მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » ზღაპარი
11:46 AM
ზღაპარი
Hallo დღიურო - მე სელენა ვარ, ერთი უბრალო თინეიჯერი გოგონა. 14 წლის რომ ვიყავი, მე და ჩემი ძმა გავიპარეთ, კონცერტზე გვინდოდა წასვლა, მანქანა გამოვიყვანეთ. საჭესთან ჩემი ძმა კრისი იჯდა. კონცერტზე ძალიან გავერთეთ, მაგრამ როდესაც იქიდან ვბრუნდებოდით ავარია მოგვივიდა. ერთი კვირა კომაში ვიყავი sad , როცა თვალები გავახილე(ნეტა საერთოდ არ გადავრჩენილიყავი) გავიგე, რომ კრისი ვერ გადარჩა. ცა ჩამომენგრა..

იმ დღის შემდეგ საერთოდ ცხოვრება აღარ მინდა. ავარია ხომ ჩემი მიზეზით მოხდა, მე რო არ მეთქვა მოსთვის კონცერტზე წავიდედთქო არაფერიც არ მოხდებოდა. დედა სულ ტირის, მამა ძალიან შეიცვალა, სახლში არავის აღარ ვუყვარვარ ამას ვხვდები.

რა ვქნა არ ვიცი, მეგობარიც არ მყავს ყველაფერი რომ ვუთხრა, ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო დღიურის წერა. მინდოდა მომღერალი ვყობილიყავი(მგონი ახლაც მინდა), მაგრამ იმ დღის შემდეგ ყველაფერმა აზრი დაკარგა, სკოლა მძულს იმის მერე რა ჩემს დაქალს მოუვიდა. მას ელე ერქვა. მას ლეიკემია ქონდა და 2 თვის წინ გარდაიცვალა. ჩემი ცხოვრება ნამდვოლ დრამას გავს, ერთ კარგ კინოს კი გადაიღებდნენ მასზე. ჩემი საერთოდ არავის არ ესმის, შველას მხოლოდ მუსიკაში ვპოულობ, მხოლოდ მასში, ისიც ძალიან ნაღვლიანი უნდა იყოს რომ მოვუსმინო, როგორც ჩემი ცხოვრება.

ჩემი ფავორიტი მომღერალი მაიკლ ჯექსონია.



სასაცილოა ისიც რო დაიღუპა, შესაშური ბედი მაქვს. smile ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი იღუპება. ცოცხალი მხოლოდ: დედა, მამა და მამიდა დამრჩა.



ორშაბათი, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ სელენა დღიურში წერს.

დღეს სკოლაში ვიყავი. ხო მართლა, სიახლეა ახალი მოსწავლე გვყავს, მაილი ქვია. კარგი გოგოა, მაგრამ ცოტა ნაღვლიანი(ჩემსავით ნაღვლიანი).



ჩემს გვერდით დააჯინეს. როგორც შევატყვება ბევრი ლაპარაკი არ ყვარებია, ჩემსავით, მხოლოდ მომესალმა და მორჩა. მაგრამ არ გეგონოს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, დასვენებაზე ჩვენი სკოლის "შესანიშნავი" ოთხეული ბრიტნი, მეგი, ეშლი და ლინდსი(ვერ ვიტან მაგათ), თავი დიდი ვინმე გონიათ.



მე დავალებებს მაწერინებენ, ყოველთვის. თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდათ, მაგარამ როცა ბრიტნიმ ხმას აუწია, მე მივედი და მაილი დავიცავი. ამ დროს მაილი ატირებული საპირფარეშოში გაიქცა, მეც გავყევი. დავაწყნარე და იქიდან ორივე გამოვედით. სახლში წამოსვლისას , როცა დავემშვიდობე მითხრა:

- სელ, შეგიძლია ხვალ ჩემთან სახლში მოხვიდე? ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ.

- კი, რატომაც არა. ხვალამდე.

ძალიან გამიხარდა. მომწონდა ის გოგო, მასთან მეგობრობა მინდოდა.

საღამოს როცა დასაძინებლად დავწექი, მაილი გამახსენდა და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი უბრუნდებოდა, ეს აზრი კი მაილი იყო..
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 792 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-12-26 Spam
au ra magaria! xo gaagrdzeleb. dzalian momewona clap thumb