მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 1 » Welcome To Reality
7:16 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality
უკვე მოთხრობის მესამე თავი)) 
დიდი მადლობა კომენტარებისთვის და ბოდიში დაგვიანებისთვის
იმედია ისევ გახსოვთ მოთხრობა
Tumblr_mio0bbhabc1qbnvlgo2_250_large Tumblr_mio6zzqi6p1rh7dnmo1_250_large

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ კომენტარებისათვის და დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი. თუ ამ თავსაც კომენტარები ექნება,გპირდებით შემდეგი უფრო დიდი იქნება.

-2 წუთში ელისი აქ იქნება,იმედია დამეგობრდებით. 
საერთოდ არ მომწონდა ესეთი გაცნობები,რადგან იძულებული ვიქნებოდი ამ ადამიანთან მემეგობრა,თუმცა სხვა რა გზა მქონდა ჩემს ძმას,რომელთანაც მხოლოდ ერთი დღეა რაც ვცხოვრობ იმედებს ხომ არ გავუცრუებდი? 
ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გავიგე. 
-ჰელენ გააღე,ელისი იქნება ალბათ. -მითხრა დეივიდმა და მეც მის გასაღებად წავედი. 
კარი გავაღე და საშუალო სიმაღლის გოგონას ღიმილიანი სახე დავინახე.
-გამარჯობა-მომმართა მან-ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ? 
-არა,შენ ალბათ ელისი ხო? 
-კი,ნამდვილად და შენ საიდან? ugh,გამახსენდა აქ ხომ ჩემი ძმაა...
-ჰო-ვუთხარი და გავუცინე. 
-მოდი,შემოდი-შემოვიპატიჟე და ისიც შემოვიდა. 
-ვა,როგორ ხარ დაიკო? - ახედა დინმა მას. 
-კარგად,შენ? რა გინდოდა რისთვის დამირეკე? 
-გაიცანი ეს ჰელენია დეივიდის და,აგრეთვე სავარაუდოდ შენი მომავალი კლასელი 
-ააა გასაგებია. გამარჯობა ჰელენ. ისე არ ვიცოდი დეივიდს და თუ ჰყავდა. 
-არც მე მახსოვდა,მაგრამ თურმე მყოლია-ჩართო ჩემი ძამიკო,რომლის პასუხზეც ოთხივეს გაგვეცინა. 
მე თავს უხერხულად ვგრძნობდი,რადგან არ ვიცოდი ესეთ მომენტებში როგორ უნდა მოვიქცე. თუმცა საიადნ უნდა ვიცოდე,მსგავს მომენტში არასდროს ვყოფილვარ.
გადაწყვიტე თავაზიანობა გამომეჩინა და ოთახში შემომეპატიჟებინა,თუმცა მალევე გადავიფიქრე რადგან მე თვითონაც არ ვიცოდი რომელი იქნებოდა ჩემი ოთახი. დივანზე დავსხედით და ერთმანეთში საუბარი გავაბით. 
-ელენ,შენ რამდენი წლის ხარ? 
-17,შენ? 
-მეც,თუმცა 3 დღეში დაბადების დღე მაქვს...
-უი მართლა? წინასწარ გილოცავ. მე კიდევ რამოდენიმე თვეში. 
-ესეიგი ჩვენს კლასში გინდა ხო გადმოსვლა?
-ჰო,ალბათ ეგრე მომიწევს რადგან დღეს დეივიდთან გადმოვედი საცხოვრებლად. 
-უი და რატომ ? 
-ოჯახური პრობლემების გამო... 
-აა,კარგი თუ არ გინდა ნუ მოყვები,მესმის შენი-მითხრა და ხელი დამადო. როცა მოყოლა მოგინდება,დარწმუნებული ვარ შენით მომიყვები
ამაზე არაფერი მიპასუხია,უბრალოდ გავუღიმე. მემგონი კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. 
-მომიყევი რაიმე შენი კლასის შესახებ... როგორი მასწავლებლები,კლასელები გყავს? 
-ჰაჰ,რავიცი ნორმალური. ბიოლოგიის მასწავლებელი ძალიან რაღაცნაირი ქალია,ემოციური... რომ ხსნის ხოლმე გაკვეთილს ბავშვებს გვგონია რომ თეატრში ვსხედვართ :დ 
მათემატიკაზე კიდევ გვგონია თითქოს სტუნდებტები ვართ,ეს კაცი ლექტორივით საუბრობს... რაღაცას რომ ხსნის ხან რას მიახტება,ხან რას. მოკლედ ნორმალური კლასია რა :დ 
- და ბავშვები როგორები არიან? 
-რავი,მე პირადად ძალიან კარგად არავისთან ვარ. 
-ჰო,ნაცნობი სიტუაციაა. მეც არავისთან ვიყავი კარგად კლასში... 
-რა დამთხვევაა. 
Tumblr_mef2janz7c1rzy38f_large 

-იმედი მაქვს ჩვენ მაინც დავმეგობრდებით-განაგრძო ელისმა და სათნოდ გამიღიმა.
-აუცილებლად. 
ჩვენი დიალოგი-დინმა გაგვაწყვეტინა,რომელსაც როგორც ჩანს მოშიებოდა. 
-აუ ელის,გთხოვ რა რამე გაგვიკეთე გვშია
-ხო რა ძალიან გთხოვ და ელენიც დაიხმარე
-ჰო კარგი. -გაიღიმა მან. 
-რას ინებებთ? 
-რაც შენ გინდა დაიკო,ოღონდ უგემური არ იყოს რა,როგორც წინაზე... -თქვა და დინმა გაიცინა. 
-ჰოდა უკეთესი შენ გააკეთე. 
-კაი გეხუმრე,რაც შენ გაგიხარდება ის მოამზადე ოღონდ მალე. 
-კარგი-თქვა მან და სამზარეულოში გადაინაცვა. 
მეც მას გავყევი,რადგან არ მინდოდა თავი მარტოდ ეგრძნო. 
-აბა რას ვამზადებთ? 
-დიდი სიამოვნებით მოვამზადებდი რაიმე საწამლავს თუმცა სამწუხაროდ ამისი ინგრედიენტები არ გვაქვს...-თქვა და ორივეს გაგვეცინა. 
-ჰმ,კარგი სერიოზულად. არ ვიცი,თუ გინდა კარტოფილი შევუწვათ ან კვერცხი... 
-კარგი,კვერცხი იყოს-ვუთხარი მე და მაცივრისკენ წავედი სადაც კვერცხი მეგულებოდა,თუმცა იქ ვერაფერი ვიპოვე. 
-უი,გათავებულა. 
-გინდა მაღაზიაში წავიდეთ? 
-არა იყოს,მე წავალ თუ გინდა შენ არ შეწუხდე :დდ )) თან აქაურობასაც დავათვალიერებ. 
-როგორც გინდა,ოღონდ არ დაიკარგო. 
-შევეცდები
Tumblr_min91jyvvv1r8ehe3o1_500_large
სამზარეულოდან გამოვედი და ჩემს ჩანთას ხელი მოვკიდე. როგორც ჩანს ბიჭების ყურადღებაც მივიქციე. 
-ჰეი,სად მიდიხარ ? 
Tumblr_min6lkrdsl1rphzjko1_500_large
-მაღაზიაში კვერცხი უნდა გიყიდოთ,აბა მშივრებს ხომ არ დაგტოვებთ)) 
-მერე არ დაიკარგები? -გაუკვირდა ჩემს ძმას.
-არამგონია,მოვაგნებ როგორღაც სახლს. 
-არა,გამოგყვები მე მაინც 
-იყოს,არ შეწუხდე წავალ ჩემით. 
-ჰელენ წამოგყვება დინი,მე ან ელისი. მარტო არ წახვალ- მკაცრი ტონით მომმართა დეივიდმა. 
უცებ კინაღამ დამავიწყდა რომ ის უკვე ჩემი ოფიციალური ძმა იყო და ყველანაირი უფლება ჰქონდა მსგავსი რამ "ეთხოვა" ან "ებრძანა". ალბათ უკვე "ჩართო" დაზე ზრუნვა და მეც დავემორჩილე. 
- კარგი,წამომყევით რომელიმე. არჩევანი თქვენზეა მე არავის დაგწყვიტავთ გულს -ვთქვი,ქურთუკი მოვიცვი და ჩემს თანმხლებ პირს ველოდებოდი. 
ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტეს რომ არ დავიკარგებოდი და მარტო წავედი. 
არ ვიცოდი მაღაზია სად იყო,თუმცა მაინც მივდიოდი და გზას მივუყვებოდი. 
უეცრად მობილური აზუზუნდა,ნომერს დავხედე და დედაჩემის ნომერი ამოვიცანი. 
-ბატონო 
-სად ხარ ჰელენ? 
- იქ სადაც უნდა ვიყო. 
-იცოდე,ეს ბოლო შანსია,თუ გინდა დაბრუნდი გაპატიებ ყველაფერს,თუმცა თუ არ დაბრუნდები ჩათვალე რომ დედა მოგიკვდა და არც დები აღარ გყავს. არჩევანი შენზეა. 
მის ამ სიტყვებზე ყელში ბურთი გამეჩხირა,მალე ტირილსაც დავიწყებდი ალბათ,მაგრამ არ მსურდა ეს ყველაფერი დედაჩემს მოესმინა. 
-მშვიდობით-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. 
მასთან საუბარმა ძალიან დამამძიმა. 
გზას გავხედე და ქუჩაში არავინ იყო ერთი ბიჭის გარდა. მაღაზია კი არ ვიცოდი სად იყო და ამიტომ გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი და მეკითხა.
-უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით მაღაზია სად არის?))
-გამარჯობა არ იცი ლამაზო? 
-უი ჰო ბოდიში სულ დამავიწყდა.ხომ არ იცი? 
-ძალიან დაბნეული ხარ და მეშინია შენი მარტო გაშვება. ამიტომ მე გამოგყვები მაღაზიამდე
-ჰაჰ,არ იყოს ჩემითაც მივაგნებ. 
-რაღაც არ გეტყობა. არ შეგჭამ გზაში,ნუ გეშინია-მითხრა და გამიღიმა. 
Tumblr_lzssjghznx1qjbmxso1_500_large
-კარგი წავიდეთ-დავთანხმდი მეც და გზას გავუდექით. უცნობი მე მიყურებდა და როდესაც კარგად შემათვალიერა მკითხა 
-მემგონი ახალი ხარ აქ,არა? არ გიცნობ აშკარად და არც არასდროს შევხვედრივართ. 
-კი ახალი ვარ. 
-სად ცხოვრობ?
-ჩემს ძმასთან. 
-როგორი სიტყვაძუნწი ხარ. კარგი ჰო,მეტს არაფერს გკითხავ-თქვა და გაიღიმა. 
-ჰო ეგრე აჯობებს. 
როგორც იქნა მაღაზიას მივუახლოვდით.
 -აი მოვედით-მითხრა მან. 
-ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. 
-არაფრის-მითხრა,თვალი ჩამიკრა და დამტოვა. 
მაღაზიაში შევედი,კვერცხი ვიყიდე და სახლში 5 წუთში დავბრუნდი. 
ვცდილობდი დედასთან საუბრისთვის ყურადღება არ მიმექცია და ყურადღება სხვა რაიმეზე გადამეტანა,თუმცა არ გამომდიოდა. 
-მოვედი-დავიძახე უხალისოდ . 
-სად იყავი ამდენი ხანი? -დამადგა დეივიდი. 
-ვერ მივაგენი მაღაზიას და მერე ვიღაც დამეხმარა. 
დეივიდს აღარაფერი უთქვამს მე კი სამზარეულოში წავედი ელისთან,რომელიც მხიარულად ფუსფუსებდა. 
უკვე 10 საათი გამხდარიყო და მეც ძალიან დაღლილი ვიყავი. ელისს უცბად დავეხმარე კვერცხის შეწვაში და იქაურობა დავტოვე,ოთახში განვმარტოვდი და ჩამეძინა...

**** 
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. ავდექი და საათს დავხედე,უკვე 8 საათი იყო. გვერდზე გავიხედე და ბინა ძალიან მეუცხოვა,თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ მე მამაჩემთან ვიყავი. 
ოთახში კი ელისი შემოვიდა. 
-ჰეი,შენ აქ საიდან?-ვკითხე და დავამთქნარე. 
-აქ დავრჩით გუშინ მე და დინი. გაიღვიძე ძილის გუდავ,სკოლაში მივდივართ. 
-სკოლაში? კი მაგრამ ჯერ ძალიან ადრე ხომ არაა? 
-ნუ ღელავ გუშინ დინმა და დეივიდმა დაურეკეს დირექტორს და ყველაფერი მოახსენეს. ასე რომ შეგიძლია ადგე კლასელო. 
მის ნათქვამზე გამეცინა და ავდექი. სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი. საწოლზე რაღაც ტანსაცმელები ეწყო. 
-ეს რა არის? -ვკითხე მომღიმარ ელისს. 
-მე გაგიმზადე. ჩქარა ჩაიცვი და წავიდეთ,პირველივე დღესვე დაგვიანება არ გვინდა რა. -მითხრა და ტანსაცმელი გადმომიგდო. 
მეც უცბად ჩავიცვი და სასტუმრო ოთახში გავედით. დინს დივანზე საყვარლად ეძინა,არადა დამშვიდობება მინდოდა. 
-წავედით-დაიძახა ელისმა და გარეთ გავედით. 
-შორსაა სკოლა? 
-არც ისე. მალე მივალთ. 
ლაპარაკის თავი არ მქონდა,საშინლად მეძინებოდა. როგორც ჩანს ელისიც ჩემს მდგომარეობაში იყო და არცერთი ხმას არ ვიღებდით. 
ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ იქამდე და შენობაში შევედით. 
-ჰელენ შენ შედი და მეორე სართულზე დამელოდე,მე ეხლა მირეკავენ და მერე მეც ამოვალ კარგი? 
-აჰა,არაა პრობლემა-ვუთხარი და შევედი. 
Tumblr_miouatdjzv1rm0llio1_500_large
როგორც მოველოდი ყველა მე მიყურებდა,თუმცა ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია. 
მეორე სართულზე ავედი და ელისიც თურმე იქ მელოდებოდა. 
-აი ეს არის ჩვენი კლასი-მითხრა და ოთახისკენ მიმითითა...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 832 | დაამატა: Sopho♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9
2013-02-28 Spam
kaiaaa maleee