცე. მერე ცხვირზე,მერე შუბლზე და მერე ტუჩებზე. თვითონაც კოცნით მიპასუხა. ხელი წელზე შემიცურა და ახლოს მიმიზიდა. მე ხელი თმებში შევუცურე და ნელა მოვქაჩე.
უკვე,რომ სუნთქვა აღარ შემეძლო გავწიე,რომ გაჩერებულიყო.
- woah what a way to wake up every morning! -იდიოტივით იღიმოდა
- დებილო, კინაღამ დავიხვრჩვი.. -ძლივს მოვითქვი სული
- არ დაგახრჩობდი,ნუ გეშინია :დ - ნაზად მაკოცა
- ხო კარგი გეყოს -გამეცინა -ადექი მიდი. მაღვიძარამ დარეკა
- ოო მაგისთვის გამაღვიძე?
-აბა შენ რა გეგონა კოცნისთვის გაგაღვიძებდი? -გულიანად გამეცინა
- დამპალი ნუ ხარ- გაიბუსხა
- ხო კარგი კარგი.. ადექი მიდი,თორე სკუტერი შემოვარდება მალე  ხომ ვიცი არა :დ და ასე რომ დაგვინახონ მე უკან გამიშვებენ. -ხელი ვკარი -ადექიიი
- ხო კარგი კარგი!! დედაჩემზე უარესი ხარ რა -ბურტყუნებდა თავისთვის :დ
- დედაშენს რაღას ერჩი? -გამეცინა
-ერთხელ წყალი გადამასხა,რომ არ ვდგებოდი 
-აჰაჰაჰაჰა -სიცილი ვერ შევიკავე და საწოლზე აქეთ-იქით ვტრიალებდი
- ნუ დამცინიხარ!- მკაცრად მითხრა
- აჰაჰჰა -მაინც ვერ ვჩერდებოდი - წარმომიდგენია ... როგორი ... სახე .. გექნებოდაა ... მაშინ -ძლივს ვუთხარი. გავხედე და იღიმოდა, ოღონდ ცუდად იღიმოდა... აი როცა რაიმე აქვს ჩაფიქრებული მასე იცინოდა... შემეშინდა და მოვრჩი სიცილს.. მან კი პირველი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და მალე ჩემს ზემოდან მოექცა. -ჯასტინ რას აკეთებ? -სერიოზული სახით ვკითხე
- აღარ გეცინება ხომ? -ეშმაკურად გამიღიმა -ახლა მეც გავიცინებ baby- და ღუტუნი დამიწყო.. ჩემი სიცილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმოდა.. კინაღამ მომკლა.. -გეყოოს!!! -დავუყვირე და თან ვიცინოდი -გთხოოოვ!!!
-მითხარი,რომ აღარ დამცინებ და მოვრჩები -წყნარად მითხრა
- კარგი კარგი!!! გნებდები!!! ოღონდ მორჩი!
-კარგი -გამიღიმა და ტუჩებზე ნაზად მეამბოარა და ჩამჩურჩულა -უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა.
- მეც -და კიდე ვაკოცე. ამ დროს კარებზე კაკუნის ხმა გაისმა
- ჯასტინ წასვლის დროა!! -სკუტერის ხმა იყო
- ჯასტინ მოვედიიი საყვარელო!! -საშინელი წვრილი ხმის გოგომ დაიყვირა
- ოღონდაც ეს არა!!!! -ჯასტინმა ღრმად ამოისუნთქა და თავი ჩემს კისერში ჩამალა. თავზე ხელი გადავუსვი და ლოყაზე ვაკოცე. 
- არ ინერვიულო .. ყველაფერი კარგად იქნება! გინდა მოგაშორო ის წურბელა? :დდ წავიყვან სადმე და შენც დაისვენებ.. მე მაინც ვერ დავრჩები შენთან.
- აუუ არა რა! ჩემთან მინდოდა ყოფილიყავი სულ... დარჩი რა-საწყლად გამომხედა.. ძალიან კი შემეცოდა,მაგრამ არ გამოვიდოდა ასე არაფერი.
ვინმეს რომ დავენახეთ ერთად და გადაეღო სურათი მერე ეჭვები გაჩნდებოდა.. თან ედისონმაც გამაფრთხილა,რომ ერთად არ გამოვჩენილიყავით პუბლიკაში.
- არ შემიძლია ხო იცი არა? ძალიან მინდა შენთან ყოფნა,მაგრამ არ შემიძლია.. ცოტახანიც მოითმინე და მერე ერთად ვიქნებით სულ -კიდევ ვაკოცე
- ughhhh! კარგი ხო-მოიღუშა და კიდევ მაკოცა
- ჯასტინ გამოდიი საყვარელო!!! -დაიყვირა კიდევ იმ გოგომ წვრილი ხმით
- ახლა გავუვარდები და გავხლიჩავ შუაზე -სიცილით ვუთხარი
- მეც დაგეხმარები baby - კიდევ მაკოცა
- მადლობა :დ 
- შენ რას გააკეთებ მე,რომ წავალ?
- რას ჰქვია რას გავაკეთებ? სად ვართ ეგ მაინც იცი? :დდ
- როგორ არ ვიცი.. და მაგიტომ გეკითხები რას გააკეთებ-მეთქი
- ქალაქს დავათვალიერებ რათქმაუნდა :დ პარიზში ვართ ბოლოს და ბოლოს 
- კარგი. დაცვაც წაიყოლე
-რათ მინდა დაცვა კარგი რა -გამეღიმა
- რა კარგი რა.. ფანები რომ დაგეხვიონ თავს რას იზამ?
- კარგი რა არავინ არ დამეხვევა თავზე.. შენ რა გგონია მე ოდესმე დაცვით დავდივარ ხოლმე? -გამეცინა -შენიღბვა არ გაგიგონია? 
- მერე ვერ გცნობენ?
- უმეტესად ვერა.. ნუ გეშინია არაფერი არ მომივა -ვაკოცე- მიდი გადი ახლა..
მეც ჩავიცვამ და წავალ ქალაქს დავათვალიერებ!!! -ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
- კარგი კარგი!!  წავედი მე -კიდევ ერთხელ მაკოცა და ადგა. 
მეც წამოვდექი და კარადა გამოვაღე. ჩემი ტანსაცმელები მოვამზადე და აბაზანაში შევედი. (ორი აბაზანაა მათ ოთახში) როდესაც გამოვედი ჯასტინი უკვე გამოსული დამხვდა და კარადაში იქექებოდა. მე ჩემი ტანსაცმელი ავიღე და უცბად ჩავიცვი. 
Untitled #418 by vallygirl466 featuring miss selfridge
Topshop bustier top / Dorothy Perkins lightweight jacket / Topshop lace skirt / Madden Girl boots / Marc by Marc Jacobs marc jacobs handbag, $385 / Karen Walker sterling silver ring, $58 / Miss Selfridge
მოსაცმელი სკამზე გადავდე,რომ გასვლისას ჩამეცვა. გასახდელში შევედი.
- ვერ იპოვე ჩასაცმელი? 
- ნწწ -ჩემსკენ არ გამოუხედია ისე მითხრა
- დაგეხმარები 
ტანსაცმელების თვალიერება დავიწყე.. ბოლოს ავარჩიე ჯინსის პერანგი,მაიკა და შარვალი. თან ტუფლებიც შევუხამე და ჯასტინს გავუწოდე.
- აი :)
- მადლობა. ულამაზესი ხარ -მაკოცა 
- მადლობა -მორცხვად გავუღიმე - გავედი მე და ერთად გავიდეთ თუ გინდა.
- კი .. დამელოდე გამოვალ მალე.
- კარგი.
მართლაც 5 წუთში გამოვიდა და როგორც ყოველთვის უსიმპატიურესად გამოიყურებოდა.
Tumblr_mkhg5bgq5z1s6obfro1_500_large
Tumblr_mkc26odukm1rra3ejo1_500_large

- woah! დამატებითი დაცვა წაიყვანე,რომ ფანები ზედ არ შემოგახტნენ :დ -გამეცინა
- ჰმ ეჭვიანობ? -ჩემსკენ წამოვიდა და ხელი წელზე მომხვია
- შეიძლება -გავუღიმე -მაქვს საეჭვიანო? -ცალი წარბი ავუწიე
- არა რათქმაუნდა - ლოყაზე მაკოცა
-კაი წავედით თორე დაგაგვიანდება.
- კარგი.
კარები გავაღეთ და ქერა ბარბი შეგვეჩეხა გზაზე.
- omg omg omg ანა პალვინი! არ მჯერა!!! -ისეთი რეაქცია ჰქონდა ჩემი ფანი მეგონა.. მერე ეტყობა მიხვდა,რომ ჯასტინის ოთახიდან გამოვდიოდი და გაჩერდა. - მოიცა შენ აქ რა გინდა?
Tumblr_miw8nbrgas1s2b0fgo2_r1_500_large
- ამმ .. -არ ვიცოდი რა მეპასუხა.. კიდევ კარგი სკუტერი მოვიდა და დაგვიხსნა ამ სიტუაციიდან.
- ანა ჯასტინის მეგობარია და სანამ აქ იყო მოინახულა. შენ ეტყობა ვერ შეამჩნიე როგორ შემოვიდა წეღან ოთახში. მან გააღვიძა ჯასტინი თორე ისე არ ადგებოდა. -ყველას თავდაჯერებულად გაგვიღიმა.. ეტყობა ამ ბარბმაც დაიჯერა და გაიცინა..
- აა .. სასიამოვნოა შენი გაცნობა.. მე კლერი ვარ -ხელი გამომიწოდა.. მეც ჩამოვართვი.
- სასიამოვნოა. -თავაზიანად გავუღიმე
- ჯასტიინ წავედით -ხელზე ჩამოეკიდა. ჯასტინი უხერხულად შეიშმუშნა და ხელი მოაშორებინა.
- ხო წავედით კლერ.
- კლერ შენ არ ჯობია ანას წაყვე? ჯასტინს მაინც არ ეცლება შენთვის და ხელს შეუშლი.-ჩაერთო სკუტერი
- ხო რავი.. -ფიქრობდა ეტყობა წამომყოლოდა თუ არა. -თუ არ შეგაწუხებ წამოგყვები ანა. -გამიღიმა
- არა არ შემაწუხებ.. მაინც პარიზია და კამპანია არ მაწყენდა.. რეები მოინახულე შენ ჯერ რაც აქ ხარ? 
- ჯერ არაფერი.. სულ ჯასტინთან მინდოდა ყოფნა და -უხერხულად გაიცინა და ჯასტინს გახედა..
- ჯასტინ დაგვაგვიანდება (სკუტერი)
- კაი წავედით. -ლოყაზე მოვიდა და სკუტერს გაყვა. სანამ გავიდოდნენ ოთახიდან შემოტრიალდა და 'ბოდიში'-ო ტუჩებით მანიშნა. მეც თავი დავუქნეი და გავუღიმე.
მე და კლერი უკვე სავარძლებში ვიყავით მოკალათებულები და ყავას ვსვამდით . უხერხული სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი.
- გეტყობათ ახლოს ხართ შენ და ჯასტინი ერთმანეთთან.
- კი ახლო მეგობრები ვართ -გავუღიმე - კლასელები.
- აჰა გასაგებია.. ისე,რომ იცოდე მასაც მოვწონვარ და ალბათ მალე ერთად ვიქნებით -მოგების ნიშნით გამიღიმა, მაგრამ მისი ღიმილი თვალებს არ მისწვდა.. როგორც ჩანს კლერს ისე ვეხატები გულზე როგორც მე ის. 
- ხო .. მისი შენდამი სიმპატია პირადპირ სახეზე აწერია.
Tumblr_mkduwbag9k1s2waa7o1_500_large
-  მალე შევაყვარებ თავს აი ნახავ თუ არა :) -ეტყობოდა სულელიც იყო და თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ახლა უფრო აღარ მომწონს კლერი და არ ვაპირებდი მასზე დროის დაკარგვას.. და არც პარიზში მასთან ერთად სეირნობას.
-როგორც ვხვდები დიდად არ გეხატები გულზე.. და არც მე ვიგიჟებ თავს შენთან დროის გატარებაზე.. -ფეხზე წამოვდექი -ასე რომ მე დაგტოვებ ახლა და ჩემს საქმეებს მივხედავ. კარგად -ხელი დავუქნიე. თვალები გაფართოვებული ჰქონდა :დ ეტყობა არ მოელოდა ჩემს ამ საქნიელს. სასტუმროს ოთახიდან გამოვედი. ლიფტი გამოვიძახე და ფოიეში ჩავედი. ტაქსი ავიყვანე და ჩემს აპარტამენტებში წავაყვანინე თავი.
Tumblr_mjm8iui59c1rftaubo1_500_large
სახლი დავათვალიერე და სამზარეულოში შევედი. ვჭამე და მაცივარზე დავინახე ჩემი შედგენილი სია, 'რა უნდა მოვინახულო პარიზში ყოფნისას'. გამეცინა .. წინა ჯერზე ყოფნისას ვერ მოვახერხე ვერაფრის ნახვა..სია ავიღე და გადავწყვიტე,რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერს დავათვალიერებდი. ავტოფარეხში შევედი და სინათლე ავანთე. ჩემი საყვარელი მანქანით Audi R8-ით წასვლა გადავწყვიტე.
Bf2644bd11538045e7048182f1bb13a6_original_large

ჩავჯექი და სიას შევხედე. ყველაზე ახლოს მდინარე სენა იყო. .ამიტომაც იქ წასვლა გადავწყვიტე. პარიზში მანქანით სიარული ცოტა არ იყოს და რთულია,რადგან მუდამ 
გადაჭედილია ქუჩები.. თან მუსიკას ვუსმენდი. ძლივს მივედი ხიდამდე. 
მანქანა ავტოსადგომზე დავაყენე და გადმოვედი. რამდონიმე ადამიანმა შემომხედა.
შევეცადე არ მიმექცია მათთვის ყურადღება და ხიდზე ავედი.

150484_10151509754477305_537514924_n_large
რამოდენიმე წუთი უბრალოდ ვუყურებდი ყველაფერს და ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე...რამდენ რამეს მივაღწიე ამ დროის განმავლობაში. ჩემი კარიერა,პირადი ცხოვრება,ბიზნესი.. მოკლედ ყველაფერში მიმართლებს.. ერთი ოჯახში არ მაქვს ისეთი სახარბიელო სიტუაცია როგორიც გამიხარდებოდა.. ფიქრებიდან ერთმა პატარა გოგომ გამომიყვანა. მოსაცმელზზე მომქაჩა. გაკვირვებულმა შევხედე.
- თქვენ ანა პალვინი არ ხართ? -ფრანგულად მკითხა. გამეცინა და დავიხარე,რომ ჩურჩულით მეთქვა პასუხი.
- კი,მაგრამ არავის არ უთხრა კარგი? 
- კარგით- საყვარლად გაიცინა.. -თქვენი ავტოგრაფი შეიძლება? - დაიმორცხვა
- კი როგორ არა. რაზე მოგიწერო აბა ხელი? -გამეცინა
- აი -პატარა პლაკატი მომაწოდა სადაც მე ვიყავი გამოსახული. გამეღიმა ..მიყვარს ჩემი ფანები,მაგრამ პატარა ფანებზე ვგიჟდები. 
-აი ინებე. სურათი არ გინდა? 
- შეიძლება? -თვალები გაუფართოვდა და თავი რომ დავუქნიე თანხმობის ნიშნად ხტუნაობა დაიწყო. -დედა ,დედა ,დედააა! -დედამისს ეძახდა.. სადღაც 25 წლის გოგონა მოვიდა და გამიღიმა. - დეეე სურათი გადაგვიღე რა -ეხვეწებოდა :დ 
- კარგი ახლავე :დ დაწყნარდი -ხელი თავზე გადაუსვა.
- ნუ გეშინია არ მეჩქარება. -გავუღიმე -მოდი ჩაგეხუტო რა - ხელები გავუშვირე.. მართლაც მოვიდა და თბილად ჩამეხუტა.. გულში ჩავიკარი და ლოყაზე ვაკოცე. დედამისს გაეღიმა ამ სცენაზე.. უსაყვარლესი ბავშვი იყო და ალბათ ძალიან ბედნიერი იქნებოდა. -მოდი დავდგეთ,რომ კარგი სურათი გამოვიდეს კარგი? -თავი დამიქნია. ხელში ავიყვანე .
- აბა გაიღიმეთ და თქვით Cheese!! - და სურათიც გადაიღო. დაბლა ჩამოვსვი და ვკითხე
- რა გქვია? 
- მატილდა -გამიღიმა
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მატილდა. -ხელი გავუშვირე და მანაც ჩამომართვა. გამეცინა :დ მოვქაჩე ნელა და ისევ გულში ჩავიკარი. - მადლობა,რომ ჩემი ფანი ხარ. -ლოყაზე ვაკოცე  და წამოვდექი. 
- ბოდიშით,რომ შეგაწუხეთ -დედამისმა მომიბოდიშა
-არა რას ამბობთ -გამეცინა -პირიქით მადლობა ასეთი საოცარი ბავშვი,რომ გაზარდეთ -ხელით ლოყაზე მოვეფერე -ვგიჟდები ბავშვებზე და არანაირი შეწუხება არაა. -გავუღიმე.
- დიდი მადლობა.. არამგონია ბევრი ვარსკვლავი ასეთი თბილი ყოფილიყო მისი ფანების მიმართ.. თქვენზე გიჟდება და სულ ცდილობს,რომ თქვენ მოგბაძოთ. გამიხარდა ასეთი კარგი მაგალითი რომ ხართ მისთვის.
-aww -გამიხარდა.. ისევ დავიხარე და გულში ჩავიკარი - არავის არ მიბაძო კარგი? ჯობია ის იყო რაც ხარ დამიჯერე. -ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი. 
- კარგით აღარ დაგაკავებთ -თქვა მატილდას დედამ და ხელი ჩაჰკიდა.
- ქალაქს ვათვალიერებ და ხომ ვერ მირჩევდით ადგილებს,რომ მოვინახულო? სია მაქვს,მაგრამ ისეთ ადგილას მინდა წასვლა,რომელიც ჯერ არ გამიგონია. 
- კი როგორ არა.. აბა მანახეთ სია- სია მივაწოდე და გადახედა. - ამმ cafe de flore არ გიწერიათ აქ და მანდ გირჩევდით წასვლას.. ისე ჩვენც მაქეთ მოვდივართ და თუ გინდა ერთად წავიდეთ.
- დიდი სიამვონებით -გავუღიმე.. -მანქანით ხართ? 
-არა ფეხით ვსეირნობდით..
- მე მანქანით ვარ და თუ გინდათ მანქანით წავიდეთ-გავუღიმე.
- კიიიი! -მატილდამ დაიწყო ხტუნაობა -აუ მანქანით წავიდეთ რა დე- კაბაზე ექაჩებოდა.
-კარგი კარგი! -სიცილით უთხრა დედამისმა -მე ჯესიკა ვარ :დ დამავიწყდა მეთქვა.
- სასიამოვნოა :დ ანა . აი იქ მაქვს დაყენებული მანქანა და წავიდეთ -გავუღიმე მატილდამ დედამისს ხელი ჩაჰკიდა. 
jessica alba and honor go to the hair salon
გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და გამოვკითხე ყველაფერი მასზე.. თვითონაც ბევრი კითხვები დამისვა და ბევრი მაცინა .. არ მინდოდა მათთან დაშორება. ძალიან საყვარლები იყვნენ. 
კაფესთან,რომ მივედით ვკითხე სად უნდა ჩამომესვა
-ჩვენც იქ ჩამოვალთ.
-კარგით -გავუღიმე
მანქანა პარკინგზე დავაყენე და გადმოვედი. მატილდა და ჯესიკაც გადმოვიდნენ.
- კაფეში ხომ არ დამეწვეოდით? -თავაზიანად ვკითხე. ჯესიკამ მატილდას გახედა და რომ დაინახა როგორი თვალებით უყურებდა დამთანხმდა,მაგრამ ცოტახნით-ო :დ
Tumblr_mjc7iz3hf91qhzpmao1_500_large
კაფეში დავსხედით და შეკვეთები მივეცით. კაფეშიც მივიქციე ყურადღება და რამოდენიმე ფანი მოვიდა და ავტოგრაფი და სურათი მთხოვეს. მეც დავთანხმდი.
- არ იღლები ამდენი ხალხისგან?
- უკვე მიჩვეული ვარ და უმეტესობა თავაზიანია ასე,რომ არა.. ბოდიშით თქვენ თუ შეწუხდით -ჩამეცინა.
- არა,არა რას ამბობ. თქვენობით ნუ მომმართავ თორე ბებერი მგონია თავი -გაეცინა
- კარგი :დ თქვენ აქ ცხოვრობთ ხო? 
- არა.. ჩვენც ამერიკიდან ვართ.. აქ უბრალოდ მატილდას ბებიასთან ვართ ჩამოსულები.
- უი მართლა? რომელ შტატში ცხოვრობთ?
 - კალიფორნიაში. ლოს-ანჯელესსში.. 
-ვაა მეც :დ მოდი ნომერი ჩამაწერინე და კონცერტი თუ მექნება ვიპ ბილეთს მოგცემთ. 
დიდი სიამვონებით ვნახავდი ამ პატარა საოცრრებას- თმაზე ხელი გადავუსვი მატილდას. მას კი საყვარლად გაეცინა და თან მის დესერტს მიირთმევდა. 
- დიდი მადლობელი დაგრჩები.. თორე ტვინს მიჭამს ხოლმე ეს 'პატარა საოცრება' -სიცილით თქვა. ნომერი ჩავიწერე და ჩემიც მივეცი. ძალიან მომწონდნენ ორივე. სასიამოვნო იყო მათთან დროის გატარება და ყველაფერი მავიწყდებოდა. 
- ახლა სახლში მიდიხართ? 
- კი. .ბებია უნდა ნახოს ქალბატონმა. 
- კიდე დიდი ხანი იიქნებით აქ?
- ალბათ ერთი კვირა. შენ?
- მეც ეგრე. -გამეღიმა. -იმედია კიდე გნახავთ
- იმედია -ჯესიკამაც გაიღიმა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ორივე დამემშვიდობა და წავიდნენ.
დავრჩი მარტო.. ჩემი სია ამოვიღე და სიას ვკითხულობდი უკვე მეასეჯერ და ვფიქრობდი სად წავსულიყაავი.. არ მეგონა ასე რთული თუ აღმოჩნდებოდა ადგილის არჩევა. რამდენი ვარიანტია სადაც შეიძლება წავიდე და რა ცოტა დრო. საათს დავხედე და გამიკვირდა ასე როგორ გამიფრინდა დრო. უკვე 17:30 იყო. 
ჯასტინს მივწერე და ვკითხე როდის განთავისუფლდებოდა,რომ მეც იმ დროისთვის დავბრუნებულიყავი სასტუმროში.
პასუხი მომივიდა : რავი სადღაც 8 საათზე.. რა იყო რო? შენ კიდე ქალაქს ათვალიერებ?
მე : კი. ახლა კაფეში ვზივარ. იმიტო გკითხე,რომ მეც მაგ დროისთვის დავბრუნდებოდი სასტუმროში.
ჯასტინი :  ააა. ისე რომ მახსენდება,რომ კლერი დაგვხვდება იქ აღარ მინდება დაბრუნება. 
მე : მეც :დ გინდა ჩემს აპარტამენტებში წავიდეთ? დღეს ვიყავი და ყველაფერი წესრიგშია იქ. 
ჯასტინი : კიი!! სკუტერსაც გავაფრთხილებ.. იქნება უფრო ადრე განვთავისუფლდე თორე აღარ შემიძია უშენობა..
მე : წუწუნა ნუ ხარ :დ იმუშავე მიდი! მეც მნახავ საღამოს :** 
ჯასტინი : შენ საერთოდ არ გენატრები რა.. ეჰჰ
მე : ნუ ხარ drama queen-ი :დ მეც მენატრები არ ინერვიულო! კაი წავედი მე!
ჯასტინი : მერე უნდა მითხრა ხოლმე,რომ გენატრები! სად წახვედი?
მე : ლუვრის მუზეომში! 
ჯასტინი : მეც მინდა :(((
მე : მალე მორჩი საქმეებს და მერე სადმე წავიდეთ ერთად თუ ძაან არ დაიღლები.
ჯასტინი : კარგი.

Justin POV.
როგორ მინდა ახლა ანასთან ყოფნა.. მითუმეტეს სიყვარულის ქალაქში. 
სკუტერი უნდა შევაბა,რომ გააუქმოს ჩემი შემდეგი შეხვედრა.
მაინც არაფერი არ მაქვს მნიშვნელოვანი.. ახლა რადიოში მივდივართ და შემდეგ
კიდე ინტერვიუ უნდა მქონდეს. 
- სკუტ
- რა? -გამომხედა 
- აუ ინტერვიუ გავაუქმოთ რა.. დავიღალე ძალიან -თავი შევასაწყლე
- რადიოში უეჭველი უნდა მივიდეთ.. და შემდეგი ინტერვიუზე ვნახავ რა შემიძლია გავაკეთო.. -ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.. ფრანგულად დაიწყო ლაპარაკი ... მე აქა-იქ გავარჩიე რაღაც სიტყვები,მაგრამ აზრი მაინც ვერ გავიგე რას ამბობდა. მალე დაკიდა ყურმილი და მომიბრუნდა . -მოკლედ შენს გამო რას არ ვაკეთებ რა.. -ამოიოხრა -ინტერვიუ გადავიტანე ხვალისთვის. იცოდე მეტს აღარ გააცდენ ხოლმე! გაიგე? -თითი მომიშვირა
- კი გავიგე! მადლობა!!-ტელეფონი ამოვიღე და ანას მივწერე.
მე : ლუვრის მერე სად წახვალ? 
ანა : ალბათ ეიფელის კოშკში. რა არის რო?
მე : არაფერი უბრალოდ მოვიწყინე და მოგწერე :( 
ანა : აა :( მომენატრე.. -ძლივს არ მომწერა,რომ მოვენატრეე :დ
მე : me too baby! x -არ ვეტყვი,რომ მალე ვნახავ :დ სიურპრიზს მოვუწყობ.
ანა : საღამოს გნახავ :*
მე : კაი.
რადიოში მალევე მივედით.. შევეცადე ყველაფერი კარგად გამეკეთებინა,რომ სკუტერი არ გაბრაზებულიყო. სანამ ჩაწერა დამთავრდებოდა სკუტერს ვთხოვე,რომ ჩემი მანქანა მოეყვანა. ჩაწერა,რომ დამთავრდა გარეთ გამოვედით. რათქმაუნდა ფანები დამხვდნენ. მეც ავტოგრაფები მივეცი და სურათებიც გადავიღე. ავტოსადგომისკენ წავედით და მე ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სკუტერი კომპანიის მანქანაში. სანამ წავიდოდი ანას დავურეკე.
- baby სად ხარ? 
- მივდივარ ახლა .. რა არის?
- არაფერი მაინტერესებდა უბრალოდ. -მანქანა დავქოქე და გზაზე გავედი.
- შენ სად ხარ? 
- ახლა რადიოდან გამოვედი.. ინტერვიუ დამრჩა ერთი და მოვრჩები დღეს.
- კარგია.. ანუ მალე გნახავ ხო?
- კი .. ერთი სული მაქვს როდის ჩაგიხუტებ.
- მეც- ხმაზე ეტყობოდა,რომ იღიმოდა. მეც გამეღიმა. მალევე დავკიდე ყურმილი. რადიოს შენობა ახლოს იყო ეიფელთან,ამიტომ დიდად არ ვჩქარობდი,რადგან ანას უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა მისასვლელად.. 
Tumblr_mjcpqg10771rk9x5so1_500_large
ულამაზესი ყვავილებიც ვუყიდე,თან დიორში შევიარე და ბეჭდები ვიყიდე და ეიფელის კოშკზე ავედი. რესტორანში მთელი ერთი დარბაზი დავჯავშნე და ანას დავურეკე.
- სად ხარ? 
- ეიფელის კოშკთან ვარ.. 
- კარგი. -დავუკიდე და რესტორნიდან გამოვედი. ვიცი ძალიან დავაბნიე,მაგრამ ასე ჯობს.
მართლაც დავინახე როგორ მიდიოდა კიბეებისკენ. მე ვერ დამინახა.
უკნიდან მივეპარე და ხელები შემოვხვიე. მოულოდნელობისგან შეხტა და მერე ერთიანად გაქვავდა. ჩემთვის ჩამეცინა.
- მომენატრე -და კისერში ვაკოცე .რომ მიხვდა,რომ მე ვიყავი მომიტრიალდა და ხელზე დამარტყა. მეტკინა -აუჩ! ეგ რისთვის? -დავიბენი
- შემაშინე შე იდიოტო! -ხელი მკერდზე დაიდო -ვაიმე როგორ შემეშინდა... -სუნთქვა გაუხშირდა.. მართლა შევაშინე როგორც ჩანს. გულში ჩავიკარი. ცოტახანი არ მეხუტებოდა მაგრამ მერე ხელები მაგრად შემომხვია. 
- ბოდიში.. არ მინდოდა შენი შეშინება. უბრალოდ სიურპრიზი მინდოდა მომეწყო.
- კარგი არაუშავს. -ცოტახანი ასე ვიდექით. არც ხალხი გვაინტერესებდა არც არაფერი. 
ეტყობა,რომ გაახსენდა ხალხის არსებობა გაიწია და აქეთ-იქით მიმოიხედა,რომ შეემოწმა ვინმე გვიღებდა თუ არა სურათებს.. საბედნიეროდ ვერავინ ვერ გვიცნო,როგორც ჩანს.
- წამოდი. .-გავუღიმე და ხელი გავუწოდე -შენთვის სიურპირზი მაქვს.
- კარგი -დაბნეულმა მითხრა და ხელი ჩამკიდა.
რესტორანში,რომ შევედით ანამ ხელი პირთან მიიტანა გაკვირვებისგან.
- რესტორანი ცარიელი რატომ არის? 
- მე დავიქირავე რამოდენიმე საათით -თავდაჯერებულად გავუღიმე
- მერე რატომ??
- წამოდი და განახებ. 
მეორე სართულზე ავიყვანე და გაწყობილ მაგიდასთან მივედით. სკამი გამოვუწიე,როგორც ჯელტმენმა,მან კი მადლობა გადამიხადა. არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა აქედან.
Palais de Chaillot and Trocadero fountains
(წარმოიდგინეთ,რომ ღამეა უკვე.)
- ჯასტინ აქ რატომ მოვედით? -ისევ დაბნეული იყო ანა. ვერ ხვდებოდა ეტყობა. ჩამეცინა.
-რათქმაუნდა საჭმელად. 
- კი მაგრამ მთელი რესტორანი რატომ დაიქირავე? ერთი ადგილიც გვეყოფოდა.
- სხვებს,რომ ხელი არ შეეშალათ. კარგი ნუ ნერვიულობ რა.. უბრალოდ ვისამოვნოთ ამ საღამოთი. მინდოდა ჩვენი პარიზში ყოფნა დასამახსოვრებელი ყოფილიყო. 
- კარგი.. -მაინც არ ეტყობოდა,რომ დამიჯერა. 
-უი მართლა.. სულ დამავიწყდა-ფეხზე წამოვდექი და ყვავილები გამოვართვი მიმტანს. თან ვუთხარი,რომ შეკვეთას მივცემდით. - აი ეს შენ -ანას გავუწოდე ვარდები.
- ძალიან ლამაზია ჯასტინ! -ყვავილების სურნელი შეიყნოსა. -დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ამ საღამოსთვისაც და ყვავილებისთვისაც.
- არაფრის -გავუღიმე. 
მართლაც მიმტანი მალევე მოვიდა. შეკვეთები მივეცით და მანამდე ვსაუბრობდით ათას რამეზე. ანამ მომიყვა,რომ დღეს მისი პატარა ფანი გაიცნო და ძალიან გახარებული იყო.
ისე ყვებოდა სადაც იყო ვერ შევიკავებდი თავს და ვაკოცებდი. 
საჭმელი უგემრიელესი იყო. დესერტიც მივირთვით და წამოვდექით წასასვლელად.
მიმტანმა ჩემი ბარათი დამიბრუნა. მადლობა გადავუხადეთ და რესტორნიდან გამოვედით.
- წამო მაღლა ავიდეთ,მაგისთვის არ მოხვედი აქ? 
- კარგი -გამიღიმა და ხელი ჩავკიდე.
ბოლო სართულზე,რომ ავედით აქაც ცარიელი იყო ყველაფერი. 
- არ მითხრა რომ ესეც დაიქირავე
- კი -გავუღიმე -წამო იქ მივიდეთ. -სკამებზე დავსხედით. ანა გულთან მივიხუტე და თავზე ვაკოცე. - ალბათ ხვდები,რისთვისაც გავაკეთე ეს ყველაფერი.- ანამ გაკვირვებული სახით შემომხედა, მე კი უბრალოდ გავუღიმე. ფეხზე წამოვაყენე და ნაზად ვაკოცე. 
3113335865_1_9_crtiekcm_large
კოცნა დავარღვიე და მის წინ დავიხარე. ანამ ხელი პირზე მიიფარა და სადაც იყო ცრემლები წამოუვიდოდა. 

არ ვიცი რატომ მომინდა მოთხრობის ასე გაგრძელება :დ არც ის ვიცი კარგად დავწერე თუ არა ეს თავი.. გვიანაა უკვე და ძლივს მოვაბი თავი,რომ დამემთავრებინა. იმედია მაპატიებთ თუ რაიმე შეცდომაა.. ვიცი ბევრი მოულოდნელი რამ მოხდა,მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონათ და ისიამოვნეთ კითხვის დროს :დ
დაწერეთ რას ფიქრობთ <3 
ეს თავი ეძღვნება : Sopho♥-ს და ყველას ვისაც ჩემი მოთხრობა მოსწონს :**
Tumblr_mjejqmijg71s2apm3o1_500_large

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1195 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2013-04-28 Spam
dzaan momeconaa♥:*** chemi nichieri:*