მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 4 » While You Were Sleeping
9:57 PM
While You Were Sleeping
While You Were Sleeping...

ახალი მოთხრობა საიტზე )) 
_________________________________________________


დილა ჩვეულებრივად გათენდა.  როგორც ყოველთვის არც არავის გავუღვიძებივარ და უხალისოდ წამოვდექი ლოგინიდან.
ჩაცმისას ჩემი კატა შემომეგება და ლოყა გამილოკა. მე გავუღიმე და სადილის შემდეგ იქაურობა დავტოვე.

გარეთ ძალიან ცივოდა,რადგან უკვე დეკემბერი დამდგარიყო.ჩემს სამსახურამდე არც ისე დიდი მანძილი იყო და 5 წუთში უკვე იქ ვიყავი. გზაში ჩემს ოცნებაზე- რომში მოგზაურობაზე ვფიქრობდი. მახსოვს ადრე როგორ დავდიოდით მე და მამა აქეთ-იქეთ,მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ არსად ვყოფილვარ. 
ჩემმა უფროსმა დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და ლაპარაკი დამიწყო
-ნინა,როგორ ხარ? რაღაც უნდა გითხრა
-დაიწყე
-მოკლედ ამ ახალ-წელს უნდა იმუშაო
-რაა?
-მე არ მცალია ჩემს შვილს შევპირდი შენთან ერთად ვიქნები მეთქი. ჯეკიც თავის ცოლ-შვილთან ერთად ატარებს ახალ წელს და შენ...
-მე ოჯახი არ მყავს არა? - ვუპასუხე გაბრაზებულმა
Tumblr_m7scurqi8y1r988i9_large

-ჰო,ეგრე შეიძლება ითქვას. 

გაბრაზებული ჩემი სამუშაო ადგილისაკენ წავედი. რა თქმა უნდა მე არ მყავდა ოჯახი,მაგრამ მეც მქონდა უფლება ჩემს კატასთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს. ყველას აქვს ამის უფლება,თუმცა როგორც ჩანს მე გამონაკლისი ვარ....
გარეთ გავიხედე და ისიც გამოჩნდა. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,როგორც ყოველთვის ჩემთვის არც შემოუხედავს და გზა გააგრძელა...
Tumblr_me9t8sf7zt1r9xerro1_500_large
მას მე ყოველ დილით ვხედავდი,რადგან სამსახურში წასვლისას ჩემი ნახვა ძალაუნებურად უწევდა. თუმცა არავინ არ იცოდა რომ მე ის მიყვარდა და მას ყოველთვის ველოდი. 
-გოგონა,თუ შეიძლება ერთი ბილეთი მომეცი -მომმართა ვიღაც ქალბატონმა და მეც მას ბილეთი საფასურის გადახდის შემდეგ მივაწოდე.
მე აქ უკვე 3 წელია რაც ვმუშაობ. სამი წელია ერთი და იმავე მეორდება ყოველდღე. რა თქმა უნდა,რომელ 23 წლის გოგონას მოეწონებოდა ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას ყურყუტი და ბილეთების მიწოდება? ))
მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა! რადგან მამაჩემი უკვე 3 წელია რაც ჩემთვის აღარ არსებობენ. ის გარდაიცვალა,უფროსწორად დედამისმა წაიყვანა თავისთან,ზემოთ სამოთხეში. მე კი მარტო დამტოვეს,ჩემს კატასთან ერთად ნაქირავებ ბინაში. 
მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც მჯერა რომ ოდესღაც,მეც შევხვდები ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად,რომელთაც ვეყვარები და არასდროს მიმატოვებენ...
____________________________________

ბავშვებო) იმედია მოგეწონათ. ეს საცდელი თავი იყო და შეიძლება ძალიან საინტერესო არც იყო,მაგრამ გპირდებით ნელ-ნელა უფრო და უფრო კარგი იქნება. მაქსიმუმ 10 თავიანი გამოვიდეს,მაგრამ მაინც არ ინანებთ. 
Tumblr_m3qtksvtnb1qacbojo1_500_large

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 888 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 141 2 »
2012-12-08 Spam
❤Vampire Diaries Forever❤, me maqvs nayurebi,martali xar,ar vici dzalian gavs kinos,ra vqna simartles getyvi,mgoni am tavshi personajebis garda shecvlili araferia sad