ამ ანიმეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ Epic. თუ ვინმეს ნანახი აქვს ამაში დამეთანხმება კიდეც. რატომ გადავწყვიტე ამ ანიმეს განხილვა? ამისათვის ორი მიზეზი მაქვს. 1. ამ ანიმეზე გადაღებულია ფილმი და იმედი მაქვს რომ ანიმეს თუ არა ფილმს მაინც უყურებთ )) თანაც ორივეს ძალიან საინტერესო სიუჟეტი აქვს, და თქვს ვდებ რომ მოგეწონებათ... 2. მინდოდა მინი შესავალი გამეკეთებინა მომავალი ანიმესათვის(რომელსაც ამის შემდეგ დავდებ)... აქ ნახსენებია შინიგამები(სიკვდილის ღმერთი), რომელიც მთავარი თემაა მომდევნო ანიმესი
კარგით მოდით ახლა დავიწყებ ანიმეზე საუბარს. სულ ბოლოს კი იხილავთ ინფორმაცია ფილმზე...
გამოშვების წელი: 2007
ჟანრი: მისტიკა, დრამა, დეტექტივი
სერიების რაოდენობა: 37
სერიის ხანგრძლიობა: 20 წთ
ისტორია მოგვითხრობს ბიჭზე სახელად იაგამი ლაით. ის ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო. ჭკვიანი ბიჭი, რომელიც აღიარებულია იაპონიის საუკეთესო მოსწავლედ, ერთ მშვენიერ დღეს დაინახავს თუ როგორ ვარდება ციდან შავი რვეული, რომელიც როგორც აღმოჩნდება შეუძლია ადამიანების მოკვლა, ამისათვის კი მხოლოდ მისი სახელის ცოდნაა საჭირო. ლაითი გადაწყვეტს რომ ეს ძალიან გამოიყენოს და შექმნას სამყარო სადაც არ იქნება დანაშაული, ბოროტება. სამართლიანია ეს? ხალხი ორ აზრზეა, ზოგი მას დამნაშავედ, მკვლელად მიიჩნევს, ზოგიც კი - სამართლიანობად, ღმერთად. კირა(ასე უწოდებენ მას) ღმერთი თუ ბოროტება?
ამისათვის კი იწყებს დამნაჭავეების მოკვლას. თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს მანამ გრძელდება სანამ საქმეში არ ერთვება L... საუკეთესო გამომძიებელი, რომელიც ხსნის ყველაზე რთულ საქმეებს. მაგრამ შეძლებს კი ის დაიჭიროს კირა? ორივე L-იც და კირაც არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებცას არასდროს წაუგიათ. მათ არ იციან რა არის მარცხი, მაგრამ ამ ბრძოლაში, რომელიმე დამარცხდება. რომელი იქნება ეს? L თუ კირა?
არცერთმა არ იცის მოწინააღმდეგის არც სახელი და არც გარეგნობა, მაგრამ როგორც კი ერთი გაიგებს მეორე მოკვდება...
Kira VS L... ვინ გაიმარჯვებს? ყოვლისშემძლე კირა, თუ ლეგენდარული L?
თრაილერი | Trailer
(Fan Made)
დასაწყისი | Openning
დასასრული | Ending
მონაწილეები | Characters
Yagami Light\Kira
L
Amane Misa
Near
Mello
ასევე ანიმეში არიან სიკვდილის ღმერთები. მათ ფოტოებს არ გთავაზობთ რადგან სასიამოვნო შესახედავები არ არიან...
ანიმეს ყველა სერია შეგიძლიათ ნახოთ აქ!!!
სულ ეს იყო ანიმეზე რისი თქმაც მინდოდა. ახლა კი გადავიდეთ ფილმზე
სიკვდილის დღიური | Death Note
ხანგრძლივობა: 2 სთ 6 წთ
ქვეყანა: აშშ, იაპონია
წელი: 2006
ჟანრი: კრიმინალი, დრამა, ტრილერი, სათავგადასავლო, დეტექტივი
შინაარსი: ოდესმე გსურდათ ქვეყენა უკეთესობისკენ შეგეცვალათ? უფრო სუფთა და სამართლიანი რომ ყოფილიყო... გინდოდათ? იაგამი ლაიტი, ახალგაზრდა გენიოსი, დამჯერი შვილი, სიმპათიური და უბრალოდ იდეალური სტუდენტიც ამაზე ოცნებობდა. ახლა შანსი გაქვთ ნახოთ თუ რა გამოუვიდა მას. რადგან შემთხვევითმა ნაოვნმა - სიკვდილის ღმერთის რვეულმა - ჭაბუკს საშუალება მისცა მოეკლა ნებისმიერი ადამიანი დედამიწის ნებისმერ წერტილში. და ლაიტმაც დაიწყო თავისი ჯვაროსნული ომი დედამიწაზე ბოროტების წინააღმდეგ, ბოროტმოქმედთა მოკვლით. ეჭვმიტანილთა და ხანდახან პატიმართა მასიურმა სიკვდილმა ინტერპოლის ყურადღება მიიქცი, მაგრამ პოლიციას არანაირი სამხილი არ ჰქონდა მათ ამოსახსნელად. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საიდუმლოებით მოცული კირას (როგორც მას ინტერნეტში დაარქვეს) წინააღმდეგ L - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივი. ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში - ყოვლისშემძლე კირა თუ გენიალური L?
თრაილერი
ფილმის ყურება შეგიძლიათ აქ!!!
სიკვდილის დღიური 2: უკანასკნელი სახელი | Death Note 2: Last Name
ხანგრძლივობა: 2 სთ 2 წთ
ქვეყანა: აშშ, იაპონია
წელი: 2006
ჟანრი: კრიმინალი, დრამა, ტრილერი, სათავგადასავლო, დეტექტივი
შინაარსი: კირასა და L-ის დაპირისპირება დასასრულს უახლოვდება. რა მოხდება? ვინ გაიმარჯვებს? ყოვლისშემძლე კირა თუ გენიალური L?
თრაილერი
ფილმის ყურება შეგიძლიათ აქ!!!
სიკვდილის დღიური 3 | L: Change the World
(ანიმეს სიუჟეტში არ არის)
ხანგრძლივობა: 2 სთ 9 წთ
ქვეყანა: აშშ, იაპონია
წელი: 2008
ჟანრი: კრიმინალი, დრამა, ტრილერი, სათავგადასავლო, დეტექტივი
შინაარსი: საქმის გამოძიების დასრულების შემდეგ კირა L კიდევ ერთ უცნაურ შემთხვევას ხვდება. მსოფლიოში კვლავ ჩნდება ადამიანი, რომელიც საშინელ იარაღს ფლობს. ამ ჯერად კირა L –მა საქმეს თავი გაართვას თავისი მეწყვილე ვატარის გარეშე და მას რჩება მხოლოდ 23 დღე იმისათვის, რომ ეს საქმე გამოიძიოს.
თრაილერი
ფილმის ყურება შეგიძლიათ აქ!!!
ფილმი და ანიმე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. რა თქმა უნდა ძირითად შინაარსი ერთნაირი აქვთ მაგრამ რეჟისორის ჩარევა მაინც არის. რაც მთავარია მინდა გითხრათ რომ მათ დასასრული არ აქვთ ერთნაირი. ასევე მინდა ერთი პატარა შედარება გავაკეთ. მე ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ ფილმი ჯობია ანიმეს ან პირიქით. იმიტომ რომ ორივე ძალიან კარგი და საინტერესოა. მაგრამ ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ნანახი ისეთი ფილმი, რომელიც წიგნის მიხედვითაა გადაღებული და ალბათ მისი წიგნიც გაქვთ წაკითხული. შეგიმჩნევიათ ცვლილებები? ალბათ ძალიან ბევრი. ასევეა აქაც. წარმოიდგინეთ რომ ანიმე ეს არის წიგნი, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ფილმი. პირადად მე ფილმიში ძალიან იმედი გამიცრუვდა მთავარ გმირზე, სულ სხვანაირი ტიპი წარმომედგინა ანიმედან, მაგრამ ანიმეში ოოო... როგორი კმაყოფილი ვარ ))
მაგრამ ერთ რამეს გპირდებით )) თუ უყურებთ ფილმს ამავე დროს უყურებთ კიდეც ანიმეს, და პირიქით. იმიტომ რომ სხვაგვარად არ ხვებაა :დ დამიჯერეთ ზუსტად ასე იქნება ))
იმედია გაგიჩნეთ სურვილი რომ Death Note-ს უყუროთ. ანიმეს თუ არა ფილმს მაინც. მადლობთ ყურადღებისათვის