მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 10 » Forever and Always. ♡ [13]
4:03 AM
Forever and Always. ♡ [13]

სარჩევი :


უხერხულად ჩავახველე და ჰარი ძლივს მიხვდა,რომ უნდა გავეშვი.
- შენი დიდი ფანი ვარ და ვეღარ შევიკავე თავი -ჩაიცინა
- აა -გავუღიმე - მადლობა-მაგრამ მაინც არ ვიყავი მის სიტყვებში დარწმუნებული.
- კარგით,მოდით მოლაპარაკება დავიწყოთ- ჩაერთო ედისონი. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მაგიდასთან დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. შევთანხმდით,რომ პირველად პაპარაცების დასანახად გამოვჩნდებოდით ერთად,მერე რომელიმე დაჯილდოებაზე წავიდოდით და ასე..მერე კლიპსაც გადავიღებდით ალბათ. ჯასტინს ნამდვილად არ მოეწონებოდა ეს გეგმა.. არც მე არ მომწონს,მაგრამ შეგუება მომიწევს ერთი თვით.. მეშინია ჯასტინს არ მობეზრდეს ეს ყველაფერი და არ მიმატოვოს..იქნება სიყვარულმა გადაუაროს? ან ხდება საერთოდ ეგეთი რამ? იმედია არა.. ფიქრებიდან ედისონის კითხვამ გამომიყვანა
-ანა სად გინდათ პირველად,რომ წახვიდეთ?
- რავი ჩემთვის სულერთია-მხრები ავიჩეჩე
- მაინც სად გინდათ,რომ წახვიდეთ? 
- სადაც თქვენ გინდათ.. როგორც ვთქვი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.-ჯასტინთან,რომ ყოფილიყო ეს მოლაპარაკება მაშინ იდეები მომივიდოდა.. ახლა არც მაინტერესებს სად წავალთ.. მაგრამ არ მინდა ჯასტინთან ესეთი ურთიერთობა მქონდეს,ამიტომ მირჩევნია ეს ერთი თვე ავიტანო. მერე ჯასტინიც ჩამოვა და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
-შეგიძლიათ კინოში წახვიდეთ ან სანაპიროზე წახვიდეთ პიკნიკზე. ან სულაც მაკდონალდსში ჭამოთ. როგორც თქვენ გინდათ. თქვენ ხართ ახალგაზრდები და თქვენ უნდა იცოდეთ რა არის ახლა მოდაში- თქვა ჰარის მენეჯერმა,რომლის სახელიც არ დამამახსოვრდა. მის ნათქვამზე ჯასტინის და ჩემი პიკნიკი გამახსენდა და ვერ წარმომედგინა,რომ ვინმესთან ისევე ვიგრძნობდი თავს როგორც მასთან. 
- წინააღმდეგი ხარ?-მკითხა ჰარიმ. 
- არა, რა იყო რომ?
- ისეთი სახე გაქვს,რომ მაგიტომ ვიფიქრე არ მოეწონა-მეთქი..
- არა არაფერი მაგდაგვარი.. უბრალოდ რაღაცა გამახსენდა და
Tumblr_m6x2tcykhs1rxuds1o5_500_large
- ააა .. კარგი. რომელი გირჩევნია?
- სადმე კაფეში დავჯდეთ ეგ მირჩევნია და პარკში გავისეირნოთ ))
-  როგორც შენ გინდა- და საყვარლად გამიღიმა.
- მადლობა.
მალევე მოვრჩით მოლაპარაკებას და მე და ედისონი მარტო დავრჩით.
- ვიცი გაბრაზებული ხარ ჩემზე,რომ არ ვუთხარი შეყვარებული რომ გყავს,მაგრამ ასე აჯობებს. ჯობია არავინ არ იცოდეს თქვენი ურთიერთობის შესახებ.. -უნდა მეთქვა რაღაცა,რომ ხელით გამაჩერა -არ დამიმთავრებია. რომ არ გეთქვა შენი შეყვარებულის ვინაობა დაეჭვდებოდნენ და შეიძლება არც დაეჯერებინათ და არ დაგასვენებდნენ სანამ არ ეტყოდი მის ვინაობას.
მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა და ეგ შენც იცი. ამიტომ დამიჯერე ეს ერთხელ. -რომ დავფქირდი მივხვდი,რომ სიმართლეს ამბობდა. 
- ugh კარგი ხო. ახლა რა ვქნათ?
- ახლა შენ წახვალ და სტუდიაში იმუშვებ, მე კიდე დეტალებზე მოველაპარაკები 1D-ის მენეჯერს.. მერე წადი და დაისვენე. ხვალ რთული დღე გელის.
-ხვალვე უნდა გამოვაცხადოთ რომ ერთმანეთს ვხვდებით?
- კი. რაც მალე მით უკეთესი. მერე კლიპის გადაღებები დაიწყება და რომ გამოვა კლიპი და პოპულარობას მოიპოვებს,მერე შეგეძლებათ დაშორდეთ ერთმანეთს.
-კარგი. გასაგებია.. წავედი მე მაშინ და დამირეკე მერე რას მოილაპარაკებთ კიდე :) -მივედი და ჩავეხუტე
-კარგი აუცილებლად დაგირეკავ, შეიძლება სტუდიაშიც მოგაკითხო.
-უი ნიკი ჩამოვიდა? 
- კი გუშინ ჩამოვიდა ღამე. მოენატრე ძალიან და სტუდიაში გელოდება
-მეც ძალიან მომენატრა. კაი წავედი ვნახო -ხელი დავუქნიე და ოფისიდან გამოვედი.
ნიკი ედისონის ბიჭია.. ძალიან საყვარელია. სადღაც 17 წლის იქნება ალბათ :დ
ან 18 .. დიდი ხანია არ მინახია და მომენატრა. ცოტა პატარები რომ ვიყავით
სულ მამამისს დაყვებოდა ხოლმე. 
სტუდიაში მალევე მივედი. კარები შევაღე და პატარა ბიჭის მაგივრად უსიმპატიურესი 
ბიჭი დამხვდა. გაშტერებული ვუყურებდი.. მერე ძლივს მოვედი აზრზე 
- ნიკ? -დაბნეულმა ვკითხე.. ვერც ვიცანი
- ანაა- თვითონაც გაუკვირდა როგორც ჩანს
Tumblr_mhzre6dzlx1s5zzrso1_500_large
 ჩემსკენ წამოვიდა და ხელში ამიტაცა
-ვაიმე როგორ შეიცვალეე-რომ დამსვა ვუთხარი
- ხოო :დ ხო გითხარი სიმპატიური ვიქნები მეთქი -და ეშმაკურად ამითამაშა წარბები
- ეე გახდი უკვე ბაბნიკი ხო? -გამეცინა და ხელი გავკარი
- შენს გარდა რომ არავინ მინდა ხო იცი არა? -თვალი ჩამიკრა
- ვიცი ვიცი :დ -ჩავეხუტე -ძალიან მომენატრე
-მეც -ხელები მაგრად მომხვია. ამ დროს კარები გაიღო,გავიხედე და დავინახე 1D როგორ შემოვიდა .. ჰარი გაშეშებული იყო. მზერებს,რომ მოკვლა შეეძლოს ნიკი უკვე მკვდარი იქნებოდა :დ გამეცინა :დ ჯერ ახლა გავხდით შეყვარებულები და უკვე ეჭვიანობს? :დ 
- ბიჭებო გაიცანით ეს ნიკია, ედისონის შვილი. ნიკ გაიცანი ესენი ბიჭები არიან :დ
ყველამ სათითაოდ წარმოადგინა თავი და ბოლოს ჰარი დარჩა
- ჰარი, ანას შეყვარებული -ისე თქვა თითქოს იღრინებაო :დ ნიკმა ხელი გამკრა
-ეე რატო არ მითხარი შეყვარებული თუ გყავდა?
- პრესისთვის მარტო,თორე ისე არ ვართ შეყვარებულები 
- აა გასაგებია.. პიარისთვის ხო?
- ხო :დ ისე თქვენ აქ რა გინდათ? არ ვიცოდი თქვენც თუ უნდა მოსულიყავით ჩაწერებზე
- არა ვიფიქრეთ დაგელოდებოდით და სადმე წავიდოდით,რომ უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი.. მაინც საქმე არ გვაქ და- მხრები აიჩეჩა ლიამმა 
- თუ არ გცალია გაგიგებთ :) (ნიალი)
- არა არა როგორ არ მცალია. უბრალოდ ნიკი ახლახანს ჩამოვიდა და დიდი ხანია არ მინახია.. 
- მერეც შევძლებთ ლაპარაკს ჩვენ ,წადი ბიჭებთან თუ გინდა, არ მეწყინება მე- გამიღიმა ნიკმა
- ერთად წავიდეთ ყველანი არ ჯობია? -გავუღიმე ბიჭებს -თან თქვენც გაიცნობთ ერთმანეთს,მაინც ბევრჯერ მოგიწევთ ერთმანეთს ნახვა)
- როგორც შენ გინდა ისე გავაკეთოთ (ჰარი)
-მადლობა -გავუღიმე -წავედი მე საქმეს შევუდგე -გამეცინა. ნიკს კიდევ ერთხელ გადავეხვიე -ძალიან მომენატრე და აუცილებლად უნდა ავინაზღაუროთ დაკარგული დრო
-აუცილებლად! შენ რა გგონია რომ გიპოვე კიდე შენს დაკარგვას ვაპირებ?-თავი გავაქნიე- ხოდა კარგია თუ იცი :) შენს თავს ვერავინ ვერ წამართმევს
- ვერც ვერავინ შეძლებს -ლოყაზე ვაკოცე და სტუდიის ოთახში შევირბინე. 
ჩაწერები კარგად მიმდინარეობდა.. ორ საათში მოვრჩი ორ სიმღერას. გამოვედი და დაივნახე,რომ ნიკის გარდა ყველას ეძნათ. ჩამეცინა და ნიკისკენ წავედი. 
ტელეფონზე რაღაცას აკეთებდა. გვერდზე ჩამოვუჯექი და ძლივს მივიქციე მისი ყურადღება :დ 
-რას შვები?
-რავი ყველა ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი რომ შენ გიცნობ,მაგრმა მაინც არ სჯერათ :დ
- ჰაჰა მერე გამაცანი შენი მეგობრები და იქნება დაიჯერონ :დ 
- ხო .. აუცილებლად გაგაცნობ :დ შენ შენი მეგობრები გამაცანი :)
- კარგი.. სკოლაში კიდე დადიხარ ხო? 
- კი. ეს ერთი წელიც და ამოვისუნთქებ :დ შენ?
- მეც ეგრე :დ სად სწავლობ? 
- ჯერ არსად.. ახლა უნდა გადმოვიტანო საბუთები რომელიმე სკოლაში.
-ჩემთან გადმოდი.. ძალიან გამიხარდება შენ თუ იქ მეყოლები -გავუღიმე
-კარგი გადმოვალ :) ამათ რა ვუყოთ?
- გავაღვიძებ და ვეტყვი რომ წავიდნენ დაისვენონ :დ 
- კარგი.. ჩვენ სად წავიდეთ?
- რავი სადმე წავიდეთ.. თუ გინდა ჩემთან წავიდეთ სახლში. დედაჩემს მოენატრე ძალიან. რამდენი ხანია არ უნახიხარ :)
-კარგი წავიდეთ.. მეც მომენატრა დედაშენი.
-კაი.. -წამოვედექი,ჩემი ნივთები ავიღე და ლიამთან მივედი. ფრთხილად შევანჯღრიე და თვალები გაახილა. დაიბნა.. როგორც ჩანს ვერ მიხვდა სად იყო :დ -წადით დაისვენეთ და ხვალ გავიცნოთ ერთმანეთი -გავუღიმე. იმასაც გაეცინა
- კარგი.. ეგრე ჯობია :დ თორე დავიღალეთ ჩვენც.. უბრალოდ ჰარი არ ისვენებდა :დ გინდა თუ არა უნდა ვნახოთ კიდე ანაო :დ 
-ჰაჰა საყვარელი :დ მიდი გააღვიძე დანარჩენები და დაისვენეთ. ხვალე აუცილებლად გნახავთ. მომიკითხე ბიჭები ჩემს მაგივრად :) 
-კარგი. ხვალამდე მაშინ :) კარგად ნიკ-ნიკსაც დაემშვიდობა
გამოვედით ოფისიდან და ავტოსადგომზე წავედით. 
-მანქანით ხარ?-ვკითხე ნიკს
-კი .. უკან გამოგყვები მე 
-კარგი- გავუღიმე და ჩემს მანქანაში ჩავჯექი
სახლში მალევე მივედით. დედა არ იყო სამსახურიდან მოსული. 
ბევრი ვილაპარაკეთ და ვიხალისეთ. საღამო ხანს დედაც მოვიდა და სადილიც ერთაად მივირთვით. კარგი დრო ვატარეთ და მერე ნიკს ედისონმა დაურეკა 'სახლში არ უნდა მოხვიდეო? :დ და წავიდა. ჩემს ოთახში ავედი გავიხადე და შხაპი მივიღე. გამოვედი თუ არა ტელეფონმა დარეკა.
- გისმენთ
- ჩემი ნომერიც აღარ გიწერია?
-ჯასტინ? არ დამიხედია ვინ იყო და მაგიტომ თორე შენი ნომერი როგორ არ მიწერია.. რამე მოხდა?
- არაფერი ისეთი.. შემო სკაიპში ცოტახანი. -პასუხს არ დალოდებია ისე დამიკიდა ყურმილი.
გავბრაზდი. რა დავაშავე ასეთი რომ ესე მომექცა? იქნება ჰარიზე გაიგო? მაგრამ საიდან უნდა გაეგო ჯერ პრესამაც არ იცის... ხალათი მოვიცვი და სკაიპი ჩავრთე. ჯასტინს დავურეკე. პირველად დავინახე ამ რამოდენიმე დღეში.. ორივეს გადატვირთული გრაფი გქვონდა და ვერ ვიცლიდით.. როგორ მომნატრებია ახლა მივხვდი.. როგორც ყოველთვის ზედმეტად სიმპატიურად გამოიყურებოდა. სიჩუმემ დამძაბა და გადავწყყვიტე ხმა ამომეღო
-როგორ ხარ?
- დაღლილი, შენ?-თვალებზე ეტყობოდა რომ კარგახანია არ უძინია
-მეც ეგრე.. დღეს სტუდიაში ვიყავი და ბევრი რამე მოხდა.
-მჯერა.. მომიყვები რა მოხდა?-მივხვდი რომ იცოდა უკვე.
- კი.. ისედაც ვაპირებდი მოყოლას,მაგრამ ახლახანს მოვიცალე..მეგობარი მყავდა და.
- ჰოო ვიცი..
- იცი?-გამიკვირდა
-ხო პაპარაცებმა დაგაფიქსირეს ერთად. აი ნახე- და ლინკი გამომიგზავნა.
გავხსენი და ჩემი და ნიკის სურათები იყო როგორ გამოვდიოდით ოფისიდან
Tumblr_mhn0lymxxx1rihnl0o1_500_large
- ჩემი მეგობარი ნიკია.. ედისონის შვილია და დიდი ხანია არ მინახია. დღეს ჩამოვიდა ინგლისიდან. 
- მარტო მეგობრები იყავით სულ?
- კი მეტი არაფერი.. სადღაც ორი წელია არ მინახია. 
- ააა.. -სახეზე დაეტყო რომ მოეშვა :დ
- ეგ ერთი ამბავი.. მეორე ამბავიც მაქვს-
- რა ამბავი?
- ჰარი და მისი ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენ და დღეიდან უკვე იწყება ის ერთი თვე..
- აა.. ვიცნობ მე მათ.. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო მეგობრები ვართ,მაგრამ ვმეგობრობთ რა..
-ხო .. და მგონი ჰარის -ჩავახველე და ისე ვთქვი 'მოვწონვარ' - მართლა..
-რა?
- ამმმ... მგონი მართლა მოვწონვარ -უხერხულად გამეცინა. ხელები სახეზე მიიდო და მერე თმებში შეიცურა,თან ამოიოხრა.
- შენ არ მოგწონს?
- კარგი ბიჭია,მაგრამ არ მომწონს.. მარტო შენ მომწონხარ და იცი ეგ. მიყვარხარ კიდეც!-გაბრაზება დამეტყო ხმაზე. კიდე არ სჯეროდა ჩემი და ნერვები მეშლებოდა უკვე.
- ხო.. 
- კიდე არ გჯერა ხო?
- რა?-დაბნეულმა მკითხა
-მართლა რომ მიყვარხარ -რაღაც უნდა ეთქვა,რომ შევაწყვეტინე -არ გინდა ჯასტინ.. უკვე ჩანს როგორც არის საქმე.. არ გჯერა ჩემი და არამგონია ოდესმე დამიჯერო.. სულ ბიჭებზე ეჭივანობ და გგონია რომ სხვები მომწონს შენს მაგივრად. მესმის შეიძლება არ გსიამოვნებდეს ამდენი ბიჭები რომ არიან ჩემს გარშემო,მაგრამ პირდაპირ ეგეთ კითხვებს არ უნდა მისვამდე.. .არ მესმის რა უნდა გავაკეთო რომ დაგაჯერო ჩემი გრძნობები.- ხელი თმებში შევიცურე და მწარედ გამეცინა.. -არ გაქვს მაგაზე პასუხი ხო? -ძალით გავუღიმე.. თავი დახარა დამნაშავესავით.
- შენც იცი,რომ წინა ურთიერთობაში მომატყუეს და უკვე ვეღარ ვიჯერებ,რომ ვინმეს შეუძლია ჩემი შეყვარება.. ბოდიში.. მეთვითონაც ვხვდები,რომ ზედმეტები მომდის,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.. მითუმეტეს ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვინც მინახია და ძნელად ვიჯერებ,რომ შეიძლება მე მოგწონდე.. ძალიან რთული ადამიანი ვარ და მესმის რომ ძნელია ჩემთან ურთიერთობა.. 
- კი მართლა ძნელია -ვაღიარე -მაგრამ შენთან,რომ ვგრძნობ თავს ისე არავისთან არ მიგრძვნია -ვგრძნობდი,რომ მალე ცრემლები წამომივიდოდა.. -ნამდვილად არ მინდა შენი დაკარგვა ჯასტინ,მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ნამდვილად ვეღარ ავიტან... არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არ მესმის ასე ცუდად რატომ ფიქრობ შენს თავზე.. გასაგებია,რომ სელენამ მოგატყუა,მაგრამ ყველა სელენასნაირი არაა.. როგორც ყველა მაიკისნაირი არაა.. მე ხომ მოგეცი შანსი? შენ რატომ არ შეგიძლია მე მომცე შანსი? -ცრემლები მომდიოდა უკვე
-მაპატიე გთხოვ! მაპატიე რა :( არ იტირო გთხოვ.. არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს. ძალიან მიყვარხარ და არც მე არ მინდა შენი დაკარგვა და არ დაგგკარგავ გპირდები.-ცრემლები მოვიწმინდე და ამოვისუნთქე.. მივხვდი,რომ ვერ გადალახავდა სელენას ღალატს კარგა ხანი.. კიდევ ექნებოდა ასეთი ეჭვები და გამოხტომები.. მართლა ვერ ავიტანდი ეგეთ საქციელს... მაიკი მეყოფა მაგალითად.. ცოტა რომ დავწყნარდი ვუთხარი
-ჯასტინ მგონი ჯობია სანამ არ ჩამოხვალ არ ვიკონტაქტოთ.. სანამ რამეს იტყვი გეტყვი,რომ არ გშორდები.. უბრალოდ შევისვენოთ ერთმანეთისგან და გპირდები სანამ არ ჩამოხვალ არავისთან არ მექნება ურთიერთობა.. და არც მინდა ახლა ნამდვილად ურთიერთობა.. გადატვირთული გრაფიკი გვაქვს ორივეს და არამგონია მაინც მოვიცალოთ ერთმანეთისთვის.
მართლა ძალიან მიყვარხარ და იმედია,რომ ჩამოხვალ მერე მაინც მიხვდები.. და თუ ვერა ჯობია ახლავე დავშორდეთ,რომ უფრო დიდი ტკივილი არ მივაყენოთ ერთმანეთს.
- არა! -ყვირილამდე ცოტა აკლდა.. მიხვდა რომ შემაშინა ცოტა და ხელი მოისვა სახეზე.. უფრო დაბალ ტონში გააგრძელა საუბარი -ჩამოვალ და მერე გადავწყვიტოთ გთხოვ.. ძალიან მიყვარხარ და შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.. არ გვინდა ერთმანეთისგან შესვენება რა.. ყოველდღე იმით გამაქვს რომ დღის ბოლოს შენს სახეს დავინახავ და შენს ხმას გავიგონებ.. გთხოვ ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონეს რა :( მაპატიე კიდევ ერთხელ და მჯერა რომ გიყვარვარ.. გთხოვ მაპატიე-ცრემლი წამოუვიდა.. მე გაკვირვებული ვუყურებდი.. მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ არ გამომდიოდა.. 

დიდი ბოდიში ამდენი ხანი,რომ არ დამიდია ახალი თავი :(( ერთ ადგილას ვიყავი 'გაჭედილი' და ძლივს დავწერე :დ იმედია მოგეწონებათ ეს თავი  
პ.ს თქვენი აზრით რას ეტყვის ანა პასუხად? 
პ.ს.ს თუ მალე მოგროვდება კომენტარები შევეცდები ხვალვე დავდო ახალი თავი 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1327 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 261 2 3 »
2013-03-18 Spam
მოგკლა თუ რა გიქნა ვერ გავიგე? :დდ biggrin
ხო ვამბობდი რაა :დდ biggrin
დაიწყება ამათი ჩხუბი–თქო :დდ biggrin
ძაან მომეწონაა <3
აუ არ მინდა რო დაშორდნენ sad
ოხ ჰარი რა :დდ biggrin
მოაშორეე :დდ biggrin
ვერ ვიტანნ :დდ აქქ ვერ ვიტან :დდ biggrin
თორე ისეე <3 :დდ biggrin
აუ მალე დადე რა შემდეგი თავიი ... <3
იმედი მაქვს, რომ არ დაშორდებიან დდა ერთად იქნებიან მთელი ცხოვრება <3
ვითომ არ დაშორდებიან რა :დდ biggrin ყველა მოთხრობაში ასეა :დდ biggrin
მალე დადე შემდეგი თავი <3 :*