მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » Interview N1)
5:54 PM
Interview N1)

NaTaLi-პირველ რიგში მოგესალმები
Mariamo-სასიამოვნოა შენთან ინტერვიუ ))წინა ჩვენს ინტერვიუზე,შენ იყავი რესპოდენტი.ეხლა კი როლები შეიცვალა ))

-მარ შენ დიდი ხანია საიტზე ხარ და შენი მოთხრობებით მრავალი მომხმარებლის გული მოინარიდე. მოდი რამდენიმე სიტყვით გვესაუბრე შენს წინა მოთხრობებზე(ჩამოთვალე ისინი) 
-პირველად დავიწყებ ესე,რომ ვთქვათ მნიშვნელოვანი და დიდი მოთხრობებით )) პირველი მოთხრობა,რომლითაც ფეხი ავიდგი იყო 
Party In The U.S.A,რომელიც პირველი იყო ჩემთვის..ძალიან ბავშვური და მხიარული მოთხრობა..მაშინ სულ სხვანაირად ვფიქრობდი და ვწერდი,რომ გადავხედე რამოდნიმე თავს, ჩემს თავს შევეკითხე,ჰო ნამდვილად ჩემი დაწერილიათქო : დ ) 
მეორე მოთხრობა, Money Can't Buy Us Happiness,რომელიც პირველი ჩემი მოთხრობა იყო,ფავორიტი რომ გახდა...
მესამე და ჩემი საყვარელი მოთხრობა,Nobody Is Perfect,-რიგით მეორე ჩემი მოთხრობა,რომელიც ფავორიტი გახდა...
მეოთხე-Just Illusion-რომლის,მხოლოდ 2 თავი დევს ჯერ-ჯერობით ))
მაქვს დადებული ათ თავიანი და ერთ თავიანი პატარა მოთხრობები)
Romeo Vs Juliet,France and Love,Let Me Be Your Summer Mention,Moto-Love,I am Yours-არასრული ჩამონათვალია მოთხრობების,რომლებიც მე დამიდევს,უბრალოდ აღარ მახსენდება...
აი ჩემი მთელი ისტორია....

-დარწმუნებული ვარ რომ შენი მოთხრობებიდან რომელიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს... რომელია ეს და რატომ არის განსაკუთხრებული? 
-როგორც ასეთი,განსაკუთრებულად რატომღაც მიყვარს 
"Nobody Is Perfect"-თითქოს ამ მოთხრობაში ძალიან ბევრი რამ შევცვალე და ალბათ ამიტომაც,ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა...პოპულარულიც იყო და მიხაროდა,რომ ბავშვებს მოწონდათ )) ჯერ-ჯერობით ჩემთვის განსაკუთრებულია ))
N.I.P(მოთხრობის მიმოხილვა)
რაც შეეხება,პატარა მოთხრობას ეს არის "I am Yours"-ვფიქრობ ყველაზე სერიოზული მოთხრობა,რაც დამიწერია ეს არის...როდესაც ვწერდი მთელი გრძნობით ვწერდი,ამიტომაც ძალიან შემიყვარდა...


-რამდენადაც ვიცი ახლა საიტზე შენ ორ მოთხრობას წერ... მოდი მოკლედ გვითხარი რამე მათ შესახებ
-JusT Illusion♥-ეს მოთხრობა ყველაზე განსხვავებულია ჩემს მოთხრობებში...შინაარსი,წერსი სტილი..ასე არასდროს მიცდია და რა გამოვიდა უკვე ბავშვებმა შეაფასონ...

მოთხრობის შინაარსი:
ეველინი 22 წლის ლამაზმანია,რომლის ცხოვრება ჯერ წინ არის,მაგრამ მას წარსულიდან დარჩა 2 წლის ბავშვი,რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს და ალბათ მის გამო ცხოვრებასაც დათმობს )) ის შემდგარი ჟურნალისტია....როცა მოისურვებს შეუძლია ნებისმიერ ადგილას დაიწყოს მუშაობა,რადგან ამის დიიდი გამოცდილება აქვს )) ალბათ გაინტერესებთ ბავსშის მამა... პატარა სულაც არ არის სიყვარულის ნაყოფი....რადგან,ჯესიკამ შეცდომა დაუშვა და იმ კაცთან გაატარა ღამე რომელიც არ უყვარდა....ამ დროის მანძილზე მას ბავშვის მამა თვალითაც არ უნახავს...2 წლის შემდეგ ევი გებულობს,რომ მისი შვილის მამა ცნობილი ვარსკვლავია,რომელმაც პატარას არსბობაზე არაფერი იცის ))

Romeo VS Juliet?-რადიკალურად განსხვავებული მოთხრობა არის..."უბრალოდ ილუზია"-რომ შეეხება ცხოვრებისეულ თემას,აქ სულ სხვა ისტორიაა გადმოცემული...

მოთხრობის შინაარსი:
კოლეჯი,თანამედროვე გოგონას ცხოვრება-რომელიც კლეოპატრას ქანდაკების მეშვეობით,შეძლებს და გახდება ზებუნებრივი ძალის მფლობელი...მას შეუძლია წაიკითხოს ყველა ადამიანის ფიქრები,გარდა ერთისა-ბიჭისა,რომელიც მას შეუყვარდება )) როგორ ვითარდება მოვლენები ამის შესახებ მოთხრობიდან გაიგებთ *))

-ორივე მოთხრობა Romeo VS Juliet? და JusT Illusion♥... ორივე მოთხრობა პოპულალურია და დარწმუნებული ვარ რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება მომავალში )) 
-♥Romeo VS Juliet?-მოთხრობაში ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაა,მაგრამ სულ მალე ჰარი მიხვდება რომ მას ელისი მოწონს და თავის გძნობებში გამოუტყდება...ელისი ძალიან ბედნიერია ამ ყველაფრით,მაგრამ მაშინ როცა უკვე ყველაფერი ძალიან კარგადაა,გამოჩნდება მიჩელი და აღმოჩნდება,რომ მასაც ძალიან მოწონს ელისი...აქ უკვე ის ძალიან დაიბნევა-ვერ ხვდება,ვისთან ყოფნა ურჩევნია-მას მისი მომავალი აფიქრებს-ჰარის აზრების კითხვა არ შეუძლია,ანუ მომავალში შეუყვარდება,ეს კი ისე უნდა აუხსნას მიჩელს,რომ გული არ ატკინოს...
 ყველაფერს ნუ მომაყოლებთ ეხლა...დამიჯერეთ ყველაფერი ამით არ მთავრდება :დ)

JusT Illusion♥-აქ გაცილებით სხვაგვარადაა საქმე ) ეველინი ტელევიზიაში იწყებს მუშაობას,სადაც გაიცნობს დენიელს )) მათ ერთმანეთი მოეწონებათ,და მომავალში ერთადაც იქნებიან,მაგრამ ყველაფერი ასე ხომ არ დასრულდება?! ეველინის,რამოდენიმე თავში უფროსი ერთ-ერთი ცნობილი სერიალის მთავარი გმირის ინტერვიუს მოთხოვს,მთავარი გმირი კი-იან ქოლინია...მასთან შეხვედრა ეველინისთვის უკვე გარდაუვალი ხდება )) 


NaTaLi-ყველა ავტორი ანიჭებს კომენტარებს მნიშვნელობას, ამიტომ მაინტერესებს. არის თუ არა ისეთი მომხმარებელი რომელიც შენი მუდმივი მკითხველია(დარწმუნებული ვარ რომ არის) და ყველავს თუ ისეთ მომხმარებელი რომლის კომენტარისაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ანუ რომლის კომენტარსაც განსაკუთრებით ელოდები

MariaMo-ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულის კომენტარი..მიხარია,როდესაც ახალი მკითხველები ჩნდებიან..მაგრამ ახალი არ ნიშნავს იმას,რომ დაკარგო ძველი.უნდა გაიჩინო ახალი და შეინარჩუნო ძველი მკითხველი-მთავარი სტრატეგია ეს არის )) 
არიან ბავშვები,რომლების მუდმივი მკითხველები არიან...ზოგიერთი მათგანი ზაფხულის შემდეგ არ გამოჩენილა,და იმედია გამოჩნდებიან(შესაძლოა დასასვენებლად არიან)
ძირითადად ვგულისხმობ,Ani_Lover,Nessie,Ninucanion,LobCJa-ანუ მკითხველები,რომლის კომენტარების მაკლია ახალ მოთხრობებზე-რადგან ისინი ყოველთვის ისეთ სიტყვეს მეუბნებოდნენ,რომ შუძლებელია დამავიწყდნენ...
მე ყველა ჩემი მკითხველი ძალიან მიყვარს,მართლა დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მაძლევენ სტიმულს,რომ დავწერო შემდეგი,შემდეგი და შემდეგი თავი....
ასევე არიან მკითხველები,რომლებთანაც მას შემდეგ დავმეობრდი რაც ჩემი მოთხრობების კითხვა დაიწყეს-ასე გავიცანი და დავუმეგობრდი:PrettyGirl,nina,MiiLeeZz,NaTali,Ani_Lover-(და კიდევ ძალიან ბევრი ხართ!)
ბოლო დროა,ყველას კომენტარს მოუთმენლად ველი და ყველას აზრი მაინტერესებს,მაგრამ ერთი პერიოდი,განსაკუთრებით ველოდებოდი Ani_Loverის კომეტარებს...აი ვერ გეტყვით,თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი სიტყვები ჩემზე-ეს იყო მაშინ,როცა ვწერდი "Money Can'T Buy Us Happiness"


 -მარი თუ გყავს გამორჩეული ავტორი, რომლის მოთხრობებიც განსაკუთრებით გაინტერესებს ანუ გყავს საიტზე "კუმირი" ავტორი? 
-რათქმაუნდა ასეთი ძალიან ბევრია)წინა კონკურსზე ავღნიშნე კიდეც და დავწერე ჩემი ფავორიტი ავტორები...მაგრამ,თუ საჭიროა რომ ერთი დავასახელო,ეს რათქმაუნდა დაუფიქრებლად იქნები შენ ))
შემიძლია ვთქვა,რომ შენ ნამდვილად ძალიან კარგი ავტორი და მწერალი ხარ-NaTaLi )


-საიტზე პოპულალური ავტორი ხარ და გულახდილად მითხარი : )) რომელ ავტორს მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ კონკურენტად 
-ოოო ) რთული შემთხვევაა :დ )) ამჟამად საიტზე უამრავი კონკურენტი მყავს...რაიმე კონკურსი რომ ჩატარდეს,საკმაოდ არიან ავტორები,რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას გამიწევენ....რათქმაუნდა ყველას წარმატებები :დ)

-ახლა მინდა რომ დამისახელო მოთხრობა რომელიც განსაკუთრებით მოგწონს(შენი არა, რომელიმე სხვა ავტორის დანაწერი... მნიშვნელობა არ აქვს ახლა იწერება თუ უკვე დასრულებულია) 
-აიტზე არც ისე ხშირად ვკითხულობ მოთხრობებს...ახლა სკოლამდე,სანამ დრო მაქვს ვცდილობ რომ ყველას მოთხრობა წავიკითხო მაგრამ,სკოლის პერიოდში ახალი თავის დადების მეტს ვერაფერს ვახერხებ,ამიტომ არცთუისე ბევრი მაქვს წაკითხული...ზოგჯერ დამიწყია და ბოლომდე არ მიმიყვანია-ამიტომ ბოდიში ასეთ ავტორებს,რადგან ვიცი რა ცუდია,როცა რამოდენიმე თავზე არის ვინმეს კომენტარი და რამოდენიმე თავის შემდეგ ის ქრება )) ასე შეიძლება იფიქრო,რომ აღარ მოეწონა და თავი დაანება,მაგრამ ჩემთვის ალბათ მიზეზი მაინც ის ყოფილა,რომ დრო არ მქონია)) მოთხრობა,რომელიც არც ისე ძალიან მომწონს ან კრიტიკას ვწერ ან საერთოდ არ ვწერ კომენტარს-ზოგჯერ ასე ჯობს))
Tell me wtah I wanna Hear,Tell me You Love me ))-ნუკიტოს ეს მოთხრობა კი რატომღაც ძალიან მიყვარდა...ახლა არ მახსოვს რა ხდება წესიერად,მაგრამ ამ მოთხრობის გამო მოვხვდი ამ საიტზე,ამ მოთხრობით შემოვედი აქ,და ამიტომაც განსაკუთრებით მიყვარს ))


NaTaLi-ეს ბოლოს წინა კითხვაა და ამიტომ მინდა რომ გაგვიმხილო შენი საიდუმლოება. რა გეხმარება მოთხრობის წერაში ანუ რა გაძლევს შთაგონებას : )) 

Mariamo-ცოტა უცნაურია,მაგრამ თუ ოდნავ მაინც მაქვს განსაზღვრული,რომელიმე მოთხრობის შინაარსი,კლავიატურასთან ვჯდები და პირდაპირ წერას ვიწყებ...აზრები და იდეები კი თანდათან მოდის...ჩემი შთგაონება "კლავიატურაა"დ ))
ეს ალბათ ხუმრობით...მაგრამ ძირითადად მართლა ესეა...წინასწარ არასდროს ვიცი რა მოხდება...ჩემს მოთხრობებში ვიცი,რამოხდება 2-3 თავის შემდეგ,არც ვიცი როგორი ბოლო ექნება Romeo Vs Juliet-s ან Just Illusion-ს....იდეები ძირითადად ღამე მეძალება-როდესაც დავწვები,ვფიქრობ ხოლმე რა შეიძლება ხვალ მოხდეს ამ მოთხრობაში და ვაგებ შინაარსს..მეორე დღეს კი უკვე ვიცი რას დავწერ შემდეგ თავში....
მოვკალათდები სკამზე და სიახლის დამატებაში,სუფთა ფურცელზე ვიწყებ წერას....

რამოდენიმე დღის წინ,ერთი პატარა ინციდეტივით დამესიზმრა,როდესაც გავიღვიძე,მივხვდი რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა,ის რომ მოთხრობად დამეწერა...ანუ ერთი მოთხრობა სიზმრიდანაც გადმოვიღე-ამიტომ,გეტყვით რომ Romeo Vs Juliet-ის შემდეგ,ვიწყებ პატარა მოთხრობას,რომლის შინაარსიც დამესიზმრა :დდ)
ერთხელ კიდევ ჩემს დასთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორს მურტფილმებს და არ ვიცი რა დამემართა,წამიერად მომინდა მოთხრობის დაწერა...დავჯექი და მაშინ,ისე რომ არც ვიცოდი რაზე,დავიწყე წერა.წამიერად წარმოვიდგინე ბიჭის ადგიას,თავი რომელიც საყვარელ ადამიანს კარგავს...თანდათან დავხვეწე ყველაფერი და ასე გამოვიდა მოთხრობა I am Yours )


-მოდი ბოლოს გვითხარი რა მნიშვნელობა აქვს შენთვის წერას და რა მოგცა მან : ) 
-აქამდე ჩემთვის წერა არაფერი იყო,ახლა კი ყველაფერი გახდა...სკოლაში თემების დაწერა დავიწყე ძალიან გულიანად,აქ ვწერ ნუ სერიოზულს თუ არა,ჩემი დონისთვის "კარგ"მოთხრობებს.მაგრამ მაინც ვთვლი,რომ მე წერის ნიჭი არ მაქვს...უბრალოდ მგონია,ეს რომ ეს გატაცებაა...წერა ამჟამად გამომდის-მაინც ვფიქრობ,რომ ეს დროს გავა და უბრალოდ გავიხსენებ,რომ ერთ დროს ბავშვურ ისტორიებს ვწერდი,რომლებიც მე ძალიან მიყვარდა და რომლებიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.... **


ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ინტერვიუ ნატალი *)
დიდი მადლობა ყველას,რომ 
პირველი ინტერვიუ ჩემთან გააკეთე *))
მიყვარხართ *) თქვენი mariamo *)-
რომელიც კვლავ შეგაწუხებთ თავისი ისტორიებით ** 




კატეგორია: ♥ Interview | ნანახია: 1235 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 211 2 3 »
2012-09-04 Spam
dzalian kargi interviua Nobady Is Perfect i dzaaan momwons