მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 10 » Welcome To Reality
7:18 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality
უკვე მოთხრობის მეოთხე თავი)) 
დიდი მადლობა კომენტარებისთვის და ბოდიში დაგვიანებისთვის
იმედია ისევ გახსოვთ მოთხრობა

 

...მეორე სართულზე ავედი და ელისიც თურმე იქ მელოდებოდა. 
-აი ეს არის ჩვენი კლასი-მითხრა და ოთახისკენ მიმითითა.
ღრმად ჩავისუნთქე და მივხვდი რომ იქ უკვე ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყებოდა. კლასში შევედი და ყველას მზერა ჩემს თავზე მალევე დავაფიქსირე. გოგონები,ბიჭები... ყველანი მე მიყურებდნენ. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენენი და ლოყებიც ამიწითლდა. 
-ელ,არ დაიბნე-მითხრა ელისმა სიცილით -წამომყევი და ჩემს გვერდზე დაჯექი.
 -აჰა,მართალი ხარ ალბათ ეგრე სჯობს.
 უკან გავყევი და ვცდილობდი არავისთვის შემეხედა. ჩემი ადგილი დავიკავე და იქ დავჯექი. თვალი შევავლე ირგვლივ მყოფ გოგონებსა და ბიჭებს. ისინი ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ჩემი აზირთ მათი სიცილის მიზეზი მე ვიყავი,თუმცა ეს დიდად არ მანაღვლებდა. როგორც იქნა დაირეკა ზარი და დამრიგებელიც შემოვიდა.
 -ჰელენ ბერნსი ხომ ალბათ? -თქვა ხმამაღლა როდესაც მე შემამჩნია.
 -დიახ. -ვუპასუხე და ფეხზე ავდექი. 
-კეთილი იყოს ჰელენ შენი მობრძანება ჩვენს სკოლაში. იმედი მაქვს კარგად ისწავლი და ბავშვებს კარგად შეეწყობი.
 -მეც ვიმედოვნებ. -ვუპასუხე და გავუღიმე.
მანაც გამიღიმა და დავჯექი. ლაპარაკი უკვე კლასზე დაიწყო. 
-პირველი რა გაქვთ?
 -ინგლისური მას- უპასუხა რომელიღაცა გოგომ მეორე რიგიდან.
 -ჰმ,ვინჩესტერები კიდევ არ მოსულან? -არა,ალბათ კვლავ იგვიანებენ.
 -გამაგიჟებენ რა მე ეგ ბავშვები. კარგით წავალ მე ეხლა და ძალიან გთხოვთ არ იხმაუროთ)) -თქვა მასწავლებელმა და დაგვტოვა.

დამრიგებელი გავიდა და კლასში კვლავ ხმაურმა დაისადგურა. კლასელები კვლავ განაგრძობდნენ ჩემს ყურებას. განსაკუთრებით ერთი გოგოს მზერა შევამჩნიე ჩემს სახეზე. გოგონა მიყურებდა,თუმცა როდესაც მე შევხედავდი სხვაგან იყურებოდა. მეც თავი დავანებე მას და ელისს გავუბი საუბარი. 
მას უაზრო კითხვებს ვუსვამდი ის კი ხალისიანად მპასუხობდა. ამასობაში გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთი გავიდა,თუმცა მასწავლებელი კვლავ არ ჩანდა. 
- აქ მასწავლებლები სულ ესე იგვიანებენ ხოლმე? 
-არა,რას ამბობ. მხოლოდ მაშინ თუ გაგვიმართლებს
 
-ჰაჰ,ანუ დღეს გაგვიმართლა? 
-შეგიძლია ეგრე ჩათვალო-მითხრა და გაიცინა.
-თუმცა არა,რადგან უკვე მოვიდა!-დააყოლა და მეც კარებს შევხედე. 
ოთახში საშუალო სიმაღლის ქალი,მოყავისფრო თვალებით შემოვიდა. მკაცრი მასწავლებელი ჩანდა.  მე ფეხზე ავდექი,თუმცა ჩემს გარდა არავინ ამდგარა. 
-დაჯექი გოგო,რას დგებოდი? -მომესმა ელისის ხმა. 
მასწავლებელმა შემომხედა და გაიცინა. 
-ეს ალბათ ახალია ვინმე არა? 
-დიახ მას,დღეს გადმოვიდა. 
-ჰაჰ ეტყობა სხვათაშორის. აბა თქვენ სად გაქვთ მაგდენი ზრდილობა რომ უფროსის შემოსვლის დროს ადგეთ!!-თქვა უფრო მკაცრი ხმით და მთელი კლასი ფეხზე წამოდგა. 
-დასხედით,დასხედით. გოგონი შენ რა გქვია? 
-ჰელენი. 
-ძალიან კარგი. დაჯექი ჰელენ-მითხრა და როგორც იქნა მეღირსა და დავჯექი. 
მასწავლებელმა სიის კითხვა დაიწყო. 
მე სიის ბოლოში ვიყავი როგორც ახალგადმოსული.
გაკვეთილი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მასწავლებელმა ელისი ააყენა და კითხვებს უსვამდა. როგორც ჩანს ის ინგლისურის გაგებაში არ იყო და მე ვკარნახობდი. 
უცბად კლასში კარი გაიღო და ორი ბიჭი შემოვიდა.ისინი ჩვეულებრივად თითქოს არც არაფერი მომხდარაო შემოვიდნენ და მეორე რიგში,ჩემს პირისპირ დასხდნენ ისე თითქოს ვერც მე და ვერც მთელი კლასი შეემჩნიათ.  

385041_451838471545230_36542707_n_large
-შეიძლება სულ აგვიანებდეთ?  -იკითხა მასწავლებელმა. 
-სულ რატომ,ხანდახან არ მოვდივართ ხოლმე -მხრები აიჩეჩა ცისფერთვალებამ. 
Tumblr_mjbqlfjhed1rwxf5ao2_250_large
ეს ბიჭი გამახსენდა. თუ არ ვცდები ის იყო ტაქსისტი რომ მეგონა და მანქანაში რომ ჩავუხტი. ეს არ შევიმჩნიე ისე გავაგრძელე ელისისთვის კარნახი. 
მთელმა კლასმა გაიცინა მის პასუხზე. 
ბოლოს კი მისმა ძმამ ჩანთა დადო და მე დამინახა. 
მე უხერხულად შევიშმუშნე,რადგან რამოდენიმე წუთის განმალობაში მომჩერებოდა. 
 -ახალი ხარ? -მომმართა მან
-კი,დღეს გადმოვედი. 
-რა გქვია?
-ჰელენი,შენ? 
-მე ნიკი. არ გინდა უფრო დავახლოვდეთ? 
ვიგრძენი როგორ ავწითლდი ერთიანად სახეზე. 
-არა,მადლობ-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. 
როგორც ჩანს ცისფერთვალებამაც გაიგონა ჩვენი საუბარი და ისიც ჩემკენ შემოტრიალდა. 
-რაღაც მეცნობი და მემგონი მე გიცნობ შენ არა? 
-არა,ერთმანეთი მხოლოდ ერთხელ გვყავს ნანახი. ეგეც გუშინ
-აა გამახსენდი. ის არ ხარ ტაქსისტი რომ გეგონე?
-კი ნამდვილად. 
-მერე ნუთუ ეგრე ვგავარ ტაქსისტს?
 
-არა,არ გავხარ უბრალოდ გუშინ სულ სხვანაირ განწყობაზე ვიყავი. 
-მერე არ გინდა დღეს განწყობა გამოისწორო? -მკითხა და წარბები აათამაშა. 
-შეეშვი ძმაო,მაგარი უკარება ვიღაცაა-ჩაერთო საუბარში ნიკი. 
-შენ საიდან დაასკვენი ე? 
-გავიცანი უკვე. 
-ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ,არა? -თქვა და მე შემომხედა. 
მომბეზრდა მათი უაზრო საუბარის მოსმენა და ელისისკენ გავბრუნდი. 
უეცრად ძმები ჩემს უკანა მერხზე აღმოჩნდნენ.
-ჰეი რატო გაგვირბიხარ? 
-რატომ უნდა გავიქცე რომ? 
-რავი მეც ეგ გკითხე. 
-ხოდა მინდა იცოდე რომ არ გაგირბივართ,უბრალოდ გაკვეთილს ვუსმენ. 
-შენი ნომერი მოგვეცი და გაკვეთილს მერე მოუსმინე რა გჭირს 
-იყოს,არაა საჭირო. 
- კარგი რა იყო რას დახამდი ამ ნომერს მოგვეცი რა და დავმეგობრდებით-აყვა თავისი ძმა. 
-შენი სახელიც კი არ ვიცი და მემგონი უკვე გითხარით გასაგებად რომ გაკვეთილს ვუსმენ მეთქი. 
- მე დეიმონი მქვია,შეგიძლია დეი დამიძახო. უკვე მიცნობ ასე რომ გელი-თქვა და გამიღიმა. 
-და მიცნობ მე? -ვკითხე დიდი ინტერესით. 
-ხოდა თუ არ გიცნობ მითუმეტეს გაგიცნობ ლამაზო. 
- არ მიყვარს ეგეთი ლაპარაკები და დამანებეთ ეხლა თავი. 
ხმა არ ამოუღიათ,მე კი კვლავ მასწავლებელს ვუგდებდი ყურს. უეცრად ჩემს წინ ნიკი გაჩნდა. 
-მე მაინც მომეცი შენი ნომერი დავმეგობრდებით მეთქი. 
-არა თქო და ნუ ბავშვობთ რა)) 
-ჰაჰ ესეიგი ვბავშვობ ჰო? -თქვა და ჩემი მერხიდან რვეული აიღო,რომელიც თავის ძამიკოს წაუღო. 
-თუ გინდა დაიბრუნო,ნომერი მომეცი-მომაძახა და  წავიდა. 
ეს ყველაფერი გაკვეთილის დროს მიმდინაორებდა რაც ძალიან მიკვირდა,თუმცა როგორც ჩანს მასწავლებელი ამ ყველაფერს შეჩვეულიყო დროთა განმალობაში. 
მე ამდენი ვეღარ მოვითმინე,ბოდიში მოვუხადე ინგლისურის მასწავლებელს და ნიკთან მივედი. 
-მემგონი უკვე ზედმეტი მოგდის!-ვუთხარი და რვეული თავში ჩავარტყი. 
როგორც ჩანს ხმამაღლა მომივიდა და მთელმა კლასმა მე შემომხედა,ზოგი გაკვრირვებული,ზოგმა კი გაღიმებული სახით. 
-ბრავო გოგო,მაგარი ხარ-მომაძახა დეიმონმა და ტაში დამიკრა. 
მისთვის ხმა არ გამიცია ჩემს ადგილას დავბრუნდი. 
ელისი გაკვირვებული სახით მიყურებდა. 
-ესენი სულ ესე იქცევიან? 
-არა,არ ჩვევიათ ხოლმე. საერთოდ არავის ეკონტაკტებიან,სულ იგვიანებენ და ...
-ჰაჰ მივხვდი,"ძველი ბიჭები" არიან არა?! 
-ჰო დაახლოებით. 
-და თუ ეგრე არიან უნდა შეეჩვიონ რომ ჩემთან ყველაფერი არ გეუვათ)) 
-ისე ძაან მაგარი იყო ხო იცი შენი ჩარტყმა :დდ )) მთელი კლასი შენ გიყურებდა. 
მე არაფერი ვუპასუხე,უბრალოდ გავუღიმე და დეიმონს შევხედე რომელიც მე მიყურებდა...


მოკლედ დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა კონკურსში და გაგრძელების საშუალება მომცა.<3
 მიხარია რომ ამდენი კომენტარი აქვს მოთხრობას და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. 
ვიცი დავიგვიანე და ეს თავიც პატარა გამოვიდა,თუმცა იმედია გამიგებთ<3 
ველოდები თქვენს შეფასებებს^^

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 860 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2013-03-15 Spam
კარგი თავი იყო ძალიან<33 მალე გააგრძელე(: <333