მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » I'm Yours
11:11 PM
I'm Yours
ლბათ უმეტესობამ იცით ეს მოთხრობა.ჩემმა მეგობარმა,რომელიც აქ არი დარეგისტრირებული და ვისი დახმარებითაც მოვხვდი ამ საიტზე(კლასელი) ეს მოთხრობა ამოწერილი ქონდა.და რამოდენიმე დღის წინ დედამისს ანახა,რომელსაც ერთ-ერთ გაზეთთან(ქალაქის) აქკავშირი.იქ არი რუბრიკა "შემოქმედება" და თუ თანხმობას მივცემ დაბეჭდავენ..
მე კი ვყოყმანობ.ვფიქრობ რომ უარს ვიტყვი.აქ იმიტომ კი არ შემოგიყვანეთ რომ აზრი გკითხოთ(მაინც ვერ შემაცვლევინებთ) უბრალოდ იმისთვის,გითხრათ რომ ეს ყველაფერი თქვენი და ამ საიტის დამსახურებაა <3 მიყვარხართ ძალიან ჩემო მკითხველებო,განსაკუთრებით

I'm Yours

ამ მოთხრობას ყველა ჩემს მკითხველს ვჩუქნი ))
ჩემი პირვლი კრიტიკოსებიც თქვენ ხართ!...იმედია მოგეწონებათ *)
შემიფასეთ....ერთ თავიანი პატარა მოთხრობა!

პერონაჟებად არ ამირჩევია,რომელიმე ვარსკვლავი,
მინდა ის თქვენი წარმოსახვა იყოს!


2003 წლის 15 მარტი
მენატრება ის დრო,როცა ცხოვრებას ლამაზი ფერებით ვუყურებდი და მომავალს მასთან ერთად ვგეგმაავდი!....


1 წლით ადრე(2002 წელი)
გაზაფხული 15 დღის დაწყებული იყო...მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ქონდა..ერთნაირი იყო ჩემთვის წელიწადის ყველა დრო...მაშინ 18 წლის ვიყავი,ის კი სულ რაღაც 15-ის....პირველად სკოლის პირველ დღეს ვნახე..! ვნახე,არა დავინახე...უბრალოდ თვალი მოკვარი,ეს იყო და ეს...მის მერე,თუ კი შემთხვევით შევხვდებოდი დიდრონი,ლურჯი,წყლიანი თვალებით მორცხვად ამომხედავდა და მსწრაფლადვე დაბლა დაწევდა...გამორჩეულ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი,მაგრამ მისი თვალები ყოველთვის მიზიდავდა...მხრებზე გადმოდებულ ოქროსფერ თმას,წიგნები უმალავდა,რომელიც ხელში სულ ეჭირა...ისეთ წარმოდგენას გიქმნიდა თავისი სიარულით და მანერით ,რომ თოვლის ფიფქზე უფრო ნაზი იყო და პატარა ბავშვზე მეტი მოვლა და გაფრთხილება ჭირდებოდა.! 
მე ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვარ! ჩემს ასაკში ბიჭებს გვჩვევია გამუდმებით გართობაზე საუბარი,მაგრამ მე ერთდროულად სწავლასაც ვახერხებ და მეგობრებთან დროის გატარებასაც...გამოცდებიც იმ წელს იყო,როცა ის გავიცანი....მისი სახელიც კი არ ვიცოდი....ან საიდან უნდა მცონდოდა 15 წლის გოგონას სახელი,რომელიც წესიერად არავის ესაუბრებოდა...საერთო არაფერი გვქონდა,განსაკუთრებით კი ქიმიის სიყვარული...ბავშების გადმოცემით ,ის გამუდმებით ქიმიის კაბინეტშია და ბევრ დიდ ლაბორანტს ჯობსო! სწორედ ამიტომაც,როცა მასაწვლებელი ჩემთან უძლური გახდა ასე რომ ვთქვათ,მას მიმაბარა ,რომ ცოტა რამ მაინც ესწავლებინა ჩემთვის.... თავიდან მეცინებოდა,ფარფატა გოგონას ჩემთვის რა უნდა აეხსნათქო,მაგრამ მეორე დღეს მაინც მივედი...ჩვეული გამოხედვას ეხლა ნაზი ღიმილი დაემატა,ჩუმი ხმით მომესალმა და ჩამოჯდა...მეც დიდისამბით გავეცანი...ძალიან ლამაზი სახელი "სკარლეტი" ერქვა...თითქოს სახელი გარეგნობაზე ზედგამოჭრილი იყოო... არ მეგონა თუ ქიმიაზე რამე შემაკავებდა,რამდენჯერ ვიფიქრე რომ ავდგებოდი და წავიდოდი,მაგრამ ვერ ვბედაავდი....ჩემი თქმით,15 წლის ფარფატა გოგო მაკავებდა )) 
იმდენად მივეჩვიე მის მოსმენას,მის ხმის ტემბრს რომ უკვე სიხარულით მივდიოდი კაბინეტში გაკვეთილების შემდეგ! ვგრძნობდი,რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც იცვლებოდა...ცხოვრების ახალ ეტაპში მივაბიჯებდი...! ეს ის ეტაპი იყო,როცა შემუჩნევლად შედიხარ,და როცა უკვე ამას ხვდები,შენ უძლური ხარ,იქედან გამოსვლა გიჭირს...
თანდათან საღამოობით სახლამდე ვაცილებდი და სხვადასხვა თემბზე ვესაუბრებოდი ! 
ის თანდათან გაიხნსა ჩემთან  და თვალებში ყურების აღარ ცხვენოდა...მეც მომწონდა რომ,უფრო მხიარული გახდა  და ლურჯი თვალები ხშირად შემომციცინებდა...ვხდებოდი,რომ ვეღარ ვძლებდი მის გარეშე...მაგიჟებდა მისი მანერები,მიხვრა-მოხვრა,სახეზე თითოეული ნაკვთი..რაც მთავარია მიხვდი,რომ თავდავისწყებით შემიყვარდა...
დიდი ხანი ვიფიქრე,როგორ და რანაირად მეთქვა ეს ყველაფერი...არ ვიცოდი ის რა აზრის იქნებოდა ამ სიყვარულზე...მას ჩემთან არც უარყოფითი გამოუხატავს და არც დადებითი,რომელიც ცოტაოდენ იმედს მაინც მომცემდა მომავლისთვის...
ბევრი ფიქრის შემდეგ,გავბედე და ვუთხარი რომ წამომყოლოდა...უბრალოდ არაფერი ეკითხა და წამომყოლოდა..მან ჩემდა ბედად,რადგან უკვე ერთი თვეა ვმეგობრობდოთ და მისი ნდობაც მოპოვებული მქონდა,დამთანხმდა ქიმიის გაკვეთილის გაცდენაზე და წამომყვა...ულამაზეს ადგილას მივიყვანე,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა...იქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით..."სიმაღლიდან მთელ სამყაროს შევიგრძნობ,მადლობ რომ აქ მომიყვანე"-ეს იყო სიტყვები,რომელიც გახარებულმა ყურში ჩამჩურჩულა...სწორედ მაშინ გამოვუტყდი ჩემს ფარულს გრძნობებში და ვუთხარი,რომ თავი ძალიან შემაყვარა...მორცხვად შებრუნდა,ზურგი მაქცია...ბოლოს კი ლურჯი,მრგვალი თვალები,მომაბყრო...არაფრისმთქმელი მზერა იყო...ჩემსკენ წამოვიდა და თბილად გადამეხვია...არ ამიჩქარებია და მითხოვია ეთქვა,თუ რას გრძნობდა ის..!მინდოდა ეს მისი სურვილით ყოფილიყო..თუ არაფერს გრძნობდა,როგორმე ამასაც მოვითმენდი,რადგან მისი ბედნიერებისთვის ყველანაირ დათმობაზე მზად ვიყავი წავსულიყვი...
რამოდენიმე წუთის შემდეგ კი,ჩუმად მკითხა"ამ ადგილას რატომ მომიყვანე?გიყვარს სიმაღლე?"
-არ ვიცი უბრალოდ შენზე შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა...
"-გამოგივიდა კიდეც"-არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები....მესიამოვნა,რომ მოეწონა...
-მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია ამ ადგილს,და შენი თქმით სამყაროს სულაც ვერ ვხედავ აქედან..."-ეს ვუთხარი და დაღმაართზე დავეშვი..მახსოვს სიცილით დამეწია..
-როგორ თუ ვერ უყურებ? კიდევ ერთხელ ავიდეთ?
-რა აზრი აქვს მაინც ვერ შევხედავ...(გამეცინა.თანდათან მიახლოვდებოდა და გაოცებული სახით მიყურებდა..))
-და როდესმე შეგიძლია შეიგრძნო რა არის ეს ცხოვრება?და საერთოდ სამყარო?
-შემიძლია....განსაკუთრებით მაშინ როცა შენ ჩემთან ხარ...ჩემთვის უფასურდება ლამაზი ხედი,როცა შენ ჩემთან ხარ..რატომ უნდა ვიწვალო ბევრი,როდესაც მე შემიძლია მთელი სამყარო შენს თვალებში დავინახო...
(ჩუმად ვუთხარი და მაშინ ვაკოცე პირველად)
დიახ! გავბედე და ვაკოცე....არც ის ყოფილა ამ ყველაფრის წინააღმდეგი.სიამოვნებდა კიდეც ჩემი სიტყვები...
-ჩქარა წავიდეთ(სიცილით მითხრა,როდესაც ცხვირზე წვიმის წვეთი დაეცა)
-მართალია წავედით...(ხელი ჩავკიდე და წავიყვანე)
-ძალიან მეშინია ძლიერი წვიმის...
-რისი გეშინია ,მე ხომ აქ ვარ..
-სულ ჩემთან ხომ ვერ იქნები ძლიერი წვიმის დროს?
-რათქმაუნდა ვიქნები(გავიცინე და მაგრად მივიხუტე)

იმ დღის მერე ყველაფერი შეიცვალა....გაცილებით მეტ დროს ვატარებდი მასთან ერთად....დროს არ ვაცდეენდი...მინდოდა ,რომ სულ ჩემთან ყოფილიყო,მინდოდა მთელი დღე მისთვის მეყურებინა,მინდოდა მისი კულლულების ხელზე დახვევით გართულს,ჩემს მხარზე დაძინებოდა,მინდოდა მისი გულისცემისთვის ყური დამეგდო და გამეგო,ფეთქავდა თუ არა იგი ჩემი სიყვარულით ! ვიცი,ეგოისტური საქციელია,მაგრამ სიყვარულში ყველაფერი "მოსულა"...

ერთ დღესაც,სკოლაში მისულმა გავვიგე რომ რაღაც ცდის ჩატარების შემდეგ,პატარა შეცდომა დაუშვა და ხელზე ნივთიერება გადაესხა,რომელმაც სათუთი ხელი დაუწვა...შეშინებული წავედი მასთან...შევსლისას,დავინახე რომ ფანჯარასთან იჯდა ნაღვლიანი და დაორთქლილი ფანჯრიდან,წვიმის წვეთებს უყურებდა...ხელი უკან დამალა და ჩემსკენ შემოტრიალდა...
-კარგად ხარ?(მზრუნველად შევეკითხე,როოცა მისი თვალები წყლიანი კი არა ცრემლიანი იყო)
-მეშინია...
-რისი?(მინდოდა მთელი ძალით ჩავხუტებოდი)
-ყველაფრის...
-მაგალითად?
-შენი დაკარგვის....
(გამეცინა)
-ჰო იცი,რომ ეს არასდროს მოხდებდა...მე შენ ყოველთვის მეყვარები..
-ვიცი...უბრალოდ დღეს მივხვდი,რომ თავს დიდ საფრთხეში ვიგდებ...ერთი პატარა შეცდომაც და შეიძლება ამაზე უარესი მომხდარიყო..მე კიდევ არ მინდა რომ...(გაჩუმდა)
-ნუ გეშინია...(მასთან მივედი და ის თბილად ჩავეხუტე,როგორც ეს რამოდენიმე წამის წინ ვინატრე..არა უფრო მაგრადაც)
-რაც შეეხება ხელს არ ინერვიული...ეგეთიც მეყვარები(გამეცინა)

მასში უკვე დარწმუნებული ვიყავი....მას ისევე ძალიან ვუყვარდი,როგორც მე! მის მერე რაც გამოცდებმა ,სკარლეტის დამხარებით კარგად ჩაიარა,სადარდებელი აღარფერი მქონდა...ზაფხულს ერთად შევხვდით....და თითოეულ წამს ერთად ვაატარებდით..რაც მთავარია დროს არ ვკარგავდით და მომავალზე ვსაუბრობდით! 
მაგრამ როგორც აღმოჩნდა მომავალში მისი ადგილი არ იყო....

2003 წლის 15 მარტი
არ ვიცი,როგორ გავიმეტე და არაფერი გავაკეთე როდესაც შევხედე,როგორ დააყარეს მიწა მის საფლავს...არ ვიცი,რა გულმა გამიძლო რომ,ბოლო ხმაზე არ ვიყვირე და ღმერთს არ შევევდრე ის ჩემთვის დაეუბრუნებია...სულ რამოდენიმე წუთით მაინც,რომ ერთად წავსულიყავით!.... აქ თუ არ არის მისი ადგილი,იქ ხომ მაინც იქნებოდა ჩემი ადგილი....მენატრება ის დრო,როდესაც ცხოვრებას ლამაზი ფერებით ვუყურებდი,მომავალს მასთან ერთად ვგეგმავდი...
ის ხელიდან ზუსტად ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ გამეცაალა...

2003 წლის 18 მარტი
ოთხშაბათი დღე იყო....მზიანი დღე,მაგრამ ჩემს გულში აღარასდროს გამოიდარებს...
საღამოს საშინელი წვიმა დაიწყო...შემეშინდა,არ მინდოდა წვიმის დროს,მისი მარტო დატოვება..... 

2003 წლის 21 მარტი...
ამ დროს ქალაქში საშინელი წვიმები იყო...3 დღე-ღამე გადაუღებლად წვიმდა...ზეცა რაღაცას განიცდიდა...სწორედ მაშინ,როდესაც ძვლისძვლივობით გამოიდარა,სკარლეტის მშობლებმა საფლავზე 19 წლის ბიჭის ცხედარი იპოვნეს,რომელიც ამ დღეების განმავლობაში,საფლავზე იყო გადაფარებული...მშიერ-მწყურვალი,გაყინული.... იქვე ნახეს დღიური,რომლეშიც ბოლო სიტყვები"მარტო არასოდეს დაგტოვებ" იყო....




არ ვიცი ეს რა იყო და რა გამომივიდა,მაგრამ დაწერეთ კომენტარები..მაინტერესებთ რას იქრობთ.. ასეთ დრამატულ ჟანრში პირველად ვცადე...
მოგეწონათ?
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1264 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 441 2 3 4 5 »
2012-11-24 Spam
arafris tqma ar shemidzliaa ) ar vici ra sityvebit gadmovce ess.. ubralod getyvi rom umagresia :)) sxva arafris tqma ar shemidzliaa )) unichieresi xar !! <3