მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 1 » 18th Century-France & Love=3=
7:25 PM
18th Century-France & Love=3=
18th Century-France & Love
მოთხრობაში მოვლენები საფრანგეთში,
კერძოდ 18-ე საუკუნეში ვითარდება)
France & Amour....épisode:=3=



-ასეთი ლამაზი დილაა..და თქვენ ტირით?(უკნიდან ანდრიანის ხმა მომესმა)
  

-მე ყოველთვის ვტირი,როცა წარსულს ვიხსენებ(ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და გავხედე)
-და ასეთი რა მხოდა წარსულში,მისი გახსენება რომ ტკივილს გაყენებთ...!
მისი ლურჯი და წყლიანი თვალების ყურება მამშვიდებდა..შემეძლო მთელი დღე მეყურებინა მათთვის,მაგრამ არ მინდოდა ის უხერხულში ჩავარდნილიყო და ვეცადე არ მივშტერებოდი..ყვავილებს დავხედე..
-არამგონია ჩემი წარსულის მოყოლით დაინტერესდეთ...დიდი მოსაბეზრებელი რამეა..))
-რატომ საუბრობთ ჩემს ნაცვლად? არ ვფიქრობ ეგრე..(ღიმილით მომიახლოვდა)-გულახდილი საუბარი ადამიანს ეხმარება პრობლემებისგან გასათავისუფლებლად...
-რადგან არ იშლით....(გვერდით მომიდგა და მეც მოყოლა დავიწყე)
თითქმის ყველაფერი მოვუყევი,რომ ადრე შეძლებული ოჯახი ვიყავით,დედაზე და მისის ჰერცოგინიაზეც ვუთხარი..თუ როგორ მოვხვდი ამ სახლში..ის მართლაც დიდი ინტერესით მისმენდა...მე კი მეშინდოდა,არ მინდოდა გაუთავებელი საუბრით მისთვის თავი მომებეზრებია,მაგრამ ეს თხვონა იყო,მისი თხოვნა)
როდესაც როგორც იქნა ,ყველაფრის მოყოლას მოვრჩი,მანაც ცოტა რამ მითხრა მასზე...!
დედა და მამა იტალიაში,დიდგვაროვნებთა ოჯახს წარმოადგენენ....და ხანდახან არ მოსწონს,როდესაც მსახურებს ცუდად ექცევიან,მაგრამ მისი მშობლები ფიქრობენ,რომ მსახურს რომ ყოველთვის თანასწორივით დაელაპარაკო,ისინი ზომა-წონას დაკარგავენ და დიდგვაროვანის ფასს ვეღარ მიხვდებიან...
ჩვენ დიდხაანს ვისეირნეთ...მაშინ როცა,შევხედე რომ მზე თითქმის ამოსულიყო უკან დაბრუნება ვთხოვე...ჰერცოგინია გაიღვიძებდა და გაბრაზდბოდა საუზმე,დროზე ადრე რომ არ მიმერთმია...
სწრაფი ნაბიჯით გამოვცალე იქაურობას,რომ მან კვლავ დამიძახა და ორი წუთით გაჩერება მთხოვა..მეც დავემორჩილე..ის მომიახლოვდა.
-ნიკოლე,მე მხოლოდ ახლახანს მომაგონდა მეთქვა თქვენთვის..
-რა ხდება ანდრიან?
-მარიე მომავალ კვირაში მამასთან ერთად ძალიან აუცილებელ ვახშამზე მიდის..ვერ გამოტოვებს,მე კი მაქვს საშუალება სწორედ იმ დღეს,როცა მარიეს არ ეცლება დაგპატიჟოთ ქალაქგარეთ ბალზე...ვფიქრობ თქვენი შესანიშნავი გარეგნობით ყველას ყურადღებას მიიქცევთ....
ვერ ვხვდები ბოლო სიტყვების თქმა რა საჭირო იყო...
-არამგონია წამოსვლა შევძლო...ვაფასებ თქვენს შემოთავაზებას...
-კი მაგრამ ხელს რა გიშლით?ქალბატონი სახლში არ იქნება, და თქვენც საქმე არ გექნებათ....
-როგორც ჩანს ჩემი მოვალეობებში კარგად გარკვეულხართ...მაგრამ ვშიშობ,უარის თქმა მომიწევს...
-უარი არ მიიღება...
-თქვენ თუ გინდათ არ მიიღოთ,მაგრამ მე უარს გეუბნებით...
-მაინც ვერ ვხვდები რა გიშლით ხელს?(თავისას არ იშლიდა და დაჟნებით მთხოვდა პასუხს)
-მე ჩვეულებრივ ადამიანებს ასე ადვილად არ ვენდობი..თქვენ პირველი ხართ,რომელსაც დღეს ჩემს შესახებ თითქმის ყველაფერი ვუთხარი...ბალზე თქვენთან ერთად წამოსვლა,კი ჩემგან მეტისმეტი იქნება...
-და ერთხელ ცხოვრებაში უღალატეთ თქვენც პრინციპებს(გამიღიმა)
ცოტა ხანი დავფიქრდი...ხელს მართლაც არაფერი მიშლიდა,მაგრამ.....
-ხვალ გეტყვით პასუხს...
-დიდი მოლოდინით ვიქნები,ხვალიდნელი დღისადმი...(გამიღიმა)
მეც თავი დავუკარი და მსწრაფლვე დავტოვე იქაურობა..
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა...საღამოს მაირე და ანდრიანი სახლიდან გავიდნენ და ამიტომაც შემეძლო სახლში წავსულიყავი....მისვლისას მამას გადავეხვიე.მან კარგი ამბავი მახარა,მუშაობა დაუწყია...
მეც ვუამბე რომ,ბალზე შესაძლოა წავსულიყავი....ანდრიანის ნაცვლად ვუთხარი,რომ ქალბატონს მივყვებოდი...მანაც დაიჯერა...გახარებული ავედი დედას ოთახში და კარადიდან ის კაბა გადმოვიღე,რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა...არა ყველაზე მეტად რომელიც მომწონდა მას უფრო მნიშვნელოვანი დღისთვის ვინახავდი,მაგრამ ეს კააბაც ძალიან ლამაზი იყო...მიუხედავად იმისა,რომ ბალი მომავალ კვირას იყო,მე კაბა იმ საღამოსვე ჩემს ტანზე გადავიკეთე....ესე რომ ვთქვათ,ტანზე მოვირგე...მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე..სულ ის ლამაზი წუთები მახსენდებოდა,როცა მან ბალზე წასვლა მთხოვა...ოხ ეს პრინციპები!მასთან კი ვერ ვუღალატე მას,მაგრამ ჩემი პასუხით მაინც არ ვარ უკმაყოფილო...თავისდაფასებას ჰერცოგინია ყოველთვის მასწავლიდა...
მეორე დღეს ღამე ხანი იყო,ჰერცოგინიას უკვე ეძინა...არამხოლოდ ჰერცოგინიას,ჰერცოგსაც ეძინა...საკმაოდ გვიანი იყო და ნახევარზე მეტი მსახური უკვე თავის ოთახში მოკალათებულიყო..გარეთ მხოლოდ დარაჯებს თუ შეხედავდით...დღეს მე მიწევდა საანთლების ჩაქრობა...მართლაც მეორე სართულზე ავედი და დერეფანში სანთლებს ნელ-ნელა ვაქრობდი...მიუხედავად ამისა სიბნელე მაინც არ ყოფილა.მთვარის შუქის მკვეთრი სხივები სარკმელბში აღევდა და დიდ დერეფანს ანათებდა...უეცრად უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი...შევკრთი და მისკენ შევრბუნდი...ანდრიანი იყო...სიბნელეში მისი ლურჯი თვალები ანათებდა..ისეთი ლამაზი სანახაობა იყო..
-ანდრიან რატომ არ გძინავთ?
-ეგ მე უნდა მეკითხათ..ძალიან ხომ არ შეგაშინეთ?
-შემაშინეთ,მაგრამ მიპატიებია(გამეცინა)-მე სანთლებს ჩავაქრობ და დავიძინებ თქვენის ნებართვით,ხვალ უამრავი საქმე მაქვს..
-მოგეხმარებით(და დერეფნის ბოლოდან სანთლების დაქრობა დაიწყო)
ბოლოს შუა სანთელთან შევხდით ერთმანეთს...ესეესიყო ,ხელი გავიწოდე ჩასაქრობად,რომ შემაჩერა...
-პასუხი მითხარით და წავალ...
-რისი პასუხი?
-წამოხვალთ ჩემთან ერთად?
-ძალიან გთხოვთ ეგ კითხვა ცოტა ხმადაბლა.(გამეცინა)-არავინ გაიგოს..
-წამოხვალთ?(ყურში ნაზად ჩამჩურჩულა)
-ბევრი ვიფიქრე და თქვენს წინადადებას დავთანხმდები....(მორცხვად ავხედე)
-ძალიან გამახარეთ..ხვლავე გავგზავნი წერილს,რომ სტუმრების სიაში ჩაგწერონ...
-ეს აუცილებელია?
-დიახ..თქვენ ხელი გეშლებათ?
-არა უბრალოდ...(თავი დავწიე)
-არ მითხრათ,რომ კვლავ შიში გაქვთ,რომ მე დიგვაროვანს და თქვენ ერთად არ მიგვიღებენ
-ჩემს აზრებს კითხულობთ?
-ამას რა დიდი მიხვედრა უნდა....ქალაგარეთ არის ბალი და არამგონია ვინმემ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ იიცოდეს...თქვენ ისე მდიდრულად და ლამაზად გამოიყურებით ყოველდღე...(ხელზე მემთხვია და ისე არაფრის თქმა არ დამაცადა სიბნელეში გაუჩინარდა)
მეც ბოლო სანთელი ჩავაქვრე და ნელი ნაბიჯით წავედი ჩემი ოთახისკენ...
მთელი ღამე ვფიქრობდი ბალზე,რომელიც სულ მალე გაიმართებოდა...იქ ჩემს თავს ვერასდროს წარმოვიდგენდი,მაგრამ ეს რეალობა იყო...
იმ დღის შემდეგ,ანდრიანი თუკი სადმე მარტოს შემნიშნავდა დროს არ კარგავდა და ბალზე მეუბნებოდა...ჩვენ მოვილაპარაკეთ,დავთქვით შეხვედრის ადგილი ბალის დღე და სხვა ამგვარი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო გარემოებები...!
რთმა კვირამაც მალე გავლოო....საღამოს ჰერცოგი და ჰერცოგინია მარიეს ბარგი ეტლში ჩავალაგეთ..ისინი სამი დღით მიდოიდნენ...მარიემ ანდრიანს წასვლის წინ უთხრა,რომ მის გარეშე არ მოეწყინა...მე კი მთხოვა მისთვის ყურადღება მიმექცია...ისინი გავაცილეთ და ანდრიანთან ერთად სასახლეში დავბრუნდი...
-ხომ გახსოვთ ხვალ ბალის დღეა...
-რათქმაუნდა ანდრიან..(გავუღიმე და ოთახისკენ წავედი)
მეორე დილით სახლში დავრბუნდი...მამას წერილი დამხვდა მაგიდაზე,რომ ის სამუშაოდ იყო)ეს ხომ ისედაც ვიცოდი,მაგრამ ეს უფრო მეტი ყურადღებისთვის დამიწერა...ოთახში ავირბინე და დიდი სიხარულთ დავიწყე ბალისთვის მზადება...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1025 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-07-03 Spam
au rogor momwooons es motxrobaa <3 malee ra gtxooov :****