მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » Our Love Is Like The Wind..I Can See It But I Can Feel It..:**..7
0:14 AM
Our Love Is Like The Wind..I Can See It But I Can Feel It..:**..7

1 part 2 part 3 part 4 part 5 part 6 part

ბავშვებო მინდა ეს თავი __mariami–ს მივუძღვნა..მიყვარხარ ჩემი გოგო..ძააან..:**.უღრმესი მადლობა რომ კითხულობ ჩემს მოთხრობას და აკომენტარებ...ძალიან მიყვარხარ



მანქანაში ჩავსხედით...კეროლაინმა მანქანასთან ერთად თავისი ძალებიც დაძრა და დაიწყო ტლიკინი...:D...ჩემი ბოთე როგორ შემიყვარდა ამ მოკლე ხანში...სახლში მალე მიმიყვანა...ნუ სახლში რაა ...კეროლაინის აზრით რომ ჩემი სახლია...:D...დამემშვიდობა და მთხოვა როგორც კი მივიდოდა სახლში დამირეკავდა...ამის გაგოპნებაზე ტვინში დამარტყა..სახლში მისვლა უნდა მომესწრო სანამ თვითონ მივიდოდა...:D..და დაძრა თუ არა მანქანა ჩემი სახლისკენ მოვძუძგე..სახლში თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი და ეზოში ფეხი კინაღამ მომისრიალდა...:D...სახლში შევვარდი და ზუსტად მაშინ დარეკა ტელეფონმა...ისე მივვარდი კინაღამ ფეხი დამიცურდა...და ტელეფონში ჩავყვირე...
–გისმენთ...(მეგონა კეროლაინი იქნებოდა)
–უკაცრავად ბატონ ედვარდს თხოვეთ..
ჰუჰ ამოვისუნთქე...
–არ არის ქალბატონო სახლში..
–კარგით და მალე მოვა?
–არ ვიცი...სამსახურშია და დღეს შეიძლება კიდევ პარიზში გაფრინდეს ამიტომაც ზუსტად ვერ გეტყვით მოვა თუ არა დღეს სახლში...
–აჰა..კარგით ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე..
–არაფრის...
ყურმილი მალე დავკიდე და ოთახში დედაჩემი შემოვარდა
–რა გჭირს...კარგად ხარ?
–კი რა იყო?
–1.ძვლივს სუნთქავ..
2.თავიდან ბოლომდე სველი ხარ
–პასუხები...1.მოვრბოდი და მაგიტომ..
2.უი წვიმას დაუწყია და მე არ გამიგია...:D
–ოხ..წადი დროზე წყალი გადაივლე..გამოიცვალე და მერე ჩამოდი და მომიყევი ერთ რატო მორბოდი...
–ისე უბრალოდ..სახლში მალე მოსვლა მინდოდა...
–ვერ მომატყუებ...გაიცინა და სამზარეულოში გავიდა...
–უიმე...ყველაფერს როგორ ხვდება..ჩავიპურტყუნე ჩემთვის ჩუმად..
–გავიგონეე...
–ჰმ...და დავეჭყანე ამას მაინც ხომ ვერ დაინახავდა...მაგრამ ოთახიდან თავი გამოყო და
–დავინახე....
–ოხ...და გაბრაზებული ავედი ჩემს ოთახში...წყალი გადავივლე და გამოვიცვალე...ცოტა წავიმეცადინე კიდეც და შემდეგ კომპიუტერს მივუჯექი..სკაიპი ჩავრთე თუ არა იქ ვიღცამ მომწერა...
-privet rogor xar?
-madlobt aramishavs da gicnobt?
-ara magram tu ar shewuxdebit gavicnot
-ara madloba…
და პირდაპირ ბლოკი დავადე...5 წუთის შემდეგ კიდევ ვიღაცამ მომწერა
–aba..aqac me var iqac me var…:D
პასუხი არც გამიცია ისევ დაბლოკე..
და ისევ..
-priveet…isev me…:D
ისევ დაბლოკე….ასე მომწერა დაახლოებით 10ჯერ..სხვადასხვა სკაიპიდან...
აი კიდევ
-maintersebs erti rodis daiglebi (ის)
-shemeshvi…
ისევ მივაბლოკე და სკაიპიდან საერთოდ გამოვედი...რაღაც ვერ ვიყავი ხასიათზე...ვიცოდი ეხლა რაც მჭირდებოდა...უჯრიდან დღიური ამოვიღე ფანჯარასთან მდგომ მდივანზე ჩამოვჯექი და წერა დავიწყე...




დღევანდელზე ვწერდი...სურათბთან დაკავშირებით...ასევე კეროლაინზეც..იმ ტყუილზე რასაც მე ვთხზავ და რავი ყველაფერზე..წერა დასრულებული არ მქონდა როცა ჩემს ოთხშ დედაჩემი შემოვიდა...მე დღიური უცებ დავმალე ბალიშის ქვეშ..
–რას აკეთბ?
–რავი წვიმას ვუყურებ...და ვტკბები მისი სილამაზით..



დედაჩემი გვერდით ჩამომიჯდა...
–იცი შვილო რაღაცით მე მგავახარ..პატარაობაში მეც ჩამოვჯდებოდი ხოლმე ფანჯარასთან და შევჰყურებდი წვიმას..და ვფიქრობდი თუ როგორი მომავალი მექნებოდა..მეშინოდა რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი ისეთ ადამიანს რომელიც მეყვარებოდა..რომელსაც ვეყვარებოდი და მეყოლებოდა მასთან ულამაზესი შვილები...ამის მეშინოდა...ჩემი მომავალი მუქ ფერებში გავაწყვე..თუმცა იმისთვის არ მიფიქრია რომ ღმერთს ჰქონდა უკვე ჩემთვის დაწერილი ულამაზესი ისტორია...და მე ამით კმაყოფილი ვარ...მყავს უსაყვარლესი ქმარი..რომელიც ძალიან მიყვარს...მყვას ორი პატარა...საყვარელი ულამაზესი შვილი...რომლის გარეშეც ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია...მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით...ვიცი შვილო ეხლა როგორ გიჭირს...შენ სულ სხვანაირი ხარ...არ გავხარ სხვა გოგონებს..შეიძლება ეს კარგი იყოს მაგრამ ამავე დროს ძლიან დიდი ნაკლია..ეხლა შენს ცხოვრებაში ძლიან რთული პერიოდია...მომისმინე შვილო..ძალიან ჩაკეტილი ხარ...რატომ არ გინდა რომ გაიცნო ვინმე დაუმეგობრდე...წესიერად ჩაიცვა..გამოიპრანჭო...იცხოვრო სანამ ცოცხალი ხარ და დატკბე იმ სიცოცხლით რომელიც ღმერთმა გიბოძა...რატომ არ იცვლები...მხოლოდ ერთხელ ცოცხლობ და გამოიყენე ეს შანსი...დავიჯერო მოგწონს ასეთი ცხოვრება
–არა დედა მაგრამ...მეშინია რომ მეგობრები ჩემთან მხოლოდ იმის გამო იქნებიან რომ მდიდარი ვარ..თუმცა ეს არ მინდა...:((
–შვილო ყოველთვის მიხვდები ადამიანი როდის არის გულწრფელი შენს მიმართ...
–:((
–სკოლაში არავინ გაგიცვნია?
–კი კეროლაინი...აუ იცი რა კარგი ბავშვია დედა...აი ძალიან საყვარელია...ძან შემიყვარდა...
–და იმას
–იმასაც...
–და იცის რომ მდიდარი ხარ?
–არა...:(
–აბა მომიყევი ყველაფერი მის შესახებ...
მეც ყველაფერი ვუამბე დედაჩმს კეროლაინთან დაკავშირებით...თუ როგორ კარგად ვერთობით ერთად...როგორ მექცევა..
–ხედავ შვილო მას ერთი უბრალო პატარა ღარიბი გოგონა გონიხარ მაგრამ შენთან მაინც მეგობრობს...მემგონი დროა რომ სიმართლე უთხრა...
–კი მაგრამ...
–არანაირი მაგრამ...შვილო შენ რაც მომიყევი იქედან თუ ვიმსჯელებთ კეროლაინი ნამდვილად კარგი ადამიანი და მეგობარია...და გირჩევ არ დაკარგო..
–კარგი..გპირდები ყველაფერს ვეტყვი..და დედაჩემს მეთლი ძალით ჩავეხუტე..
ამ დროს ოთახში დევიდი შემოხოხდა...ვერც გავიგეთ ისე...ჩვენს ფეხებთან მოვიდა ფეხზე ჩამომქაჩა და ამოგვხედა.



ვიცი რომ უინტერესო თავი გამოვიდა....იმედია შემდეგი საინტერესო იქნება და მოგეწონებათ..ამ თავისთვის კი დიდ ბოდიშს გიხდით..იმედია ცოტათი მაინც მოგეწონათ..15 კომენტარზე გავაგრძელებ..:*


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 761 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-02-11 Spam
dzaan magaria