მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 16 » we were born and then we died[1]
1:11 PM
we were born and then we died[1]

We were born And then we died

ახალი მოთხრობა საიტზე. იმედია დაგაინტერესებთ
და მეც ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ, ბევრჯერ
მინდოდა ამ საიტზე მოთხრობის დაწერა,
მაგრამ
ვერ მოვახერხე, იმედია ახლა გამომივა.

Untitled



we were born, and then we died.
 

ჟანრი: კრიმინალური, დრამა, რომანი. 

მოკლე შინაარსი 

კენტუკის შტატი ძალიან დიდი ხნის მანძილზე სახელგანთქმული იყო კრიმინალური ბანდით, რომლის დაჭერას მრავალი წლის მანძილზე ცდილობდა ქალაქის პოლიცია. ყველაფერი კი იმით სრულდება, რომ ერთ-ერთ ოპერაციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბანდა იშლება, მისი წევრებიდან მხოლოდ ერთი გოგონა, შეიდლინ რეიჩელსი, გადარჩება. პერსონაჟს ძალიან გაუმართლა, რადგან წლების წინ ჩადენილი დანაშაულების მონაწილეობა მას ვერ დაუმტკიცეს, რის შედეგადაც ის გადაწყვეტს ახალი ცხოვრება დაიწყოს, თუმცა გოგონა იმდენად გაოცებულია მომხდარით, რომ თვეების მანძილზე, საკუთარ თავში იკეტება. ცხოვრება კი ზუსტად მაშინ უწყობს მას ახალ გამოცდას, როდესაც გოგონა სკოლის ყველაზე პოპულარულ ბიჭთან გააბამს რომანს, ჩვეული იდილია მაშინ ირღვევა, როდესაც შემთხვევით ირკვევა, რომ ყოფილი ბანდის წევრებს, გოგონას მოკვლის სურვილი ამოძრავებთ...



Chapter 1

-გა-ი-ქე-ცი!- ჩუმად, მაგრამ მაინც მკაფიოდ წარმოთქვა ეს სიტყვა. შეშინებულმა ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრე, თავში იმ აზრმა გამიელვა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი გადარჩენა შემეძლო, უბრალოდ მივვარდი მასთან და შევეცადე, როგორმე წამომეყენებინა, თუმცა უშედეგოდ. სახლის ნანგრევებს სხეულის ნაწლი იმდენად ძლიერ დაეფარა, რომ მისი წამოყენება ნამდვილად შეუძლებელი იყო, ახლა უკვე მთელი ჩემი სხეული კანკალმა მოიცვა, გავაცნობიერე, რომ მისი გადარჩენის იმედი ხელის ერთი მოსმით განადგურდა, თუმცა მე მაინც არ ვწყვეტდი მცდელობას, ჯერ კიდევ კვამლით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვა ძალიან მიჭირდა, ამიტომ ცხვირზე, გამურულ ხელს მჭიდროდ
ვიჭერდი, სხეული კანკალს არ წყვეტდა და აი როდესაც მის მთლიანად დასისხლიანებულ ხელებს შევეხე, თითქოს მთელი ძალა გამომელია, შეშინებული მიწაზე დავემხე, ჩემი სახე მთლიანად ცრემლებმა მოიცვა, უკვე ვიცოდი წამის მეასედებში აქედან, რომ არ წავსულიყავი ძალიან საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, და მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გადარჩენილიც კი ჩემთვის არასდროს იყო რაღაც „მეგობრის" მაგვარი, წლების მანძილზე თანამშრომლობის შემდეგ არ შემეძლო ის აქ მიმეტოვებინა. იქაურობას თვალი მოვავლე და ის შიში უფრო საზარელი გახდა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე თან მზდევდა, იმ ადგილს  უკვე არაამქყვეყნიური სახე მიეღო, მთელი ტერიტორია სახლის ნანგრევებს დაეფარა და სადღაც შორიდან ისევ შეინიშნებოდა ცეცხლის კვალი

lady gaga | via Tumblr
და მიუხედავად იმისა, რომ რეალობის აღქმა ძალიან მიჭირდა, გონს სწრაფადვე მოვეგე და ვცადე ძალები ამენაზღაურებინა.სხარტად მოვწყდი ადგილს და მკლავებში მჭიდროდ ვსტაცე ხელი სხეულს, რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშანი აღარ შერჩენოდა.
-მიდი, გთხოვ მომეხმარე, შენ გადარჩები გესმის? არ მიმატოვო გთხოვ! ცოტაც.. აი სულ ცოტაც და...- ეს სიტყვები,  თითქოს ჩემი თავის გასამხნევებლად უფრო იყო წარმოთქმული. ცოტახანში კი ძალა სულმთლად გამომელია და როდესაც უსიცოცხლოდ დარჩენილ სხეულს მოვავლე თვალები, ცრემლების რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა.ფაქტი ერთი იყო ის ადგილიდან, სულ ცოტა ერთი მილიმეტრითაც კი ვერ დავძარი და მეშინოდა უარესად არ დამეზიანებინა მისი ისედაც სისხლით დაფარული სხეული, რომლის მეორედი სულ ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. ამ
ყველაფერს დროის სიმცირეც ამძაფრებდა, ვიცოდი აქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და უთუოდ მოვიდოდა ვიღაც, რის შედეგადაც ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა იქედან წასვლა არ შემეძლო. მის უსიცოცხლოდ დატოვებულ სხეულს დიდხანს მივჩერებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, მაინც ვხედავდი, დიდი წვალებით გახელილ თვალებს, რომლიდანაც გამომავალი გამჭოლი მზერა  მიმართულიყო ჩემი თითოეული მიხრა-მოხრისკენ. მკაფიოდ შევიგრძნობდი იმ სიცივეს, რომელსაც დალურჯებული ხელის გული მოეცვა, ხელებს მჭიდროდ ვუჭერდი და მიჭირდა მისი გაშვება, ცოტახანში კი დიდი ნაკადით წამოსულმა ცრემლებმა მისი ხელის მტევანი დაფარა  და მარილიანმა წყალმა კიდევ უფრო აუწვა ის ჭრილობები, რომელიც ძალიან საზარელად გამოიყურებოდა და ჩემში დიდ ტკივილს აღძრავდა.
-გაიქეცი! გთხოვ!- მხოლოდ ამისთქმაღა შეძლო და ისევ თვალები მინაბა. უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ვიცოდი ჩემს ცხოვრებას ამის იქით აზრი აღარ ექნებოდა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამიელვა თავში „იქნებ კიდევ ვინმე გადარჩა? „ არა ეს შეუძლებელია... იმ ოთახიდან გამოქცევა მხოლოდ მე და ჯორჯმა მოვახერხეთ, გონება დავძაბე და თითქოს ტვინის ყველა უჯრედი ერთიანად ამტკივდა, ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მძიმე ჰაერის გამო სუნთქვა ძალიან მიჭირდა და სავარაუდოდ ტვინს ჟანგბადის  ნაკადი რთულად მიეწოდებოდა. შეშინებული ისევ ჯორჯს მივვარდი და ვცადე მისი გამოფხიზლება, თუმცა უშედეგოდ...
-ჯორჯ მისმინე... ჩვენ შეგვიძლია... ვიცი ვინმე მოვა და აუცილებლად დაგვეხმარებიან, გთხოვ უბრალოდ გამოფხიზლდი... მომეხმარე რამენაირად გამოგიყვანო აქედან...! - უკანასკნელი ძალების დახმარებით ვცდილობდი, რამენაირად მკაფიოდ წარმომეთქვა შემდეგი სიტყვები, ვიცოდი ის ამ ყველაფერს მაინც გაიგებდა, მაგრამ მეშინოდა, რომ პასუხის გაცემის ძალა აღარშერჩენოდა. რამოდენიმე წამიანი სიჩუმე ისევ მისმა ხველამ დააფრთხო, რომელმაც კიდევ უფრო შემაშინა, ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს ფილტვებში რაღაც უჭერდა და ცდილობდა ის ხველის საშუალებით გარეთ გამოედევნა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჟანგბადის უკმარისობით იყო გამოწვეული, სუნთქვა ხომ მეც ძალიან მიჭირდა, რადგან ჰაერი, აფეთქების შედეგად, ჯერ კიდევ მხუთავი აირით იყო გაჟღენთილი, 
-შეი, გთხოვ გაიქეცი! ცოცხლებს, რომ გვნახავენ მაშინვე დაგვიჭერენ, შენ შეგიძლია თავს უშველო, გთხოვ  გა-ი-ქე-ცი!- ამის თქმა და მაშინვე საპატრულო და სახანძრო მანქანის სირენების დამაყრუებელი ჟღერადობის გაგონება ერთი იყო, უბრალოდ სულ მცირედი ძალებით ვცადე წამოდგომა თუმცა ხელი ტკივილის შეგრძნებამ შემიშალა, მხოლოდ ახლაღა შევნიშნე ჩემს მარჯვენა ფეხზე უზარმაზარი ჭრილობა, თავის შემაგრება ვეღარ მოვახერხე და მაშინვე მიწაზე დავემხე, ახლა კი ნამდვილად ჩიხში ვიყავი, ნუთუ ვერასდროს ვეღარ გავაღწევდი აქედან? ალბათ დამიჭერდნენ და ცხოვრების ბოლომდე ოთხ კედელშუა ამომალპობდნენ, ვიცოდი ახლა ტირილის დრო არ იყო თუმცა, ცრემლები წამითაც არ წყვეტდნენ დენას, ჩემგან არც თუ ისე მოშორებით, უამრავი საპატრულო, სახანძრო თუ სასწრაფო მანქანა იყო გაჩერებული, უკვე გვამებს მიასვენებდნენ, ფორმაში გამოწყობილი კაცები ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, სუნთქვა უფრო და უფრო მიძნელდებოდა, რადგან ჩემსკენ დაძრული კვამლი ჯერ კიდევ არ მაძლევდა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას, ამას დამატებული თვალებმაც წვა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში გამოწყობილი ხალხი ჩემგან შორს იყო, თუ არ ვიჩქარებდი მეც ჯორჯთან ერთად წამიყვანდნენ. ამ გადამწყვეტ წუთებში კი გვერდით მხოლოდ რაღაც სისხლმიმხმარი ნაჭერი ვიპოვე და ეს აღმოჩნდა ის რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვეძებდი, სწრაფად მივცოცდი ნაჭერთან და ხელი დავავლე მას, შემდეგ წამოვჯექი და კიდევ ერთხელ დავხედე ჩემს ნაიარევს ფეხზე, ხელები საშინლად მიკანკალებდა, თუმცა ჩემს თავს სულ ვუმეორებდი, რომ სწრაფად მემოქმედა, სისხლით მოთხვრილი ხელებით შარვლის ქვედა ტოტი ჩამოვიხიე და ნაჭერი, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა იარას გარს შემოვატარე შემდეგ კი მაგრად გავკვანძე თან გონებაში გავიფიქრე, რომ ეს ცოტახნით მაინც შეაკავებდა სისხლდენას.

-მგონი აქ კიდევ ვიღაც არის- დაიყვირა ერთ-ერთმა მეხანძრეთაგანმა, ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ მოემართებოდნენ ჩემსა და ჯორჯისკენ, ფანრებიდანაც გამომავალი შუქი უფრო მკაფიოდ აღწევდა ჩემს თვალთახედვაში. მორჩა! ეს ბოლო მცდელობა იყო, ახლა როგორმე უნდა წამოვდგარიყავი და უკან მოუხედავად გავქცეულიყავი, ან ცხოვრების ბოლომდე ოთხ კედელშუა ამომალპობდნენ. არ ვიცი ეს რისი შედეგი იყო, არ ვიცი რამ მაიძულა იქედან წამოდგომა, ან როგორ მოვახერხე, მე ხომ ძალის მცირედიც აღარ შემრჩენოდა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტიქტები იმდენად დიდი იყო, რომ ადგილიდან მოწყვეტა შევძელი და ცოტახანში უკვე ვეღარ ვგრძნობდი ფეხზე იმ დიდ ტკივილს,ან შეიძლება ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი ამის დრო ნაკლებად მქონდა და ახლა ამაზე დიდი დაბრკოლება შეიძლება სხვა რამეც ყოფილიყო. მივრბოდი ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით,

Would you? | via Tumblr
თუმცა სუფთა ჰაერმა მიმახვედრა, რომ სადღაც ხშირ წიწვნარში შევაბიჯე და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ტვინის უჯრედებს, ჟანგბადი უკვე თავისუფლად მიეწოდებოდა, წამის მეასედებში სივრცეს მოვწყდი და უკვე ის ნესტით გაჟღენთილი მიწის სურნელი, გონების დაკარგვამდე, უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელიც ერთი ჩასუნთქვისთანავე შევიგრძენი...



XOX! მოკლედ პირველი თავი სულ ეს იყო

კრიტიკა არ დაიშუროთ, თურამე შენიშვნა მაქვს ახლავე მითხარით ან სამუდამოდ ხმა ჩაიწყვიტეთ =D



10 კომენტარზე ვაგრძელებ ^_^

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 790 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2014-01-17 Spam
10 კომენტარისა რა გითხრა ხალხი არ შემოდის მარა! საკმაოდ აქვს! ძალაინ მომწონს დაწყება! და გთხოვ მოვლენები უცებ განავითარე ხოლმე <3 ძაან კარგია <3 ყოჩაღ