მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » Crazy Stupid Love *30*
2:26 PM
Crazy Stupid Love *30*
Craz Stupid  Lov*30*
სრულიადში შემდეგი თავი
 დიდი თავი:))


1 თავი 2 თავი  3 თავი 4 თავი 5 თავი
 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი
11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი
16 თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20 თავი
21 თავი 22 თავი 23 თავი 24 თავი 25 თავი 26 თავი
27 თავი 28 თავი 29 თავი


-თუ მზად ხარ წავედით(სტეფი)
თანხმობის ნიშნად გავუღიმე,აეროპორტიდან გავედით,გამიკვირდა რო არ შემცივდა,ნიუ-იორკში გრძელმკლავიანებით და ქურთუკებით დავდიოდი აქ კი დამცხა და ჟაკეტი გავიძრე
-მეგონა აქაც სიცივე იქნებოდა(მხრები ავიჩეჩე)
-ლას-ვეგასში როცა ხარ სიცივე დაივიწყო კატა(სტეფი)
-ნუ მეძახი კატას,თავი ცხოველი მგონია(მე)
ჩაიცინა და ტაქსი გააჩერა,ჩავჯექი , ჩანთები სტეფმა ჩააწყო უკან და თვითონაც ჩაჯდა
-სად ვიცხოვრებ?როგორც ვიცი სახლი უნდა ვიქირავო(მე)
-უკვე ვიქირავე(სტეფი)
-შენ სად იცხოვრებ?ან აქ რა გინდა(მე)
-მე შენთან ერთად ვიცხოვრებ,ჩემი ძმის კომპანიაა ეგ სამოდელო(სტეფი)
კმაყოფილმა გავიღიმე მაგრამ მერე რო დავუკვირდი რა თქვა სახე შემეცვალა
-მომეჩვენა თუ მართლა თქვი შენთან ვიცხოვრებო(მე)
-ისტერიკები არ გვინდა(სტეფი)
-გაგიჟდი ხო?(მე)
ყურებზე ხელები აიფარა
-შენთან ერთად რატო უნდა ვიცხოვრო?გაგიჟდა ჯასტინი?(ხმამაღლა დავიწყე საუბარი)
ტაქსის მძღოლმა გამოგვხედა,
-ყველაფერი რიგზეა?(ტაქსის მძღოლი)
-კი,ცოლ-ქმრის კამათი ბრიყვს მართალი ეგონაო(სტეფი)
-ეს რა იყო?რა ცოლ-ქმარი,ხოარ გაგიჟდი(მე)
-დამშვიდდი და ამახსნევინე,მივალთ და ნახავ ყველაფერს(სტეფი)
ძაან ავნერვიულდი,არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,გავიბუტე და მთელი დარჩენილი გზა ხმა არ ამომიღია,როცა მივედით სტეფი გადავიდა ტაქსის ფული გადაუხადა და მე შემომხედა კარებიდან
-ჰე არ აპირებ გადმოსვლას?(სტეფი)
გაბუზული ვიჯექი,წარბი არ შემიხრია
-გადმობრძანდებით მისის კეტრინ დევის თუ სპეციალური მოსაწვევი გჭირდებათ?(სტეფი)
თვალები გადავატრიალე და გადავედი,წინ გავიხედე უდიდესი კომპანია მომხვდა თვალში
-ნუ იბუტები,მოდელებს ეს არ უხდებათ(მზის სათვალე გაიკეთა და დაიკრიჭა)
უნებურად გამეღიმა,ხელი გამომდო და შენობაში შევედით,ჯიბეში ტელეფონი მქონდა და ვიბრაცია ვიგრძენი,მაშინვე ამოვიღე ჯიბიდან ნომერს დავხედე დედაჩემი რეკავდა
-ჰო დე(მე)
-ჩახვედი უკვე?(დედა)
-კიი ჩავედი(მე)
-საღამოს სკაიპში შემოდი დაგელაპარაკებით და ჭკვიანად იყავი(დედა)
ყურმილი დავკიდე და შენობას შინიდან დავაკვირდი,ჰოლთან მივედით სტეფმა ერთ ბიჭს დაუძახა და უთხრა ჩემი ჩანთები შეეტანა ჩემს ნომერში,მერე მენეჯერთან მივიდა და უთხრა შეეტყობინებინათ რო ჩამოვედი,5 წუთი დაველოდეთ ამ დროს სტეფმა მოასწრო იმ მენეჯერ გოგოსთან ფლირტავი,წასვლის დროს თავისი ნომერი დაუტოვა და ჩვენც შევედით,როგორც მივხვდი სტეფის ძმის კაბინეტი  იყო,კიდევ 5 წუთი ველოდეთ კაბინეტში და მალე შემოაღო კარი მანაც
მაღალი,სიმპატიური ბიჭი იყო სტეფზე ასაკოვანი ცოტა,30 წლის იქნებოდა შეიძლება უფრო პატარაც

მოგვესალმა და თავის სკამზე დაჯდა
-შენ ალბათ კეიტი ხარ(მითხრა ღიმილით)
-კი(ვუთხარი მოკლედ)
-სტეფმა ბევრი რამ მომიყვა შენზე,მე როი ვარ(როი)
-იმედია არაფერი დაუჯერე,სასიამოვნოა(მე)
გაიცინა და ცოტახანი ჩაფიქრდა
-ალბათ გაინტერესებს კომპანიაზე ყველაფერი,მართალია ჩემს აგენტს ელაპარაკე მაგრამ გაინტერესებს რატომ შევქმენი კომპანია(როი)
-თუ ძმები ერთმანეთს გავხართ მაშინ ლამაზი გოგოების გამო(მე)
ჩაფიქრდა
-ნუ ეგეც(ჩაიღიმა)მაგრამ ჩემი ცოლი იყო მოდელი,ყოველთვის ჰქონდა ოცნებად რომ სამოდელო კომპანია გაეხსნა,როცა გარდაიცვალა გადავწყვიტე ეს მე გამეკეთებინა,ამას ყველას ვეუბნები რომ მიხვდნენ ეს სერიოზული კომპანიაა,საუკეთესო მოდელები გვყავს და საუკეთესო სპონსორები
-საუკეთესო მოდელები თუ გყავთ მე რაშუაშივარ(მე)
სულ დამავიწყდა სტეფი და მხოლოდ ეხლა გამახსენდა როდესაც სიცილი აუტყდა,მკვლელის თვალებით გავხედე
-შენი თავი ჯასტინმა მირჩია,მე კი ჯასტინს ვენდობი(როი)
-გასაგებია და მე აქ უნდა ვიცხოვრო კომპანიაში?(მე)
-ყველა მოდელი აქ ცხოვრობს,აქ ვარიშობს,ერთობა და სწავლობს(როი)
-და მართალია რო სტეფთან ერთად უნდა ვიცხროვრო?(მე)
-ეს მან გითხრა?(როი)
სტეფს მკაცრად გახედა
-ვიხუმრე(ხელები დამნაშავესავეთ აწია და წამოდგა)
-კარგი ეხლა წადი კეიტ,დაისვენე ნომერში, ხვალ ჩადი დარბაზში და იქ ყველაფერს აგიხსნიან(როი)
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წამოვდექი,კაბინეტიდან გავედით,სტეფმა ჩემი ნომერი მაჩვენა,ძვლივს გავაგდე დავემუქრე როის ვეტყვი თქო :დ რათქმაუნდა არ ეშინოდა მისი ძმის უბრალოდ არ უნდოდა აყალმაყალი,როცა მარტო დავრჩი ნომერში შხაპი მივიღე და დავწექი,ეშლის მოეწერა ვუთხარი რო ჩავედი,გამახსენდა დედაჩემს სკაიპში რო უნდა დავლაპარაკებოდი მაგრამ 
შემეზარა და ძილი ვარჩიე :დ ფიქრებში წავედი,ჩამომიყალიბდა წარმოდგენა როიზე-მდიდარი,გავლენიანი,რომელსაც ძლიერ უყვარდა ცოლი და ეხლაც უყვარს))საინტერესო ადამიანი ჩანდა))გამახსენდა რომ ხვალ პირველად უნდა შევხვედროდი სხვა გოგონებს და ვფიქრობდი , დავუმეგობრდებოდი თუ არა მათ,ვის არ მოვეწონებოდი ვის კი და ა.შ
დაღლილს მალე ჩამძინებოდა

დილას ადრე გავიღვიძე,სხვაგან რო ვარ ადრე მეღვიძება ხოლმე,არ ვიცოდი საწოლში რა მეკეთებინა და ავდექი,მოვწესრიგდი და ჩავიცვი
ქვემოთ ჩავედი,ვიკითხე სად უნდა მივსულიყავი და მენეჯერმა მიმასწავლა ,მეც მივაგენი და შევედი , თავი ბუფეტში ამოვყავი,სადაც უამრავი გოგო იყო,ყველამ მე შემომხედა თავი უხერხულად ვიგრძენი,უცებ სტეფი დავინახე ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა მეც მაშინვე მისკენ წავედი,როცა დამინახა გამიღიმა და ჩამიხუტა
-როგორ მოგვაგენი(სტეფი)
-იქნებ ნომერი რო ჩაგეწერა ჩემი,ან დილას გამოგევლო და წამოგეყვანე მენეჯერისთვის კითხვა და ბოდიალი არ დამჭირდებოდა(მე)
გაბრაზებულს სულ გადამავიწყდა ის გოგო ვინც სტეფს ელაპარაკებოდა,სხვებთან შედარებით ცოტა პუტკუნა იყო ანუ ისეთი გამხდარი არა როგორც დანარჩენები
-კეიტ გაიცანი ეს ლიზაა(სტეფი)
-სასიამოვნოა(ვთქვი უხერხულად)
-ეტყობა რო ახალია(თქვა და ყავა მოსვა)



-შენაც მოდელი ხარ?(მე)
-არა მე ქორეოგრაფი ვარ(ლიზა)
-ცეკვაც უნდა ვისწავლო?(ვთქვი წუწუნით)
-ნუ წუწუნებ,შეხედე იმ გოგოებს?(ბუფეტში მჯდომი გოგოებისკენ მანიშნა)რომ შეხედავ ისეთი ნაზები,დახვეწილები და ქალურები არიან,აი საქმე როცა კონკურენციაზე მიდის ნიანგები ხდებიან და მაშინ კი უნდა უფრთხილდე,წუწუნით ვერაფერს იზამ ეხლა შენ მელიების ბუნაგში ხარ(ლიზა)
გაოგნებულმა თვალები ავახამხამე და თეფში ავიღე,მენიუს გადავხედე და პირი ღია დამრჩა
-ეს რა არის?მენიუ თუ ვეგეტერიანიზმის წიგნი(მე)
-ჰამბურგერი ვერ იპოვა და ისტერიკები დაეწყება(სტეფი)
-საყვარელო აქ კვების რაციონს იცავენ(ლიზა)
ხელი თმაში ნერვიულად შევიცურე და თვალები გადავატრიალე,ვეგეტერიანული ჩიზბურგერი ავიღე და წყალი,ფული გადავიხადე და სტეფს და ლიზას მივუჯექი
სიმშვიდე იყო სანამ ბუფეტი კივილმა არ აიკლო,დაბნეულმა გავიხედე გოგოებისკენ,ეს ნაზი არსებები ეხლა გადარეულებს გავდნენ,ვერ ვხვდებოდი რატო
-რა ხდება?(მე)
-ან კომპანიაში მომბია ან(ლიზა)
-ან ჯასტინი ჩამოვიდა(სტეფი)
 თვალები გამიბწრყინდა,ამდენ უცნობ ხალხში ვიღაც ნაცნობი არ მაწყენდა,კარებისკენ გავიხედე და მართლაც ჯასტინი იყო,გოგოებს ეხვეოდა მაგრამ თან თავის დაღწევას ცდილობდა 
არც უნდოდა მათი ჩახუტება უბრალოდ მაინც ვერ უძლებდა ამდენი ლამაზი გოგოს გარემოცვაში ყოფნას,ჩვენ რო შეგვამჩნია ჩვენსკენ წამოვიდა,ძვლივს მოვიდა და ყველას გადაგვეხვია,გვერდით მოგვიჯდა,ღრმად ამოისუნთქა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,გამივკირდა როცა ესე ცივად იყო,სულ ტელეფონში იყურებოდა თითქოს იქ არც ვიყავით
-ჰეეეეეეი ვიძახებ ჯასტინს,ჩვენ აქ ვართ(მე)
-ჰოჰო მაპატიეთ,იმ გოგოს ნომერი ჩავიწერე და(ჯასტინი)



სიჩუმე ჩამოვარდა
-რაქენი კეიტ,ხო კარგად მოეყვე?(ჯასტინი)
-კი მადლობ მშვენივრად,რაღაც უცნაურად იქცევი,ცივად(მე)
-შენთვისვე უკეთესი,თუ ნახეს ჯასტინთან კარგად მეგობრობ ზოგი პირფერობას დაგიწყებს ზოგი შეგიძულებს(ლიზა)
-შენ რა ძაან გამოცდილი ხარ(მე)
-4 წელია აქ ვმუშაობ და(ლიზა)
-მისი ნიჭით უფრო მაგარ ადგილზეც შეუძლია მუშაობა მაგრამ როის როგორ დატოვებს(სტეფი)
-ეგ როგორ გავიგო(მე)
-როი უყვარს(ჯასტინი)
-ჯასტიიიიიიიინ!(ლიზა)
-კეიტს შეგიძლია ენდო,საიდუმლოების შენახვა იცის(ჯასტინი)
-როგორც ჩანს სამივე დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს(მე)
-მარტო შენ კი არ გყავს ბავშვობის მეგობრები(ჯასტინი)
-ინტერნეტში რაც წერია სულ სხვა ბავშვობის მეგობრები გყავს(მე)
-ინტერნეტში ყველაფერი სიმართლე არ წერია(ჯასტინი)
-ლიზა ანუ როისაც დიდი ხანია იცნობ(მე)
-კი,მაგრამ მას ვანესა უყვარდა ცოლად მოიყვანა და 2 წელში გარდაიცვალა მე კი როი დღემდე მიყვარს,ესე უიმედოდ,ის კი ვანესას ვერ ივიწყებს(ლიზა)
სიცუმე ჩამოვარდა ისევ,ჯასტინი გოგოებს უყურებდა და უცნაურ მიმიკებს კერავდა
-ეგრე რო აკეთებ მოგწონს თუ არ მოგწონს(მე)
-ამ მომეტში მხეცებს გავან,ლამაზები არიან მაგრამ  ესე რო მიყურებენ მირჩევნია ჩემს დასთან ერთად სპანჯბობს ვუყურო ვიდრე ამ სანახაობას(ჯასტინი)
-ეს სერიოზული განცხადებაა(ლიზა)
-აუ მგონი თქვენთან ერთად არ მოვიწყენ(მე)
-ამათთან ერთად,მე მალე მივდივარ სამწუხაროდ(ჯასტინი)



-ხო ნუ ჯასტინ ბიბერს არ სცალია(სტეფი)
-ბოდიში რა,ეხაც რო აქ ვარ მადლობა მითხარით რო ვიცლი(ჯასტინი)
-რაღაც ნერვებზე ხარ ხოიცი :დ(მე)
-გუშინ კლუბში გოგოს ვეცეკვე და შეყვარებული დაშორდა:დ(ჯასტინი)
სიცილი აგვიტყდა
-იცინეთ და მე გუშინ იაპონური ვისწავლე(ჯასტინი)
-რაა?(ვთქვით ერთდროულად)
-ხო,იაპონურად ვისწავლე "შეიძლება შენი ნომერი მომცე?"(ბაბნიკურად გაიღიმა)
-იაპონელებზე გადაერთვე?(სტეფი)
არაფერი უთვამს,უცებვე წამოდგა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-წავედი აბა მე,კეიტ თუ რამე პრობლემა შეიქმნა ჩემი ნომერი ხო გაქვს?(ჯასტინი)
-კი(მე)
-წაშალე(ნაგლურად გამიღიმა და წავიდა)
-ეს მეთამაშება თუ მეჩვენება(მე)
არაფერი უთქვამთ,ყველა მალევე გაიკრიფა ბუფეტიდან
-წავედით ჩვენაც,10 წუთში ვარჯიშები გეწყებათ ამიტომ იჩქარე შორტი და მაისური ჩაიცვი(ლიზა)
-როგორც ჩანს ზამთარი არ მეღირსება(მე)
-რაიყო ზაფხული არ გიყვარს?(ლიზა)
-მგონი გადამიყვარდა(მე)
სტეფი ფეხზე წამოდგა,ლიზაც და მეც
-მიაგნებ შენს ნომერს?(სტეფი)
-კიი,წავედი(მე)
ორივეს დავუქნიე ხელი და გავედი,გამიჭირდა ნომრის მიგნება,არაუშავს თანდათან შევეჩვევი,ტელეფონზე მესიჯი მომივიდა დედაჩემი იყო,სულ დამავიწყდა სკაიპში რო უნდა დავლაპარაკებოდი,მკაცრად მომთხოვა ეხლა მაინცო , მართალია დავაგვიანებდი ვარჯიშზე მაგრამ არ ღირდა ეხლა დედაჩემის გაბრაზება.სკაიპში შევედი ცოტა ვილაპარაკეთ და მოვატყუე ითიშება თქო და გავთიშე,რათქმაუნდა გამომკითხა როგორ მოვეწყვე და ა.შ ნოუთბუქი გვერდით გადავდე და ჩემს ჩანთას დავუწყე ძებნა,მეორე ოთახში ვიპოვე,ჯერ არაფერი არ ამომელაგებინა,ძვლივს ვიპოვე რაც მინდოდა,სპორტულად ჩავიცვი



და ქვემოთ ჩავედი,ისევ მენეჯერის დახმარება დამჭირდა და მანაც მიმასწავლა სპორტული დარბაზი,კარი შევაღე უდიდესი დარბაზი იყო და ყველა შეკრებილიყო ვარჯიშობდნენ მე რათქმაუნდა დავაგვიანე,ყველამ მე შემომხედა ისევ უხერხულად ვიგრძენი თავი,ნელი ნელი ნაბიჯით შევაბიჯე და იქვე სკამზე დავჯექი,ერთ-ერთი გოგო წამოვიდა ჩემკენ
-აქ უნდა ივარჯიშო და არა დაისვენო(მითხრა ნაგლურად)
უკვე მივხვდი რო არ მოვწონდი,"პირველი მტერი" გავიფიქრე ჩემთვის და ღრმად ჩავისუნთქე,როცა მიხვდა რო დავაიგნორე რაღაც ჩაიფრუტუნა და წავიდა
-მისის "მე ვარ მთელი მსოფლიო" ვერ ვიტან(მომესმა უკნიდან ხმა)
როცა გავიხედე მესიამოვნა რადგან ვიღაც მიღიმოდა,ჩემს წინ იდგა საშუალო სიმაღლის,ქერა თმიანი,მწვანე თვალება,თხელი ტანის და თბილი ღიმილის მქონე გოგო
-მე ელისი ვარ(გამომიწოდა ხელი)
-კეიტი(ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე)
-წეხან რო მაკაკა გელაპარაკებოდა ეგეთი კიდე ბევრია,მაგრამ ყველა ეგეთები არ ვართ,ახლებს ისე ექცევიან თითქოს თვითონ ვიქტორია სიკრეტის მოდელები იყვნენ,თან ჯასტინთან დაგინახეს ასე რომ მათთვის ეხლა ჰამბურგერი ხარ ისინი კი ძალიან მშივრები არიან(ელისი)



-გასაგებია,ანუ აქაურობას მალე უნდა შევეგუო და ჯასტინს არ გავეკარო :დ(მე)
-ჩემი იმედი გქონდეს,წამოდი ეხლა ვივარჯიშოთ(ელისი)
მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავყევი,ბევრი ვივარჯიშეთ,ელისმა თავის თავზე მომიყვა აქ უკვე 1 წელია სწავლობდა და კმაყოფილი იყო,დიდი მიღწევებიც ჰქონდა და სხვებსაც სჯობდა,კომპანიაში პოპულარული იყო და ბევრიც ეტენებოდა მაგრამ ის ცოტასთან მეგობრობდა,მეც კარგად შემეწყო,მალე შხაპის მისაღებად წავედით ვარჯიშის შემდეგ და მერე ნომრებში,ელისმა მითხრა საRამოს სიარულზე გვამეცადინებენო ამიტომ დასვენება გადავწყვიტე,ინტერნეტში შევედი და სტეფზე და როიზე გადავწყვიტე მენახა ინფორმაცია და ვიპოვე
კიდეც,ცნობილებიც ყოფილან და რათქმაუნდა მდიდრებიც,მხოლოდ ეხლა დავაკვირდი რა სიმპატიური იყო ორივე როცა ორივეს ფოტოს დავხედე გვერდიგვერდ

1)სტეფი 
და 2)როი

 



"ვერც კი ამოირჩევ რომელი უფრო სიმპატიურია" გავიფიქრე და ნოუთბუქი დავხურე,იმაზე დავიწყე ფიქრი რომ ეხლა ჩემი სახლი ეს იყო და ამას უნდა შევგუებოდი თუ მინდოდა მიმეღწია იმისთვის რაც მინდოდა,თან ვარჯიშის და მეცადინეობების გამო ფრანცისკოზე აღარ ვიფიქრებდი რასაც ჯერ ვერ ვახერხებდი






პატარა თავი არ ყოფილა ამიტომ დააკომენტარეთ რო მალე გავაგრძელო:**
შემდეგი თავის სპოილერებს არ ვწერ რადგან ახალი არაფერი არ ხდება შემდეგში,უბრალოდ კეიტი ეგუება გარემოს და შეიძლება ურთიერთობაც წამოიწყოს ვინმესთან,თქვენი აზრით ვისთან?
კომენტარები!!



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1076 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-06-20 Spam
saiiinntereesooaaa<3 miinda romm justinii da keitii axloo megobrebii gaxdnnen...iise mooomewoonaa..imediaa malee sheegueba garemos