მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » Forever and Always. ♡ [14]
2:51 AM
Forever and Always. ♡ [14]



- არა! -ყვირილამდე ცოტააკლდა.. მიხვდა რომ შემაშინა ცოტა და ხელი მოისვა სახეზე.. 
უფრო დაბალ ტონშიგააგრძელა საუბარი -ჩამოვალ და მერე გადავწყვიტოთ გთხოვ.. 
ძალიან მიყვარხარ დაშენს დაკარგვას ვერ გადავიტან.. არ გვინდა ერთმანეთისგან 
შესვენება რა.. ყოველდღეიმით გამაქვს რომ დღის ბოლოს შენს სახეს დავინახავ და შენს
 ხმას გავიგონებ.. გთხოვისევ ისეთი ურთიერთობა გვქონეს რა :( მაპატიე კიდევ ერთხელ 
და მჯერა რომგიყვარვარ.. გთხოვ მაპატიე-ცრემლი წამოუვიდა.. მე გაშტერებული 
ვუყურებდი.. მინდოდარამე მეთქვა მაგრამ არ გამომდიოდა.. -ანაამოიღე ხმა გთხოვ -
ჩურჩულით მითხრა. ძლივს აზრზე მოვედი.
- კარგი -ხმადაბლა ვთქვი .. - დაგელოდებისანამ ჩამოხვალ და მერე 
გადავწყვიტოთ,მაგრამ იცოდე,რომ მე არ შემიძლია ასეთი ურთერთობამქონდეს..
 სულ ეჭვიანობ.. ხანდახან ძალიან სასიამოვნოა,რომ ყურადღებას იჩენ ჩემდდამი..ბუნებრივია ბიჭი ხარ და შეიძლება იეჭვიანო,მაგრამ ზოგჯერ მართლა ზედმეტები მოგდის..დედაჩემი არმაკონტროლებს მასე როგორც შენ ჯასტინ.. მე ცოტა თავისუფლება მჭირდება. ჩემს მეგობრებთან ერთად გართობა.. მარტო შენთან ვერ ვიქნები გამიგე გთხოვ..მეც შევეცდები,რომ წინასწარ გითხრა ხოლმე სად მივდივარან ვისთან ერთად,რომ მერე პაპარაცული ფოტოების გამო გული არ გაგისკდეს დღევანდელისავით..-ამოვიოხრე და ხელი თმებში შევიცურე. -მპირდები რომ წინასწარ დასკვნებს არ გააკეთებ სანამ მე არ დამელაპარაკები??
-გპირდები... ოღონდ შენც იგივე დამპირდი გთხოვ
- კარგი გპირდები..
მალევე მოვაგვარეთ ურთიერთობა და დავწყნარდით..
მერე ერთმანეთს ვუყვებოდით ის რაც გადაგვხდა.. ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ. მოკლედ კარგად გავატარეთ დრო.. ორივე ლოგინში ვიწექითდა ისე ვლაპარაკობდით. ძალიან მეძინებოდა,მაგრამ არ მინდოდა მასთან გამომშვიდობება.ვინ იცის კიდე როდის
შევძლებთ ასე დალაპარაკებას.. ჯასტინმასაჭირო ოთახში გავალ და მოვალო, კარგი-მეთქი..  როგორც ჩანს მაინც ვერ მოვერიე თავსდა ჩამეძინა.

*Justin POV*

ვერ გადავიტან მის დაკარგვას.. ტურზე მის გარეშე როგორ წამოვედი ეგეც მიკვირს.. ძალიან მიყვარს.. იმაზე მეტად ვირე მეგონა,რომვინმე შემიყვარდებოდა.
მისი სიცილი,ჩახუტება,კოცნა,სუნი ყველაფერი მიყვარს და სულ მენატრება.. ასეთი რამე 
ადრე არასდროს არ მიგრძვნია.. სანამ მე საჭირო ოთახში გავედი და მოვედი უკვე ეძინა. რა საყვარელია,როცა ძინავს.. წარმომიდგენია ყოველ დილით მასთან ერთად გაღვიძება
რა დიდი ბედნიერება იქნება.. დიდი ხანი ვუყურებდი როგორ ეძინა და მერე მეც ჩამეძინა.

*Anna POV*
დილით რაღაცა ხმაურმა გამაღვიძა.. გავახილე თვალები და მივხვდი,რომ ლეპტოპიდან მოიოდა ხმა. თურმე ჯასტინსაც ჩასძინებია და არ გაუთიშია
სკაიპი.. სკუტერი ცდილობდა გაეღვიძებინა,მაგრამეს არ ინძრეოდა საერთოდ. 
სკუტერმა,რომ შეამჩნია რომ მეც იქ ვიყავი მომესალმა.
-ვაა ანა -გამიღიმა - როგორ ხარ?
-კარგად შენ? -მეც მივესალმე -დაგეხმარო?-გამეცინა
-კი რა .. 10 წუთში ამდგარი უნდა იყოსდა ვერ ვაყენებ ვერაფრით.. და შენ დაგიჯერებს
- კარგი ავაგდებ ახლა :დ წადი შენ დაგამოვა მალე ესეც.
-კარგი მადლობა დიდი -ხელი დამიქნია და ოთახიდან გავიდა .
ახლა უნდა მოვიფქირო როგორ უნდა ავაყენო ჯასტინი...
-ჯასტიიინნ გაიღვიძე რა -დავუძახე. -გაიღვიძეეეეე-ცოტა გაინძრა,მაგრამ მეტი არაფერი.. 
რა აღარ ვცადე,მაგრამ არაფერმა არ გაჭრა.
ბოლოს გადავწყვიტე,რომ მემღერა და იქნება გაღვიძებოდა.. ჩემი ახალი სიმღერა ვუმღერე და თვალები ნელ-ნელა გაახილა. რა გასაკვირია:დ
პირიქით არ უნდა ეძინებოდეს ამ დროს?ნუ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია გაიღვიძა..
-ადექი მიდი! სკუტერი გაწვალდა შენი გაღვიძებით.. გაგვიანდება სადღაც ;დ
-მმმ -და თვალები ისევ დახუჭა.
-ეე ადექი მეც უნდა წავიდე.. მიდი ადექი
-სად მიდიხარ?-თვალებდახუჭულმა მკითხა
-ნიკი უნდა ვნახო. გუშინ ვერ შევძელიკარგად დალაპარაკება.. 
და შეიძლება ჰარიც ვნახო არ ვიცი.. ალბათ ვნახავ..-თავი დავხარე.
- აა.. კაი. ავდგები ახლა.
- არ ხარ გაბრაზებული?-ინტერესით ვკითხე
-რაზე?- ხმაზე ეტყობოდა,რომ დაიბნა..ჩამეცინა
- არაფერი, დაივიწყე -კიდე გამეცინა-კაი გავედი მე..
-უკვე მიდიხარ?
-არა მოვემზადები და მივწერ ნიკს.. იქნება საერთოდ არ სცალია.- ჩემთვის ჩავილაპარაკე
-დარწმუნებული ვარ შენთვის მოიცლის -ღიმილით მითხრა. ამ დროს სკუტერმა შემოყო 
თავი ოთახში.
-ვაიმე ანა გმირი ხარ რა! ვერავინ ვერაღვიძებს ამ მონსტრს! -გაეცინა -20 წუთში მზად იყავი იცოდე!-ჯასტინი გააფრთხილა და მე დამემშვიდობა.
-ცოტახანი იყავი და მერე ერთად გავიდეთ რა-მთხოვა ჯასტინმა 
 - კარგი,მაინც ჯერ არსად მეჩქარება.-გავუღიმე და თავი ბალიშზე დავდე. თვითონაც
 დაწვა და ასე ვუყურებდით ერთმანეთს.ისეთი გრძნობა დამეუფლა,რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა.. ძალიან მომინდა მასთან ჩახუტება და მხოლოდ ერთხელ მაინც კოცნა..მომენატრა უზომოდ.. სახეზე ეტყობოდა რომ მასაც ასე ძალიან მოვენატრე. ერთმანეთს დებილებივით ვუღიმოდით და არაფერს არ ვამბობდით.
უცბად ტელეფონმა დამირეკა. ხელით გადავწვდი ტუმბოზე და ავიღე.
-გისმენთ?
-ანა, კარა ვარ. როგორ ხარ შე უნამუსო?რამდენი ხანია არ მინახიხარ და არ 
დამილაპარაკებია შენთან ((
-ვაიმე როგორ მომენატრე!! რავი კარგადშენ? გოგო ალბომის ჩაწერები მქონდა და ვერ 
მოვიცალე ვერაფრისთვის..
-ხო მეც დაკავებული ვიყავი.. ჩვენებებზე გამოვდიოდი და ახალ ფილმში ვიღებ 
მონაწილეობას იცი?-ყურში ჩამყვირა და ტელეფონის შორს გაწევა დამჭირდა,რომ
არ დავყრუებულიყავი :დ ესე იცის როცა ძალიან გახარებულია ხოლმე :დ
-ვაიმე გილოცავ!! რა ფილმია? და ვინ თამაშობენ?-კომპიუტერს გავხედე და ჯასტინს poker-face ჰქონდა :დდ ჩუმად გამეცინა.. მივხვდი,რომ
უნდა დამეკიდა ყურმილი და მისთვის მიმექცია ყურადღება.. მასეც ვაპირებდი :დდ
-ანა კარენინაა! მაგრამ პატარა როლი მაქვს... მაგრამ მაინც უმაგრეს მსახიობებთან
 მიწევს თამაში და ეგ მახარებს!!
- კარგი იქნებოდა უფრო დიდი როლი,რომგქონოდა,მაგრამ ეგეც კარგია!! გოგო 20 წუთში 
დაგირეკავ რა, ჯასტინს ველაპარაკები სკაიპში და ალბათ მალე ეკრანიდან გამოძვრება დამობილურს გადამიგდებს -გამეცინა
-კარგი კარგი -სიცილ-სიცილით მითხრა- დამირრეკე აუცილებლად!! თორე მოგკლავ და 
ჯასტინი ვერ გიშველის -დამემუქრა
-კარგი კარგი :დდ კარგადდდ
-კარგად. -და დავუკიდე ყურმილი. - ხო მალე დავკიდე?-საყვარლად გავუღიმე,რომ არ
 გაბრაზებულიყო,მაგრამ როგორც ჩანს უკვე გვიანი იყო,რადგან ისე მიყურებდა მეგონა 
მართლა გადმოხტებოდა ნოუთბიქიდან :დ
- კარგი რაა... მერე ვერ დაელაპარაკებოდი??-ბალიშში ჩარგო თავი და დაიყვირა :დ -კარას
 ყოველთვის ნახავ და მე კიდე? ოოო -ბუზღუნი დაიწყო როგორც ჩვევია.. მე კიდე 
მიყვარს,რომ ბუზღუნებს იმიტომ რომ უსაყვარლესია მაშინ :დდ
- ჯას მაპატიე რა .. ვერ დავუკიდებდი ყურმილს.. რამდენი ხანია არ მინახია და არ 
დამირეკია ნეტა იცოდე. მრცხვენია უკვე -თავი დავხარე და თავი შევაცოდე - ვერ ვიცლიდი სულ და ეწყინებოდა.. მერე აგინაზღაურებ გპირდები-და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, მან კი ვითომ ხელით დაიჭირა და გულთან მიიდო. -aww -გამეღიმა. კაკუნის ხმა გავიგე
- ჯასტინ, წასვლის დროა -ვიღაცა ქალმა დაუძახა ჯასტინს
- ughhh -ისევ ბალიშში ჩარგო თავი.. როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და ცოტახანი 
დაღლილობა მომეხსნა.. ვიცი რასაც გადის ახლა და უფრო მეტად მეცოდება..-გამოვალ 
მალე -დაიყვირა
- მიდი ადექი და ჩაიცვი.. მე აქ ვიქნები და თან ვილაპარაკოთ.. ოღონდ კამერა გამორთე -
გამეცინა
-რაზე?- თავი წამოყო
- რას ჰქვია რაზე?
- მაინც ნანახი გყავარ შიშველი და რა აზრი აქვს ახლა?- ბაბნიკურად გამიღიმა და წარბები აათამაშა
- ugh ჯასტინ მორჩი!! -ახლა მე დავდე თავი ბალიშზე,რომ ჩემი წითელი სახე არ დაენახა.
-კაი ნუ მემალები -გაეცინა. კიდე რომ არ გამოვაჩინე სახე დამნებდა და მითხრა რომ აღარ გამაჯავრებდა..მალე ადგა და ჩასაცმელად შევიდა აბაზანაში.. მე მანამდე ნიკს და კარას მივწერე და ვკითხე თუ ეცალათ დღეს,რომ მენახა რომელიმე. ჰარისთვის არ მინდოდა მიწერა.. გადავწყვიტე,რომ ამიერიდან შევეცდებოდი მასთან შეხვედრაზე თავის არიდებას. არ მინდოდა ჯასტინისთვის გული მეტკინა.. მალე პასუხი მომივიდა ორივესგან და აღმოჩნდა რომ თავისუფლები ივყნენ,ამიტომ ერთად ვნახავდი. ჯასტინი მალე გამოვიდა.. საოცრად სიმპატიური იყო.. თეთრი მოკლემკლავიანი მაიკა,ზემოდან ჯინსის ჯაკეტი და შავი შარვალი ეცვა..თან ქუდი ეჭირა ხელში. გამოვიდა და კამერის წინ დადგა - აბა როგორ გამოვიყურები?- ქუდი დაიხურა და გამიღიმა
- ისე,რომ შენთან ჩახუტება მომანდომე -გამეცინა
- ისე რა არ გინდა ხოლმე?- წარბი ამიწია ;დ
- როგორ არა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით :) -ახლა მივხვდი როგორ მინდოდა მასთან 
ყოფნა.. საშინელებაა ესეთი ურთიერთობა.. იმედია მალე გადავიტან სხვა რამეზე 
ყურადღებას და ჯასტინიც მალე ჩამოვა,რომ მორჩეს ეს ტანჯვა..
- გენატრები არა?-მოწყენილი ხმით მკითხა
- კი -გავუღიმე. საერთოდ არ მეღიმებოდა იმ მომენტში.. ტირილი მინდოდა,მაგრამ ჯასტინს არ დავანახებდი როგორ მიჭირდა უიმისობა,თორე შეიძლება დღესვე ჩამოსულიყო ან მე წავეყვანე მასთან.. 
- რაზე იღიმი?-საწოლზე ჩამოჯდა
- ახლა,რომ გითხრა ჩამოდი მეთქი ან წამიყვანე შენთან-მეთქი ხო ეგრე მოიქცეოდი?-
გამეცინა
- you know me too well baby -გულიანად გაეცინა.
- ეჰ ჯასტინ, ჯასტინნ :დ არაფერი არ გეშველება რა :დ
- hmpff -პატარა ბავშვით გაიბუტა 
- aww ასეთ დროს მინდება ხოლმე რომ ლოყები მოგაჭამო :დდ
- ჰმმ :დ 
- აი ნახე,რომ გნახავ აუცილებლად აგისრულებ მაგას -თვალი ჩავუკარი
- კაი წავედი თორე მომკლავენ და მერე ვეღარ მომაჭამ ლოყებს :დ
- okay! მიყვარხააარ -წავიმღერე
- მეც babe -კოცნა გამომიგზავნა, მეც გავუგზავნე და მალევე დავკიდე..
მართლა ხომ არ მოვინახულო ცოტახნით? ჰმმ უნდა ვკითხო ედისონს,როდის მეცლება..
ცუდი იდეა არაა :) 

* * * * 
მალე ჩავიცვი და მოვემზადე ნიკთან და კარასთან შესახვედრად.


გადავწყვიტეთ,რომ კაფეში წავსულიყავით.
მალევე მივედი დანიშნულების ადგილზე და გადმოვედი მანქანიდან.
რათქმაუნდა იქ პაპარაცები დამხვდნენ. შევეცადე არ მიმექცია მათთვის ყურადღება
და 'პანერაში' წყნარად შევსულიყავი.. ასეც მოვიქეცი. კამერებს გავუღიმე და 
კაფეში შევედი. მაშინვე მიმტანი  მომესალმა.
- გამარჯობათ - სადღაც 22 წლის ბიჭი იქნებოდა.. საკმაოდ სიმპატიური და მამაკაცური.-
მაგიდა მოგიძებნოთ თუ დაჯავშნული გაქვთ? -თან გამიღიმა.
- დაჯავშნულია მგონი.. მეგობრებს უნდა შევხვდე და .. აბა ნახეთ პალვინზე ან 
დელევინზე, ან მაკკინლზე.- თავაზიანად გავუღიმე.
- ახლავე - და კომპიუტერთან მივიდა. -დიახ პალვინზე არის დაჯავშნული მაგიდა.-
ჩემსკენ  წამოვიდა -გთხოვთ წამომყევით -ხელით წინ გამიძღვა.. მეც გავყევი 
კაფის ბოლოში განმარტოვებული მაგიდა იყო, კომფორტული სავარძლებით და 
პუფებით. კარა და ნიკი ლაპარაკობდნენ და თან იცინოდნენ.. გამიკვირდა :დ ნიკმა 
რაღაც უთხრა და კარას ლოყები აუწითლდა.. ვაა მოსწონთ ერთმანეთი როგორც ჩანს :დ
რომ მივუახლოვდით მიმტანი შემომიბრუნდა და კინაღამ ზედ შევასკდი :დ
ლოყები აუწითლდა და უხერხულად გამიღიმა.. 
- აი თქვენი მაგიდა,როცა გადაწყვეტთ შეკვეთის მიცემას დამიძახეთ ან მეთვითონ 
მოვალ 10 წუთში -გამიღიმა და გზა დამითმო.. მეც პუფზე ჩამოვჯექი და მადლობა 
მივაძახე.
-აბა რას შვებით გვრიტებო- ვიკითხე როცა კარგად მოვკალათდი
-რავი შენ სანამ გელოდებოდით კარგად გავიცანით ერთმანეთი -გამიღიმა ნიკმა
- ხოო გეტყობოდათ შორიდანაც -ჩავიცინე
- რას გულისხმობ? -დაბნეულმა მკითხა კარამ
- არაფერს არაფერს :დ - ნიკმა ეშმაკურად ჩაიცინა... ანუ მიმიხვდა რასაც ვგულისხმობდი,
უჰჰ რა ბაბნიკია :დ -რა გავაკეთოთ დღეს? 
- რავიცი თქვენ გადაწვყიტეთ გოგოებო (ნიკი)
- ოქეიი :დ მერე არ ინანო იცოდე -საჩვენებული თითით ვანიშნე
- არ ვინანებ -ხელები აწია დანებების ნიშნად. მე კიდე კარას გავხედე 
- შოპინგი!!!!-ორივემ ერთად წამოვიძახეთ :დდ
- აააა ჩემი სიტყვები უკან მიმაქ!!! -ხელებს აქნევდა ნიკი :დდ
მე და კარა სიცილით ვკვდებოდით,როცა ისევ ის სიმპატიური მიმტანი მოვიდა
- რა მოგართვათ?-მე მიყურებდა
- ამმ -მის ფორმას შევხედე და წავიკითხე,რომ ლუკა ერქვა..-ლუკა მე შევუკვეთავ 
თქვენს საუზმეს თუ შეიძლება :დ -უხერხულად ვუთხარი
- კი როგორ არა -ჩაეცინა -თქვენ რამეს შეუკვეთავთ?
- ჩვენც იგივეს.
- მალე მოგიტანთ თქვენს შეკვეთას. -გაგვიღიმა და დაგვტოვა.
მალევე მოგვიტანა საჭმელი .. გემრიელად მივირთვით და დესერტებიც შევუკვეთეთ.
მე შოკოლადის ნამცხვარი,ნაყინი და კაპუჩინო მომიტანეს.
 ნიკს მარწყვის ჩიზქეიქი. კარას კი ხილის ასორტი,რადგან დიეტაზე იყო :დდ
გემრიელად მივირთვით და ჩეკი მოვითხოვეთ..
ლუკამ მოიტანა და წინ დამიდო,თან გამიღიმა.
გადავშალე და ფული უნდა ჩამედო,რომ რაღაც ფურცელი დავინახე.
ნომერი ეწერა :დ უკან გავიხედე და დავინახე,რომ ბართან იდგა.. როცა ჩემი მზერა
დაიჭირა თვალი ჩამიკრა.. ლოყები ამიწითლდა და გამოვიხედე ისევ :დ 
- ნომერი მოგცა ხომ?(ნიკი) მე თავი დავუქნიე.
-way to go girl!! ჯასტინს თუ დაშორდები ასეთ სიმპატიური ბიჭი გეყოლება :დ-გამეცინა 
კარას კომენტარზე. ნიკის გამოხედვა რომ დავინახე მაშინვე შევწყვიტე სიცილი..
- ვინ ჯასტინი?- სერიოზული სახით მკითხა.. დამავიწყდა მისთვის ჯასტინზე მეთქვა.
-ბიბერი. მისი შეყვარებული.. შენ რა არ იცი? -ჰკითხა კარამ.
-არა არ ვიცოდი..-მწარედ ჩაეცინა
- მოგიყვები ყველაფერს დღეს.. გუშინ დამავიწყდა მეთქვა, ისე გავერთე ყველაფრის 
გახსენებით,რომ.. -ხელი თმაში შევიცურე და გავუღიმე.
-მე ახლა მინდა ყველაფრის ცოდნა! -ჯიუტად თქვა.. და მეც დავნებდი,არ მინდოდა ჩემგან 
რამე წყენოდა.. -ანუ ჰარიმ არ იცის ჯასტინზე? -ცოტახნის შემდეგ სიჩუმე დაარღვია ნიკმა.
-არა არ იცის.. მამაშენმა არ უთხრა და კარგი მიზეზებიც აქვს.. ამიტომ დავუჯერებ და 
არც მე არ ვეტყვი. შევეცდები,რომ ეს ერთი თვე როგორმე გავიყვანო და ავიცილო
მაგაზე ლაპარაკი.. გთხოვ გამიგე, მინდოდა მეთქვა,მაგრამ დამავწიდყა.. თან 
ნაჩხუბრებისავით ვიყავით და არ მინდოდა მასზე ლაპარაკი.. ახლა კარგად ვართ..
ჯასტინი სკოლაში გავიცანი,ამ წელს და დავახლოვდით.. იმის შემდეგ ერთად ვართ. 
კიდე რისი ცოდნა გინდა?
- გიყვარს?-ისე იკითხა მეგონა,რომ მართლა ვუყვარდი.. ადრე სულ მეგონა,რომ 
ხუმრობით მეუბნებოდა ყველა ტკბილ სიტყვას და იმასაც რომ მარტო მისი ვიქნებოდი..
პირ-დაღებული ვუყურებდი ნიკს და ვხვდებოდი,რომ მართლა ვუყვარდი ამ დროის 
განმავლობაში, მე კიდე ამ დროის განმავლობაში
- კარა.. -ძლივს ამოვიღე ხმა. -შეგიძლია ცოტახანი დაგვტოვო? -გავუღიმე
- ამ კი როგორ არა.. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიკ.. მანქანაში დაგელოდებით-წამოდგა და ჩანთა აიღო. ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა-ბევრი რამ გაქ ასახსნელი და დღეს მეტყვი ყველაფერს. წარმატებები baby girl. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მარტონი,რომ დავრჩით არცერთი არ ვიღებდით ხმას.. მერე გამახსენდა,რომ კითხვა 
დამისვა და გადავწყვიტე,რომ სიმართლე მეთქვა.
- კი.
- რა კი? 
- მიყვარს. 
- მას უყვარხარ?
- კი ვუყვარვარ.
- ბედნიერი ხარ მასთან?
-კი.
- მიხვდი ხო?-სახეზე ეტყობოდა,რომ გული ტკიოდა.
-კი- თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და არ ვიცი რატომ.. ჩემი ბრალი ხომ არ იყო,რომ
ამდენი ხნის განმავლობაში არ მითხრა,მართლა რომ ვუყვარდი.. მალე დანაშაულის 
გრძნობა სიბრაზეში გადამივიდა.. -რატომ არ მითხარი აქამდე?
- და მერე რა? სულ ბაბნიკი გეგონე და ვიცოდი,რომ არ დამიჯერებდი..
შენგან უარის მიღებას კი ვერ გადავიტანდი..-თავი დახარა.
- ჩემი გრძნობების შესახებ ხომ არაფერი არ იცოდი არა? იქნება შემყვარებოდი?
ყოველთვის მომწონდი.. ახლა უკვე გვიანია.. -ერთ ადგილს მივაშტერდი და ნიკის მზერას თვალს ვარიდებდი. ალბათ 10 წუთი სიჩუმეში ვისხედით..
- გვიანია? არასდროს არაა გვიანი.. და როგორც გუშინ თქვი შენს თავს ვერავინ ვერ
წამართმევს.. გინდ ვიღაც ჯასტინი იყოს და გინდ ჰარი. აი ნახავ თუ არა. -წამოდგა.. მე 
კიდე გაკვირვებული ვუყურებდი. -სულ მიყვარდი მთელი გულით და სულით 
და მაგას ვერაფერი ვერ შეცვლის.. გინდ შენი შეყვარებული. -ჩემსკენ წამოვიდა და 
ჩემს წინ დაიხარა.. ჩემი ხელი დაიჭირა და ნაზად მაკოცა ხელის გულზე.. მერე თვალებში შემომხედა.
-შენთვითონ ხომ თქვი არა? რომ ყოველთვის მოგწონდი? ამიერიდან სულ შენთან ვიქნებიდა არ მოგშორდები..თავს შეგაყვარებ და იმ ჯასტინს დაგავიწყებ. აი ნახავ თუ არა-გამიღიმა და ტუჩებზე მაკოცა.. გაკვირვებისგან მეგონა,რომ თვალები გადმომივარდებოდა..ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. მე გაშეშებული ვიჯექი.. არ ვიცოდი რა მეფიქრა.. თავს მოვიტყუებდი,რომ მეთქვა მისი კოცნა არ მომეწონა-მეთქი.
მთელ სხეულში თითქოს დენმა დამიარაო.. და კინოებში რომ არის ხოლმე ისე მოხდა..
ფეიერვერკებით და მუცელში პეპლებით..ალბათ დიდი ხანი რომ არ გავედი გარეთ,მაგიტომ კარა შემოვიდა კაფეში და წინ დამიჯდა.. მე კიდე გაკვირვებული ვიყავი და ვერ გავიგე, როგორ მეკითხებოდა კარა რაღაცას..
- ჰა? რამე მითხარი?-აზრზე მოვედი
- კიი! -გაბრაზებულმა შემომხედა..-რა მოხდა??
- რაზე ამბობ?
- შენს და ნიკს შორის? ან ჰარი ვინაა? და რაზე ლაპარაკობდა საერთოდ?
- მერე აგიხსნი რა.. წამო ახლა სუპერმარკეტში წავიდეთ და მერე ჩემთან.-წამოვდექი. 
გადავიხადე და მანქანაში ჩავჯექი. კარაც უკან გამომყვა.. სუპერმარკეტში სასმელი და 
სასუსნავები ვიყიდე და გზა გავაგრძელე.. ჩემს ახალნაყიდ სახლში წავედი. არ მინდოდა
დედაჩემს ნასვამი ვენახე,რადგან მალე მასე ვიქნებოდი. მანქანა ავტოფარეხში 
შევაყენე და გადმოვედი. კარამაც მოაყენა მისი მანქანა და გაფართოებული თვალები 
ჰქონდა.. ეტყობა მოეწონა ჩემი სახლი.. :დ
-ვისი სახლია? რა მაგარიააა! მეც მინდა ასეთი!!-fangirl-ობა დაიწყო შუა ქუჩაში :დ
- ჩემია.. დაწყნარდი და წამო. -მანქანიდან გადმოვიტანე პარკები და კარები გავაღე.
სამზარეულოში შევიტანე ყველაფერი და ბართან დავაწყვე.. მერე ჭიქები და
თეფშები გადმოვიღე და ვოდკა დავასხი და გადავკარი.. თან ლიმონი მივაყოლე.
- woah woahh! მოიცა ასე მალე რაზე სვამ.. ამიხსენი ჯერ ყველაფერი. -გვერდზე
ჩამომიჯდა კარა.. გამეცინა.. ყველაფერში ჯერ ვერც მე გავრკვეულვარ და ახლა 
ჩემს დაქალს უნდა ავუხსნა ის რაც არ ვიცი.. 
- ჯასტინთან უთანხმოება მქონდა,მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.. ჩემმა კომპანიამ
One Direction-ის ჰარისთან დამაძალა ურთიერთობა.. ანუ შეყვარებულები ვართ პუბლიკის თვალში.. ჩემი საუკეთესო მეგობარი, ნიკი აღმოჩნდა,რომ ჩემზე შეყვარებული არის ამ დროის განმავლობაში და ჩემთვის ბრძოლას აპირებს.. და ვერავინ ვერ შეაჩერებს თურმე-გამეცინა.. -ოჰ და კიდე სანამ წავიდოდა ტუჩებში მაკოცა და მე კიდე გაკვირვებისგან გავშეშდი და ვერც ხელი ვკარი ვერც ვერაფერი.. პაპარაცები თუ მაგას დაინახვდნენ ან ვინმემ სურათი თუ გადაგვიღო კარგადაა ჩემი საქმე. -გამეცინა და კიდე დავლიე ვოდკა.. კარამ ვერაფერი ვერ მითხრა.. ან რა უნდა ეთქვა ასეთ სიტუაციაში.. ხელი გადამხვია და თავი მის მხარზე დამადებინა.. შუბლზე მაკოცა და მითხრა 
- ეჰ ჩემო ანა -ხმაზე ეტყობოდა რომ თან ეღიმებოდა. -ჩვენ გოგოები ყოველთვის
ასეთ სიტუაციებში ვხვდებით-სიტყვა შევაწყვეტინე
-და როგორც ჩანს ჰარისაც მოვწონვარ ან ვუყვარვარ ვინ იცის -ორივე სიცილით 
ვკვდებოდით. კარამაც დაისხა სასმელი და ჩიფსები გადმოყარა თეფშზე.
ლიმონი ვოდკაში ჩააგდო და ხელში დაიჭირა..
- მოდი ამ ჭიქით ისეთ სიტუაციებს გაუმარჯოს,რომელშიც გამოსავალი მხოლოდ ერთია :დ -და ბოლომდე გადაკრა.. თან ჩიფსი მიატანა..
-რა გამოსავალი? -ინტერესით ვკითხე.
-გულის ნათქვამს უნდა გაყვე ჩემო საყვარელო -გამიღიმა.
მივხვდი უკვე რაც უნდა გამეკეთებინა.. 
ედისონსაც შევუთანხდი და 40 წუთში უკვე
აეროპორტში ვიყავი. მალევე ჩავფრინდი დანიშნულების ადგილას. 
აეროპორტში მანქანა დამხვდა და სასტუმროში წამიყვანა. ოთახში ავედი და 
სავარძელში მოვკალათდი... მალე კარები გაიღო და ვიღაცის ხმა გავიგე..
წამოვდექი და ის დავინახე ვის გამოც ამხელა მანძილი გამოვიარე.
გაკვირვება,სიხარული და დაბნეულეობა ეტყობოდა სახეზე.
უცბად ჩემსკენ გამოიქცა და ხელში ამიტაცა და მაბზრიალებდა.. 
-ჯასტინნნნ გეყოს! თავბრუ მეხვევა!! დამსვიი-ვყვიროდი
- კარგი კარგი! -ბზრიალს მორჩა მაგრამ ხელებს არ მიშვებდა. თავი ჩემს კისერში 
ჰქონდა ჩამალული და თან მკოცნიდა. -არ მჯერა,რომ აქ ხარ.. ვერც კი წარმოიდგენ 
რამდენჯერ მინდოდა ასე ჩაგხუტებოდი და არ გამეშვი. -ჩამჩურჩულა
ოთახში პეტი და სკუტერი იყვნენ.. კიდე ვიღაცეები,მაგრამ ვერ ვიცანი.
პეტიმ მანიშნა,რომ ჩვენ დაგტოვებთო, მეც თავი დავუქნიე.
-მეც ძალიან მომენატრე -და უფრო მაგრად ჩავეხუტე. მარტო ჩვენ დავრჩით ოთახში
და ჯასტინი კიდე არ მიშვებდა ხელებს.. მე თავი დავიღწიე და უცბად ვაკოცე.. 
თავიდან ეტყობოდა,რომ გაუკვირდა,მაგრამ მერე კოცნით მიპასუხა.. 
არ ვიცი როგორ,მაგრამ მის საძინებელში აღმოვჩნდით და ლოგინზე დამაწვინა.
-ახლა მომიყევი აქ რას აკეთებ-ჩამჩურჩულა,როცა კოცნა გაწყვიტა.



იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემო ძვირფასებოოო <3

ვიცი დიდი ხანია არ დამიდია,მაგრამ კრიზისი მქონდა :დ 

ვერ ვწერდი ვერანაირად. ამ თავს ვუძღვი : Sopho♥,-LittleLiar,kidrauhl ,

potterhead,Tay,swaggy და კიდე ყველას ვისაც ჩემი მოთხრობა გიყვართ <3

პ.ს ახალი მოკლე აღწერა მოგწონთ? და თქვენც ასე გიჩვენებთ????

 და სიმღერები მოგეწონათ? შეეფერებოდა ამ თავს? :??



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1265 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2013-03-27 Spam
Kargia male dade :))♥