მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 25 » ♥ Wild heartS ♥
3:24 PM
♥ Wild heartS ♥
♥ Wild heartS 
Can't Be Broken
 Part 7 
♡ 





1 თავი 2 თავი 3 თავი 4 თავი 5 თავი 6 თავი 


დღეები გადიოდა ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა .. სკოლა დავამთავრე თან საკმაოდ კარგი ნიშნებით .. მამაჩემმა ამის აღსანიშნავად პატარა წვეულება მოაწყო სადაც ყველა დავპატიჟეთ .. ჯეისთან ძაან კარგად ვიყავი მაგრამ ვგრძნობდი რომ ის არ მიყვარდა ... თუმცა ადრე სხვაგვარად მეგონა .. ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ვხვდებოდი ის არ იყო ჩემდამი გულგრილი .. ერთ დღესაც როდესაც ნიკთან ვიყავი და ფილმს ვუყურებდით ჯეიმ მთხოვა სამზარეულოში გავყოლოდი .. 
- რა ხდება ჯეი ?? :)))
- ნიკოლ .. მოკლედ დიდიხანია მინდოდა მეთქვა რო ..
 ეხლაც ვერ ვბედავ ..
- ჰეიი .. ნუ ნერვიულობ მითხარი (გავუღიმე)
სიჩუმე ჩამოვარდა .. 
- ჯეი ?? .. შეგიძლია მითხრა რა ხდე ..
- მიყვარხარ .. (თავი დახარა) 
გაოცებულმა თვალები გადავატრიალე 
 
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა :|| ღმერთო როგორ ვერ ვიტან ესეთ მომენტებს .. - ვიცი ნიკოლ დაბნეული ხარ .. მეც ეგრე ვარ .. მაგრამ ვიცი რო მიყვარხარ .. შენ არა ხო ?? .. იმიტო სდუმხარ ..
- უნდა გამიგო ჯეი .. მე შენ ისე გიყურებ როგორც ძმას , მეგობარს , ძმაკაცს .. მომისმინე ! .. ეს უბრალო გატაცებაა დარწმუნებული ვარ ..
 - არა .. ყოველთვის მიდა რო შენს გვერდით ვიყო , მოგეფერო , დაგამშვიდო , ვეჭვიანობ როდესაც სხვა გეხება ან გელაპარაკება .. ესე აღარ შემიძლია .. 
როდესაც გიყურებ მეღიმება .. გული მიცემს სწრაფად ..
 რა დავარქვა ამ დაავადებას თუ არა სიყვარული .. (დაიღრიალა და სამზარეულოდან გავიდა) 
ყოველთვის გული მერეოდა ესეთ სიტუაციებზე .. ბავშვებს ბოდიში მოვუხადე და სახლში წავედი .. კომპიუტერს მივუჯექი .. სკაიპში ჯერემი იყო შემოსული .. აიი ადამიანი რომელთანაც ეხლა მჭირდებოდა საუბარი / მესიჯობა ;დ .. როგორც ყოველთვის გამოვკითხე თავისი ამბები .. შეამჩნია რო უხასიათოდ ვიყავი და მეც ყველაფერი მოვუყევი .. მან მირჩია რო ჯეის დავლაპარაკებოდი და ყველაფერი ამეხსნა .. მეც მომეწონა მისი იდეა .. ჯეის დავურეკე მაგრამ ტელეფონი არ აიღო .. შემდეგ ნიკთან წავედი არც იქ იყო უკვე ღამის 12 ხდებოდა ყველა ვნერვიულობდით ჯეი არსად ჩანდა :ხხ .. უცებ ტელეფონზე ზარი იყო .. ნიკი გაშეშდა .. ყველანი ვეკითხებოდით თუ რა ხდებოდა მაგრამ ის არ გვპასუხობდა ..   მე ტელეფონი გამოვართვი და ვიღაც ქალის ხმა გავიგე .. 
- გისმენთ (ვუთხარი) 
- უკაცრავად თქვენ ვინ ბრძანდებით ?? .. 
- მე ნიკის მეგობარი ვარ ..
- ნიკის ?? .. ჩვენ ჯეის თაობაზე ვრეკავთ ..
- ჯეის ?? .. რა მოუვიდა ..
- თქვენს მეგობარს უკვე ვუთხარით და კვლავ ვიმეორებთ ჯეი ანდერსონი მოხვდა ავარიაში და სამწუხაროდ ვერ გადარჩა ..
- ვერ გავიგე ?? .. თქვენ ალბათ ცდებით .. თქვენ .. 
- არა შეცდომა არ არსებობს ! .. თქვენ უნდა მოხვიდეთ და ყველაფერი მოაწესრიგოთ .. მისამართი ჩაიწერეთ .. 
- დიახ .. ეხლავე ..
 (თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და აკანკალებულმა დავიწყე ფურცელის ძებნა) მიკარნახეთ .. 
შოკში ვიყავი .. ჯეის სხეული გადმოვასვენეთ .. ნიკი საშინლად იყო .. სტრესი ჰქონდა ამ ამბის გამო .. მე კი უარესად .. მე ვიყავი ამაში დამნაშავე .. ჩემს გამო წავიდა ჯეი და ავარიაში მოყვა .. ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი .. მთელი დღეები სახლში ვიყავი გამოკეტილი .. ვტიროდი ჩანახატებს ვაკეთებდი და ჯერემის ვწერდი .. მიასთან და ნიკთან აღარ ვმეგობრობდი .. ნიკი თვლიდა რო მე ვიყავი დამნაშავე ამ ყველაფერში ვეზიზღებოდი .. და ის მართალიც იყო ..  
მხოლოდ ჯერემის ესმოდა ჩემი .. მთელი დღეები მას ვწერდი .. აღარ შემეძლო უმისოდ .. ძაან შევეჩვიე .. ის გახდა ჩემი წამალი ..  
მეუბნებოდა რო მე დამნაშავე არ ვიყავი მაგრამ რათქმაუნდა მამშვიდებდა სიმართლე მშვენივრად ვიცოდი ..
1 years later
- როგორ ხარ ნიკოლ ?? ..
- ცუდად შენ ?? ..
- კარგი რა .. ცოტა გამხნევდი .. უკვე 1 წელი გავიდა ჯეის სიკვდილიდან და დღემდე იხსენებ მაგ ამბავს .. ცხოვრებას იმწარებ .. ეს გსიამოვნებს ??  - შენ არ გესმის ! ..
- მშვენივრად მესმის .. მოდი თემა შევცვალოთ .. ამ ზაფხულს სად გეგმავ წასვლას .. 
- სახლში : ))) .. 
- კარგი რა .. ზაფხულია ბოლოს და ბოლოს .. წადი სადმე გაერთე .. გულს გადააყოლებ .. 
- მართალი ხარ მაგრამ .. მართლა არამგონია სადმე წავიდეთ .. 
ეგ მამაზეა დამოკიდებული .. 
- იცი რა არის ჩემი დიდი ოცნება ?? ..
 - რა ?? ..
 - რომ ოდესმე გნახო ..
- მეც ძაან მინდა : )) .. ოცნება უფასოა :დ
- დამპალო :)) .. არა მართლა .. ოდესმე გნახავ და იცი რა ?? ..
 - რა ?? ..
- მაგრად ჩაგეხუტები და აღარ გაგიშვებ .. 
- მაგასაც ვნახავთ : )) 
უცებ ოთახში მამა შემოვიდა .. ლეპტოპი დამიხურა და შემომძახა .. 
- ძვირფასო ! ჩაალაგე ჩემოდნები ლას-ვეგასში მივფრინავთ .. 


არც კი ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადოთ :|| .. ბოდიში ბოდიში ბოდიში ბოდიში (( .. დღესვე დავდებ შემდეგ თავს .. საქმე იმაშია რო მოთხრობის მთავარი სიუჟეტი ეხლა იწყება როდესაც ნიკოლი ლას-ვეგასში ჩავა და მამამისის მეგობრის ოჯახში დაბინავდება :)) .. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 785 | დაამატა: Sunshine♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-09-17 Spam
ee ramagariaaa <3 dzliivs gvegirsaaa :* male gaagrdzelee