მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » What is love?[1] ♡
9:54 PM
What is love?[1] ♡
Tumblr_mf2s5lisqf1rnkpueo1_500_large
What is Love?♦ [1]
– იმედი მაქვს მოგეწონებათ  

ამ თავს ვუძღვნი Anii_Cyrus♥♥♥,-Marriam♥,Nuchito,ninibelieber ,-Ronnie♥,-NiniKunna♥ 
მადლობა რომ კითხულობთ <33

რაღაცა მინდა გითხრათ.. ესეიგი
1) კორეაში უფროსებს რომ ესალმებიან 90 გრადუსით წინ იხრებიან,პატივისცემის ნიშნად.
იმედია ნორმალურად ავხსენი.
2) გოგოები უფროს ბიჭებს/ან იმ ბიჭებს რომლებიც მოსწონთ ოპპას ეძახიან.. 
3)ბიჭები უფროს გოგოებს ნუნას ეძახიან. 
4) POV = Point of view, ანუ ვინ მოგითხრობთ იმ თავს .
მაგალითად Suzy POV. 
ახლა კი დავიწყებ მოთხრობას :დ

Suzy POV
დღეს სწავლის პირველი დღეა. ეს ერთი წელიც და მოვრჩები სკოლას.. მაგრამ მერე რას გავაკეთებ? არ მინდა ჩემი მშობლების ბიზნესი.. მაგრამ სხვა რა გზა მაქვს? ეჰჰ .. ძლივს ავდექი საწოლიდან,შხაპი მივიღე,ჩავიცვი და თმები გავიკეთე.
Y_large
სასაუზმედ ჩავედი სასადილო ოთახში
27e8fa6278aa_large
დედა და მამა უკვე ისხდნენ და მე მელოდებოდნენ,რომ გვეჭამა.
ორივეს ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ადგილას დავჯექი.
საუზმედ ჩემი ფავორიტი ბლინები,ნაყინით და ხილით გამიმზადეს, მმმმ <3
-აბა როგორ გრძნობ თავს?-მკითხა მამაჩემმა
-კარგად მამა, გახარებული ვარ რომ ჩემს მეგობრებს ვნახავ დღეს-გავუღიმე
-მიხარია, იმედია კარგად ისწავლი, ეს ბოლო წელიც და სკოლას ამთავრებ.
-კი კარგად ვისწავლი. მინდა კარგი ნიშნები გამომყვეს-გავუღიმე
-რაზე აპირებ ჩაბარებას?
-ჯერ არ ვიცი,რომ გადავწყვიტავ გეტყვი.
-კარგი.. იმედია იცი რომ ჩემი ბიზნესი შენ დაგრჩება, შენს გარდა სხვა არავინ არ გვყავს.
-კი ვიცი მამა და არ ინერვიულო, იმედებს არ გაგიცრუვებ.
-ვიცი სუზი, შენ იმედებს არასდროს არ მიცრუებ.
ჭამა დავამათავრე და მშობლებს დავემშვიდობე. ჩანთა ავიღე და მანქანისკენ წავედი.
მისტერ კიმმა(მძღოლმა) კარები გამიღო და თავი დამიხარა.
-გთხოვთ მისტერ კიმ,როცა ჩემი მშობლები არ არიან აქ ეგრე ნუ იქცევით..ჩემზე ბევრად უფროსი ხართ და მე უნდა გიხრიდეთ თავს და არა თქვენ..-
-კარგით მის სუზი- თბილად გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
ლიზიმ მომწერა
"მალე მოხვალ?? შემოსასვლელთან გელოდებით მე და ჰანა"
"კი 5 წუთში მანდ ვარ"-ვუპასუხე.
მართალც მალე მივედით, გოგოებს გადავეხვიე და სკოლაში შევედით.
ლიზი როგორც ყოველთვის ბიჭებზე ლაპარაკობდა.. თუ როგორ გაიცნო
ვიღაც სიმპატიური ბიჭი დასვენებებზე.. მე არ ვუსმენდი .. იმაზე ვფიქრობდი თუ 
რა მინდოდა პროფესიად. მამაჩემის ბიზნესს თავს ვერ ავარიდებდი.. ანუ ბიზნესსზე უნდა
ჩავაბარო? რომ არ მინდა? ფიქრებიდან ლიზიმ გამომიყვანა
-ეე მისმენ??-ხელი გამკრა
- ხო ბოდიში, ფიქრებში წავედი. რას ამბობდი?
-იმას რომ ჩემი და ჰანას ძმები ჩამოდიან და აქ ისწავლიან ეს ბოლო წელი.
-აა კაია-გავუღიმე.. 
არცერთის ძმას არ ვიცნობდი,რადგან მე ჰანა და ლიზი იმის მერე გავიცანი რაც ისინი კანადაში თუ ამერიკაში წავიდნენ.. იმედია კარგი ადამიანები არიან.. 
გაკვეთილები მალე გადიოდა.. და ეხლა ცეკვის დრო იყო..ალბათ გაგიკვირდებათ ცეკვას ვინ ასწავლის სკოლაშიო,მაგრამ აქ ასწავლიან.. ან ცეკვა უნდა ამერჩია ან ფიზრა.. და ფიზრის თავი ნამდვილად არ მაქვს... გამოვიცვალე და დარბაზში შევედი.. მასწავლებელიც მალე შემოვიდა. ყველამ თავი დავუხარეთ და ჩვენს ადგილებზე დავდექით. უცბად კარები გაიღო
-გისმენთ-უთხრა მისტერ ჩენმა
-ჩვენ ახალი მოსწავლეები ვართ
გოგოებმა გადალაპარაკები დაიწყეს 
"რა სიმპატიურები არიან","ის რა საყვარელია", "რა მამაკაცურია" და ასეთები..
კინაღამ გული ამერია.. ვერ ვიტან ეგეთ გოგონებს ბიჭებზე ასე რომ გიჟდებიან.
-კარგით წარმოუდგინეთ თქვენი თავი კლასს და დავიწყოთ გაკვეთილი.
შავთმიანი ბიჭი წამოვიდა ცოტა წინ
-გამარჯობათ! მე ჯეისონ ვუ ვარ,იმედია კარგად მიმიღებთ და დავმეგობრდებით!
აა ჰანას და ლიზის ძმები არიან ესეიგი. 
-გამარჯობათ! მე კრის ლი ვარ! იმედია კარგად მიმიღებთ.
-კარგით მოძებნეთ თქვენი ადგილები და დავიწყოთ გაკვეთილი.
ჰანა და ლიზი იცვლიდნენ და რომ გამოვიდნენ და თავიანთი ძმები დაინახეს მივარდნენ და ჩაეხუტნენ.. გოგოები გაშტერებულები უყურებდნენ.. მათ ხომ არ იცოდნენ რომ და-ძმები არიან.
მერე ჩემსკენ წამოვიდნენ 
-გაიცანით ეს ჩვენი დაქალია სუზი, სუზი ესენი ჩვენი ძმები არიან :დ-გაიცინა ლიზიმ
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! -თავი დავუხარე 
-ჩვენთვისაც! ჰანა ბევრს გაქებდათ შენ და ლიზის და მიხარია ბოლოსდაბოლოს თქვენი გაცნობა-ღიმილით თქვა ჯეისონმა. მე გავუღიმე. მეორე ბიჭი- კრისი ჩუმად იდგა.როგორც ჩანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა.. ნუ არც მე მიყვარს დიდად,ასე რომ ჩემთვის პირიქით კარგია.
-კარგად ცეკვავ?-უცბად მკითხა ჯეისონმა
-მე?-გაკვირვებულმა ვკითხე, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად- რავი ნორმალურად
-ტყუიის!-უთხრა ჰანამ -კლასში გოგოებიდან ყველაზე კარგად სუზი ცეკვავს.
-კარგი რა სისულეელებს ნუ ამბობ ჰანა.(მე)
-სიმართლეს ამბობს ჰანა!-დაეთანხმა ლიზი
- არ დაუჯერო!-ვუთხარი ჯეისონს,რომელიც როგორც ჩანს ერთობოდა ჩემი რეაქციით.
 თავი გავაქნიე და მასწავლებელზე გადავიტანე ყურადღება..
-კარგით ეხლა დავიწყოთ ცეკვა!! ვის უნდა პირველი გამოვიდეს აბა?
არავინ არ იწევდა ხელს.. 
-კარგით მაშინ მე გამოვიძახებ!-რამოდენიმე ბავშვი გამოიძახა და კარგად იცეკვეს..მერე უცბად მე მომიბრუნდა -აბა სუზი გამოდი და გვაჩვენე შენი მასტერ კლასი-გამიღიმა
-აი ხო ხედავ! მასწავლებელიც გვეთანხმება-დაიწყო ჰანამ
-გაჩუმდი-ვუთხარი და სტერეოსთან მივედი რომ სიმღერა ამერჩია



რომ მოვრჩი ცეკვა ყველა ტაშს უკრავდა, მე თავი დავხარე მადლობის ნიშნად.
საერთოდ მორცხვი ვარ,მაგრამ საქმე რომ მიდის ცეკვაზე მაშინვე ვიხსნები.
ჩემს ადგილას დავდექი ისევ. 
-მართლები არიან რა გინდა-მითხრა ჯეისონმა-მართლა კარგად ცეკვავ :)
-მადლობა- მორცხვად გავუღიმე და ყურადღება მოვეკვავეებზე გადავიტანე.
ბოლოს მარტო ორი მოსწავლე დარჩა.. ჯეისონი და კრისი.
-აბა გამოხვალთ და გვაჩვენებთ რა შეგიძლიათ?- გაიცინა მასწავლებელმა
-დიდი სიამოვნებით- თქვა ჯეისონმა


შთაბეჭდილების მოხდენა ნამდვილად იცის :დ
მორცა და ყველა ტაშს უკრავდა, მათ შორის მეც.
-ძალიან კარგი! კიდევ ერთი პროფესიონალი მოცეკვავე შემოგვემატა კლასში-გაიღიმა მასწავლებლემა-კრის შენც გამოხვალ?
-რავი ცეკვა დიდად არ მიყვარს,მაგრამ გამოვალ :)
(ავტორი :მეტი მისი ცეკვის ვიდეო,სადაც მარტოა ვერ ვიპოვე)


კრისმაც კარგად იცეკვა..მაგრამ ჯეისონმა უკეთესად. ტაში დავუკარით და ყველა ჩვენს ადგილებზე დავდექით.
-შემდეგ გაკვეთილზე მინდა დუეტი მომიმზადოთ. კლასში უკვე გოგოების და ბიჭების რაოდენობა გათანაბრდა ამიტომ არ გაგიჭირდებათ იმედია პარტნიორის მოძებნა. -გაგვიღიმა და ზარიც დაირეკა.
აუ ეხლა ამაზე უნდა ვიფიქრო ვინ იქნება ჩემი პარტნიორი.. რამოდენიმე ბიჭი მოვიდა ჩემთან. რამოდენიმე ხანი ესე იდგნენ,რომ ვიფიქრე რომ არაფერს მეტყოდნენ და უნდა წავსულიყავი შავთმიანმა მკითხა -ჩემი პარტნიორი იქნები? -ან ჩემი- ჩაერთო მეორე
-მე?-გაკვირვებულმა ვკითხე
-კი შენ. ძალიან მომწონხარ და კლასში ყველაზე კარგად ცეკვავ-მორცხვად მითხრა
-დიდი მადლობა,-არ ვიცნობდი ვინ იყო და არც ვიცოდი როგორ ცეკვავდა,ამიტომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი და მოვიტყუე- მაგრამ უკვე მყავს პარტნიორი
-როგორ უკვე?-თვალები გაუფართოვდათ
- კი უკვე,ბოდიშით - და ვცადე კლასიდან გამოვსულიყავი მაგრამ წინ გადამიდგნენ
-ვინ არის შენი პარტნიორი?
-რაში გაინტერესებთ?- მომბეზრდნენ უკვე
- უბრალოდ გვაინტერესებს ვინ დაგვასწრო შენამდე მოსვლა
- შემდეგ გაკვეთილზე ნახავთ-გავუღიმე და კიდე ვცადე მათგან თავის დაღწევა
-არ გყავს ხომ პარტნიორი და უბრალოდ გვატყუებ?- მკითხა ქერათმიანმა
- მყავს და გამატარეთ ეხლა
-რომ არ გაგატაროთ?
- რას ქვია არ გამატაროთ? რა უფლებით მაკავებთ?
- გვინდა და გაკავებთ- შავთმიანმა თქვა ეშმაკური ღიმილით
უცბად ვიგრძენი რომ ვიღაცამ ხელი შემომხვია წელზე
-ჩემი პარტნიორია რაიმე პრობლემა გაქვთ?-ხმაზე ვიცანი რომ ჯეისონი იყო. გაფართოებული თვალებით გავხედე, რას აკეთებდა ან რატომ აკეთებდა არ მესმის.
- არა, უბრალოდ გვინდოდა გაგვეგო ვინ დაგვასწრო სუზიმდე მისვლა :)-თქვა ქერათმიანმა
-მე დაგასწარით, კიდე რამე გაინტერესებთ?- ჰკითხა ცივი ხმით, იმათ როგორც ჩანს შეეშინდათ და თავი გააქნიეს - ძალიან კარგი, ეხლა თუ მოგვცემთ საშუალებას მე და ჩემი პარტნიორი რომ გაგვატაროთ ძალიან კარგს იზავთ :)-ბიჭები მაშინვე გაიშალნენ და გზა დაგვითმეს.. კლასს ცოტა რომ მოვშორდით შემოვტრიალდი
-რატომ უთხარი რომ ჩემი პარტნიორი ხარ?
-იმიტომ რომ არ გაგიშვებდნენ ისე და შენ კიდე როგორც მივხვდი მოატყუე არა?-ჩაეცინა
-მეთვითონ მოვაგვარებდი- ცოტახანი გავჩუმდი- მაგრამ მაინც მადლობა უნდა გითხრა მგონი
-ხო მგონი უნდა მითხრა
Tumblr_m42kotvib31qmo9gg_large
-კარგი მადლობა-მეც გამეცინა და წასვლა დავაპირე, ხელით დამიჭირა და მისკენ შემატრიალა
- როდის უნდა ვივარჯიშოთ ცეკვაზე?
- რა ცეკვაზე?- დაბნეულმა ვკითხე
- შენ რა გეგონა იმათ მოვატყუე რომ ჩემი პარტნიორი ხარ? :დ უნდა მეთხოვა ისედაც და ეხლა ყველას ეცოდინება რომ ჩემი პარტნიორი ხარ და არ გაქ სხვა გზა იმის გარდა რომ დამთანხმდე.
Tumblr_lz5yxzkrd61r3xllho1_500_large
ცოტახანი რომ დავფიქრდი მართალი თქვა, უკვე ყველამ გაიგო კლასში რომ პარტნიორები ვართ,თან კარგაცა ცეკვავს და სხვა ვის ვთხოვო. ამოვიოხრე
-იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე მეგონა- გამეცინა- კარგი თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი :)
-მაშინ გაკვეთილების ბოლოს ვივარჯიშოთ თუ გცალია
-კი მცალია :)
-კარგი.. წავედი -გავუღიმე და შემდეგ გაკვეთილზე შევედი.
ჰანა და ლიზი დამხვდნენ უკვე ადგილებზე და ისეთი თვვალებით შემომხედეს მეგონა სახეზე რამე მქონდა.. მათკენ წავედი და ჩემს ადგილზე დავჯექი.
-როდის უნდა გეთქვა ჰა? (ლიზი)
-რა?- თავი მოვიკატუნე,რომ არ ვიცოდი რაზე ლააპარაკობდნენ.
-ძალიან კარგადაც იცი რა! ჩემი ძმა შენი პარტნიორი როდის გახდა?-უკვე ჰანა ჩააერთო ლაპარაკში.
- ოო - და ყველაფერი მოვუყევი.
-ააა. ანუ შენი პარტნიორი არაა?(ლიზი)
-არის.. -ჩავილაპარაკე
-ვერ გავიგე?(ლიზი)
-არის მეთქი-უფრო ხმამაღლა ვთქვი
-კი მაგრამ შენ ხო არავისთან არ ხარ ხოლმე პარტნიორი?(ჰანა)
- ხომ მაგრამ გამომიჭირა.. მთელმა კლასმა გაიგო რომ პარტნიორები ვართ,დაჯე მასწავლებელმაც.. სხვა გზა არ მაქვს.. დღეს გაკვეთილების მერე ვივარჯიშებთ.. ჯერ არ ვიცი რა სიმღერაზე.
-ააა.. ისე ხო სიმპატიური ძმა მყავს? (ჰანა)
-კი ძალიან,სხვებისგან განსხვავებით -მე გამომხედა- გამიხარდებოდა ჩემი პარტნიორი რომ ყოფილიყო ასეთი სიმპატიური და კარგი მოცეკვავე
-ჰაჰა, რა სასაცილოა- ჩავილაპარაკე და ზარიც დაირეკა! ძლივს.
გაკვეთილები მალე დამთავრდა და დარბაზისკენ წავედი. ჯეისონიც მაშინ მოდიოდა და კარი გამიღო
- Ladies First- მითხრა ინგლისურად, გამეცინა და შევედი.
-გამოვიცვლი და მოვალ.. მოიფიქრე რაზე ვიცეკვებთ?-ვკითხე ინტერესით
-კი .. მიდი გამოიცვალე და გეტყვი
-კარგი.
გამოვიცვალე და გამოვედი.
ჯეისონი აიპოდთან იდგა და სიმღერებს ნახულობდა მგონი.
- აბა რა სიმღერაზე უნდა ვიცეკვოთ?
- აი ამაზე- და სიმღერა ჩართო


-შენ ალბათ გაგიჟდი ხო? -გამეცინა - ამაზე არ ვიცეკვებ მე!
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ ძალიან ... -სიტყვები ვერ მოვიფიქრე რომ გამომეხატა
-სექსუალურია?-ჩემს მაგივრად დაამთავრა
-ხო - ლოყები ამიწითლდა
-დღეს რომ იცეკვე ის რა ამაზე ნაკლები იყო?
-იმას მარტო ვცეკვავდი და არავინ არ მისვავდა ხელებს
-ხელებს ისე არ მოგისვავ რომ უხერხულად ჩავარდე დამიჯერე
-ughh!! სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრე?
-ვერა -მხრები აიჩეჩა
ცოტახანი გაჩუმებული ვიყავი და მერე ვუთხარი
-კარგი მალე დავიწყოთ ვარჯიში თორე დიდი დრო არ დაგვრჩა
-YES!! -პატარა ბავშვივით დაიყვირა, მე კიდე მის რეაქციაზე გამეცინა,მერე ჩაახველა- ხო დავიწყოთ..-და უცბად დასერიოზულდა.
საკმაოდ კარგად გამოგვივიდა ცეკვა და ხელებსაც არ მისვამდა :დ 
მოვრჩით ვარჯიშს და მე გამოსაცვლელად წავედი,რომ გამოვედი ჩემი ტელეფონი ეჭირა ხელში
- ჩემი ტელეფონი რატომ გიჭირავს ხელში???
-შენი ნომერი ჩავიწერე და შენ ჩემი - გამიღიმა 
-იქნება არ მინდოდა ჩემი ნომერი რომ გცოდნოდა?
- უპსს! -გაეცინა
-ugh! კარგი დამიბრუნე ეხლა სახლში მეჩქარება.
-კარგი. წამო გაგაცილებ 
აღარ შევპასუხებივარ და გამოვედით სკოლიდან და დავემშვიდობე, მე ჩემს მანქანაში ჩავჯექი ის მისაში. მალევე მივედით სახლში და დაღლილმა შხაპი მივიღე, ცოტახანი დავისვენე და ვიმეცადინე. მერე დავიძინე და დღეები ასე გადიოდა სანამ ჩვენი "პრემიერის" დრო არ მოვიდა.
საკმაოდ ვნერვიულობდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი. 
- ნუ ნერვიულობ -მითხრა ჯეისონმა
-ჰა? საიდან მოიტანე რომ ვნერვიულობ?-გაკვირვებულმა ვკითხე,არავის არ შეუტყვია აქამდე ჩემი ნერვიულობა.
- ტუჩს კბენ ხოლმე როცა ნერვიულობ და მაქედან მივხვდი. ყველაფერი კარგად იქნება. ცეკვაც საკმაოდ კარგად დავდგით. ამიტომ არ ინევიულო.-თბილად გამიღიმა
-მადლობა :)
მალე მასწავლებელიც შემოვიდა და გაკვეთილი დაიწყო. ყველამ კარგად იცეკვა.. ბოლოს ჩვენი ჯერ იყო. 
-წამო ჩვენი ჯერია- ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე ხელი. 
ყველამ გადალაპარაკებები დაიწყო და ყველას ერთი კითხვა ჰქონდა "ერთმანეთს ხვდებიან?"
დარბაზის ცენტრში დავდექით და მასწავლებელს ვანიშნეთ რომ სიმღერა ჩაერთო..


ცეკვას რომ მოვრჩით ყველას პირი ჰქონდა დაღებული.. 

იმედია ცოტათი მაინც მოგეწონათ :S პირველი თავია და რავი .. მგონი მთლად ცუდი არ იყო .. დააკომენტარეთ რას ფიქრობთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 762 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-01-21 Spam
Dzalian Dzalian Magariiiiiiiiiiia !!! <3 ))