მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 4 » Yiruma - music that warms your soul
2:05 PM
Yiruma - music that warms your soul
Yiruma - music that warms your soul
მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს
.

Yiruma - music that warms your soul
"მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს.” (ვ.ჰიუგო) 
თუმცაღა, ცუდია რომ მხოლოდ რამოდენიმეს შეუძლია ალაპარაკდეს მუსიკაში,
 დანარჩენებს კი ისღა დაგვრჩენია მოვუსმინოთ, არა ყურით, არამედ-გულით.... 
ისე რაღა დაგიმალოთ და ესეც საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, ამიტომ არ მესმის
 ადამიანის, რომელსაც მუსიკა არ უყვარს (პოპი, როკი, კლასიკა, ფოლკი, თუნდაც საქართველოში ასე პოპულარული "საქეიფო, ქალაქური მუსიკა" ... რას დავეძებ... თუკი იმ ადამიანს სიამოვნებს, ესე იგი ეს 
მისი სულიერი განწყობაა და მერე რა თუ "ვაი მელომანები" 
ამას უგემოვნობაში ჩაუთვლიან) ალბათ მას ვერ უპოვია მელოდია, რომელიც მისი სულის
 სიმებს შეარხევს. ასეთ დროს ყველაზე კარგად ხვდები ამ სიტყვების აზრს, "ორჯერ 
არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ."შესავალი შესავლად...... მაღალფარდოვანი გამოთქმები და სიტყვები უკეთეს შემთხვევაში ყალბ
 ემოციებს იწვევს, უარეს შემთხვევაში კი ყველაფერს აფუჭებს და სანამ რამე გამიფუჭებია, სჯობს სათქმელზე გადავიდე.ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ასე ვთქვათ "Twilight-მანია", სადაც ერთერთ ყველაზე ლამაზ სცენაში გაიჟღერა Yiruma-ს მელოდიამ A River Flows In You, რომელიც ვითომცდა ედვარდის მიერ ბელასთვის მიძღვნილი იავნანა (lullaby) იყო. აქიდან გაიზარდა კორეელი პიანისტის ცნობადობა.

Yiruma 

წარმოშობით სამხრეთ კორეადან არის. მისი სახელი ითარგმნება, როგორც "მე უნდა მივაღწიო". დაიბადა 1978 წლის 15 თებერვალს. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. გამოშვებული აქვს 8 სტუდიური ალბომი, მათ შორის უკანასკნელი,- "P.N.O.N.I" გამოუშვა 2008 წელს. ამბობს, რომ: "მე ვარ ქრისტიანი და სულაც არ ვთვლი, რომ წარმოვადგენ ახალი თაობის ხელოვანს. ზოგს უბრალოდ არ ესმის ჩემი"

მგონი ეს მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საკმარისი იქნება და მისი ცხოვრების ქექვა რომ არ დავიწყოთ მოდით მის შემოქმედებას მივადევნოთ თვალი. როცა უსმენ მის კომპოზიციებს, შეიძლება იგრძნო ის, რასაც გრძნობს შეყვარებული ადამიანი, მაგრამ ამავდროულად არავინაც არ გიყვარდეს. შეიძლება სულაც არ იყო კლასიკური მუსიკის მოყვარული, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ნოტების ჰარმონიული თანწყობა არ არის.. წვიმა, მზე, ტყე, ჰაერი...ყველაფერი ის რაც ჩვენს ირგვლივაა და ასე ჩაკარგულა ყოველდღიურობაში.



"მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს."(პლატონი)

"იქ სადაც სიტყვები მთავრდება, მუსიკა იწყება." (ჰ. ჰაინე)

"მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია."(მოცარტი)


"მუსიკა არ ცვლის სიტყვებს. ის უბრალოდ ფონს აძლევს მას."( ე. ვისელი)


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 808 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-07-05 Spam
visiiaamovnnnee namdviillaadd am siaxliitt !!
Dzaan momewoonnaa :*)