მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » While You Were Sleeping.
7:53 PM
While You Were Sleeping.




სახლში შევედი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თითქოს ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე  ჯადოსნური ყოფილიყოს. 
დილით-სტივენის მოსალმება,შუადღით-მისი უეცარი შეხვედრა.. 
თავი ცხოვრებაში პირველად ზღაპარში მეგონა. 
-ჯელაა- დავუწყე მოძებნა ჩემს კატას რომლისთვისაც მინდოდა ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. 
-ჯეელა,სად ხარ? - გავედი მოსაძებნად. 
ის მეორე ოთახში იყო და ჩემს საწოლზე წამოკოტრიალებულიყო. 
-აი თურმე სად ყოფილხარ!-მივედი მასთან და ჩავეხუტე. 
-იცი დღეს რა კარგი იყო? შენ რას შვრებოდი ხომ არ მოიწყინე?-დავუწყე ლაპარაკი ჩემს კატას,რომელიც ლოყებს მილოკავდა. 
უეცრად კარებზე ზარუნი გაისმა. მე ძალიან გამიკვირდა,რადგან უკვე 9 საათი ხდებოდა და მის გასაღებად წავედი. 
-ბელაა ? -წამოვიყვირე ბოლო ხმაზე და ჩავეხუტე.
-ჰეეი. ძაან მომენატრე
Tumblr_mavdmzii5g1r6ubhwo1_500_large

-შენ აქ საიდან?! -ვკითხე გაკვირვებულმა რადგან ბელა აქ არ ცხოვრობდა.
-მომენატრე და ჩამოვედი. 2 ჩანთა წამოვიღე და შემომატანინე რა.
-კაი,არაა პრობლემა-ვუთხარი და გარეთ გავედი. 
გარეთ ძალიან ციოდა,მაგრამ ეს სიცივე ჩემთვის არაფერს ნიშნავდა,რადგან ჩემს გვერდით ყველაზე საყვარელი ადამიანი იდგა. ის ჩემი დეიდაშვილია და ამავდროულად ბავშვობის მეგობარი. უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც ვმეგობრობთ და წელიწადში 6 ჯერ თუ ვნახულობთ ერთმანეთს,თუმცა მიუხედავად ამისა ერთმანეთზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე ნამდვილად არავინ გვყავს.
ჩანთებს ხელი მოვკიდეთ და სახლში შემოვიტანეთ.
-აბა რას შვრები,რა ხდება შენკენ მომიყევი-დაიწყო ბელამ.
-მოგიყვები,ოღონდ ერთი პირობით...
-რა პირობით? -დაინტერესდა ის.
-მითხარი რამდენი ხნით ხარ ჩამოსული,ოღონდ ისე რომ გული არ გამიხეთქო!
-ჰაჰ,კარგი ხო... ახალ წელს ერთად შევხვდებით 
-ვაიმე რა მაგარიაა-ვუთხარი და მივახტი.
-ჰო,ჰო კარგი არ მომახრჩო!-მითხრა სიცილით -კაი ეხლა მიდი დაიწყე მოყოლა...
-მოკლედ ის ბიჭი ხომ იცი რომ მომწონს 3 წელია? 
- ჰაჰ,კი ს...
-სტივენი! ჰოდა დღეს მომილოცა შობა და მერე ნაძვისხის საყიდლად რომ წავედი შემხვდა,თან მიცნო.
-ვაა,რამაგარია! მერე? 
-მერე,ვიყიდეთ ნაძვისხეები და სახლამდე თავისი მანქანით მომიყვანა. 
Tumblr_mbbx9b0ylf1qmflzy_large
-მოსალოცი ამბავია!-თქვა და ორივემ სიცილი დავიწყეთ.
-ნამდვილად!-ვუპასუხე მე. 
-უი, სადაა მერე ნაძვისხე? 
-ჰოლშია. არ გინდა ავაწყოთ? 
-ზუსტად მაგის თქმა მინდოდა! კარგი მოდი^^ 
სხვენიდან ძველი სათამაშოები გამოვიღე და გადარჩევა დავიწყე. მათი უმეტესობა დამსხვრეული ან შელახული იყო,თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდით,რადგან ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავდა.
მთავარი ის იყო,რომ ერთად ვიყავით თორემ ეხლა მარტო ყოფნას და ყველაზე მაგარი სათამაშოებით ნაძვისხის აწყობას,ნამდვილად მერჩივნა ბელასთან ერთად ჩემი საცოდავი,დამტვრეული სათამაშოებით საახალწლო ნაძვისხის გალამაზება. 

ზოგი სათამაშო ერთმანეთს მივაწებეთ და რაღაც გამოვიდა. 
თავიდან ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
ამას რომ შევხედეთ,ბელამ მომმართა.
-აუ არა,ვინმემ ეს რომ ნახოს მაგრად ტეხავს. რამე უკეთესი არ გაქვს? 
-უი,მემგონი რაღაც მოსართავები რომაა ეგ უნდა მქონდეს.
-გამოიტანე მერე,იქნებ რამე ეშველოს შენს საცოდავ ნაძვისხეს!-მითხრა სიცილით და სხვნებში გამომყვა. 
იქიდან რაც ნორმალური იყო,ყველაფერი წამოვიღეთ და რისი მოხვევაც შეიძლებოდა,ყველაფერი მოვახვიეთ ნაძვისხეს. 
საბოლოოდ კი ძალიან ლამაზი გამოვიდა

-ყოჩაღ ჩვენ!-ვთქვი და სიცილი დავიწყეთ.
 ბელა დუმდა,თუცა როგორც ყოველთვის ეს სიჩუმე მე დავარღვიე. 
-ჰეი,შენ გგონია დამავიწყდა?
-რა დაგავიწყდა? 
-რადა შენი დაბადების დღე რომ იყო,2 კვირის წინ...
-მერე ხომ მომილოცე?
-და შენ გგონია რომ საჩუქრის გარეშე მოგილოცავდი ?
-ჰაჰ,კაი რა... ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ისაა რომ ეხლა ერთად ვართ
-ჰო,ნუ შეიძლება ეგეცა,მაგრამ დაბადების დღის საჩუქარი სულ სხვა რამაა...
-კაი ჰო,მიდი დროზე გამოიტანე-მითხრა სიცილით. 
მეც ჩემი საძინებლისკენ გავიქეცი და გამოვიტანე...
- Surprisee-დავიყვირე და მას ჩემი ნაყიდი გიტარა ვანახე.
-ვაააიმე,ნინა!მოგკლავ!-მომმართა მე და ტირილი დაიწყო...
-აი არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო,ეს ყველაზე ძვირფასი რამაა რაც ოდესმე ჩემთვის ვინმეს უჩუქია! მიყვარხარ ყველაზე მეტად
-მეც ბეელ-ვუთხარი და ჩავეხუტე.
მე და ბელა ერთმანეთს ძალიან ვგავდით. ისიც მარტო იყო და მეც,ოღონდ ბელა მოხეტიალე იყო... ხან სად დაეხეტებოდა,ხან-სად. მე კი ეს უბრალოდ არ შემეძლო. 
-ჰეი,შენ გგონია გიტარა ტყუილად გაჩუქე?:))
-ვერ მივხვდი რას გულისხმობ...
-რას და იმას რომ უნდა იმღერო!
-კაი რაა. 
-მიდი დროზე! თორე იცოდე ხმას აღარ გაგცემ..-გავიმეორე ბავშვობის დროინდელი სიტყვები.
-კარგი ჰო. მომაწოდე გიტარა-მითხრა და მეც მივაწოდე. 
-რა ვიმღერო?
-რაც შენ გინდა... 
-კარგი)
გიტარა ხელში დაიჭირა და სიმღერა დაიწყო...
Don't You Cry,tonight... 
Tumblr_mausbjucbd1rzzi72o1_500_large

მეც ავყევი და საბოლოოდ ვინმეს ჩვენი სიმღერა რომ გაეგონა,ალბათ გიჟები ვეგონებოდით! თუმცა უფრო ჩემი სიმღერა,რადგან ბელა ძალიან კარგად უკრავდა და მღეროდა,ჩემგან განსხვავებით. 
მისი ოცნება იყო ჰქონოდა სოლო კონცერტი,რისიც მე ბოლომდე მჯეროდა და თუ საჭირო გახდებოდა ბოლომდე მის გვერდით ვიდგებოდი...
ამასობაში დაღამდა და ორივეს მთქნარება აგვიტყდა. გეზი  ჩემი საძინებლისკენ ავიღეთ და ერთ საწოლზე ორი 23 წლის გოგონა დავწექით.
 
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. უცებ,ჩუმად  ჩავიცვი,რადგან ვცდილობდი ბელა არ გამეღვიძებინა. 
ეს გამომივიდა კიდევაც და ქურთუკი მოვიცვი თუ არა,ქუჩაში გავედი და სამსახურისკენ გავსწიე.
-ჰეი! -მომესმა უცებ ხმა და უკან გავიხედე...

____________________________________________________

ბავშვებო,უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ კომენტარებისთვის და თბილი სიტყვებისთვის! ვიცი,რომ ეს მოთხრობა არ არის უნაკლო და უამრავი შეცდომითაა სავსე,თუმცა თქვენ მაინც ძალიან მოგწონთ რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. 
აგრეთვე მადლობა Queen Mariamo-ს რომელმაც მომცა უფლება გამეგრძელებინა მოთხრობა ყოველგვარი კონკურსის გარეშე. 
ეს მოთხრობა როგორც ვთქვი 10 თავზე მეტი ნამდვილად არ იქნება და ნელ-ნელა ფინალს ვუახლოვდებით.
მინდა ეს თავი ყველას მოგიძღვნათ და გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ!







კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-01-30 Spam
მალე დადე :*