მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » What is love? ♡ [3]
3:29 AM
What is love? ♡ [3]
 

Suzy POV
კაფეში შევედით და ყველამ მე შემომხედა..ნამდვილად არ მეცვა კაფესთვის განკუთვნილად..ამ ბიჭმა შეამჩნია,ხალხის მზერები.. მოსაცმელი გაიხადა და მხრებზე მომაფარა.
-Gumawo(მადლობა)
-არაფრის. წამო დავსხდეთ..
ოფიციანტი მოვიდა და ორივემ ყავა შევუკვეთეთ.
ცოტა რომ დავწყნარდი და შევძელი აზრების დალაგება იმ ბიჭს შევხედე.
საშინლად მეცნობოდა,მაგრამ ვერ მივხვდი საიდან..
-საიდანღაც მეცნობი,მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან-ვუთხარი,მან კი უბრალოდ ჩაიცინა- რამე სასაცილო ვთქვი?
-არა უბრალოდ,რომ არ გახსოვარ მაგაზე გამეცინა.. წვეულებებზე გხვდებოდი.. სულ მშობლებთან ერთად დადიხარ ხოლმე.. მე მახსოვხარ შენ კი არა როგორც ჩანს- მგონი ეწყინა
- ბოდიში თუ არ მახსოვხარ უბრალოდ მასეთ წვეულებებზე მოწყენილობით ვკვდები და არავის არ ვაქცევ ყურადღებას- გაეცინა
-მეც ეგრე ვარ.. რა მქვია არ გაინტერესებს?
- ვიფიქრე შენთვითონ მეტყოდი -ჩავილაპარაკე. კიდე გაეცინა
-ხო მართალი ხარ.. მე ჰარი ვარ 
Tumblr_m6th8gkw7l1rybpw3o1_500_large
- სასიამოვნოა, მე სუზი ვარ )
- ვიცი :დ 
- საიდან იცი?
- ერთ-ერთ წვეულებაზე ვიკითხე და იქ მითხრეს..
- აა, ასე დაგაინტერესე? :დ 
Tumblr_m7qdhg8wfv1rq6gydo1_500_large
- შენს თავზე სულ ეგეთი დიდი წარმოდგენა გაქვს? :დ -გაეცინა
- სიმართლე გითხრა არა :დ ადრენალინის ბრალია ალბათ თამამი,რომ ვარ :დ
- ხო ალბათ :დ
ტელეფონმა დარეკა.. ვუპასუხე
-გოგო სად ხარ?-ყვირილით მკითხა ლიზიმ
- რა გაყვირებს?-წყნარად ვკითხე
- რა რა მაყვირებს! გაგიჟდი შენ? როგორ ვინერვიულეთ იცი? გვეგონა ვინმე დაგესხა თავზე ან გაგაუპატიურეს ან გაგქურდეს! რა აღარ ვიფიქრეთ.. შენ კიდე წყნარად მეკითხები რა მაყვირებს? ხო არ გაგიჟდი? ერთი დაგერეკა მაინც-ისტერიკაში იყო. ეგრე მოსდის ხოლმე,როცა ძალიან ნერვიულობს.. შემეცოდა და ყველაფერი ავუხსენი 
-მიხარია რომ კარგად ხარ.. გაიხაროს მაგ ბიჭმა :დ ისე სიმპატიურია?-ჰარისაც ესმოდა ლაპარაკი და მაგის გამო ვერ ვუპასუხებდი 'კი'-ს არადა ნამდვილად სიმპატიურია :დ
- არაუშავს რა- ჰარის კი ღიმილი მოშორდა სახიდან :დ ამაზე გამეცინა
ლიზი მიცნობს კარგად ამიტომ მიხვდა,რომ ვტყუოდი
-მანდ არის კიდე?
- კი კაფეში ვსხედვართ
- გასაგებია.. კარგი მაშინ ჩვენ წავიდეთ? თუ მოგაკითხოთ? შენს ქურთუკს და ჩანთას წამოვიღებთ და მერე მოგაწვდი.
- კარგი..წადით თქვენ.. მე მძღოლს გამოვიძახებ
-კარგი მაშინ.. ტკბილი ძილი და ხვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგვიყვები!
- araso, araso! (კარგი, კარგი!)
- კაი -გაეცინა
ყურმილი დავკიდე და ყავის დალევა დავამთავრე.
- როგორ გადაგიხადო მადლობა არ ვიცი,ამიტომ მე გადავიხდი ყავის ფულს
- შანსი არაა გოგოს გადავახდევინო კაფეში ფული! :დ მერე გეტყვი როგორ გადამიხადო მადლობა.. მე,რომ წაგიყვანო სახლში არ ჯობია? ღმერთმა იცის კიდე რას გადაეკიდები გზაზე-გაეცინა
- მძღოლს გამოვიძახებ და ის წამიყვანს სახლში
- არა მე წაგიყვან.. მერე სინდისი არ მომასვენებს რამე,რომ მოგივიდეს :დ
-კარგი ხოო..
- kaja! (წავედით)-მხიარულად თქვა
- ughh -ამოვიოხრე და გავყევი
სალაროში ფული გადაიხადა და გარეთ გავედით.. 
ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი,რომ მისი ქურთუკი ისევ მე მეცვა და თვითონ იყინებოდა.. გავიხადე და მივაწოდე
-აჰა.. აღარ მინდა,თან ცივა და თხლად გაცვია
- არ მინდა აქვე მიყენია მანქანა და არ შემცივდება, ჯობია შენ მოიფარო! არ გაცივდე.
სიმართლე რომ ვთქვა მართლა ძალიან ციოდა და აღარ შევეწინააღმდეგე.. მოვიფარე ისევ. სითბომ სასიამოვნოდ დამიარა ტანში ..
-მადლობა -ჩავილაპარაკე
- არაფრის-თბილად გამიღიმა
მანქანასთან მართლა მალე მივედით
-ჩაწერე შენი მისამართი GPS-ში
ჩავწერე და გზა მაშინვე დაიხატა ეკრანზე და თან დროც დაეწერა რამდენ ხანში მივიდოდით..
- 40 წუთში მივალთ -ისევ გამიღიმა
ააა! მორჩეს ასე ღიმილს! რატოა ასეთი სიმპატიური? :( ცუდია ამის მერე,რომ ვეღარ ვნახავ,მაგრამ შეიძლება კარგიც არის. არ მინდა კიდე რომ შემიყვარდეს ვინმე და გული მეტკინოს. თავი დავაჯერე რომ არ მომწონს და ფანჯარაში გავიხედე. მანქანაში საკმაოდ თბილოდა და თვალები თავისით დამეხუჭა.. ბუნდოვნად მომესმა რაღაცა ხმა 
- სუზიი-ცოტა უფრო ხმამაღლა დაიძახა ვიღაცამ და ახლა უკვე შემანჯღრია
- ჰა?-აზრზე მოვედი ცოტა -უი ბოდიში.. ჩამეძინა სითბოში და-უხერხულად გამეცინა
-არაუშავს-ისევ მისი 'Killer Smile'-ით გამიღიმა.. ააა :((( 
-მოვედით?
- კი,მაგრამ შენი სახლი სადაა არ ვიცი და ამიტომ აქ ვართ გაჩერებული ნახევარი საათია :დ ვერაფრით ვერ გაგაღვიძე.. ისე ტკბილად გეძინა,რომ-ბოლო წინადადება ჩაილაპარაკა
-აა.. მადლობა.. კი არადა ბოდიში :დ -გზაზე გავიხედე- აი ცოტა წინ წადი და პირველივე შესახვევში შეუხვიე.
-კარგი
მალევე მივედით შესახვევთან
-აი ეს სახლია
მანქანა იქვე გააჩერა და ღვედი მოვიხსენი.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის.. მართლა გადამარჩინე დღეს და ალბათ ვერასოდეს ვერ გადაგიხდი სამადლობელოს.. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჰარი-გავუღიმე და კარების გაღება მინდოდა,მაგრამ ხელზე მომიჭირა ხელი
-შენს ტელეფონის ნომერსაც არ მომცემ სამადლობელოდ?-თავდაჯერებულად გამიღიმა
-არა-გავუღიმე და კარები გავაღე-მადლობა კიდევ ერთხელ :) ფრთხილად იარე- და კარები დავკეტე.. გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა 'Daebak' (საოცრება). ჰაჰა ჩაეშალა გეგმები ბიჭს? :დ სახლში შევედი და მშობლები მისაღებში დამხვდნენ.. დედაჩემი როგორც ყოველთვის გიჟივით დადიოდა აქეთ-იქით.
- რა ხდება?-ინტერესით ვიკითხე
- რა ხდება??? რომელი საათია თუ იცი შენ?-ყვირილით მკითხა დედამ
- ხომ დავიბარე რომ კლუბში მივდიოდი გოგოებთან ერთად არა? რა გაყვირებს?
- მაინც გვიანია.. ასე გვიან არ მოსულხარ არასდროს და შეგვეშინდა-უკვე მამა ჩაერთო
- მერე ტელეფონზე ვერ დამირეკეთ თუ გეშინოდათ?-ამაზე ორივე გაჩუმდა -დავიღალე მე.. წავალ დავისვენებ. ღამემშვიდობისა-ვუთხარი და კიბეებზე ავირბინე.
ოთახში შევედი და კარები ჩავკეტე. ტელეფონი საწოლზე დავაგდე,ტანსაცმელი გავიხადე და აბაზანაში შევედი.შხაპში ჩავდექი და მთელი დღის სტრესი ცხელ წყალს გავატანე. მალევე გამოვედი, თმები გავიშრე,პიჟამო ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. ტელეფონი ვნახე და მესიჯი იყო მოსული უცხო ნომრიდან :
'იმედია სახლში პრობლემები არ შეგექმნა :) ტკბილი ძილი პრინცესა ;)'
'ვინ ხარ?'-მაშინვე მივწერე
'ასე მალე დაგავიწყდა,რომ გადაგარჩინე და სახლში მიგიყვანე?'
'ჰარი? ჩემი ნომერი როდის ჩაიწერე?'
'რომ გეძინა მაშინ ;) აბა ისე არ მომცემდი ხო ვიცი :დ'
'ეეე! რაზე ჩაიწერეე?? არ მინდოდა რომ გცოდნოდა!'
'გეტყობა ძალიან გიყვარს წუწუნი :დ გადაიტან ;) ტკბილი ძილი :*'
'ughh ნუ მიგზავნი კოცნის სმაილებს!! და რადგან არ მოგეცი ნომერი ესეიგი არ მინდოდა რომ მოგეწერა :|'
'ტკბილი ძილიიი :*'
'ughh უკვე ტვინი შეჭამა :| არ მივაქცევ ყურადღებას.. მაგრამ რადგან მომწერა ესეიგი მოვწონვარ ხომ? ცოტა მაინც უნდა მოვწონდე რომ ჩემი ნომერი გაეგო.. მაგრამ იქნება იცის,რომ მდიდარი ვარ და მაგიტომ დამიახლოვდა? აააააა არ მინდა ამაზე ფიქრი..'-გავიფიქრე .. სიმღერები ჩავრთე და თვალები დავხუჭე.. ცოტახანში უკვე ტკბილად მეძინა. 
დილით კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა.
- ვინააა??-დავიყვირე
-მის თქვენი დაქალები არიან მოსულები და ვერაფრით ვერ შევაკავე-მოსამსახურემ მომაძახა კარების მეორე მხრიდან.
-Yah გააღე კარები!!-დაიყვირა ლიზიმ
-ხო მოვდივარ მოვდივარ..-ძლივს ავდექი,ხალათი მოვიცვი და კარები გავაღე.
- ძლივს! რა ღრმა ძილი იცი რა არის-ჰანა
-ოო რაზე გამაღვიძეთ??
- ყველაფერი მოგვიყევი და არაფერი არ გამოტოვო!-ჩემს სავარძლებში მოკალათდნენ და მე მელოდებოდნენ.. ამოვიოხრე და მეც მივუჯექი გვერდზე. ყველაფერი მოვუყევი თავიდან ბოლომდე. პირდაღებულები მიყურებდნენ.
-ჰე ახლა თქვით რამე
- ვაუ.. ანუ სიმპატიურია ხო? ეგრეც ვიცოდი!-ლიზიმ გამარჯვების ნიშნად მხარი გაკრა ჰანას. ჰანამ კი თვალები გადაატრიალა :დ
- კიდე,რომ მომწეროს რა ვქნა?-ცოტახნის შემდეგ ვიკითხე
- შენ რა გინდა,რომ გააკეთო? ანუ გინდა,რომ უპასუხო?(ლიზი)
- არ ვიცი.. მგონი არა,რადგან არამგონია რამე გამოვიდეს ჩვენს შორის.
-მაშინ არ უპასუხო და დააიგნორე.(ჰანა)
- მასე გავაკეთებ მაშინ...
კარგა ხანი იყვნენ ჩემთან. ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცეკვეთ კიდევაც :დ ცოტა რომ დაბნელდა წასვლა დააპირეს და მისაღებში ჩავაცილე.
- ოჰ ჰანა,ლიზი როგორ ხართ გოგოებო?-დედაჩემი სამზარეულოდან გამოვიდა
- კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით?(ლიზი)
-მადლობა კარგად. სადილზე არ დაგვეწვევით?
- არა გმადლობთ.. სახლში უნდა წავიდეთ,უკვე გვიანია.(ლიზი)
- ნახვამდის, სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა (ჰანა)
-ჩემთვისაც გოგოებო. უფრო ხშირად გვეწვიეთ :) 
- კარგით.. კარგად იყავით :)
ლიზი და ჰანა გავაცილე და მისაღებში დავბრუნდი. 
მე და დედამ ცოტა ვისაუბრეთ და როგორც ჩანს გაბრაზება გადაუვიდა :დ
ვისადილეთ და მერე ჩემს ოთახში ავედი. ვიმეცადინე და ლოგინში ჩავწექი.
დაღლილს მალევე დამეძნა. დილით სკოლაში წავედი და შემოსასვლელში ბავშვები იყვნენ შეკრებილნი. არ მიმიქცევია ყურადღება და სკოლაში შევედი. 
-სუზიი-ვიღაცამ დამიძახა. უკან გავიხედე და კაი ჩემსკენ მოდიოდა. მგონი სკოლის ყველა გოგო მე მიყურებდა. 
ჩემთან რომ მოვიდა ვკითხე -რა იყო?
-არაფერი მოსალმება მინდოდა-გამიღიმა
- ხო მომესალმე უკვე? წავედი გაკვეთილზე მაგვიანდება-მოვბრუნდი და წასვლა დავაპირე,მაგრამ მისკენ მიმატრიალა
წამო კლასამდე მიგაცილებ, მეც მაინც მაქეთ მოვდივარ.
-არც მითქვია რა გაკვეთილი მაქვს და საიდან იცი სად მივდივარ? :დდ
- ვიცი-თვალი ჩამიკრა და ხელი ხელში გამიყარა. თვალები გამიფართოვდა-kaja! (წამო)
დაბნეულმა ვერაფერი ვეღარ ვუთხარი და კლასებისკენ წამათრია. 
ჩემს კლასთან რომ მივედით გავაჩერე.
- ესაა ჩემი კლასი-ხელით მივუთითე მათემატიკის კაბინეტზე
- წამო მერე-კლასში შემათრია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-შენ რა გაკვეთილი გაქვს?
- მეც ინგ-მათემატიკა მაქვს-გამიღიმა
-მართლა?-საეჭვოდ შევხედე
- ხო-უხერხულად მოისვა ხელი თმაზე
- კაი.. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს-ჩავილაპარაკე და ჩემს ადგილზე დავჯექი.
კაიც გვერდზე მომიჯდა და ტელეფონზე რაღაცას აკეთებდა.რომ მორჩა ლაპარაკი დამიწყო. მეც ზრდილობის გულისთვის დაველაპარაკე. ბოლოს გავჩერდი,რადგან ვიგრძენი,რომ მე მიყურებდნენ კლასელები. გავიხედე და თავი მოიკატუნეს ვითომ საერთოდ არ შემოუხედიათ ჩემთვის. გადავწყვიტე დამეიგნორებინა და კაის მივუბრუნდი ისევ. რაღაცა უნდა ეთქვა ზარი რომ დაირეკა.
მასწავლებელიც შემოვიდა და დაფასთან დადგა.
- აბა სიჩუმე ახლა! ახალი კლასელი გყავთ და დაუმეგობრდით იცოდეთ!-ხელი კარებისკენ გაიშვიდა და ჩემდა გასაკვირად კარებში ჰარი შემოვიდა.. მგონი თვალები შუბლზე ამივიდა. თვითონაც დამინახა და თვალი ჩამიკრა. გონზე მოვეგე და გვერდზე გავიხედე.
-გამარჯობათ მე ჰარი ვარ. იმედია დავმეგობრდებით-გაიღიმა და თავი დაგვიხარა.
გოგოები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. 
- იცნობ?- კაიმ ჩამჩურჩულა
- ერთხელ გადამარჩინა 
მერე რაღაცნაირად გამოგვხედა
Tumblr_lzpxg0ahva1qbysgjo1_500_large
ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს მზერა.. ეჭვიანობდა? :დ
- მის სუზის გვერდზე დაბრძანდით-მასწავლებელმა უთხრა ჰარის
- დიდი სიამოვნებით -ჩაილაპარაკა და ჩემსკენ წამოვიდა.
 გული ამიჩქარდა.. მეთვითონ არ ვიცი რატომ..


ვიცი დიდი ხანია არ დამიდია,მაგრამ ჩემი ნინის ხათრით ვდებ <3 
იმედია ძალიან საშინელება არ იყო :S 
დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ :**

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 864 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-02-20 Spam
Magariaaaaaaa dzaaaaaaa.aaaaaaan