მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 15 » ♥War and Love♥
1:58 AM
♥War and Love♥
For Mariamo's Contest)
არ ვაპირებდი დადებას,რადგან არ ვიცოდი რაზე დამეწერა...
მაგრამ როგორც ხედავთ დავწერე.დანარჩენი თქვენ შეაფასეთ
War and Love

ეს მოთხრობა კონკურსისთვის დავწერე,შემთხვევით გადავწაყდი.საერთოდ არ მახსოვდა.
რამდენი ნახვა აქვს.... ვისაც სურვილი აქვს კიდევ ერთხელ წაიკითხოს...რაღაცნაირი გრძნობა დამრჩა.კორექტირებების შეტანა მინდოდა,მაგრამ გულმა არ გამიშვა.იყოს ისეთი როგორიც ადრე დავწერე..

სიმღერასთან ერთად <3თუ დამთავრდა ხელახლა დააწყებინეთ,ერთად კარგია))


მუხლმოდრეკილი,ეკელსიის ცივ ქვაფენილზე,ხატების წინ,ღმერთს ვევედრები რომ ჯანმრთელი და უვნებელი დამიბრუნდეს,მის გარეშე ხომ ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ექნება,მის გარეშე ხომ ფუჭია ჩემი მომავალი.
ყველაფერს დავთმობდი,რომ როგორმე შემეძლოს ამ ომის თავიდან აცილება.რას არ გავცემდი,რომ კვლავ დაისადგუროს ქვეყანაში საყოველთაო სიმშვიდემ...
აქამდე ამ სიტყვას ჩემთვის დიდი ფასი არ ქონდა,ახლა კი მოწიწებით ვიხსენებ ხოლმე.
"მშვიდობა"-მივხვდი,რომ ეს არის უმთავრესი რამ ადამიანის სიცოცხლეში,რომლის გარეშეც,არაფერია ჩვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება,რადგან ომში და არეულობაში ვერ იქნები ბედნიერი..გულს კი ყველაზე მეტად ის მიღრნიდა,რომ ის ჯერ მხოლოდ 25 წლის იყო და სამშობლოსთვის თავდადებულად იბრძოდა.
უკვე ყველაფერს ზიზღის თვალით ვუყურებ,ერთადერთი რაც მამშვიდებს ეს ტაძარში მარტო ყოფნაა..
ეს ზამთარი,ეს ცივი და მკაცრი თოვლი,ეს ფიფქები,სულაც აღარ მგვრიდა სიამოვნებას,ადრე თუ ყველაფერი თეთრ საამო სამოსს იცვამდა,ახლა თოვლი წითლად და შავად შეიღება.შავი- ეს ნაცარტუტად ქცეული სახლების ფერფლი არის,წითელი -ეს დაღუპულთა სისხლი,რომელიც ამოუვსებელს კვალს ტოვებდა.
ჩემთვის მშვიდად ვლოცულობდი,განმარტოებული...გარემო სიწყნარეს მოეცვა,რომელსაც ზოგჯერ ტანკების ზუზუნი არღვევდა.გულისფანცქალით ველოდით მთელი ქალაქი ერთ წერლს,სადაც დაღუპულთა გვარები იყო მითითებული.სამი დღეა უკვე ამ წერილის მოლოდინში ვათენებ და ვაღამებ,ღმერთმაც ქმნას,რომ იქ მისი გვარი და საახელი არ ამოვიკითხო.
ამ დროს გარედან დედას ხმა მომესმა,ის მე მეძახდა.
პირჯვარი გადავიწერე,ფეხზე წამოვდექი,ხატებს ვემთხვიე და ტაძარი დავტოვე.
-რა ხდება დედა?
-წერილი ჩამოვიდა
-რაა?რას ამბობ..
-ჰო თითქმის ყველა ოჯახს დაურიგდა.წამოდი სწრაფად!
გული ამიჩქარდა.ჩვენ გიორგის სახლისკენ წავედით,სადაც დედამისი,ქეითი გველოდებოდა.
მამა უკვე წლებია გარდაცვლილი მყავს,გიორგის დედას კი ორმაგი ტკივილი უნდა აეტანა,რომელიც შვილისა და ქმრის დატოვებით იყო გამოწვეული..ის უიმედოდ იჯდა ხოლმე ფანჯარასთან და არც კი იცოდა,მათ როდესმე კვლავ ნახავდა თუ არა.!
-სად არის.(ვთქვი როდესაც მის სახლში შევედი)
-იქ დევს.(დასუსტებული ხელი ქეითმა მაგიდისკენ გამიწოდა)
წერილი გავხსენი.სასრწაფოდ ჩავიკითხე გვარები..ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა,როდესაც ბოლო გვარი ამოვიკითხე...ის ამ სიაში არ მოხვდა,ის ცოცხალი იყო..
სახე ღიმილმა გამინათა
-ცოცხლები არიან,თქვენი მეუღლეც და შვილიც ცოცხალია..
(ვუთხარი ქეითს და გადავეხვიე)
-ღმერთმა გააძლიეროს ორივე.
თქვა დედამ და პირჯვარი გადაიწერა,რომელიც იქვე იდგა და ჩვენ შემოგვყურებდა.
-სანამ მოხვიდოდი შენზე ვფიქრობდი,გახსოვს როგორც გაიცანით ერთმანეთი?
-რათქმაუნდა მახსოვს,რა დამავიწყებს
ვუთხარი ქეითს და მის მუხლებთან ჩამოვჯექი.ნელ-ნელა ჩემში მოგონებები იღვიძებდნენ,მოგონებები რომელიც დიდ სიამოვნებას მგვრიდა.
ჩვენს ოჯახებს,მეგობრული ურთიერთობა უკვე წლებია აქვთ.განსაკუთრებით კი ჩემსა და გიორგის დედას.ისინი დიდი ხნის ნაცნობები არიან და ჩვენც მათი წყალობით გავიცანით ერთმანეთი.
მაშინ ძალიან პატარები ვიყავით.სკოლაშიც კი ერთად დავდიოდით,ძალიან ბევრი სასაცილო ისტორია გადაგვხდენია ერთად თავს,,ეს ის ბავშვობის ტკბილი მოგონებები იყო,რომლის გახსენება მე და გიოს,ერთად გვიყვარდა.ახლა კი მარტო მიწევს მასზე ფიქრი..
ერთად ყოფნა დიდხანს არ დაგვძალდა.ისინი სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად.იქ არ დარჩენილან,წლების შემგედ უკან დაბრუნდნენ,სწორედ მაშინ შევხდი მას პირველად.წარსულში დარჩენილი მეგობარი დამიბრუნდა.
მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი,ის კი 22 ის...ერთმანეთთან კვლავ ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება გვინდოდა,მაგრამ აღარ გამოგვდიოდა.ახლა უკვე ბავშები აღარ ვიყავით,და ჰო იცით,უფროსები უფრო რთული თვალით უყურებენ ყველაფერს,ვიდრე ბავშვები)
მეც ვხვდებოდი,რომ მასთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერა არ შეემეძლო.ვერც კი მივხვდი,ისე მალულად და საწრაფად შემიყვარდა,ისე შემოიჭრა ეს გრძნობა ჩემში,რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი.მე კი მისი დაკრგვა არ მინდოდა,და თვეების განმავლობაში ამ საიდუმლოს გულით ვატარებდი.
უბედნიერესი ადამიანი ვიყავი,როდესაც გავიგე რომ მას მე ვუყვარდი.
არასდროს დამავიწყდება,7 მაისი...დღე როდესაც,გიორგიმ სიყვარული ამიხნსა.არასდროს დამავიწყდება მისი თვალები,რომლებიც ესეოდენ შეშინებულნი შემომცდიცინებდნენ და ჩემს პაუხს ელოდნენ.
სწორედ იმ დღიდად დაიწყო ყველაფერი...მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ვატარებდით.ყოველ დღეს თავისი პიწი და სილამაზე ქონდა,ყოველი დღე რაღაცით ძვირფასი იყო ჩემთვის-თუნდაც იმით,რომ მე ის მყავდა.
ხანდახან თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი,რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება,ის რომ არ გამეცნო-ალბათ როგორი უფერული, აზრიც არ ექნებოდა-ვფიქრობდი ჩემთვის და მათ მოსაშორებლად,გიოს გულზე ვეხუტებოდი...
ახლაც ვფიქრობდი,მაგრამ ამჯერად ის ჩემთან არ იყო,რომ ამ საზარელი ფიქრების გასაშორებლად,გულზე მივიკრა და ვუთხრა,როგორ მიყვარს...
ბედნიერება,მხოლოდ რამოდენიმე წელს დაგვძალდა.
ომი სამი დღის დაწყებულია,ის კი რამოდენიმე კვირით ადრე გამოიძახეს.თავიდან სხვა ქვეყნის,ახლა კი სამშობლოს დასაცავად იბრძვის.არასდროს დამავიწყდება ცრემლიანი თვალები,რომლებიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა
-მე დავბრუნდები და ჩვენ კლვავ ერთად ვიქნნებით! ეს ჩემი ვალია მარიამ!
მისი ბოლო ტკბილი სიტყვები,რომელიც ასე დიდი გრძნობით იყო ჩაფლული ჩემს გონებაში...

აგერ უკვე ერთი კვირა გავიდა,გიორგისა და მამისისგან კი ახალი არაფერი ისმის...
ქვეყანაში ომი დასრულდა-მაგრამ ყველაზე უარესი ახლა იწყებოდა.
ყოველი დღე გლოვით მოცული იყო,დრო შავ ბურუსში გახვეულიყო და იქიდან ამოსვლას არ ლამობდა.ყოველი წუთი,რაღაც ძალიან საზარელს ემსგავსებოდა.
ხშირად გაიგონებდით გულისმომკვლელ ტირილსა და მოთქმას,რომელიც მეზობელი სახლებიდან გამოდიოდა.
უკვე ორი დღეა,მილიონიბით ოჯახი თავისი შვილის,გმირულად დაღუპვის შესახებ გებულბს...
ღმერთს კვლავ მადლობას შევწირავ,რომ ეს გლოვა ჩვენს ოჯახებს არ შეხებია.
-მინდა,რომ ცოცხალი იყოს..ღმერთო დამიბრუნე სახსალამათი
ვფიქრობდი ჩემთვის,როდესაც ფანჯრიდან დედაჩემის ყვირილის ხმა გავიგონე..
შეშინებული გავარდი გარეთ,მეგონა რომ გიორგის დაღუპვის ამბავი აცნეს,ან რაიმე ასეთი,მაგრამ შევცდი.თითქოს შვებით ამოვისუნთქე...
-რა ხდება დედა?
-თავი მოიკლა,საწყალმა..
და ხელი ჩვენს წინ მდებარე სახლისკენ გაიშვირა..იქ მოხუცებული ქალი ცხოვრობდა,რომელსაც შვილის მეტი არავინ გააჩნდა,როდესაც გაეგო მისი ამბავი,რომ ის ამქვეყნად აღარ იყო,ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა
-ჯანდაბა.!(ვთქვი გაბრაზებით)-რაც არ უნდა იყოს,ამ ხალხმა სიცოცხლის ფასი არ იცის?
ვთქვი და ტირილი დავიწყე..
-სიცოცხლე ხომ ასე მნიშვნელოვანია?მან კი რა გააკეთა..მე ხომ ეს დღეებია,მეტისთვის არაფრისთვის ვლოცულობ..
ვთქვი და თოვლში ჩავიკეცე..ხელები გამეყინა..
დედა მომხვია.ხვდებოდა,რომ მას არაფრის გაკეთება შეეძლო...
ასე ტანჯვაში გაიარა ორმა დღემ.მესამე დღეს დილით,ზარი იყო პირადად ჩემთან.მატყობინებდნენ,რომ გიორგი ცოცხალი იყო,ის ქალაქგარეთ ერთ-ერთ ბაზაში იმყოფება..
არ მახსვოვს როგორ გავედი სახლიდან და სადგურზე პირველივე მატარებელს გავყევი..ყველაფერი თავისთვის ხდებოდა,დრო თავისკენ მიმაქროლებდა...თვალს ვაყოლებდი უკან-უკან ჩამოტოვებულ უკიდეგანო სივრცეებს,რომელიც თეთრ სამოსში გახვეულიყო და მასზე ვფიქრობდი.ვერ წარმომედგინა,რომ ვნახავდი.ეს ჩემთვის აუხდენელ ოცნებად რჩებოდა,რომლის ახდენაც წარმოუდეგენლად მეჩვენებოდა,რომელიც შორს იყო ჩემი თავისგან...არ მახსოვს,როგორ მოვიძებნე ის ბაზა,როგორ შევედი შიგნით და მისი ოთახი ვიკითხე..
ყველფერი ძალიან სწრაფად მოხდა.მე მის კარებთან ვიდექი,ორი წუთიც და მას ვნახავდი.
კარები შევაღე..ველოდი,რომ ის თავისი განათებული თვალებით ჩემსკენ წამოვიდოდა და მეტყოდა,რომ ისევ ერთად ვიყავით,რომ ცხოვრებას ერთად გავაგრძელებდით.მაგრამ,ჩემი ბედნიერება არცთუისე დიდხანს გაგრძელდა..
ის ჩემგან ზურგით,ინვალიდის ეტლში იჯდა და ფანჯრიდან რაღაცას გაყურებდა.შესვლისთანავე ვიცანი მისი ხშირი,ხვეული თმა...თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი.არ მინდოდა ჩვენი შეხვედრა ასეთი ყოფილიყო და ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე..
-ვინ არის?(თქვა მან და ეტლი შემოატრიალა)
მისი გამობრუნება და ჩემი ღიმილი ერთი იყო..
ის შემობრუნდა..მიყურებდა,მაგრამ მის სახეზე არავითარი ჩემი ნახვით გამოწვეული,ბედნიერება არ ეხატებოდა..
-ვინ არის?(კვლავ თქვა მან)
ამ სიტყვების შემდეგ კი ღიმილი სახეზე მიმეყინა.ის ვერ მხედავდა,თვალები ჩემსკენ იხედებოდა,მაგრამ ვერ ხედავდა..ახლა მისი მზერა ბურუსში იყო მოცული..
-გიორგი...
ვთქვი და მისკენ აჩქარებუული ნაბიჯით წავედი...მეტი ვერაფრის თქმა შევძელი,ცრემლები მომაწვა და ტირილი დავიწყე...მთელი ძალით გადავეხვიე,ისე რომ მისთვის ყველაფერი მეთქვა.მე მის გვერდით ვარ და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძველებურად მეყვარება..
მას ცალი ფეხი მოკვეთილი ქონდა,ცალში კი მგრძნობელობა ქონდა დაკარგული...
-ჩემო მარიამ,შენ აქ ხარ..ეს ჩემთვის დაუჯერებელია,ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვნატრობდი,დღეების წინ შენს გამოჩენას,უკვე ყოველგვარი იმედი გადაწურული მქონდა.ჩემო სიცოცხლე,ჩემო პატარა...
სიტყვებს ამბობდა და მეფრებოდა..
თავს ვერ ვიკავებდი,გაუჩერებლად ვტიროდი..
-მაგრამ..(თქვა და გაჩუმდა)
-რა მაგარამ?ჩვენთვის არავითარი მაგრამ არ არსებობს,ისევ ერთად ვართ,მთავარია ცოცხალი ხარ.
-ასეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს?ფეხებისა და თვალების გარეშე.
თქვა და ხელზე მაკოცა
-აქვს ჩემო ცხოვრება,რათქმაუნდა აქვს..ჩემთვის სულერთია ყველაფერი,მე ვიქნები შენთვის მარჯვენა ფეხი,მე გაგიწევს თვალების მაგივრობას,ოღონდ მითხარი რომ აღარასდროს დამტოვებ...
ვუთხარი და თმაზე მოვეფერე,როგორც ამას ადრე ვაკეთებდი.
ჩემი გული მზად იყო ყველაფრისთვის,მზად იყო მისთვის თავი გაეწირა.მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი-არ უნდა დავნებდე ბედისწერას-მე მასთან ერთად ვიქნები,რადგან მე მისი გული მიყვარდა,მე მისი შინაგანი სილაამაზე მიყვარდა.............

გავიდა ორი კვირა...
იმ დღესაც გაუთავებლად თოვდა...გიორგის მამა,სრულიად უვნებელი  დაბრუნდა,რაც კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი იყო ოჯახისთვის...
გიორგი დღეს,რაღაც განსაკუთრებულად ფერმკრთალი და სუსტი მეჩვენა.თითქოს სუნთქვა უჭირდა.ყოველ ამოსუნთქვს ძალას ატანდა...მე ის სუფთა ჰაერზე გავიყვანე..
აივანზე თოვლის ფიფქები დროდადრო შემოდიოდა და ფეხზე მეცემოდა..მე გიორგის ვუხსნიდი,რომ ისინი ისეთივე ლაღი და თავისუფლები იყვნენ,როგორც ჩვენ ბავშვობაში...მას ვუყურებდი,და ვერ წარმომედგინა რომ მის ლურჯ თვალებს არ შეეძლო ჩემთვის შემოეხედა,არ შეეძლო გარემოს ამ სილამაზით დამკბარიყო,არ შეეძლო ეგემა ის სიხარული,რასაც მისი სიცოცხლის შენარჩუნება მგგვირდა..
-მიყვარხარ..(უცებადად წარმოთქვა მან და ჩემკსენ გადმოიხარა)
მას ვაკოცე და ცოტა ხნით სახლში შევბრუნდი...
არ გასულა დიდი ხანი,რომ მის შემოსაყვანად გავედი...
-ჰო არ შეგცივდა?შევიდეთ(ვუთხარი და ეტლს მივუახლოვდი)
-გიორგი,არ მეტყვი?
პასუხი არ იყო...
-გიორგი.(ხმამაღლა წამოვიყვირე)
პასუხი კვლავ არ იყო..
-ღმერთო ჩემო.!(ვთქვი და ხელები სახეზე შევახე)
ისინი სულ გაყინული იყო...სასწრაფოდ გავუხსენი შესაკრავები და შიშველ სხეულზე,თავი გულზე დავადე...
-არ ფეთქვს,ღმერთო ჩემო დამტოვა..
ვთქვი და ტირილი დავიწყე..
-გიორგი,ხომ მითხარი რომ აღარ დამტოვებდი.გიორგი...
სიტყვებს უაზროდ ვისროდი და ბოლო ხმაზე ვყიროდი...
-არ მინდა შენს გარეშე ყონფა...შენ შემპირდი,შენ შემპირდი..
გაუჩერებლად ვტიროდი..ვერ წარმომედგინა,რომ ის ჩემთან არ იყო..ვერ წარმომედგინა,რომ ბოლო იყო,როდესაც მისგან გავიგონე სიტყვა მიყვარხარ.მე ხომ ყველაფრისთვი მზად ვიყავი,რატომ დამტოვა სწორედ ამ დროს.
-რატომ ღმერთო,რატომ...
მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა,რომ ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს გაეგონა...სამყარომ ხომ მისი სახით ყველაზე სათნო არსება დაკარგა...
გარეთ კი თოვდა...თვლის ფიფქები ყოველ წამს მეცემეოდა..გიორგის ავხედე.მის გაყინულს თველებსა და ტუჩებსაც ეცემოდა,თუმცა აღარ დნებოდა.............


იმედია მოგეწონათ 
2012 წლის 18 სექტემბერი!


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 952 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-06-23 Spam
ცოტაც და ავტირდებოდი, მთელი რამდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც ვკითხულობდი ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მართლა საოცარია.. ყოჩაღ რა გითხრა, მაგარი ხარ ძალიან <3