მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 22 » we were born and then we died[2]
3:53 PM
we were born and then we died[2]

(2) Tumblr Hungary | via Facebook
Chapter 2


1 წლის შემდეგ

გაღვიძებისთანავე პირველი, რასაც შევიგრძნობ, საწოლში გამეფებული სიცივეა.               ვხვდები, რომ საბანმა ჩემი კოშმარების გამო ისევ ‘’მიმატოვა.’’ ხელებს ძირს ვაფათურებ,ამის პარალელურად კი თვალებს ისევ დახუჭულს ვტოვებ რადგან არ დავარღვიო ის ძილის სიმყუდროვე, რომელიც სიცივემ დამიფრთხო. სულ მალე საბანი ხელის ერთი მოძრაობით უბრუნდება ჩემს საწოლს და უკვე 2 წუთში მასში გახვეული სიზმრების კოშმარულ კორიანტელში ვიკარგები...
მეორედ გაღვიძების შემდეგ, სამყაროს უფრო რეალურად აღვიქვამ და იმასაც ვხვდები, რომ გუშინდელთან შედარებით საკმაოდ ადრე გამეღვიძა, ალბათ ისევ რეალობას მოწყვეტილი სიზმრის ბრალია, თუმცა მე ის უკვე აღარ მახსოვს. აი სხეული კი შიშისგან ისევ მითრთის და კიდევ ვერ გამირკვევია რა არის კოშმარი, ნანახი სიზმარი, თუ რეალობა?! 
ძალდატანებით, საყლაპავ მილში გადასროლილი ლუკმები, ამდენი ხნის შემდეგ შიმშილის გრძნობას მიღვივებს და კიდევ უფრო მეტის შეჭმის სურვილი მიჩნდება, თუმცა  საჭმელზე ფიქრს ვწყვეტ, თითქოს დარჩენილ ლუკმებს სადილისათვის ვიმარაგებ. სამზარეულოდან გამოსული პირდაპირ რბილ სავარძელში ვემხობი და ახლა ჩემს მუდმივ სამყოფელში უფრო მკვეთრად ვაცნობიერებ რეალობას. დიდი ხნის მანძილზე ერთ წერტილს მიჩერებულს, სიმშვიდეს, ცინას მომაბეზრებელი ხმა მირღვევს.
-ფეხები ჩამოწიე მაგიდიდან და სახლის დალაგება მაცადე- ცდილობს რაც შეიძლება თავაზიანად მომმართოს, მეც ჯიუტად ისევ ერთ წერტილს ვაშტერდები.
-მისმინე, თუ არ გინდა შენც სახლის ინვენტართან ერთად მტვრის გამო გარეთ „გაგიტანო" შეეცადე ცოტა მეტი იმოძრაო.- მორჩა ცინას ამ სიტყვებს ვეღარსად წავუვალ, ახლა ალბათ უკვე მექანიკურად ვწევ ფეხებს დაბლა და ჩემი გამჭოლი მზერით მის მიხრა-მოხრას ვაკვირდები. ვცდილობ გავიხსენო ცინასთან დაკავშირებული, რომელიმე ისტორია, თუმცა თავში სიცარიელე მაქვს და ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის იმის ბრალი, რომ ჩემს ტვინის ზოგიერთ უჯრედს მძიმე სტრესის გამო სიცოცხლის არანაირი ნიშან წყალი აღარ ეტყობა, უბრალოდ ეს ადამიანი ჩემთვის ნამდვილად უცხოა, თუ იმას არ გავითვალისიწნებთ, რომ ჩემს შესახებ რატომღაც ყველაფერი იცის, ყველანაირი დეტალი,ჩემი წარსულისა და აწყმოს შესახებ, ალბათ, რომ მომინდეს მომავალსაც მიწინასწარმეტყველებს, ეს ყველაფერი კი ძალიან მაკვირვებს, თუმცა არასდროს გამჩენია იმის სურვილი, რომ მისთვის ზედმეტი კითხვები დამესვა და ახლაც ალბათ თავს შევიკავებ, ლაპარაკისგან ჩემს სისხლის მონათესავე ადამიანთან. დიახ ის ჩემი ნათესავია, უფროსწორად მამაჩემის და, როგორც თვითონ ამბობს.
-როგორც ვხედავ მთელი დღე ისევ ასე ჯდომას აპირებ-მითხრა და დალაგებისგან დაღლილი ჩემს გვერდით ჩამოჯდა, თუმცა მისკენ წამითაც არ გამიხედავს. - დავიჯერო არ გაქ სურვილი ერთი დღე მაინც გაატარო შენნაირ ბავშვებთან სკოლაში?
-ისინი ჩემნაირები არ არიან

-ვიცი, მაგრამ შენ სწორედ ამ მიზეზით ჩამოხვედი ნიუ-ჰემფშირში, ამ მიზეზით დამთანხმდი აქ ცხოვრებაზე, შენ პირობა დადე, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდი, ისევ სკოლაში ივლიდი შენხელა მოზარდებთან ერთად, ნუთუ არ იცი რამდენი წვალება მომიწია იმისთვის, რომ სკოლაში აღმედგინე! შენ კი?! - ბოლო სიტყვები ზიზღნარევი ტონით წარმოთქვა, აშკარა იყო ახლა რასაც იტყოდა და ისიც, რომ ამ სიტყვებით დიდ ტკივილს მომაყენებდა, თუმცა ამჯერად მე ვცადე მისი ფრაზის გაწყვეტა.
-კმარა-ჩუმად ჩავილაპარაკა და მისკენ გავაპარა თვალი, ცოტახანში კი ჩემი მზერა მისას გავუყარე და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე ცინას თვალებში ჩამდგარი ცრემლი ალბათ ნებისმიერს ჩემს ადგილას გული სიბრალულით აევსებოდა, თუმცა ჩემთვის ეს გრძნობა ნამდვილად უცნობია, მითუმეტეს მაშინ ,როდესაც ჩემს წინ ზის ადამიანი, რომელიც 1 წელი რაღაცას გამუდმებით მიმეორებს, ჩემგან კი არანაირ პასუხს ღებულობს და ალბათ ბოლოს ნიუ-ჰემფშირში ჩამოსვლის დღეს თუ ვილაპარაკეთ წესიერად, მაშინ გავარკვიე, რომ ცინამ ჩემზე ყველაფერი იცოდა და შემეძლო მასთან თავი ოდნავ მსუბუქად მეგრძნო,ალბათ იმიტომ, რომ მის გარდა დედამიწაზე არავინ გამაჩნდა, თუმცა აქ ჩამოსვლამ დიდი ლოდები, გულიდან ვერ მომაცილა და საბოლოოდ დამადუმა.
-კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი, შენ მე არასდროს გჭირდებოდი.

-კარგი! წავალ სკოლაში-იმ წამს შემეძლო დამეფიცა, რომ ეს სიტყვები ჩემგან მოდიოდა და წამითაც არ მინანია ის რაც ვთქვი, თუმცა აშკარა იყო ჩემს სიტყვებს სიმტკიცე აკლდა.
-შენი ნებაა, უბრალოდ შენს მშობლებს ავიაკატასტროფამდე შევპირდი, რომ არაფერს მოგაკლებდი, მე ვცდილობ ჩემი პირობის შესრულებას, ვცდილობ ისეთი ცხოვრება გაჩუქო, როგორიც შენს თანატოლებს აქვთ თუმცა მარტო ვერაფერს გავხდები-მითხრა და კედლებს მიღმა გაუჩინარდა. მოგატყუებთ თუ ვიტყვი ამ სიტყვებმა ჩემში რაიმე აღმოფხვრა, რადგან ამ ფრაზებს უკვე დიდიხანია შეჩვეული ვარ, არც სინდისს გაუღვიძია ჩემში, უბრალოდ რაღაც ძალამ მაინც მაიძულა ხალხში გამოჩენა, რომელიც დიდი კომპლექსების დაძლევას მოითხოვდა. გასაკვირია რადგან არასდროს ვყოფილვარ მშიშარა და ადამიანთან ურთიერთობის არასდროს შემშინებია, უბრალოდ მთელი წლის მანძილზე დუმილის შემდეგ გაჩნდა რაღაც ბარიერები, რომლის გადალახვაც ცხადად ვერ წარმომედგინა.
ბოლოს ჩემი თავი მხოლოდ სარკის წინ მჯდომს მახსოვს. რატომღაც სარკე, რომელიც ჩემს ოთახში იდგა, არასდროს დამჭირვებია, ახლა კი მგონია ჩემს წინ სულ სხვა ადამიანის მზერა მოსჩანს. რამდენიმე დღის წინ წასმული თვალის ფანქრის კვალი ისევ შემრჩენოდა სახეზე, თუმცა ალაგ-ალაგ, შეშუპებული უპეები, ჩამოცვენილი ლოყები და აბურდული თმა, რომლის დავარცხნასაც ალბათ ერთი საათი დასჭირდებოდა. ფაქტი ერთია მე არ ვიცნობდი იმ ადამიანს, რომელსაც ახლა შევცქეროდი და ალბათ არც არასდროს ვისურვებდი მის გაცნობას. ვერ გეტყვით რამდენი ხანი დამჭირდა საკუთარი სახის აღქმისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ვცადე ყველაფერი გამომესწორებინა, თუმცა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან რით დამეწყო, თუმცა იყო დრო, როდესაც საკუთარი თავის მოვლა მეხერხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობაზე ზრუნვა დიდად არ მიყვარდა, ვცდილობდი ასე მოვქცეულიყავი და ჩვეულებრივ ხალხს დავმსგავსებოდი, ალბათ ახლაც ამ მიზნით გავემართე აბაზანისკენ რათა ცხელი შხაპი მიმეღო. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გამომაფხიზლა და გონს მომიყვანა. საბოლოოდ ისევ ჩემს ანარეკლს დავუბრუნდი, მივხვდი რამე უნდა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ
სხვისი აზრი არ მაინტერესებდა, ვიცოდი, რომ უპირველეს ყოვლისა თუ ხალხში გამოჩენა მინდოდა მათ უნდა დავმსგავსებოდი, რადგან ჩემზე გამახვილებულ ყურადგებას ვერ ავიტანდი, ისიც კმარა, რომ სკოლაში მისული არც კი ვიცი რას შეიძლება მოველოდე. ერთი პირობა ეს ყველაფერი გადავიფიქრე, თუმცა წინა ცხოვრებიდან შემორჩენილმა სიმტკიცემ ისევ საკუთარ პოზიციაზე დამაბრუნა და საქმის ბოლომდე მიყვანა განვიზრახე. თმა გავისწორე, რაც შეიძლება უბრალო ტანსაცმელი ჩავიცვი (ჯინსები და შავი მაისური). მაკიაჟის გაკეთება რათქმაუნდა სულ დავიწყებული, მქონდა ამიტომ მხოლოდ პატარა შესწორებები შევიტანე. ახლა კიიმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ არც გაკვეთილების განრიგი მახსოვდა, რადგან პირველი სემესტრი სკოლაში თითქმის არ მივლია, უფროსწორად მხოლოდ პირველი კვირა ვიარე რაც ჩემთვის აუტანელი აღმოჩნდა. ბოლოს პატარა შავ, ბისერებიან ჩანთას დავავლე ხელი და ოთახიდან გავედი. დაბლა ჩასულს ცინა შემომეგება.
-წარმატებულ დღეს გიურვებ სკოლაში, მისმინე, შემიძლია წაგიყვანო.-რაც შეიძლება თავაზიანად მითხრა

-არა, გამდლობ თვითონ მივაგნებ-რაც შემეძლო მშვიდად მივუგე და გზას გავუდექი. საბედნიეროდ სკოლის მდებარეობა, ჯერ კიდევ არ მქონდა დავიწყებული, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით აღარც მახსოვს, ბოლოს როდის შევაბიჯე უზარმაზარ შენობაში. ადრე იქ ცინას მივყავდი, სანამ ნიუ-ჰემფშირს ავითვისებდი, თუმცა  დღესაც ამ შტატის არცერთი ქუჩის დასახელება და მდებაორება არ ვიცი, რადგან მთელ ამ დროს სახლში ჯდომაში ვატარებდი, მხოლოდ მაშინ მიწევდა გარეთ გასვლა, როდესაც ცინა თავისი მომაბეზრებელი ტონით მაიძულებდა სუპერ მარკეტში წასვლას. ცინა სხვებს არ ჰგავდა. 40 წლის ქალი იყო, რომელსაც აქა იქ თუ ეტყობოდა ჭაღარა, ნორმალური სიმაღლის, თვალებ ჩამოცვენილი ქალი, რომელმაც ჩემი წარსულის შესახებ ყველაფერი იცოდა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებისდა გამო ვიცოდი, რომ მისი ნდობა შემეძლო თუმცა ამით არასდროს მისარგებლია, მასთან ყოფნას კი მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მის გარდა არავინ გამაჩნდა და არც ახლა გამაჩნია. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც სკოლის შენობას მივუახლოვდი, თაიდანვე თვალი მომჭრა მკვეთრმა ფერებმა, რომლის აღქმაც თავიდან ძალიან გამიჭირდა. ყველაზე მეტად კი ჩემსკენ მომართულმა უამრავმა მზერამ დამაფრთხო, შეიძლება ითქვას ეს ის უკანასკნელი მომენტი, იყო როდესაც უკან დახევა განვიზრახე, თუმცა რათქმაუნდა მაინც მტკიცედ შევაბიჯე შენობაში. ყველაზე საშინელება მაინც ის ფაქტი იყო, რომ საკლასო ოთახს ძლივს მივაგენი, თუმცა მაინც დამაგვიანდა, მიუხედავად ამისა გეომეტრიის მასწავლებელმა გარეთ მაინც არ გამისტუმრა, ალბათ ახალი ვეგონე რადგან აქ ხომ თითქმის 5 თვე არ გამოვჩენილვარ.
-მობრძანდი ძვირფასო, თავისუფალი ადგილი აირჩიე და დაბრძანდი.-თავაზიანად გამიღიმა და ადგილისკენ გამისტუმრა. ვხედავდი გზაში თვალს, როგორ მაყოლებდნენ მოსწავლეები, ათასი მწველი მზერა ჩემსკენ იყო, მომართული რაც ძალიან მიძნელებდა თავისუფლად ყოფნას, მაგრამ მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ მსგავსს არ მოველოდი. ჩემს დროებით სამყოფელად სულ ბოლო მერხი ავირჩიე და ვცადე კომფორტულად მოვკალათებულიყავი თუმცა ამ მცდელობამ ურიგოდ ჩაიარა. საუბრობდა, წამსაც არ ჩაუვლია ისე, რომ ჩემთვის რომელიმე მოსწავლეს არ შემოეხედა. ზოგს სახეზე ზიზღი ეტყობოდა, ზოგს გაოცება, ცინიზმი, შეიძლება ითქვას ყველანაირი მიმიკა, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო. ამ ყველაფერს პროფესორის უაზრო საუბარიც ემატებოდა, საგანი, რომელიც ჩემთვის ნამდვილად უცხო იყო, ვალდებული ვიყავი მთელი სემესტრი მესმინა, ამის გააზრება კი ტანში ერთიანად ჟრუანტელს მგვრიდა. ზარის დარეკვის შემდეგ კლასში მარტო დავრჩი. მომდევნო გაკვეთილზე ლაბორატორიაში უნდა წავსულიყავი თუმცა მანამდე რა მეკეთებინა არ ვიცოდი. ჩანთას ხელი დავავლე და დერეფნისკენ დავიძარი. ხალხის სიმრავლე უკვე გულს მირევდა, აღარ დავაყოვნე და აქედან პირდაპირ შენობის გასასვლელისკენ გავწიე თუმცა აღმოჩნდა, რომ სულ სხვა მიმართულებით წავედი, საბოლოოდ თავი პატარა ოთახში ამოვყავი. ფანჯრები თითქმის არ ჩანდა,სინამდვილეში ისინი ისეთი პატარა იყო მიკვირდა სასუნთქი ჰაერი საერთოდ, როგორ მოძრაობდა ამ ოთახში,  ხმაური რომელიც კარის მიღმა იყო ახლა საერთოდ აღარ მესმოდა. ერთი პირობა ვიფიქრე გაკვეთილი დაიწყო და ჯობია მეც წავიდეთქო, მაგრამ რომ დავფიქრდი ჩემს არ ყოფნას მაინც ვერავინ შეამჩნევდა, თან ერთი საათი ლაბორატორიაში ჯდომას ნამდვილად აქ ყოფნა მერჩივნდა, რადგან ახლა აქედანაც ვერ გავიდოდი, არ მჭირდება პრობლემები, რომელიმე სასწავლო ნაწილის პედაგოგი კი აუცილებლად დამიჭერდა და დირექტორის კაბინეტში შემათრევდა, როგორს
გაკვეთილებიდან გამოპარულს. იქვე საკმაოდ მაღალ მაგიდასთან ჩავიკეცე, ზურგით მივეყრდენი და ფიქრი დავიწყე, კიდევ ერთხელ შევავლე ორ პატარა ფანჯარას თვალი, სავარაუდოდ აქ სინათლის ასანთებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოთახი იმდენად ბნელი იყო, რომ ვერაფერს ვარჩევდი, ის კი არა ვიფიქრე თვალები დახუჭულიც მაქვსთქო, რადგან დახუჭულსა და გახელილ თვალებით დანახულს შორის არანაირი განსხვავება იყო. მოულოდნელად სხეული კანკალმა აიტანა, როდესაც ოთახში ვიღაცის მტკიცე ნაბიჯების ხმა გავიგე, შემეშინდა და ფეხსაცმელში ჩამალული დანისკენ წავიღე ხელი, თუმცა გავშეშდი როდესაც ვიღაც ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩაახველა
-აქ რას აკეთებ? დავიჯერო გაკვეთილი არ გაქვს?-ხმის გაგონებისას მივხვდი, რომ ეს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთაგანი თუ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის სახეს თითქმის ვერ ვარჩევდი და მისი ნაკვთები მხოლოდ წარმოსახვითად წარმომედგინა, მაინც ვერ გავბედე მისთვის რამის თქმა, თუმცა ჩემმა დუმილმა, სიჩუმე მაინც ვერ გაახანგრძლივა.-მისმინე პრობლემები არ მჭირდება, თუ გაჩუმდები შემდეგში ჩემთან ერთად წაგიყვან, თუ არადა მარტო მე არ ვაგებ პასუხს იმაზე რაც მოხდება, გასაგებია? - მისმა სიტყვებმა ცოტათი შემაშინა , სიბნელეში თავი დავუქნიე, ვიცოდი ვერ დაინახავდა, მაგრამ ამას არ შეაჩერა უბრალოდ წამოდგა და ხელის ერთი მოძრაობით ოთახი განათდა.
-სიბნელეში უფრო ლამაზი ყოფილხარ-ცინიკურად ჩაიცინა და ოთახის ბოლოსკენ დაიძრა. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ მივხვდი რაში იყო საქმე და როდესაც მის გვერდით პატარა თეთრი კარები შევნიშნე მაშინ ყველაფერს მივხვდი. ეს დამატებითი გასასვლელი იყო, რომლის შესახებ არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა. მას ვერ შეამჩნევდი სანამ სინათლეს არ აანთებდი, სწორედ ამიტომ იყო ოთახი ასე ჩაბნელებული, მას მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში იყენებდნენ, სხვებს, რომ სცოდნოდათ მის შესახებ, სკოლიდან თავისუფლად გაიპარებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს ამ ბიჭმა ყველაფერი თავიდანვე იცოდა.
-იმედია ჩვენი მოკავშირეობა დიდხანს გასტანს და არ დამაღალატებ-მითხრა და კარს მიღმა გაუჩინარდა, მისი დახურვისთანავე კი ოთახი ისევ ჩაბნელდა. გონებაში მის ბოლო სიტყვებს ვიხსენებდი „მოკავშირეობა". რა იცის საერთოდ რა არის მოკავშირეობა? მის სიტყვებზე დიდხანს ვფიქრობდი, მაშინაც, როდესაც სკოლის დერეფანში გავედი, რათქმაუნდა იქაურობა ცარიელი იყო, მეგონა გასასვლელამდე მივაღწევდი თუმცა, სულ რაღაც ორ ნაბიჯზე ვიღაცის ცივი ხელი ჩემს მხარს შეეხო და უკანასკნელად ჩემი თავი დირექტორის კაბინეტში მახსოვს, ეს კი იქედან დავასკვენი, რომ მაგიდაზე ოქროსფერ მყარ სხეულზე, შავი ასოებით ეწერა „დირექტორი დ.ჯეფერსონი"
-გამარჯობა შეიდლინ, აქ დაბრძანდი.- მტკიცე ნაბიჯებით მის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი, მეგონა ახლა რაიმე სასჯელს გამომიწერდნენ, ორი კვირა სკოლაში დამტოვებდნენ დამატებით გაკვეთილებზე, ვცდილობ გამეხსენებინა კიდევ რას უკეთებდნენ ასეთ მოსწავლეებს კინოებში. ყველაზე მეტად კ იის მაკვირვებდა, რომნ დირექტორმა ჩემი სახელი იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სემესტრი გავაცდინე, ის ერთადერთი იყო, რომელმაც ამ სკოლაში სახელით მომმართა.
-"გაკვეთილიდან გამოპარული" ოქმში ასე ჩავწერო?
-არა გთხოვთ! მე მეე.. არ მჭირდება პრობლემები, ეს აღარ განმეორდება!
-დაწყნარდი შეიდლინ, მე არ ვაპირებ ოქმის დაწერას, პირიქით მიხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ გხედავ, სიმართლე გითხრა შენს დაბარებას ვაპირებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ პირველივე დღეს თავისით მოგიყვანდა ვინმე ჩემამდე.-ჩაიცინა. რატომღაც მისმა სიტყვებმა შემაძრწუნა, ასე კარგად საიდან მიცნობს? ვერაფერს ვხვდები.
-შენი მეურვე მელაპარაკა შენზე-სწრაფად დასერიოზულდა, მხოლოდ ახლაღა გამიელვა თავში, ის ხომ ცინას ნათესავია, აჰ რათქმაუნდა, სწორედ მისი წყალობით მოვხვდი ამ სკოლაში, არადა ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის მიეხვედრებინა, თუმცა ამავედროს მემუქრებოდა, რომ სკოლაში თუ არ ვივლიდი გამომაგდებდნენ, აი თურმე რატომ ვარ დღეს მაღალი კლასის მოსწავლე.
-ალბათ ხვდები შენს გამო რამდენი პრობლემის გადალახვა დამჭირდა.- მიხვდა, რომ ზედმეტად მკაცრად მომმართა და ტონი შეცვალა. - როგორც მიხვდი ცინას და ჩემი დამსახურებაა აქ რომ ხარ და იმედია სწორად მოიქცევი, არ ვიცი შენს წარსულში რა და როგორ მოხდა, მაგრამ აქ ,რომ ხარ ეს უკვე ბევრს ნიშნავს, ვენდობი ცინას და ვიცი, რომ მისი ხათრით მაინც სწორ გზას დაადგები. ახლა კი შეგიძლია წახვიდე, თუ რათქმაუნდა რამეს არ დალევ ჩემთან ერთად-ბოლო სიტყვები ისე მოულოდნელი და თბილი იყო, რომ მეთვითონაც გამიკვირდა, როგორც მივხვდი ცინას დამსახურებით მისტერ ჯეფერსონი კარგად მიცნობდა, უხერხულად ვიჯექი ერთ ადგილას და როგორმე აქედან წასვლა მინდოდა, იმედი მონდა ის ჩემს უარს, ჩემი მზერიდან ამოიკითხავდა და ზედმეტი რამის თქმა აღარ დამჭირდებოდა, თუმცა როგორღაც თავი გავიქნიე, მანაც თბილად გამიღიმა და ცოტახანში კაბინეტი დავტოვე, შემდეგ კი გრძელ დერეფანს გავუყევი და უკვე ზარის ხმის გაგონებისთანავე გასასვლელში გავუჩინარდი.



ჯანდაბა ვერ ვასწრებ სურათებით გაფორმებას ვარჯიშზე მაგვიანდება :დდდ ძალიან დიდი ბოდიში იმედია მოგეწონათ და კომენტარები არ დაიშუუროთ :33


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 817 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2014-01-22 Spam
moomeewona <3 gaagrdzeele