მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 6 » While You Were Sleeping♥
9:10 PM
While You Were Sleeping♥
While You Were Sleeping...
მეორე თავი 
Tumblr_meks8xmqgx1ql5qdho1_500_large Tumblr_meljjnjnqa1qd1kvjo1_500_large Tumblr_mem226ljqa1qcermro1_500_large

დღეები ერთფეროვნად გადიოდა.
ორშაბათი,სამშაბათი,ოთხშაბათი...
სახლი-სამსახური-სახლი
ერთ ჩვეულებრივ დღეს (თუმცა ეს დღე ჩემთვის არაჩვეულებრივი იყო) სამსახურში წავედი. შობა იყო და ირგვლივ  ხალხი თითქმის არ მოჩანდა. ჩემს დახლთან მოწყენილი დავჯექი და ტყუილ-უბრალოდ ველოდი მყიდველს.
-გილოცავთ შობას!-მომმართა ვიღაცამ
თავი ზემოთ ავწიე და ის დავინახე!
Tumblr_m6lljfo7si1rticnco2_500_large

-უკაცრავად,მე მომმართავთ?
-დიახ,თქვენ! გილოცავთ შობას)-მითხრა გაკვირვებულმა
-დიდი მადლობა თქვენც ასევე...-ვუთხარი გაოცებულმა,რადგან მისგან აქამდე ერთი შემოხედვაც არ დამიმსახურებია.
-ისე შობას მემგონი არავინ მუშაობს...
-ჰო,თუმცა მე განსაკუთრებული მოვლენა ვარ
-აა,გასაგებია-მიპასუხა და ჩაიცინა.
-კარგი წავედი,ისე სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-ჰო,თუ შეიძლება ამას გაცნობა დავარქვათ
Tumblr_m3qtksvtnb1qacbojo1_500_large

-მართალი ხარ.ეხლა რომ არ მეჩქარებოდეს სადმე დაგპატიჟებდი...
-არაუშავს. სხვა დროს იყოს
-კარგი დროებით. -დამემშვიდობა და წავიდა.
ცოტა არ იყოს,მისგან ასეთი ყურადღება გამიკვირდა რადგან 3 წელია რაც აქ ვმუშაობ და ჯერ არცერთხელ მომსალმებია,დალაპარაკება ხომ საერთოდ...
მასზე ფიქრს მოვეშვი და ახალ წელზე დავიწყე ფიქრი..ეს დღესასწაული 5 დღეში მოახლოვდებოდა და მე ჯერ ნაძვის ხეც კი არ მქონდა ნაყიდი! 
ძირითადად ჩემს თავს პესიმისტად ვთვლი,მაგრამ მე ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდები,რომლებიც ნაკლებად მიხდება ხოლმე,თუმცა მაინც მჯერა რომ შესაძლოა ეს ახალი წელი-ჩემი წელი იყოს.
სამუშაო დღე ძალიან გაიწელა,რადგან თითქმის არავინ იყო ჩემთან მოსული. ხალხი არამარტო ქუჩაში,არსად არ იყო. ჩემი დახლიდან კარგად მოჩანდა ერთი სახლი,სადაც შობას აშკარად კარგად აღნიშნავდნენ,რადგან იქიდან ჟრიამული და სიცილი ისმოდა.
მეც მომინდა მათ ადგილას ყოფნა და გადავწყვიტე ვყოფილიყავი კიდეც.
ჩემს იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომ ჩემს პატარა ჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვედი.
გეზი ნაძვისხეების მაღაზიისკენ ავიღე და 10 წუთში იქაც მივედი.
იქაურობამ თვალი მომჭრა,რადგან უამრავი,ფუმფულა ნაძვისხეს თავი ერთად მოეყარა და ნამდვილად ძნელი იქნებოდა აქედან იმ ერთადერთის არჩევა რომელიც უნდა მეყიდა.
სანამ არჩევანს გავაკეთებდი,ჩემი ჩანთიდან საფულე ამოვიღე და ფული დავითვალე. სულ რაღაც 50$ მქონდა,თუმცა იმედი არ დამიკარგავს რომ რამეს ვიყიდიდი და ასარჩევად გავწიე.
თვალი ერთმა ნაძვისხემ მომჭრა და მისკენ წავედი,როდესაც გზაში ვიღაცას შევეჯახე.
-უკაცრავად-ვუთხარი მას და გზა გავაგრძელე.
-ჰეი,მემგონი ჩვენ ვიცნობთ არა ერთამანეთს?!
მას გავხედე და.. სტივენი იყო! დიახ,ის სტივენი რომელსაც ყოველდღე ვხედავდი და დღეს დილითაც ვნახე.
-ააჰ,კი ნამდვილად ვიცნობთ. სახეზე არ შემომიხედავს და მაგიტომ ვერ გიცანით...
-არაუშავს:) როგორც ვხვდები ნაძვის ხის საყიდლად ხარ ხო 
აქ მოსული?
-კი ნამდვილად.
-რა დამთხვევაა მეც და მაშინ იმედია წინააღმდეგი არ იქნებით თუ ერთად ავარჩევთ.
-არა,ნამდვილად არ ვიქნები-ვუპასუხე და თან გავუღიმე.
მან ხელი ჩამჭიდა და სადღაც წამიყვანა..
მე ძალიან დავიბენი,თუმცა მაინც შევთავაზე ერთი ნაძვისხე რომელიც ძალიან მომეწონა. 
-აი,ეს მემგონი კარგია არა?! -ვუთხარი და ხელით მივუთითე.
Tumblr_meks8xmqgx1ql5qdho1_500_large

-კი,ნორმალურია,თუმცა მემგონი უკეთესის შოვნას როგორმე მოვახერხებთ.
-ნამდვილად!-დავეთანხმე და გავყევი.
თავი რომ არ მოგაბეზროთ,მოკლედ გეტყვით რომ ძალიან ბევრი ვიარეთ და 1 საათის შემდეგ ძლივს ავარჩიეთ რაღაც ნორმალური.
 -სახლში ფეხით მიდიხარ ? -მკითხა სტივენმა.
-აჰ,მანქანა არ მყავს და შესაბამისად  კი.
-ჰოდა მე მიგაცილებ,მაინც მარტო არ მინდოდა მგზავრობა. ჩემი მანქანით წავიდეთ-მომმართა მან და ერთად გავსწიეთ.
მანქანის უკანა საბარგულში,როგორღაც ჩააკვეხა 2 ცალი ნაძვისხე და დავსხედით.
გზაში რადიო ჰქონდა ჩართული და დალაპარაკებას აზრი აქ ჰქონდა...
-აი,მოვედით!-ვუთხარი მე როდესც ჩემი სახლისაკენ შეუხვია.
-ძალიან კარგი-მითხრა და გამიღიმა.
მანქანიდან გადმოვედით და ნაძვისხე სახლამდე მიმატანინა.
-ძალიან დიდი მადლობა
-იმედია კვლავ შევხვდებით
-იმედია-ვუთხარი მე და სახლისკენ წავედი....
 __________________________

იმედია მოგეწონათ<3 ყველას დიიდი მადლობა კომენტარებისთვის და შენიშვნებს გავითვალისწინებ <3 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 746 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-12-08 Spam
kargia,vis adzineb mag motxrobashi ians?arc gabedo da paul wesley ar shemoiyvano Forever Delena!