მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 17 » ((> Always Hard To Say Goodbye ♡
3:54 PM
((> Always Hard To Say Goodbye ♡

♥ Be Yourself Always, 'Cause There Is No One Better <))
♥ იყავი ყოველთვის ის ვინც ხარ, რადგან აქ არავინაა შენზე უკეთესი <))
 

სანამ სახლამდე მივიდოდი დიდი დრო მქონდა საფიქრალად, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვერ ვხვდებოდი რა აწუხებდა ნესას, ტელეფონი ავიღე და ჯასტინთან დავრეკე, იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე
-ჯას როგორ ხარ??
-კარგად ჯესი შენ?
-ჯესი? ასე არასდროს მოგიმართავს ჩემთვის, ყოველთვის ჯეის მეძახდი მოფერებით
-ხოდა ახლა მოგმართავ
-კარგი როგორც გინდა, ჯას მისმინე,დღეს გავისეირნოთ რა
-ჯესი დღეს რომ დაკავებული ვარ?
-რა ხდება დღეს ??
-ჯესი უბრალოდ საქმიანი შეხვედრა მაქვს
-აა კარგი, მაშინ რამეს მოვახერხებ 
-...
-კარგი, კარგად
რაღაც ხდება და ვერ გამიგია რა, ჯასტინი.. ჯასტინს რაღა სჭირს? რა დაემართა? არ ვიცი.. ყოველივე ეს კითხვა ჩემს თავში ტრიალებდა, მხოლოდ მათ შეეძლოთ ამ კითხვეზე პასუხის გაცემა.. მარტო მინდოდა დარჩენა, მინდოდა მარტოდ მარტო მეფიქრა ჩემს ცხოვრებაზე, პრობლემებზე, მეგობრებზე და.. და ჯასტინზეც... ამიტომ სანაპიროზე გადავწყვიტე წასვლა, სახლში მივედი, გამოვიცვალე და წავედი..

ფიქრებმა გამიტაცეს და მემგონი ძალიან ღრმადაც შეტოპეს,უაზრო პასუხები მომდიოდა თავში,უაზროდ დავდიოდი და ვეძებდი ადგილს სადაც ჩემთვის განმარტოვებული შევეცდებოდი ამ კითხვებზე მეპასუხა... უცბად წყვილს მოვკარი თვალი და ვერ განვაცნობიერე ვინები იყვნენ, შორს მოჩანდნენ და კარგად ვერ ვხედავდი...
Tumblr_lxwk9naheb1r6r1tho1_500_large
ისევ სიარული გავაგრძელე, ჩამოვჯექი და ოკეანეს დავუწყე ყურება, ჩემს გარშემო სრული სიჩუმე იყო სანამ ვიღამაც არ დაარღვია ეს მყურდოება...
-ჯას გაჩერდი ახლა
-კარგი რა ნეს, ვინ დაგვინახავს, თანაც უკვე საქვეყნოდ გამოვჩნდით
-მაგრამ ჯეი? ის ხომ ცოდოა? ის მე მენდობოდა
-რას ვიზავთ, ხანდახან მწარეა სიმართლე
მხოლოდ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მივხვდი რაც ხდებოდა, ყველა ჩემს კითხვას პასუხი გაეცა და მეცხრე ციდან დავეშვი, მხოლოდ ახლა მივხვდი რა ყოფილა სიმართლე და ამის შემდეგ გავაცნობიერე ის რომ მეგობრის სწორად არჩევა უნდა მცოდნოდა, გვერძე გავიხედე და...

ვერ მოვითმინე, ცრემლები წამომივიდა, არ მინდოდა მეც იგივე გამეკეთებინა მათთვის და ხელი შემეშალა, ზუსტად ამ დღეს მივიღე გადაწვეტილება... გადაწყვეტილება რომელსაც ვერავინ შემაცვლევინებდა,სახლში მივედი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მერე დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი "რატომ ვიტანჯო თავი? როდესაც შემიძლია დავივიწყო ის, რატომ შევუშალო მათ ხელი როდესაც მათ ერთად ყოფნა უნდათ? და რატომ დავინგრიო ცხოვრება??" გვერძე გავიხედე და ჩემი და ნესას ფოტო დავინახე, ჩუმად ჩავილაპარაკე "ნეს მიყვარხარ" და ფოტო გადავხიე

შემდეგ ავიღე ფურცელი და პასტა, ავიგე კონვერტიც და დავიწყე წერა:
"ჩემთვის ძნელი იყო ამ ყველაფრის ყურება და იმის მოსმენა რომ სიმართლე მწარეა, მინდა გითხრათ რომ ორივე ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ვერასდროს გაპატიებთ იმას რაც გამიკეთეთ !! დაიმახსოვრეთ რომ მე ხელს არ შეგიშლით, იცხოვრეთ ბედნიერად და მშვიდად. ნეს იცოდე რომ ჩემს გულში ყოველთვის სათანადო ადგილი გეკავა, გენდობოდი და მიყვარდი, მაგრამ ბოლო დროს ამას შენგან ვეღარ ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე წასვლა.. არ მინდა გითხრათ სად ვიქნები, რადგან თქვენი ირონიული ღიმილის ნახვას ვერიდები.. მაპატიეთ რომ ოდესღაც ხელი შეგიშალეთ !!" წერილი კონვერტში ჩავდე და ნესას სახლში წავედი, ვიცოდი იქ არ იქნებოდნენ და ისიც ვიცოდი სად ედო გასაღები, კარგი გავაღე, შევედი, კონვერტი ლოგინზე დავდე და წამოვედი.. წამოვედი სამუდამოდ.. მოვდიოდი სახლში და ვფიქრობდი ყველაფერზე, დედა, როგრო მენატრები, რამოხვდებოდა ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყავი და მითუმეტეს ჩემს გვერდით, მე ხომ ბევრს არაფერს ვითხოვ :((. სახლში მივედი, ბარგი ჩავალაგე და სამუდამოდ დავტოვე ეს ქალაქი..


მემგონი უფრო დიდი და საინტერესო თავი იყო, წინ ბევრი რამ გელოდებათ, ბევრი სურპრიზი, დიდი თავგადასავალი, სიყვარულის ისტორიები და მეგობრობა <3
მემგონი არ უნდა იყოს ცუდი <3
კომენტარების გარეშე არ გავაგრძელებ <3 მინ. 10 
mileyrays: <br /><br /> (via beautifuldirtyyrich)

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 884 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 5.0/7
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-01-18 Spam
DZaaan Magariaa <3 Yocchaaagg :* Droze Dadeee