♥ Be Yourself Always, 'Cause There Is No One Better <))
♥ იყავი ყოველთვის ის ვინც ხარ, რადგან აქ არავინაა შენზე უკეთესი <))
მაგრამ მე რისი ჯეი ვიქნებოდი რომ ბიბერისთვის სამაგიერო არ გადამეხადა. ისე რატომ არის ეს ხალხი ასეთი ამაზრზენი?? რატომ უნდა ყველას რომ ნერვები მოგიშალოს.. ნუ კარგი, შევეშვები ამ შურისძიებას მეც ხომ მისნაირი არ ვარ, მე არ მიყვარს სხვისი ნერვების მოშლა.. ვალენტინობა რომ არ ჩამეშხამებინა ენდის ვთხოვე რომ რაიმე სიყვარულის კლუბში წავეყვანე, ენდიც დამთანხმდა.
-ჯეი, წადი გამოიცვალე და ჩამოდი მერე, კაბა ჩაიცვი რამე..
-კარგი ენდ.. (ასე ვეძახდი მოფერებით) მეც წავედი და გამოვიცვალე, სხვათაშორის დიდი ხანი ვარჩევდი რა ჩამეცვა რადგან ყველაფერი მომწონდა, ბოლოს ლოგინზე დავიხედე და რაღაც ყუთი იდო, მივედი გავხსენი და კაბა ამოვიღე, ეს კაბა ყველას ჯობდა იმ კაბებიდან რომელიც მე მქონდა,ამიტომ გადავწყვიტე ჩამეცვა, დაბლა ჩავედი, ენდი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და შევაქე..
-ვაუ,ენდ, რა სიმპატიური ხარ.. (ენა გამოვუყავი)
-შენ კი ულამაზესი ხარ ჯეს.. (გამიღიმა)
-ჯეს? ეს ახალი სახელი შემარქვი? (გავიკვირვე)
-კი, რატომაც არა.. გიხდება ეს სახელი
-ხოდა დამიძახე..
-კაბა ახალია? ძალიან გიხდება
-ოხ,ოხ გაიბლატავა ბიჭმა (გავიცინე) -მადლობა ენდ
-არაფრის მარა მე არ მიჩუქნია ეს კაბა შენთვის
-კაი რა, მეკაიფები?
-არა..
-აბა მოჩვენება იყო ჩემს ოთახში და ვერ დავინახე? უუ, მოჩვენებაავვ, სად ხარ?? (გადავიხარხარე)
-კარგი რა ჯეს, ხო იცი მე არ მიყვარს მასეთი ხუმრობა (გამიღიმა)
-ესეიგი?
-მე არ მომიტანია..
-კარგი, მაგას მერე გავარკვევთ, ახლა გვეჩქარება უნდა წავიდეთ (გავუღიმე)
-ხო, აბა რა (გამიღიმა)
-მობრძანდით მის მაქქერძი (გამიღო ენდიმ მანქანის კარები)
-სიამოვნებით (ვუთხარი)
ძალიან კარგი სიტუაცია იყო, მომეწონა, კარაოკეს მღეროდნენ, ზოგი ცეკვავდა, ზოგი რას აღარ აკეთებდა..
-შემდეგი ვინ იქნება? (გამოაცხადა საღამოს წამყვანმა)
-მე მინდა.. (წამოვდექი ფეხზე) ოდესღაც მაინც ხომ უნდა გამომეცადა ჩემი თავი სიმღერაში..
-ჯეს? რას აკეთებ? (გაკვირვებული მკითხა ენდიმ)
-ენდ, შენ არასდროს გიკითხავს გამომდის თუ არა სიმღერა, ამიტომ მინდა ნახო
-მის?! ამობრძანდით სცენაზე
სცენაზე ავედი, ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, ნუთუ იყო რამე ამაში გასაკვირი? და სიმღერა დავიწყე..
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1172 | დაამატა:Sallie♥ | რეიტინგი:4.2/5