მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » ზღვაში ჩამავალი მზე...
9:01 PM
ზღვაში ჩამავალი მზე...
ზღვაში ჩამავალი მზე...

იცოდა, რომ საღამო იყო და მალე მოუწევდა ჩასვლა... ცდილობდა გვიან ჩასულიყო, ენახა ჩასვლამდე და მოხვეოდა სხივებით მის წელს.. ელოდებოდა , ელოდებოდა, უსასრულო ხდებოდა წუთი. და როდესაც დააპირა ჩასვლა , იმ დროს გამოჩნდა. როგორი ლამაზი იყო... :) ახალი თეთრი კაბა ეცვა და საოცრად მომხიბვლელ სხეულს უჩენდა. ნაპირზე პირსახოცი დააფინა, ზღვაში ფეხები დაისველა, შემოხედა ერთი და პირსახოცზე დაწვა. როგორი მშვენიერი იყო.. ისიც უგზავნიდა სხივებს. წელზე ეხვეოდა და გრძნობდა მის სუნთქვას.. ის არ ერიდებოდა მას და უფრო და უფრო ეფიცხებოდა.. ცოტა ხანში , ადგა და ზღვაში ჩავიდა.. წყალში ძალას კარგავდნენ მისი სხივები.. ელოდებოდა გოგონას ამოსვლა.. დიდხანს ელოდებოდა.. როგორც იქნა ამოვიდა და კვლავ პირსახოცზე დაწვა. ასეთი ლამაზი ჯერ არ ენახა, თვითონაც უკვირდა.. 

ჩასვლის დრო იყო... ძალიან არ უნდოდა, მაგრამ რა ექნა, უნდა ჩასულიყო. ასეთი იყო ბუნების წესი. მანაც მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, შეაგროვა სხივები და მთელი სიყვარული გაატანა მასთან.. სხივებმა ნაზი კანი დაწვეს.. უცბად წამოჯდა , დახედა ტანს და ზღვაში შევიდა, მალევე გამოვიდა ნაპირზე. მას შეხედა, ძალიან ლამაზი და სევდიანი იყო ჩასვლის წინ. პირსახოცზე დაჯდა და მიაშტერდა, თან ხელით იჩრდილავდა.. ასეთი სევდიანი არასდროს ენახა..ჩადიოდა და ჩაჰქონდა მთელი დარდი.. იმის შემხედვარე ამანაც მოიწყინა ... არ უნდოდა რომ ჩასულიყო.. მიხვდა და უფრო დადარდიანდა... მოკრიბა სხივები , უკანასკნელად შეხედა იმ საღამოს და ჩავიდა...

ჩავიდა იმ იმედით, რომ მომავალ საღამოს ისევ ნახავდა.. არადა როგორ არ უნდოდა ჩასვლა... რა ექნა , ასეთი იყო ბუნების წესი...

ზღვაში ჩამავალი მზე...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 890 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2011-12-18 Spam
momewonaa