როდესაც Justin Bieber-ს კითხეს, თუ რატომ უყვარდა Selena Gomez-ი, სხვა დანარჩენ ღირსებებთან ერთად მან მეგობარი გოგონას კეთილი გული დაასახელა. როგორც ჩანს, ბიბერი არ ცდებოდა.
10 წლის Bailey არის გოგონა, რომლემაც სულ ცოტა ხნის წინ ტვინის სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობდა, მისი ოცნება Selena Gomez-ის ნახვა იყო. მომღერალმაც აღარ დააყოვნა და თავის პატარა თაყვანისმცემელს სიურპრიზი მოუწყო. Bailey ძალიან გახარებული ჩანდა, თუმცა სიხარულისგან, ცოტა ხნით, ხმის ამოღება ვერ შეძლო. ასეა თუ ისე, მთავარია, რომ მისი ემოციურობის მიზეზი დადებითი იყო. შეხვედრით Selena-ც ძალიან კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა. მოკლედ, შეიძლება მისი ნამუშევრები და პირადი ცხოვრება ვაკრიტიკოთ, თუმცა Gomez-ის ეს საქციელი ნამდვილად მოწონებას იმსახურებს. GabbY ))
|