მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » ((> Always Hard To Say Goodbye ♡
7:33 PM
((> Always Hard To Say Goodbye ♡

1 სეზონი
2 სეზონი
♥ Be Yourself Always, 'Cause There Is No One Better <))
♥ იყავი ყოველთვის ის ვინც ხარ, რადგან აქ არავინაა შენზე უკეთესი <))
Tumblr_ly0t2dewg21qlmijno1_500_large

მაგრამ მე რისი ჯეი ვიქნებოდი რომ ბიბერისთვის სამაგიერო არ გადამეხადა. ისე რატომ არის ეს ხალხი ასეთი ამაზრზენი?? რატომ უნდა ყველას რომ ნერვები მოგიშალოს.. ნუ კარგი, შევეშვები ამ შურისძიებას მეც ხომ მისნაირი არ ვარ, მე არ მიყვარს სხვისი ნერვების მოშლა.. ვალენტინობა რომ არ ჩამეშხამებინა ენდის ვთხოვე რომ რაიმე სიყვარულის კლუბში წავეყვანე, ენდიც დამთანხმდა.
-ჯეი, წადი გამოიცვალე და ჩამოდი მერე, კაბა ჩაიცვი რამე..
-კარგი ენდ.. (ასე ვეძახდი მოფერებით) მეც წავედი და გამოვიცვალე, სხვათაშორის დიდი ხანი ვარჩევდი რა ჩამეცვა რადგან ყველაფერი მომწონდა, ბოლოს ლოგინზე დავიხედე და რაღაც ყუთი იდო, მივედი გავხსენი და კაბა ამოვიღე, ეს კაბა ყველას ჯობდა იმ კაბებიდან რომელიც მე მქონდა,ამიტომ გადავწყვიტე ჩამეცვა,  დაბლა ჩავედი, ენდი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და შევაქე..
-ვაუ,ენდ, რა სიმპატიური ხარ.. (ენა გამოვუყავი)
-შენ კი ულამაზესი ხარ ჯეს.. (გამიღიმა)
-ჯეს? ეს ახალი სახელი შემარქვი? (გავიკვირვე)
-კი, რატომაც არა.. გიხდება ეს სახელი
-ხოდა დამიძახე.. 
-კაბა ახალია? ძალიან გიხდება
-ოხ,ოხ გაიბლატავა ბიჭმა (გავიცინე) -მადლობა ენდ
-არაფრის მარა მე არ მიჩუქნია ეს კაბა შენთვის
-კაი რა, მეკაიფები?
-არა..
-აბა მოჩვენება იყო ჩემს ოთახში და ვერ დავინახე? უუ, მოჩვენებაავვ, სად ხარ?? (გადავიხარხარე)
-კარგი რა ჯეს, ხო იცი მე არ მიყვარს მასეთი ხუმრობა (გამიღიმა)
-ესეიგი?
-მე არ მომიტანია..
-კარგი, მაგას მერე გავარკვევთ, ახლა გვეჩქარება უნდა წავიდეთ (გავუღიმე)
-ხო, აბა რა (გამიღიმა)
-მობრძანდით მის მაქქერძი (გამიღო ენდიმ მანქანის კარები)
-სიამოვნებით (ვუთხარი)
ძალიან კარგი სიტუაცია იყო, მომეწონა, კარაოკეს მღეროდნენ, ზოგი ცეკვავდა, ზოგი რას აღარ აკეთებდა.. 
-შემდეგი ვინ იქნება? (გამოაცხადა საღამოს წამყვანმა)
-მე მინდა.. (წამოვდექი ფეხზე) ოდესღაც მაინც ხომ უნდა გამომეცადა ჩემი თავი სიმღერაში..
-ჯეს? რას აკეთებ? (გაკვირვებული მკითხა ენდიმ)
-ენდ, შენ არასდროს გიკითხავს გამომდის თუ არა სიმღერა, ამიტომ მინდა ნახო
-მის?! ამობრძანდით სცენაზე
სცენაზე ავედი, ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, ნუთუ იყო რამე ამაში გასაკვირი? და სიმღერა დავიწყე..


და მე დავინახე რომ ხალხს ცრემლი მოსდიოდა ჩემს ნამღერზე, უცბად კარი გაიღო და.. 

 

და მე ჯასტინი დავინახე, მე სიმღერას არ ვწყვეტდი, ის კი უფრო მიახლოვდებოდა, მე სცენაზე ვიდექი, ის კი ჩემს გასწვრივ, ის სიმღერაში ამყვა, ნელ-ნელა კიბისკენ მოიწევდა და მიახლოვდებოდა, ჩემი გული მით უფრო ძგერდა და ეს სიმღერას დავაბრალე, მაგრამ მე ვიცოდი რომ ასე არ იყო, მე ვიცოდი რომ პირველი სიყვარულის დავიწყება ძნელი იყო.. ის ჩემსკენ მოიწევდა, მე კი მისკენ.. ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებდი..

სიმღერა დამთავრდა, შეწყდა მუსიკა და გაისმა ხალხის შეძახილი, ჯასტინმა თვალებში შემომხედა და მითხრა -მაპატიე, მე ის არ მყავრებია

-შეიძლება შენ ის არ გყვარებია, მაგრამ შენ გამცვალე მასში, მე ენდი მიყვარს (ვუთხარი, თვალიდან ცრემლი წამომივიდა, სცენიდან ჩამოვედი და ენდისკენ გავიქეცი)

ჯასტინმა მიკრაფონი დაიჭირა და მითხრა -გიხდება კაბა
მე უკან გავიხედე მაგრამ აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ წამოვედი და ენდის ვთხოვე სახლში წავეყვანე, გზაში ხმა არ ამომიღია, როდესაც სახლში მივედით ერთადერთი სიტყვა ვთქვი "მარტო მინდა ყოფნა" და ჩემს ოთახში ავედი.. საფიქრალი ბევრი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი რით დამეწყო, არ მინდოდა ენდისთვის გული მეტკინა, არ ვიცოდი ვინ მიყვარდა, ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს, ბოლოს გამახსენდა ვიღაც, ვისსაც უკვე დიდი ხანი იყო აღარ დავლაპარაკებულვარ.. გამოვიცვალე, დაბლა ჩავედი და კარები მოვიჯახუნე.. ენდი გამომედევნა
-სად მიდიხარ?
-მოვალ ! -ვუთხარი გრუბად და ელენასთან წავედი, 2წუთში იქ ვიყავი, კარებზე დავაზარინე, კარი ელენამ გამიღო, ან სხვას ვის უნდა გაეღო, მარტო ელენა ცხოვრობდა იქ.
-ელ დამეხმარე გთხოვ, შენთან ლაპარაკი მჭირდება
-შემოდი ჯეს, დაწყნარდი და ისე მომიყევი ყველაფერი
-ის გამოჩნდა, ის ისევ აქ არის
-რა ხდება, წესივრად მითხარი..
-კარგი, მოკლედ ჯასტინი ისევ გამოჩნდა, ისეც მეუბნება რომ ვუყვარვარ, ცდილობს ჩემსა და ენდის შუაში ჩადგეს, თავგზას მიბნევს, აღარ ვიცი ვინ მიყვარს, ჩემს გრძნობებში ვერ გავრკვეულვარ.. მიშველე ელლ.. 
-რთული სიტუაციაა ჯეს :(( მოდი დღეს ჩემთან დარჩი ან საერთოდ სანამ არ დაწყნარდები აქ იყავი..
-კარგი ელ.. შენი ნოუთბუქი სად არის?
-აი მანდ დევს, რათ გინდა?
-ენდის უნდა მივწერო..
-რა უნდა უთხრა?
-ის რომ დღეს შენთან ვრჩები
-კარგი, მიდი..
-ჯასტინი მწერს !!
-რაო რა უნდა?
-მოიცა წავიკითხავ
-Jey Rogor Xar?
-Kargad
-Madloba Mokitxvistvistvis Mec
-ახლა რა ვქნა? რა მივწერო ? 
-გაანებე თავი.. :)) ვნახოთ რას მოგწერს.. თუ გასკდა წერით ესეიგი უყვარხარ მართლა..
-Jey Aq Xar??
-Jey Mipasuxe
-Vnanob Chems Saqciels
-Mapatie
-Mivxvdi Ra Mnishvnelovani Yopilxar Chemtvis
-Miyvarxar
-Mipasuxe
-Dzalian Gtxov
-უყვარხარ.. (მითხრა ელენამ) -რას აპირებ?
-ელ.. ეგ რომ ვერ გავიგე მაგიტომ ვარ ასეთ დღეში.. არ ვიცი რას ვაპირებ, არ ვიცი..
-ენდის მიატოვებ?
-ა.. არ ვიცი..
-მიდი მისწერე ენდის და მერე დავილაპარაკოთ, ცოტა განტვირთვა გჭირდება, დამიჯერე..
-კარგი ელ.. 


დიდი მადლობა ბავშვებო ეს თავი თუ მოგეწონათ <3 მართლა კარგები ხართ ყველა <3
ვინც კითხულობთ ძალიან მსიამოვნებს თქვენი კომენტარები <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1146 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-02-18 Spam
magariaa gaagrdzeleeeee