მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » What Is Love?=1=
6:33 PM
What Is Love?=1=

ამ მოთხრობას წინ პატარა ისტორია სდევს : )) 
მინდოდა ერთთავად დამედო,მაგრამ დიდი გამოდის.ამიტომ 2–3 თავად დავდებ/თუ რათქმაუნდა მოგეწონებათ.
მანამ კი მინდა გითხრათ,რომ ეს არის რეალური ისტორია.
ბანაკის ბოლო დღეს,ერთ–ერთმა ბანაკელმა მე და ჩემს დქალს თავისი 4 წლიანი ურთიერთობის შესახებ მოგვიყვა.ეს იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური ნამდვილი ისტორია,რომელიც რეალურად მოხდა.ძალიან ბევრი ვიტირეთ მეც და ჩემმა დაქალმაც.
შეიძლება ნაწერით არ გამოვიდეს ისეთივე კარგი,როგორც გმირმა მომიყვა.
თანაც ყველა დეტალი კარგად არ მახსოვს,მაგრამ ყველანაირად ვეცდები.
ეს ადამიანი დარწმუნებული იყო,რომ სიყვარული არ არსებობს.ეს არის უბრალოდ მიჩვევა,რომელიც შეიძლება წლების მერე მოგბეზრდეს და გაქრეს...
ეს ისტორია ჩემებურად შევალამაზე,გავავრცე და მინდა წაგიკითხოთ.
და მინდა ამის შემდეგ თქვენ თვითონ ჩამოგიყალიბდეთ მოსაზრება იმის შესახებ
"თუ რა არის სინამდვილეში "სიყვარული""

WhaILove?
დილით,მობილურის ზარმა გამაღვიძა.თავი წამოვწიე და ძვლივს ამოვღერღე ორი სიტყვა
–ჰო ნინი
–რა ხმა გაქ?რას შვები?
საათს ცალი თვალით გავხედე.
–დილის 6 საათზე რას უნდა ვშვებოდე–დავუბღვირე
–იდიოოტო–ისეთ ხმაზე იყვირა,რომ წამში გამოვფხიზლდი–შენ შენმპირდი,რომ წამოხვიდოდი.მე ქვემოთ გელოდები,10 წუთში აქ იყავი.უნდა ვირბინოთ.
–ჰოოოოოო.კარგი,კარგი მოვდივარ–მობილური მოვსიროლე და წამოვდექი
მიუხედავად იმისა,რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი,საუკეთესო დაქალს ხათრს არ ვუტეხავდი და კვირაში 2–3ჯერ სავარჯიშოდ დავყვებოდი.მართალია არც პრესი მქონდა და არც იდეალური სხეული,მაგრამ დილაობით ვარჯიში ჩემთვის მაინც კოშმარი იყო.სარკეში ჩავიხედე.
ფეხის წვერებზე აწევით,ჩემი თავი შევათვალიერე.ხელი ფრთხილად მკლავებს შევახე და ჩემს სხეულს დავაკვირდი.
სწორი ფეხები,მუცელი ოდნავ გამობერილი,რომელსაც ნამდვილად მოუხდებოდა რამოდენიმე თვიანი ვარჯიში,საშუალო ზომის მკერდი,თხელი კისერი და სახე.კანის ფერი ძალიან მუქი.
თეთრი არასდროს ვყოფილვარ,ზაფხულზე მინაღები რუჯი კი თითქმის მთელი წელი მიმყვებოდა.
ამ ფონზე ნათლად ციმციმებდა ცისფერი თვალები,რომელიც ძალიან იშვიათად მიმუქდებოდა.წყლიანი თვალები ახლა თმას მივაბყარი.
ქერა თმა ძირებიდან სწორი იყო,მხრებამდე კი დახვეული აღწევდა.პატარა ცხვირი მაღლა ავბზიკე და წარბები შევჭმუხნე,როცა გამახსენდა რომ ზამთრის თოვლიან დღეს,ჩემს ნაბიჯებს უნდა გაეკვალა თბილისის დათოვლილი გზები...
შარვალი სწრაფად ამოვიცვი,თბილი უგები,ღია თეთრი ბლუზა გადავიცვი და თმა ავიწიე.
ოთხადიან გასვლისას,შავი თბილი ჟილეტი მოვიცვი.ხელში მობილური,ყურსასმენები,და თეთრი ქუდი მოვიმარჯვე
–დეე წავედი–ხმაურიანად გამოვაღე ოთახის კარი,რადგან ვიცოდი რომ მშობლები ამ დროს სამსახურისთვის ემზადებოდნენ
–მაკო უნივერსიტეტში ხო მიდიხარ?
–კი დღეს ლექციები 2 საათზე მეწყება –ლოყაზე ვაკოცე და მისი ყავა გემრიელად მოვსვი.
ჯიბეში მობილური აზუზუნდა,ნინის მოთმინების ფიალა აევსო
–წავედი,წავედი თორე მომკლავენ
–კარგი შვილო–დედამ გამიღიმა და ახლა მან მოსვა ფინჯანიდან ყავა
სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩავირბინე და თოვლში დაყუდებულ ნინის ყურებამდე გავუცინე
–ნუ მიცინი ეგრე,გავიყინე დებილო–კვლავ დამიბღვირა.
–არ დაიწყო..ხომ უყურებ შენს გამო 6 საათზე ავდექი
–მადლობ!–ცინიკურად მითხრა და მომიახლოვდა–კარგი არაუშავს,წავედით–ხასიათზე მალევე მოვიდა...
ნაბიჯს ნელ–ნელა ავუჩქარეთ.ლამპიონები ჯერ კიდევ ანათებდა ღამეში გახვეულ თბილისს.სირბილით გახურებულებმა სწრაფად გავირბინეთ ჩემი ქუჩა და ნისლში გავუჩინარდით.

–რაღაც უნდა გითხრა,ლამის დამავიწყდა–თქვა ნინიმ და დაღლილი ტროტუარზე ჩამოჯდა
–აბა გისმენ–გავუღიმე და გვერდით დავუჯექი
–დღეს ან ხვალ ნიას ძმა ჩამოდის.
–მერე?–დაახლოებით მივხვდი თემა რასაც შეეხებოდა და სიმღერების ხმას ოდნავ დავუწიე
–მერე ის რომ ნიასთან წავალთ და მის ძმას გავიცნობთ.ნუ კარგი გაიცნობ.
–ჰაჰა–სიცილი დავიწყე–როგორც ვხედავ მაჭანკლობაც დაგიწყია–ხუმრობაში გავუტარე ნათქვამი
–ჰააა?ღმერთმა დამიფაროს–გაბრაზებულმა თქვა–ჩვენ შევთანხმდით,რომ ახალი წელს, სამივე ჩვენგანს გვერდით საყვარელი ადამიანი გვეყოლებოდა.ექვსვივე ერთად შევხვდებოდით ამ ღამეს და გვექნებოდა ყველაზე განსხვავებული ახალი წელი.როგორც ყოველთვის შეთანხმება დაარღვიე,გიოს 2 კვირის წინ დაშორდი,მაშინ როცა დღესასწაული უკვე კარზე იყო მომდგარი.
–კვლავ სიცილი დავიწყე–ნინი გეყოს რააა
–არაფერიც არ მეყოს.ამოიგდე გიო გულიდან–ალმაცერად გაიცინა
–კარგად იცი რომ არასდროს მყვარებია.უკვე დიდი ხანია გავუშვი აქედანაც და აქედანაც–ერთი თავზე,მეორე ხელი კი გულზე დავიდე
–ვიცი,და ამიტომაც საჭიროა სასწრაფოდ გაიცნო ნიას ძმა :) ერთმანეთი მოგეწონოთ დაა.........–აღარ გავაგრძელებინე
–ნამდვილად არ მინდა შეთანხმების გამო,ხაზს ვუსვამ,"უბრალო შეთანხმების გამო" ვინმესთან ყალბი ურთიერთობა წამოვიწყო.გვეყოს ამაზე საუბარი.არაუშავს, მე დაქალებთან ერთადაც კარგად ვგრძნობ თავს.მინდა ეს წელი ჩემთვის მყუდრო ცხოვრებით გავატარო.რაც მთავარია წარმატებით დავასრულო პირველი კურსი
–ბლა ბლა ბლა,თურმე რა მოსაწყენი წელი გელის–თქვაა ნინიმ და ფეხზე წამოდგა–როგორც გინდა.შენთან კამათას არავითარი,ხაზსვუსვამ "არავითარი" აზრი არ აქვს–ჩემი საუბრის მანერა გადაიღო და თვალები სწრაფ–სწრაფად აახამხამა
–ჰაჰაჰ.კარგიაა რომ მიხვდი.ახლა სირბილი გავაგრძელოთ,თორე ყავის სმაში ლამის ავინაზღაურე ის კალორიები,რაც ამ 20 წუთის განმავლობაში დავწვი
–მართალია–წამოვდექით და სირბილი განვაგრძეთ.
–ჰო ისე ნიას ძმას საბუთები ჩვენს უნივერსიტეტში გადმოაქვს :) ანუ შეიძლება ჩვენს ჯგუფში მოხვდეს
–მკიდია!–თვალები გადავტრიალე და ყურსასმენები სწრაფად გავიკეთე

10 საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი
დედა და მამა უკვე სამსახურში იყვნენ.მე და ნინიმ საუზმობაც მოვასწარით და სახლში მისული პირდაპირ საწოლზე დავეხეთქე.
1 საათამდე გამიგრძელდა ძილი,სანამ მობილურის ზარმა არ გამაღვიძა.ამჯერად ნია იყო
–რას შვეებო მაკო?
–რავიცი მეძინა.მოვემზადები ახლა და წამოვალ
–მეეც ვიცმევ.ანუ ლექციაზე გნახაავ
–აჰაა.ნინისაც შეახსენე
–კარგი–მობილური მოვისროლე და სწრაფად წამოვდექი.

ფარდები ფრთხილად გადავწიე და გარეთ გავიხედე.თოვლის ნაზი ფანტელების აურაცხელი რაოდენობა დედამიწაზე ეშვებოდა.
თითქოს ფიფქები სიკეთე ყოფილიყო.ალამაზებდა ყველაფერს რასაც ეცემოდა.გადათეთრებულიყო სახურავები,ქუჩები,მანქანები,მიმავალი ხალხის ქურთუკები და ქუდები.
ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო,თუმცა ვგრძნობდი რომ ძალიან ციოდა
სიზარმაცე დავძლიე და გადავწყვიტე ლექცია არ გამეცდინა.
თბილად ჩავიცვი,ტყავის ხელთათმანები მოვიმარჯვე,სახლი მალევე დავტოვე და გასულმა ჩემი ნაკვალევი დავტოვე.
ძალიან ციოდა.გაჩერებაზე ლოდინს აზრი არ ქონდა.გადავწყვიტე ფეხით გავყოლოდი გადაპენტილ ქუჩებს.დროდადრო უკან ვიყურებოდი,საჭირო ტრანპორტი არ ჩანდა.როცა უკვე დავიქნცე სიარულით,მახლობელ გაჩერებაზე დავდექი.
ხელები სულ გაყინული მქონდა.ყინვა ხელთათმანებში ატანდა.ადგილზე ვხუტანვდი და ხელებს ერთმანეთზე ვახახუნებდი.
ცხვირი სულ გაწითლებული მქონდა.დრო უაზროდ გაიწელა.ტაქსის გაჩერება გადავწვიტე,რომ მოპირდაპირე მხარეს მაღალ,შავგვრემან,ძალიან სიმპატიურ ბიჭს შევხედე.ჩემი ყურადღება პირველივე შეხედვისას მიიბყრო.
ტროტუარზე იდგა და სიგარეტს აბოლებდა.ცალი ხელი ჯიბეში ჩაეყო,ქუდი ჩუბლზე ჩამოფხატა.თმა კი ალაგ–ალაგ მოუჩანდა.
ხელის სწრაფი მოძრაბოით მობილური ამოიღო და სწრაფადვე ჩააცურა ტყავი ქურთუკის ჯიბეში.
ასეთი ყურადღება ჯერ არავის მიმართ გამომიჩენია.უხერხულად მივაშტერდი და ვერც კი გავაცნობიერე,რომ მანაც გამომხედა.
დარცხვენილმა თვალები ძირს დავხარე და მზერა ავარიდე.
ორჯერ დავაპირე ტაქსის გაჩერება,მაგრამ ორივე დაკავებული აღმოჩნდა.დროდადრო თვალს მისკენ ვაპარებდი და ვოცდებოდი მისი მიმზიდველი გარეგნობით.
გული ამიჩქარდა,როცა ქუჩა გადმოჭრა და ნელ–ნელა ჩემსკენ წამოვიდა.
ლამის ადგილზე წავიქეცი,როცა შევხედე რომ მისი თვალები საოცრად გავდა ჩემსას.
თეთრი ფანტელები ნელ–ნელა ეცემოდა სწორ ცხვირზე და იქვე დნებოდა.
ვიგრძენი რომ გამომხედა,რათქმაუნდა არ შევიმიჩნიე და თვალების უაზროდ ცეცება დავიწყე.
დაახლოებით ხუთი წუთის განვამავლობაში ჩემთან ახლოს იდგა.
თვითონაც არ ვიცი რა დამემართა.წასვლა დავაპირე,მაგრამ სად წავსულიყავი, როცა ის იქ იდგა.უაზროდ ერთ ადგილს მივეჯაჭვე და უნარშეზღუდულმა ვერაფრის გაკეთება მოვახერხე.
ჩემი იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრა,როცა ტაქსი გააჩერა და კარები ფრთხილად გამოაღო.
მანქანა შორი–ახლოს იდგა.ის ოდნავ დაიხარა,რაღაც უთხრა მძღოლს და შემდეგ მე გამომხედა
–შეგიძლია ჩაჯდე
დაბნეულმა უკან მივიხედე,სხვას ჰო არ ეუბნებათქო და კვლავ მას გავხედე
–მე?–სიცილინარევი ხმით საჩვნებელი თითი გულთან მივიტანე
–შენ!–გაიღიმა და ქუდი შუბლიდან ოდნავ გადაწია.
ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და გამოღებულ კარში ჩანთა შევაგდე
–დიდი მადლობა.არ იყო საჭირო
–უბრალოდ დავინახე რომ გაჩერებას ცდილობდი...
–ძალიან თავაზიანი ხარ–გავუღიმე და ჩავჯექი.
მისმა საქციელმა ახლა უკვე მის მხოლოდ კარგ გარეგნობას კი არა,მის ადამიანურ თვისებებსაც გაუსვა ხაზი.
კარი ფრთხილად დახურა და დამშვიდობების მიზნით ხელი აწია.
გაოგნებულმა გავიღიმე და ფანჯრიდან მანამ ვუყურე,სანამ მანქანა მოსახვევში არ შევიდა....

იმედია მოგეწონათ :)) გავაგრძელო?



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 959 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 231 2 3 »
2013-06-09 Spam
მე მჯერა სიყვარულის, მაგრამ ყოველთვის მეუბნებიან რთულია ისეთი იდეალური ადამიანის პოვნა, როგორსაც ეძებ, ჯობია აქედანვე შეეგუო იმ აზრს, რომ იდეალური ბიჭები არ არსებობენო, ჰოდა ახლა მარტო ვარ ამ არაიდეალურ, მაგრამ მაინც რაღაცით გამორჩეულ ადამიანს ველოდები :დ
კარგად რომ წერ იცი, მოთხრობაც მომეწონა, მითუმეტეს ძალიან მიყვარს რეალური ისტორიების მოსმენა/კითხვა და იმედია მალე გააგრძელებ, წანამძღვარიდან გამომდინარე დასასრულზე უკვე მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.. :დ
ამ ახალ წელთან შეხვედრა და ძმა და რაღაც რუღაცეები უკვე მომწონს
მალე დადე შემდეგი <3