მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » Crazy Stupid Love *29*
10:31 AM
Crazy Stupid Love *29*
Craz Stupid  Lov*29*
სრულიადში შემდეგი თავი
30 თავის სპოილერები
Happy Summer!

1 თავი 2 თავი  3 თავი 4 თავი 5 თავი
 6 თავი 7 თავი 8 თავი 9 თავი 10 თავი
11 თავი 12 თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი
16 თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20 თავი
21 თავი 22 თავი 23 თავი 24 თავი 25 თავი 26 თავი
27 თავი 28 თავი


უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ფრანცისკო წავიდა))არც კი მეგონა თუ ესე ძაან აღარ გამიჭირდებოდა უმისობა,კარა და ნიკი დღეს წავიდნენ თაფლობის თვეზე პარიზში))ტობიმ დამირეკა გუშინ მალე ჩამოვალ და გნახავო,დღეს რონი ჩამოდის,ძაან გამიხარდა რადგან მომენატრა))ეშლი სწავლობს,სემი კიდე გერმანიაში წავიდა არვიცი რატომ))მეც ვსწავლობ მაგრამ ძვლივს ძლივობით,არა იმიტომ რომ ისევ დეპრესიაში ვარ არამედ იმიტომ რომ არ მინდა))არ მინდა სკოლა დავამთავრო,მერე უმაღლესში მოვეწყო და ბლა ბლა ბლა )) ნამდვილი ცხოვრება მინდა!სამოდელო კარიერას ვაგრძელებ,ლუისი საუკეთესოა!რამოდენიმე ფოტოსესია გადავიღეთ და მალე ახალ კატალოგს გამოვუშვებთ))

საღამოს

ჩემს ოთახში მათემატიკას ვწერდი როცა ტელეფონზე დამირეკეს,ნომერს დავხედე რონი იყო
-რონიიიი!ჩამოხვედი უკვე?(მე)
-კიიიიიიიი,შეგიძლია შემხვდე?(რონი)
-კი,მისამართი ჩამაწერინე(მე)
მისამართი ჩავიწერე,ჩავიცვი



და წავედი,ერთ-ერთ კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს,ტაქსი გამოვიძახე და 10 წუთში უკვე იქ ვიყავი,ტაქსიდან რო გადმოვედი სახლის გასაღები დამივარდა,უკმაყოფილომ ავიღე და სასწრფაოდ შევედი კაფეში,რამდენი ხანია არ ვყოფილვარ ამ კაფეში(გავიფიქრე ჩემთვის) და გამახსენდა როგორ დავდიოდით მე , ეშლი , სემი და ნიკი აქ ბავშვობაში ნაყინზე))მალე ერთ-ერთ მაგიდასთან წითელთმიანი,თაფლისფერთვალება გოგო შევამჩნიე და მისკენ წავედი,თვითონაც როგორც კი დამინახა ღიმილი ყურებამდე აუვიდა და ჩასახუტებლად მოემზადა,მეც მივედი და ჩავეხუტე,მერე გვერდით მივუჯექი
-როგორ მომენატრეეე(რონი)
-მეც!აი საშინლად(მე)
-დაგერეკა ხოლმე გოგო!(რონი)
-მე თუ შემ?!ერთზელაც არ დაგირეკია(მე)
-ვიცი ხო(თქვა ნაწყენი ხმით)
ოფიციანტი მოვიდა და გვკითხა რას შევუკვეთავდით
-ყავას დავლევ(მე)
-მეც(რონი)
ოფიციანტმა ჩაიწერა და წავიდა
-აბა მომიყევი რა ხდება შენსკენ ახალი(მე)
-რავი ისეთი არაფერი,სიურპრიზი მაქვს შენთვის(რონი)
-გისმენ(მე)
-აქ გადმოვედი დროებით საცხოვრებლად,აქ უნდა ვისწავლო(რონი)
-ვაიმეე!!რამაგარია,იმედია ჩემს სკოლაში შეიტანე საბუთები(მე)
-ჯერ არცერთში არ შემიტანია(რონი)
-ხოდა ჩემსაში შეიტან და ყოველდღე გნახავ,ეშლის და ჩემს კლასში გადმოდი,მაგრამ სკოლაში აღარც დავდივართ წესიერად,მასწავლებლებთან ვემზადებით(მე)
-მეც უნდა დავიწყო მზადება,თან აქ სამსახიობო სკოლაში უნდა შევიდე,შენც ხომ არ გეცადა?(რონი)
-ჯერჯერობით არა,ეხლა ფოტოსესიებში ვმონაწილეობ(მე)
-ხო ? ფოტოგრაფი ვინაა?(რონი)
-ლუისი,ჩემი მეგობარი(მე)
-მმ,სიმპატიურია?ახალი ურთიერთობა არ მაწყენდა(რონი)
-გეია (მე)
-აუ,რაბედი მაქვს(რონი)



გავუცინე,ოფიციანტმა ყავა მოგვიტანა,ჩვენც კიდევ ცოტა ვიჭორავეთ,მერე ტაქსი გამოვიძახეთ,უკვე 8 იყო საათი და აცივდა იგრძნობოდა ნოემბრის დადგომა,ჯერ რონი დავტოვე სახლში და მერე ჩემთან წავედი,როცა მივედი მათემატიკის წერა დავამთავრე და 9-ზე ინგლისურის მასწავლებელთან ვიყავი წასასვლელი,თბილად ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი
 -კეიტ,მიდიხარ ინგლისურის მასწავლებელთან?თუ მიდიხარ ნუტელა  წამოიღე რა მაღაზიიდან(ლუსი)
-კაი წამოვიღებ(მე)
კმაყოფილი სახით ცეკვა დაიწყო და მისაღებში გავიდა,საათს დავხედე 10 წუთით ვაგვიანებდი და ვიჩქარე))
მასწავლებელმა მალე გამომიშვა რადგან გვიანი იყო უკვე,ტაქსით არ წავედი რადგან ლუსისთვის ნუტელა უნდა მეყიდა,იქვე ახლოს მაღაზიაში გავიარე და ვიყიდე,მერე ფეხით გასეირნება გადავწყვიტე,ბევრი ხალხი არ იყო რადგან სიცივე იყო,მაგრამ ნიუ-იორკი განათებული იყო როგორც ყოველთვის,Starbucks მაღაზიაშიც გავიარე და თბილი ყავა ვიყიდე,გზაში თან ვსვავდი,ჩემს სახლამდე 10 წუთის გზის სავალი იყო,უცებ შევამჩნიე რო ვიღაც უკან მომყვებოდა,სპეციალურად გადავჭერი ქუჩა მინდოდა შემემოწმებინა თვითონაც გადმოჭრა ქუჩა,კეპი ეკეთა და შავი ტყავის კურტკა ეცვა შავი შარვალი,ისევ გადავჭერი ქუჩა და თვითონაც იგივე გაიმეორა,ცოტა შემეშინდ,გადავწყვიტე ვინმესთვის დამერეკა და მელაპარაკა სახლამდე,ეშლი სწავლობდა და არ მინდოდა,სემთან გერმანიაში ძვირი ჯდებოდა,ტობიც მეზარებოდა,რონის დავურეკე მაგრამ დაკავებული იყო,მერე ჯასტინი გამახსენდა მაგრამ მომერიდა,ჩემთვის არ ეცლებოდა მაგრამ ის ტიპი მაშინებდა,"თუ არ ცალია მეტყვის და გავთიშავ" ვთქვი და დავურეკე,თან ნაბიჯს ავუჩქარე,3 ზარი გავიდა და აიღო
-კეიტ?როგორხარ(ჯასტინი)
-კარგად შენ?(მე)
-მეც,ჰაჰა პირველად დამირეკე,რამე მოხდა(ჯასტინი)
-სიმართლე გითხრა? :დ სახლამდე 10 წუთის სავალია,ფეხით მივსეირნობ და მინდოდა დრო გამეყვანა,და კიდე ვიღაც მგონი დამსდევს(მე)
-დაგსგდევს? :დ ვინ(ჯასტინი)
-არვიცი,უკან დამყვება(მე)
უკან გავიხედე და ის ტიპი მობილურზე საუბრობდა,უცებ გაჩერდა და კეპი მოიხსნა,მაშინვე ვიცანი,ქერა თმები და თაფლისფერი თვალები,საოცარი ღიმილით,
ტელეფონს დავხედე,არ გაეთიშა
-მგონი ჯასტინ ბიბერია(მე)
-ჯასტინ ბიბერი?ფეხით არარსებობს (ჯასტინი)(სიცილი აუტყდა)
-ნუ მახარჯინებ ანგარიშს,მოდი(მე)
ყურმილი დავკიდე,ისიც ჩემსკენ წამოვიდა,გადამეხვია
-მშიშარა(ჯასტინი)
-რატო არ მითხარი რო შენ იყავი :დ ან ამღამე შენ ფეხით რა გინდა(მე)
-მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,გასეირნება გადავწყვიტე(ჯასტინი)
-სად იყავი?(მე)
-ყავის მაღაზიაში :დ დაგინახე და გადავწყვიტე ცოტა შემეშინებინე(ჯასტინი)



-გამოგივიდა კიდეც(მე)
-რომ გითხრა კაფეში დაგპატიჟებ თქო ღამის 11 ზე რა კაფეა(ჯასტინი)
-ხო,გამიბრაზდებიან ჩემები,შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე,რათქმაუნდა თუ გცალია და თუ გინდა(მე)
-კი(მითხრა უცებ)
-5 წუთში მივალთ(მე)
გამიღიმა და ხელი გამომდო,მართლაც მალე მივედით სახლში,კარი დედაჩემმა გააღო და გაკვირვებული 1 საათი უყურებდა ჯასტინს,რათქმაუნდა იცოდა ვინც იყო
-დე,იქნებ შემოგვიშვა?(მე)
-ხოხო,შემოდით(მოვიდა გონს)
როგორც კი შევედი სითბო მეამა,ესე ჯერ არ გამხარებია სახლში მისვლა,მაშინვე გავიხადე ქურთუკი და ჯასტინი მისაღებში შევიპატიჟე,დედაჩემი და მამაჩემი გავაცანი,მალე ლუსი მოვიდა და კინაღამ გული წაუვიდა როცა ჯასტინი დაინახა,ბევრი ფოტო გადავუღე ერთად , მამაჩემმა და ჯასტინმა ცოტა დალიეს,უკვე პირველი ხდებოდა,ძაან მომეძინა,ყველაფერს მერჩივნა ეხლა ჩემი საწოლი მაგრამ სტუმრად ჯასტინ ბიბერი მყავდა და გინდ ჩემი კოჭლი მოხუცი მეზობელი ყოფილიყო სტუმარს არ დავტოვებდი,მთქნარება დავიწყე და შეამჩნიეს
-კეიტ,დაწექი ჩემიდან ნუ გერიდება მივდივარ მაინც მე ეხლა(ჯასტინი)
-არა რას ამბობ(მე)
გამიღიმა და წამოდგა
-შეს ოთახს არ მაჩვენებ?(ჯასტინი)
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,მამაჩემს შევხედე :დ ჯერ გაეცინა მერე დასერიოზულება სცადა :დ
-კი რათქმაუნდა(მე)
კიბეებზე ავედით და ჩემს ოთახში შევედით,არასოდეს ამიღწერია ჩემი ოთახი და ეხლა აგიღწერთ,მარჯვენა კუთხეში საწოლი და ავეჯია,ასევე ჩემი შკაფი , მარცხენა მხარეს წიგნების თარო,სწავლის ადგილი და ასევე მაგიდა სადაც 80-90 წლიანი მუსიკის დისკები მაქვს,გვერდით დიდი თარო სადაც ყველა ჩემი საყვარელი ფილმის დისკია მის წინ ტელევიზორი და DVD,გვერდით კოსმეტიკური მხარე და საფულეების კოლექცია
ჯასტინმა ერთი თვალის მოსმით შეათვალიერა ყველაფერი,მაშინვე დისკების მხარეს წავიდა და დაათვალიერა
-ჩემი დისკი არ გაქვს(ჯასტინი)



-შენი ფანიარვარ(მე)
-უფრო მეტი,მეგობარი ხარ(ჯასტინი)
-რა დიდი პატივია(მე)
თავისთვის ჩაიცინა და ჩემს პუფზე ჩამოჯდა
-მაპატიე,გითხარი რო შეგხვდებოდი და ვერ მოვახერხე(ჯასტინი)
-გასაგებია,არც მწყენია შენ ხო არ გცალია(მე)
-როგორხარ,რაღაც დაბნეული მეჩვენები(ჯასტინი)
-კი,არ დაგიმალავ და დაბნეული ვარ,ვერ ვხვდები რა მინდა,რა მინდა გამოვიდე,რა მინდა ცხოვრებისგან(მე)
-მეც მქონდა ეგეთი პერიოდი სანამ ვარსკვლავი არ გავხდებოდი(ჯასტინი)
-რას მირჩევ?(მე)
-გააკეთე ის რასაც გული გიგრძნობს(ჯასტინი)
-გული იმას მიგრძნობს რაც ჩემს მშობლებს არ მოწონებათ(მე)
-შენ ერთხელ ცხოვრობ,და უნდა აკეთო ის რაც შენ გინდა და არა ის რაც სხვას უნდა(ჯასტინი)
დათრგუნულმა საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
-და რა გინდა შენ?ან რა არ გინდა?(ჯასტინი)
-მე არ მინდა ჩვეულებრივი ცხოვრება,რომ სკოლა დავამთავრო,განათლება მივიღო გავთხოვდე და ბლა ბლა ბლა(მე)
-გასაგებია,ნამდვილი ცხოვრება გინდა ანუ(ჯასტინი)
-ნამდვილ ცხოვრებაში რას გულისხმობ(მე)
-ის რაც მოგწონს,რაც გინდა რო აკეთო(ჯასტინი)
-მე მინდა,მინდა რომ სამოდელო კარიერა გავაგრძელო და შემდგომ მსახიობი გამოვიდე(მე)
-და შენ ამას შეძლებ(ჯასტინი) 
-ეს მხოლოდ სურვილია ჯასტინ,მე ამას ვერ შევძლებ,ყველას ვერ გაუმართლებს ისე როგორც შენ(მე)
-მე დაგეხმარები,თუ გი
და დაგეხმარები რო ეს ააახდინო(ჯასტინი)
-და სამაგიეროდ რას მთხოვ?(მე)
-მეგობრობას,არა იმის გამო რო ჯასტინ ბიბერი ვარ არამედ როგორც ადამიანს))მაგრამ შენ მოგიწევს შენს ახლობლებთან განშორება,ოჯახთან,მეგობრებთან,ბიჭებთან,ამას შეძლებ?(ჯასტინი)

 

-ოდესღაც ეს მოხდება ჯასტინ,როცა გავთხოვდები ან უბრალოდ ჩემს ცხოვრებას მოვიწყობ))ოდესმე უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში რაღაც იქნებ ეს დროც მოვიდა(მე)
-მე დაგიდგები მხარში შენ უბრალოდ შენს მშობლებთან მოაგვარე ეს(ჯასტინი)
-შევეცდები(მე)
გამიღიმა და წამოდგა
-ჩემი წასვლის დროა,შეამჩნევენ რო დიდი ხნით გამოვედი და მაგათ საყვედურებს რა აიტანს(ჯასტინი)
მეც გავუღიმე და ქვემოთ ჩავაცილე,ჩემებიც დაემშვიდობნენ,ლუსიმ დღეს დავტოვოთო :დ 
-დაგირეკავ მერე(ჯასტინი)
თანხმობის ნიშნად გავუღიმე და გადავკოცნე,კარი მივხურე,სამზარეულოში გავედი 2 იყო საათი ღამის და მშიოდა :დ ჩემებსაც არ ეძინათ,ლუსის ჩასძინებოდა სავარძელში
-აუ კეიტ აიყვანე რა თავის საძინებელში(დედა)
-ვჭამ და მერე ავიტან(მე)
-ისე რაკარგი ბიჭი ყოფილა ჯასტინი(დედა)
-რაღაც ცუდ ნამიოკს მირტყამ(მე)
-არა ისე უბრალოდ(დედა)
გავუღიმე და მაცივარი გავაღე,ჰამბურგერი გამოვიღე და მაგიდასთან დავჯექი
-მომისმინეთ,მე ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს რო ეხლა უნდა მივხვდე რა მინდა ცხოვრებაში(მე)
 -ნუ გეშინია,ეგ პერიოდი ჩვენც გვქონდა , გადაგივლის(მამა)
-ვიცი მაგრამ,მოკლედ ეს ბოლოს და ბოლოს უნდა გითხრათ და რაც უფრო მალე მით უკეთესი,მინდა რო სწავლა შევწყვიტო და სამოდელო კარიერა გავაგრძელო(მე)
სიჩუმე ჩამოვარდა,დედაჩემმა თვალები გადაატრიალა და მამაჩემმა ხელი თმაში შეიცურა
-უარიც რომ მითხრათ ამით ჩემს სურვილზე მათქმევინებთ უარს და ამას მერე მეც ვინანებ და თქვენც(მე)
-კეიტ,სწავლას ვერ გაააგდებ,1 წელი დაგრჩა რაიყო!განათლება ხო უნდა მიიღო(მამა)
-არ მინდა ეს მ
საწყენი ცხოვრება,მერე სულ სახლში ვიქნები გამოკეტილი და არ მინდა ეს(მე)
-ესე უცებ მოგინდა და იქნება ? არარის ეგრე კეიტ!ცხოვრებას რეალურად უნდა შეხედო(დედა)
-ჯასტინი მომეხმარება,კარიერის გაკეთება მინდა(მე)
-ისე ხარ შემართებული ალბათ უკვე ჩვენი აზრიც არ გაინტერესებს(დედა)
არაფერი მითქვამს ცოტახანი გავჩერდი
-თქვენ თუ გინდათ რო ისევ დეპრესიაში ჩამაგდოთ , მაშინ მითხარით უარი))მე ვიცი რო თქვენ გამიგებთ არ ხართ ისეთი მშობლები რო რამე სერიოზულად ამიკრძალოთ,მითუმეტეს ასაკრძალი არაფერი არაა(მე)
აღარ დავლოდებულვარ მათ პასუხს,ლუსი ავიყვანე ხელში,თავის ოთახში შევიყვანე და მერე ჩემს ოთახში შევედი,მალე ჩამეძინა ხვალ ორშაბათი იყო

დილას მაღვიძარამ გამაღვიძა,ავდექი ხელ-პირი დავიბანე,კბილები გავიხეხე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი,უცებ ტელეფონზე ესემესი მომივიდა ეშლი მწერდა გარეთ გელოდებიო,სამზარეულოში გავედი და ჩემი ლანჩი ავიღე
-წავედი მე(მივაძახე ჩემებს)
და გარეთ გავედი,ეშლი მელოდებოდა,გადავეხვიე და ტაქსი გამოვიძახეთ,ჩემი სკოლა საკმაოდ შორს იყო ამიტომ ტაქსით დავდიოდით
-სად დაიკარგე (ეშლი)
-რავი,ვმეცადინეობდი,მერე კიდე ჯასტინი იყო ჩემთან(მე)
-მოიცა ბიბერი?რაუნდოდა შენთან(ეშლი)
-ქუჩაში შემხვდა და დავპატიჟე ჩემთან,მეზარება მოყოლა გთხოვ(მე)
-მერე მომიყვები იცოდე!სემმა დამირეკა 1 კვირაში ჩამოდის გერმანიიდან,მე კიდე ექიმთან მივდივარ დღეს(ეშლი)



-ექიმთან რა გინდა?(მე)
-ანალიზები უნდა ავიღო(ეშლი)
-გაგყვები (მე)
-დედაჩემს მივყავარ(ეშლი)
-აუცილებლად გამაგებინე პასუხები(მე)
უკვე სკოლასთან მივსულიყავით,ტაქსის მძღოლს ფული მივეცი და გადავედით
-არა მე ეს ტაქსით მგზავრობა გამაკოტრებს(მე)
სიცილი აგვიტყდა,სკოლაში შევედით,ჩვენს კლასში მარტო 7 ბავშვი ვიყავით,ნუ 12 კლასში არც ტარდებოდა წესიერად გაკვეთილები,მესამე გაკვეთილის მერე წამოვედით კიდეც,სკოლის ეზოში ვიყავით აღრიცხვა ტარდებოდა და არ  გაგვიშვეს,ტელეფოში ვწერდი ტობის როდესაც კივილის ხმები მომესმა გოგოები კიოდნენ,თავი არ ამწიევია
-რა ხდება ეშლი რატო ყვრიან(მე)
-გახედე და მიხვდები(ეშლი)
ზემოთ ავიხედე და რას ვხედავ?ჯასტინი ხან ვიღაცასთან ფოტოს იღებს,ვიღაცას ავტოგრაფს აძლევს,რო დამინახა გამიღიმა და თავის დაღწევა გადაწყვიტა,მალევე მოახერხა თავისი დაცვის დახმარებით
მოვიდა და გადამეხვია
-რასშვენი(ჯასტინი)
-რავი შენ?აქ რაგინდა(მე)
-შენს მეგობარს არ გამაცნობ?(ჯასტინი)
-ეს ეშლია ჩემი საუკეთესო მეგობარი,ეს კი ჯასტინი(მე)
-სასიამოვნოა(ეშლი)
-ჩემთვისაც,კეიტ კარგი ამბავი მოგიტანე,შენმა მეგობარმა ცნობილმა მომღერალმა და უსიმპატიურესმა,ჭკვიანმა , გონიერმა,მომხიბვლელმა ჯასტინ ბიბერმა ყველაფერი მოაგვარა და მშობლების თანხმობა თუ გექნება ლას-ვეგასში მოდელად აგიყვანენ(ჯასტინი)
უცებ აზრზე ვერ მოვედი
-რა?ლას ვეგასში?(მე)
-კი,ვიცი რო არ გჯერა მაგრამ(ჯასტინი)
-რა?კეიტ ამაზე შენ არაფერი მოგიყოლია(ეშლი)
-იმიტო რო არ ვიცოდი ზუსტად(მე)
 -მშობლებს დაელაპარაკე?(ჯასტინი)
-კი მაგრამ პასუხს დღეს გავარკვევ ზუსტად(მე)
ჩანთას დავავლე ხელი და ტაქსი გამოვიძახე
-ეხლავე წავალ სახლში და გავარკვევ(მე)
არ მიმიხედია მათკენ,ჯასტინი დამავიწყდა
-უიი და მადლობა ჯასტინ,საუკეთესო ხარ(მივაძახე უკნიდან)
ტაქსი მალე მოვიდა და მეც სახლში წავედი,დედაჩემი იყო მარტო სახლში,სტაფილოს ჭრიდა
-დე,მომისმინე ეხლა ! თქვენი თანხმობა მჭირდება რო ლას-ვეგასში მოდელად მოვეწყო(მე)
-კეიტ!სწავლა რო მიგეტოვებინა და აქ მოწყობილიყავი მოდელად კიდე ჰო მაგრამ ლას-ვეგასში?(დედა)
-დე გთხოვ!ეს ერთადერთი შანსია(მე)
-მამაშენს დაელაპარაკე(დედა)
-ანუ შენ თანახმა ხარ?(მე)
-არ მინდა ისევ ისე ცუდად იყო როგორც მაშინ(დედა)
ტელეფონი ავიღე და მამას დავურეკე მანაც იგივე მითხრა და არ მჯეროდა რო თანახმა იყვნენ,მაშინვე ჯასტინს დავურეკე და პასუხი ვამცნობე,უცებ ლუსი გამოვიდა ოთახიდან
-კეიტ სადმე მიდიხარ ისევ?ძაან მომენატრები(ლუსი)
უცებ გული ამიჩუყდა , ჩასახუტებლად წავედი მაგრამ ხელზე ჩემი სამაჯური დავინახე და სახე მაშინვე შემეცვალა
-როგორც კი გაიგე რო მივდივარ დაითრიე ჩემი რაღაცეები?ყველაფერს წავიღებ(მე)
კმაყოფილი სახით ზემოთ ავედი,ჯასტინმა დამირეკა და მითხრა რო ერთ კვირაში უკვე უნდა წავსულიყავი,მე დღესვე დავიწყე ბარგის ჩალაგება

უკვე 4 დღე რჩება წასვლამე,მიკვირს კიდეც მშობლები რო დამთანხმდნენ მაგრამ როგორც  თვითონ მითხრეს ჰგონიათ რო ვერ შევეჩვევი იქაურობას და მაინც მომენატრება სახლიც,ოჯახიც და მეგობრებიც )) სემი 1 კვირაზე ადრე ჩამოვიდა , ყველამ ცუდად მიიღო ჩემი წასვლა ამას მოველოდი კიდეც,კარა და ნიკი ჯერ არ დაბრუნებულან,კარა ორსულად ყოფილა უკვე!!ძაან გაგვიხარდა,ეშლი მარწმუნებს მარტო არ დამტოვოო სემიც ძაან მიბრაზდება,ლუისზე ლაპარაკი აღარ მაქვს ძაან განიცდის))ტობიმ მითხრა ნიუ-იორკში ძვლივს გნახულობდი და მანდ ვერ გნახავო,ფრანცისკოზე დიდი ხანია არაფერი მსმენია,რათქმაუნდა ისევ მიყვარს მაგრამ ვეჩვევი მის გარეშე ცხოვრებას,ერთადერთი ვისაც უხარია ეს ამბავი ეს არის ჯასტინი!უხარია რომ დამეხმარა , რონი ჩვენს სკოლაში შევიდა  ძაან ეწყინა რო მივდიოდი მაგრამ რა ექნა,ველოდები როდის გავა 4 დღე!ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს,საბუთებიც მწყობრშია!

4 დღის შემდეგ

ეს დილა ჩემთვის განაკუთრებული იყო , 9 ზე გავიღვიძე და მოვწესრიგდი,თვითფრინავი 4 ზე გადიოდა ამიტომ დრო მქონდა,ეშლი წავიყვანე წავიშოპინგეთ,ბევრი რამე ვიყიდეთ მერე კაფეში წავედით
-ისე გოგო არ იცი სად უნდა გაჩერდე,რა კომპანიაა,თუ აგიყვანენ(ეშლი)
-სახლი უნდა ვიქირავო,უკვე ამიყვანეს , ჩემი პორტფოლიო გავუგზავნე და სკაიპით გავიარე ქასთინგი(მე)
-და რა კომპანიაა?რამდენი ხნით მიდიხარ?(ეშლი)
-კოსმეტიკის,ტანსაცმლის და ა,შ არვიცი დიდი ხნით(მე)
-როგორ მომენატრები!როგორ მიდიხარ ესე უცებ!როგორ მტოვებ?თუმცა შენ ხომ უკვე დიდი მოდელი კეიტი ხარ და არა კეიტ დევისი ჩემი დაქალი(ეშლი)




-ნუ ამბობ ეგრე,ყოველდღე დაგირეკავ რონისთან გტოვებ,შეიძლება მალევე ჩამოვიდე ეშლი!უბრალოდ სხვაგანაც უნდა ვიცხოვრო,სხვაგვარი ცხოვრებით რო მივხვდე რა მინდა(მე)
არაფერი უთქვამს ჩამეხუტა და ესე ვიყავით 10 წუთი,მერე სახლში წავედი,დრო მალე გავიდა,ჯასტინი წასული იყო პარიზში მაგრამ ინფორმაცია მომაწოდა რო ვიღაც დამხვდებოდა იქ,არ მეუბნებოდა ვინ
4 საათიც მალე მოვიდა,გადავწყვიტე მარტო ოჯახთან ერთად წავსულიყავი აეროპორტში,სემი 3 საათზე ვნახე არ მიშვებდა :დ
ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით,აეროპორტში მივედით ვაგვიანებდი ძვლივს მივუსწარი თვითფრინავს,ყველას გადავეხვიე და ავედი,ჩემს
ადგილზე,გვერდით ვიღაც მოხუცი ქალი მომიჯდა,როგორც კი თვითფრინავი დაიძრა ჩაეძინა და იმხელაზე ხვრინავდა მე ვერ დავიძინე ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და მუსიკებს მოვუსმინე

2 საათის შემდეგ

უკვე ჩავფრინდით,გადავწყვიტე ბოლო გადავსულიყავი,დაველოდე ხალხი რო გაიბარგა მერე გავედი,როგორც კი გავედი თვითფრინავიდან და ლას-ვეგასის აეროპორტში შევედი თვალით დავუწყე ძებნა ჩემს სახელს ფურცელზე,და დავინახე კიდეც ვიღაცას ეჭირა "Kate Devis" და ირგვლივ გულები,სახეზე აეფარებინა ამიტომ ვერ ვხედავდი,როგორც კი მივედი სახიდან მოიხსნა და დავინახე სტეფი ;დ ცოტა გამიკვირდა მაგრამ ცოტა გამიხარდა ვიღაც ნაცნობი მაინც იქნებოდა
-მოგესამლებით ლას-ვეგასში მისს კეიტ,მზად ხართ ახალი ცხოვრებისთვის?(სტეფი)
-კი,მზად ვარ(მე)
არვარგა!უფრო მხიარულად(სტეფი)



-მზად ვარ(მე)
გამიღიმა და ჩამეხუტა


არ იყო ეს თავი პატარა!ამიტომ დაგვიანება მეპატიება))
პირდაპირ სპოილერებზე გადავალ


30 თავის სპოილერები


იქნება ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟი
✖ კეიტი იწყებს ახალ ცხოვრებას და კმაყოფილია
კეიტი შეიძენს ბევრ ახალ მეგობარს მაგრამ ერთ საუკეთესოს
ვიხილავთ ცნობილ მოდელებს


ველოდები კომენტარებს თუ გინდათ რო ისევ დიდი თავები ვწერო :დ 


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1211 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-06-03 Spam
dzaaan magariaaaa ♥
yochaag ♥ unichiereees ^^ ♥ :)))
maleee ♥ ammm erti tavi machuqeee :))) ♥