დილიდანვე უჩვეულო, ქარი ქროდა, აი ისეთი, როგორიც კინოებში, დანახვა, რომ არ შეგიძლია, თუმცა მაინც, რომ გრძნობ. ზუსტად თავგადასავლებით აღსავსე, ქალაქ სტოკჰოლმს, რომ შეეფერება. ამასთანავე ნიავს რაღაც არაამქვეყნიურიც დაჰკრავდა, უფრო არნახული. ფოთლებიც ისე დიდგულად შრიალებდნენ, თითქოს რაღაც საიდუმლო გადაჰქონდათ, ერთმანეთის ღეროებიდან. მზის სხივებს სულ ახლახანს წამოეყოთ თავი და აგერ ბუნებაც, ლამობდა გამოღვიძებას, თუმცა არავის უხაროდა, ახალი დღის შეხვედრა, მათ ხომ სიზმრების კორიანტელში ერჩივნათ "ძვრომა" ისევე, როგორც მე სიდნი ფორკსს. ქალაქ სტოკჰოლმს, ისევ უჩვეულოდ დაეხარა "ტოტები" და ძალაუნებურად უკან მიზდევდა მზის სხივებს, რომელიც მთელი სიზარმაცით, ჰყოფდა თავს, მთის უმაღლესი მწვერვალიდან და ადგილს იმკვიდრრებდა, "ჩამქრალი" ქალაქის მიდამოებში. ასე მგონია, ყველა მარიონეტებს ვგავართ, ძალით, რომ გვახელინებენ თვალებს და არ გვაძლევენ, უფლებას ცოტახნით, მაინც დავაღწიოთ, თავი იმ ცხოვრებას, რომელიც ღმერთმა გვარგუნა. ორშაბათია, გადასარევი დღეა ახალი შემართებით შევუდგეთ,იმ საქმეს, რომელიც ორი დღის წინ, მივატოვეთ და თავს უფლება, მივეცით ცოტახნით დაგვევიწყებინა ამქვეყნიურობა. 7 საათია, ისევ მაღვიძარის მომაბეზრებელი ხმა, გამოუძინებელი სახე, დასიებული გუგები.
-არ მითხრა, რომ კიდევ იტირე!
-აარა რა სისულელეა.-ვეცადე თვალი ამერიდებინა ეშლისთვის, თუმცა ამან არ გაამართლა. ის ზედმეტად კარგად მიცნობს ამას დამატებული ტყუილიც არ მეხერხება, ასე, რომ ჩიხი!
-კარგი სიდნი შენთან ჩხუბს აღარ ვაპირებ.-თქვა და სამზარეულო დატოვა.ამ ბოლო დროს მეამიტი გავხდი, ვაღიარებ არც ადრე ვყოფილვარ ნაკლები, თუმცა ახლა რაღაც განსაკუთრებული ხდება. ალბად ვცდილობ ჩემი სისუსტე დავმალო, მაგრამ ეშლისთან ეს არასდროს დამჭირვებია, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. ვაღიარებ არასდროს ვყოფილვარ სულით, მებრძოლი, თუმცა "დამარცხება" ჩემთვის უცნობი სიტყვაა, სწორედ ამის გამო ვებრძვი ჩემს თავს და ხშირად ვცდილობ ჩემი თავის დაჩრდილვას. თითქოს არაფერი, თითქოს ჩვეულებრივი თინეიჯერული პრობლემა, თუმცა ესეც საკამრისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი თავი ჩემთვის უცხო არსებად ქცეულიყო. ფაქტი ერთია რაც უფრო მეტად ვხედავ ხალხს შინაგანად, მით უფრო ვშორდები საკუთარ თავს, თუმცა მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ესაა გაურკვეველი, უბრალოდ ეს პრობლემა ნამდვილად ზედაპირზეა ამოხეთქილი და ვცდილობ გვერდი ავუარო, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ ოდესმე მომიწევს მასთან შერკინება. ალბათ ეს მიზეზი ისეთივე გაურკვეველია თქვენთვის, როგორც ჩემი ტირილის მიზეზი, რაც შეეხება ამას მალე თავად მიხვდებით. საუზმე დავასრულე თუარა, წამოვდექი და ჩანთას დავავლე ხელი, საბოლოოდ ამოვიხვნეშე, გონებაში გავაანალიზე, რომ ისევ დედამიწაზე ვდგავარ და "ცხრათვიანი სასჯელისკენ" გავეშურე.
მზე ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აასხივებდა არემარეს თავის "გახუნებულ" სხივებს, მხოლოდ უბალო თმის გარხევაზე შეიმჩნეოდა, რომ ზედაპირული ქარი ქროდა. ჯანდაბა! მაინც წავიდა. ამოვიხვნეშე და გზას ჩუმად დავადექი. ეშლის ვთხოვე, რომ დამლოდებოდა, თუმცა მისი მანქანა არსად ჩანდა,შესაბამისად ის უკვე წასულიყო. სხვა რა დამრჩენოდა. ჩანთა გადავიკიდე და ნაცრისფერ გზას გავუდექი და ბოლოს ისე გავერთე ჩემი ნაცრისფერი ფიქრებით, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ შევასკდი დელას.
-როგორ ხარ სიდნი?
-კარგად დელა შენ?
-როგორც ყოველთვის.-გვერდულად გავუღიმე-ეშლი, ხომ არ გინახავს?
-კი ცოტახნისწინ შემეფეთა ბიოლოგიის კაბინეტში მიდიოდა.
-კარგი დელა მადლობა, დროებით.
-კარგი-თავი დამიქნია და ერთმანეთს ჩამოვცილდით.
დიდ შენობაში შევედი თუ არა ყველამ ჩემსკენ დაიწყო ყურება, ხალხი თვალებით მჭამდა თუმცა ამას უკვე მიჩვეული ვიყავი მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ამის მიზეზი კი თავადაც არ ვიცოდი, შეიძლება ის რომ ყველსგან "გამორჩეული" გარეგნობა მქონდა, თუმცა ასეც ვერ ვიტყვი, არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებისგან განსხვავდება, მაგრამ ეს ხალხი რას ხედავდა ჩემში ისეთს დღემდე ვერ გამეგო, აი მე კი ყველას თანაბრად ვუყურებდი, არც ზემოდან და არც ქვემოდან.ზემოხსენებულ "გამორჩეულ" გარეგნობას რაც შეეხება ასე სულაც არ ვთვლი, უბრალოდ ბამბუკის ფერი თმა მქონდა, თვალები მუქი შავი ფერის, რომელიც ხანდახან წითელში გადადიოდა, აი ეს იყო ყველაფერი, არც ისეთი მაღალი ვიყავი, თმა ყოველთვის გაშლილი მქონდა, ალაგალაგ დახვეული, მკერდამდე ძლივს მწვდებოდა, ცხვირი ოდნავ აპრეხილი, კანის ფერიც მუქი, ოღონდ ძალიან მუქიც არა. ხასიათითაც არავისგან გამოვირჩეოდი, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირი კონფლიქტის გამო, ხალხთან დისტანციიის დაჭერა
მიხდება. ერთი სიტყვით, ყოველ დღე, მიწევს ამ "სირცხვილის კორიდორში" გავლა და იმ ყველა ადამიანის მზერასთან შეგებება, რომელიც ჩემსკენაა მომართული, მაგამ უკვე ამასაც შევეგუე.
უკვე ავღნიშნე, რომ ყველას თანაბრად ვუყუებდი, არცერთი არ მიმაჩნდა ჩემს მეგობრად, თუმცა ურთიერთობა არავისთან მქონია გაფუჭებული. ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, რადგან თითოეული მათგანი ფეხებზე მეკიდა, მეც ამით ვხალისობდი, გოგოები ბოღმით მიყურებდნენ, ბიჭები კი... აი ბიჭებს რაც შეეხება, ჩეემი მწარი ენის გამო დღესაც კი უჭირს ბევრს ჩემთან მოკარება. ასეთი "ბუაც" არ გეგონოთ, უბრალოდ არ მიყვარს ზედმეტი ხალხი და თავისთავზე შეყვარებული ბიჭები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი სკოლის ლამაზმანებთან ერთობიან და სხვა არაფერზე ფიქრობენ, გარდა გრძელფეხება "ბარბებისა". უეცრად გამოვფხიზლდი და მივხდი, რომ ამდენი მზერა უკვე ჩემს უკან მოვიტოვე და ახლა ბიოლოგიის კაბინეტის წინ ვიდექი, შევედი და ზარიც დაირეკა. უეცრად ბოლო მერხთან მჯდომი, გოგონას გამოხედვა დავიჭირე, რომელსაც თვალები ჩემი დანახვისთანავე აუთამაშდა.
-სად ჯანდაბაში იყავი? ხომ გითხარი დამელოდეთქო?
-ტონი შეარჩიე-სრულიად ხმადაბლა მითხრა და ოთახში შემომავალი მასწავლებლისკენ დაიწყო ყურება. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ მართლაც უაზროდ გამომივიდა, ეს ყველაფერი.
-მაპატიე-ჩუმად ჩავილაპარაკე და მის გვერდით მოვკალათდი. არ მეგონა ასეთ სკოლაში თუ ვიპოვიდი ვინმე ჩემნაირს და ეს ეშლი იქნებოდა. თითქმის ყველაფრით მგავდა, მუქი ყავისფერი თმა და დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, რომელიც ყოველთვის რაღაც უცნობ ყვავილს მომაგონებდა. ეშლი თავისთავში ყოველთვის დარწმუნებული იყო და არავის არ ჩამოუვარდებოდა. ოდნავ სიამაყის გამო ხშირი იყო ჩვენი წაჩხუბება, თუმცა მეგობრობა ჩხუბის გარეშე ვერც წარმომედგინა. ბიჭებს მაგნიტივით იზიდავდა, თუმცა ზედ არავის უყურებდა, არამარტო ამით მგავდა არამედ კიდევ ბევრი თვისებით. ჩემსავით ყველას თანაბრად უყურებდა, თუმცა ხალხთან კონტაქტში ამას ვერ შეატყობდით, გამუდმებით ყველას უღიმოდა და მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ამ ღიმილის მიღმა დიდ სიძულვილს ატარებდა, ერთი სიტყვით გულახდილად, მხოლოდ ჩემთან იცინოდა. ჩემსა და ეშლის შორის მთავარი განსხვავებაა ისაა, რომ მე უფრო პირდაპირი ვარ
არშემიძლია დავმალო ის რასაც ადამიანზე ვფიქრობ აი ეშლი კი პირიქით, თუმცა ჩემთან მიმართებაში ყოველთვის პირდაპირია და რასაც ფიქრობს ყველაფერს მეუბნება, ან უბრალოდ თვალს მარიდებს, როგორც ახლა...
-იქნებ ამიხსნა რა გჭირს?-ხმადაბლა გადავუჩურჩუკე, მანაც ჩემსკენ გამოაპარა მზერა.
-უბრალოდ... ვერ ვიან როდესაც რაღაცას მიმალავ.
-არაფერს არ გიმალავ, იქნებ შენ მიმალავ რამეს?-შეტევაზე გადავედი.
-კარგი დაივიწყე, შენთან კამათს არ ვაპირებ.
-როგორც გინდა-ვუთხარი და დავდუმდი, დაველოდე ზარის დარეკვას რათა მალე დამეტოვებინა ოთახი და აი ჩემს ყურთა სმენაში შემოჭრილმა ჰანგებმა მანიშნეს, რომ დრო იყო იქედან წავსულიყავი, მეც დაუყოვნებლივ გავვარდი კლასიდან. უკვე სკოლის ეზოში ვიყავი, როდესაც თავბრუ დამეხვა, თავის გაკონტროლება ვეღარ მოვახერხე და იქვე მდგომ ბოძს შევასკდი, ძირს დავეცი. გავითიშე....
-ხომ კარგად ხარ?გამოფხიზლდი!-ვიღაცის სიტყვები ჩამესმა ყურში და მაშინვე წამოვდექი, რათქმაუნდა უცნობი გოგონაც დამეხმარა, წამოდგომისთანავე ბარბაცი დავიწყე, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება შევძელი, როდესაც გოგონამ ხელი მკლავში ცამავლო. სახე ერთიანად გაფითრებოდა, ქერა კულულები ოქროსფრად უბზინავდა, უაზროდ აცეცებდა თავის ლურჯ თვალებს.
-მაპატიე თუ შეგაშინე, ხშირად მემართება ასე.
-ნუ ღელავ, მთავარია ყველაფერი რიგზეა-თბილად გავუღიმე...