-კი ქალბატონს გადაეცით რომ,ყველაფერი მზად არის...
-კარგი!...
ამ დროს გარედან ხმა შემომესმა...
-ალბათ ჩამოვიდა...(გავიფიქრე და ფანჯრიდან გადავიხედე)
მართლას ეზოს უცხო ეტლი მოადგა...იქედან კი , ჰერცოგინიას იტალიელი საქმრო გადმოვიდა...
-ნიკოლა აქ ხრთ?ის ჩამოვიდა...(სამზარეულოში მარიე შემოვიდა)
-დიახ...შევხედე ქალბატონო...
-სწრაფად წამოდი...არ მინდა ვალოდინო...
-მოვდივარ ქალბატონო...
მას გვაყევი...სამზარეულოში იშვიათად შემოდის და სახელითაც იშვიათად მომართავს...ნამდვილად უჩვეულო დღე არის ))
-ნიკოლა,რას იტყვი როგორ გამოვიყურები?
-შესანიშნავად ქალბატონო..(დაუფიქრებლად ვუპასუხე)
-სიმართლე მითხარით ნიკოლა!
რადგან მთხოვა მეც არ დავუმალე...
-ვფიქრობ საყურეები ზედმეტად მდიდრულია...კაბას უფრო ნაზი ფერი მოუხდებოდა...
-კარგი სწრაფად წამომყევი..სანამ მამა მასთან არის,საყურის გამოცვლას მოვასწრებ...
ამ ადამიანში მხოლოდ ის მაკვირვებდა,რომ ჩემს ამგვარ რჩევეს ყოველთვის ითვალისწინებდა,თანაც უანგაროდ ))კარგია,რაღაცაში მაინც რომ მენდობა....
-ნიკოლა.თქვენ ყველგან გამომყვებით,სადაც ჩვენ წავალთ..არ დაივიწყო ეს...
(კიბეებზე ჩასვლისას მითხრა)
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ....მე ცხენზე ჯდომა არ ვიცი...ვაითუ მას გასეირნება ცხენით მოუნდეს,შენ დამეხმარები...
-დიახ ქალბატონო...
(ამ არარეალურ სურვილზეც დავეთანხმე...
მითუმეტეს არ ვიცოდი,როგორ უნდა დავხმარებოდი ცხენის გაჭენებაში)
როგორც იქნა ეტლს მივუახლოვდით...ჰერცოგი ქალიშვილს მიესალამდა სახლში შევიდა...
-თქვენ ჩამოხვედით...(მარიე სტუმარს მიუახლოვდა)
-მთხოვეთ და მე აქ ვარ..სასიამოვნოა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა...(ხელზე ემთხვია)
მე მათ უკან ვიდექი და იტალიელ მამაკაცს მივშტერებოდი,რომელმაც ასე მიიბყრო ჩემი ყურადღება...
მას ჩემთვის არც გამოუხედავს,ან რატომ უნდა გაეხედა უბრალო მსახურსითვის...
მოულოდნელად,მარიე ჩემსკენ შემოტრიალდა და ჩუმად მითხრა:
-მან სასეირნოდ გასვლა შემომთავაზა..ოთახიდან ქუდს ჩამოვიტან...
-დიახ ქალბატონო მარიე..გასაგებია..(და უკან გავყევი)
-რას აკეთებ?
(მოულოდნელობისგან შევკრთი...მისმა შემობრუნებამ წამიერად შემაშინა)
-მოგყვებით ქალბატონო..
-კი მაგრამ სტუმართან მიდი..ის ხომ სულ მარტოა...
-გასაგებია..(ნაზად დავუხარე თავი)
ვაღიარებ ეს მისი ერთადერთი ბრძანება იყო,რომელიც ძალიან მესიამოვნა...
მას ნელ-ნელა მივუახლოვდი...გამომხედა,გამიღიმა და ჩემდა გასაოცრად გამომელაპარაკა...
-თქვენ,ალბათ მარიეს მეგობარი ხართ...
-არა რას ამბობთ..მე უბრალო მსახური ვარ ამ სახლში...
-მსახური?(და კაბაზე კიდევ ერთხელ შემომხედა)-ნამდვილად არ გავხართ მსახურს....
-ანდრიანი...
-ნიკოლა...
-შეიძლება ხელზე გემთხვიოთ?(ხელი გამომიწოდა)
-კი მაგრამ...
მისი მზერა არ წყრებოდა...ხელი კვლავ გამოწეული ქონდა და მე მელოდებოდა...მაგრამ,ჩვენთან ჰო მსახურებს ასე არ ეცნობიან დიდგვაროვნები...
წამიეერად დავიბენი....თავი უხერხულად რომ,არ ეგრძნო ხელი ხელზე დავადე...ის ნაზად მემთხვია...
-ჩვენთან,მსახურებს ასე არ იცნობენ ანდრიან...(გამეცინა)
-არა? აბა როგორ?სხვაგვარად როგორ შეიძლება თქვენნაირი მშვენიერი ქალბატონის გაცნობა?(გაიცინა)
-ჩვეულებრივ დიდგვაროვნები,მსახურის სახელითაც არ ინტერესდებიან..
-დიდგვაროვნები?არ მიყვარს ეგ სიტყვა..ჩემთვის ყველა ერთნაირია ნიკოლა..
-მითუმეტეს რას იფიქრებდა ჰერცოგინია,თქვენ ხომ მისი საქმრო ხართ?
-საქმრო?(გაკვირვებისგან სიცილი დაიწყო...ასეთ თავისუფალ მოსაუბრე ადამიანს პირველად შევხვდი)
-ეგ მარიემ გითხრათ?
-არა,არა...მე მეგონა ასე...(სიტუაციის გამოსასწორებლად ვთქვი)
ოჰ მისი მორიგირ ტყუილები...საძაგელი ჰერცოგინია...მას რომ კითხო საქმროა...არადა ანდრიანმა ამის შესახებ არაფერი იცის...მაგრამ,მე ვინ მკითხავს მათ საქმეში ჩარევას?
-ძალიან ლამაზად გამოიყურებით მარიე..(ბოდიში მომიხადა და მისკენ წავიდა)
-გმადლობთ ანდრიან...წავიდეთ ჩემს ბაღს დაგათვალიერებინებთ..
(ამაყად გადმომხედა და თვალით მანიშნა გავყოლოდი)
როგორ არ მინდოდა მათ უკან სიარული....ეს ხომ ჩემთვის ძალიან დამაცირებელი იყო... კუდში გავყოლოდი ყველგან და თავი ისე დამეჭირაა თითქოს,მათი დიალოგი არ მესმოდა..."მისი ბაღი"-მისი სულაც არ იყო....ეს ბაღი,რომ ასეთი შესანიშნავია ეს ბებიას დამსახურებაა,ჰერცოგინია კი მას ყურადდღებას საერთოდ არ აქცევს,მაგრამ როდესაც დასჭირდება ,ის მისია...
ნელ-ნელა ბაღს ვუახლოვდებოდით,რომ ჩემსკენ ანდრიანი შემოტრიალდა...
-მარიე,არ მომწონს რომ ნიკოლა უკან მოგვყვება...ჰომ შეიძლება რომ,მან ჩვენთან ერთად იაროს?
მის სიტყვეებს არ ველოდი...გული ამიჩქარდა...
-როგორ არ შეიძლება..უბრალოდ მგონია,უკეთესი იქნება თუ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით...(ძალით გაუცინა მარიემ)
-მაშინ მიეცი ნება წავიდეს...უკან გამოყოლა ჰო არც ისეთი კარგია,მზეში..ჯობს დაისვენოს და ჩვენ მარტონი განვაგრძობთ გზას...
მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა..მეგონა მე ვსაუბრობდი...
-კი მაგრამ რატომ ზრუნავ მსახურზე ასე ძალიან?(მსწრაფლვე გამოაშკარავა თავისი თავი მარიემ)
-მსახურზე?ჩვენ ხომ ყველა ერთნაირები ვართ მარიე...მსახურს არ ცხელა მზეში?(ჩაიცინა)
-კარგი,მაშინ ჩვენთან ერთად იაროს...(გონს მოეგო ქალბატონი...მიხვდა რომ ანდრიანის წინააღმდეგობის გაწევა კარგს არაფერს მოუტანდა)
-შეგიძლია შემოგვიერთდე...(გამარჯვებულის სახით გამომხედა ანდრიანმა)
-რასაკვირველია...(და მის გვერდით დავდექი)
მათ დიალოგს ვუსმენდი..ქალბატონი ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყოდა,რაც ნამდვილ ჰერცოგინიას არ შეეფერებოდა...
-შეგიძლიათ მარიე თქვენს ბაღზე ცოტა რამ მითხრათ?თქვენიდან ვიცი,რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქალაქში,არამედ ქვეყანაში...
-რათქმაუნდა...მე ყველაფერს გეტყვით...მაგრამ ვფიქრობ ეხლა არ ღირს...ჯობს დავბრუნდეთ..
(ანერვიულებულმა თქვა...მან ხომ ბაღზე არაფერი იცოდა)
-რატომ?ჩვენ ხომ ახლახანს მოვედით...
და ჩემს საყვარელ ყვავილს მიუახლოვდა...
-ძალიან ლაამაზია...ეს რა ყვავილია მარიე?
(მარიეს პასუხი არ ქონდა...ჩვეულებისამებრ მარაო სახესთან აიფრიალა,ისე ნაზად როგორ გაზახფულის სიო)
უხერხული სიჩუმე მე დავარღვიე...
-ეს ვარდისფერი აკაციაა...(ანდრიანს მივუახლოვდი)-ის ნამდვილად გამოირჩევა თავისი სილამაზით და სურნელით...გარდა ვარდისფერისა,ბაღის ბოლოს არის თეთრი და ნარინჯისფერი აკაცია..ასევე არსებობს აბრეშუმის,რომლელსაც ტენიანი პირობები ჭირდება საარსებოდ..სწორედ ამიტომ,ის ამ ბაღში არ ხარობს..
-ძალიან საინტერესოა...(ფეხზე წამოდგა და აღტაცებით გამომხედა)
-თქვენ უბრალო მსახური ნამდვილად არ ხართ...
მისმა სიტყვებმა სახტად დამტოვა..
მადლობის ნიშნით მორცხვად გავუღიმე...
-ახლა შეგვიძლია წავიდეთ..როგორც ჩანს ნიკოლმა ჩემი სათქმელი უკვე თქვა,ყვავილთან დაკავშირებით...
-დიახ,ახლა შეგვიძლია წავიდეთ...
(მზერა ჯერ მარიეს,შემდეგ კი კვლავ მე მომაბყრო)
სახლისკენ გზას გავუდექით...ხმას არ ვიღებდი...კვლავ მათ ვუსმენდი ..თანაც გაკვირვებული...!მართლა მიკვირდა იტალიელი ანდრიანი,როგორ ფლობდა ფრანგულს ასე კარგად...
დროდადრო მას გავხედავდი .ისიც ამ დროს გამოიხედებოდა ხოლმე...მე დარცხვენილს მეცინებოდა და მზერა ქალბატონისკენ მიმქონდა...
სადილს არ დავსწრებივარ...მარიეს ოთახი იყო დასალაგებელი...საღამოს დაღლილმა სახლში წასვლა ვეღარ მოვახერხე,და ჩემს განკუთვნილ ოთახში,წავედი დასაძინებლად...
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა...ორ-სამ საათში დგებოდა ქალბატონი...საქმე არაფერი მქონდა..ჩემი მეორე კაბა ჩავიცვი,რომელიც აქ მქონდა დატოვებული და ბაღში გასასეირნებლად წავედი...
ნამიან ველზე გასეირნება და დილის რიჟრაჟის შეგრძნება,კარგ გუნებაზე მაყენებდა.მითუმეტეს რომ,ეს ადგილი ჩემს გონებაში საუკეთესო მომენტებს აღვიძებდა...გამახსენდა,როგორ დავსეირნებდით მე და ჰერცოგინია ამ ბაღში...მარიეს ბებია,რომელსაც მისი არაფერი თვისება გააჩნია...ვიხსენებდი,როგორ ჩერდებოდა მოხუცი თითოეულ ყვალითან და მის შესახებ მიყვებოდა...მეც ყვითელ ნარცისებთან ჩავიმუხლე...გონება დავძაბე და ის დრო დეტალურად გავიხსენე...წამით წარსულში გადავეშვი და რეალობას მოვწყდი...წარსულში,სადაც დედა და დიდი ჰერცოგინია ჩემთან იყვნენ...
მაშინ,როცა რეალობას დავუბრუნდი ფეხზე წამოვდექი და ცხარე ცრემლით ავტირდი...
-ასეთი ლამაზი დილაა..და თქვენ ტირით?(უკნიდან ანდრიანის ხმა მომესმა)