მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 6 » ვის აირჩევს ელენა? ♥ – დეიმონი VS სტეფანი ♥
10:42 AM
ვის აირჩევს ელენა? ♥ – დეიმონი VS სტეფანი ♥
ვის აირჩევს ელენა? 
დეიმონი VS სტეფანი 

 

მაშ ასე… წლის კითხვა ვამპირის დღიურების ფანებისთვის – ვის აირჩევს ელენა? სტეფანი VS დეიმონი… ყვითელ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესამე სეზონის ფინალურ სერიაში ელენა გააკეთებს არჩევანს ორ ძმას შორის, თუმცა ეს არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციაა, თუმცა მას ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს, მაგრამ როდის ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია, ეს ხომ სატელევიზიო შოუა და სასიყვარულო სამკუთხედს შორის ასეთი მდგომარეობა შეიძლება წლობით გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა რომ იმის ზუსტად თქმა თუ ვის აირჩევს ელენა არ შემიძლია შევეცდები, რომ ამ სტატიაში გარკვეული მსჯელობთა და პრობლემის ორივე მხიდან განხილვით მივიდე მიახლოებით ჭეშმარიტებამდე მაინც. მაშ ასე, 

დავიწყოთ:



ელენა გილბერტი არც ისე მარტივი არჩევანის წინაშე დგას: უნდა აირჩიოს სუპერ-სექსუალური ვამპირი რომელსაც გოგონა თავდავიწყებით უყვარს ან მეორე ასევე სუპერ-სექსუალური ვამპირი რომელსაც ასევე თავდავიწყებით უყვარს ჩვენი „ოქროს გოგონა"… რთული არჩევანია ხო… თუმცა ელენას მესამე ვარიანტიც აქვს – მეთ დონოვანი, რომელსაც შეუძლია ელენა მთელი ცხოვრება მშვიდად და ბედნიერად აცხოვროს, ყოველგვარი სისხლის მსმელი და სხვა ზებუნებრივი არსებებისგან შორს, თუმცა ის რომ ელენა მეთს აირჩევს ნაკლებ სავარაუდოა, ასე რომ მასზე დროს ნუ დავკარგავთ და პირდაპირ ძმები სალვატორების განხილვას შევუდგეთ.

რატომ უნდა აირჩიოს ელენამ დეიმონი?

 

ძნელია იმის უარყოფა, რომ დეიმონმა ელენას აღმოუჩინა წარმოუდგენელი ემოციური მხარდაჭერა მაშინ, როცა გოგონას ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა – როდესაც სტეფანმა გასულ ზაფხულს კლაუსთან ერთად მისტიკ ფოლსი დატოვა სწორედ დეიმონი აღმოჩნდა ის ადამიანი ვინც ელენას მხარში ამოუდგა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მის საუკეთესო მეგობრად იქცა და ეს მაშინ როცა მას ის თავდავიწყებით უყვარდა, დეიმონს ამაზე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს სანამ ელენა ამ მდგომარეობიდან არ გამოვიდა. მოკლედ დეიმონი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ცივსისხლიანი, როგორსაც სერიალის პირველ სეზონებში შოუს შემოქმედები გვაჩვენებდნენ, მან ელენას სისუსტით არ ისარგებლა და დროებით განზე გადგა…

 

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საინტერესო ფაქტზე – ჩვენ, როგორც მაყურებელს არასდროს არ გვინახავს ელენა და დეიმონი, როგორც წყვილი და ეს მაშინ, როცა ამის შანსი ბერჯერ ჰქონდა. როგორც წესი დეიმონი ყველაფერს აფუჭებდა – მას შეეძლო ქუჩაში გავარდნილიყო და პირველი შემხვედრი მოეკლა თუ რამე ისე არ მიდიოდა, როგორც მას უნდოდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დეიმონი ბოლო სერიებში საკმაოდ კარგად აკონტროლებს თავისი მკვლელის ინსტიქტს. მეტიც მან ბოლო სეზონის განმავლობაში იმდენი კარგი გააკეთა და იმდენი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს: ბონით დაწყებული და მეთით დამთავრებული, ელენაზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, რომ ძნელია იმის თქმა ვის უფრო მეტი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი დეიმონს თუ სტეფანს. ფაქტი ერთია დეიმონი იცვლება!!!

 

კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ამ ეტაპზე ელენა ემოციურად ყველაზე ახლოს სწორედ დეიმონთან… ალარიკის „დაღუპვის" შემდეგ მხოლოდ დეიმონთან შეუძლია ყველაფერზე გულახდილად საუბარი. რატომ სტეფანთან არა? ალბათ იმიტომ, რომ ელენა სტეფანის მიმართ გარკვეულ სირცხვილის განიცდის, როს გამოც ის სტეფანთან გაცილებით უფრო თავდაჭერილია ვიდრე დეიმონთან.

რატომ არ უნდა აირჩიოს ელენამ დეიმონი?

ამას კითხვა უნდა? იმიტომ რომ დეიმონი არის: ზედმეტად თავდაჯერებული, ეგოისტი, მოღალატე, ექსცენტრული და არასტაბილური. მან ხომ წითელი ხაზი გადაკვეთა და თავისი ძმის ზურგს უკან მის შეყვარებულს დაუწყო შებმა. ასევე დეიმონს ხელები სისხლში აქვს – ვიკის სიკვდილი სწორედ მის სინდისზეა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე თუ როგორ ექცეოდა კეროლაინს პირველ სეზონში. მაშინ როცა მას უყვარდა ელენა და მისი გულის მოგერიებას ცდილობდა სწორედ მაშინ ატარებდა ღამეებს რებეკასთან.



ჩემი აზრთ ელენა დეიმონის მორიგი ახირებაა… მას არ შეუძლია მთელი ცხოვრების ერთ ქალთან გატარება, მითუმეტეს რომ დეიმონისთვის მთელი ცხოვრება მარადისობაა. ელენა ვამპირიც რომ გახდეს და არასდროს დაბერდეს ალბათ დეიმონი მაინც ვერ შეძლებდა მასთან დიდი ხნის გატარებას და თუ ელენა ადამიანად დარჩებოდა სახეზე პირველივე ნაოჭის გაჩენისთანავე მიატოვებდა.

რატომ უნდა აირჩიოს ელენამ სტეფანი?

 

რთული წელი იყო… მაგრამ სტეფანი უკვე გამოვიდა „მფატრავის" ბურუსიდან და ცდილობს კვლავ გახდეს ის კაცი ვინც ელენას პირველ სეზონში შეუყვარდა. სტეფანი სერიალში ფაქტიურად ყველაფერი დადებითის სიმბოლოა, მაგალითად მან ელენას არაფერი ჰკითხა დენვერში მისი და დეიმონის მოგზაურობაზე, ეს სტეფანის მხრიდან ელენას არჩევანის პატივისცემაზე და საკუთარ სულგრძელობაზე მიუთითებს.

როგორც კლაუსმა თქვა მესამე სეზონის მეხუთე სერიაში მისი და ელენას ურთიერთობა არის იშვიათი და ძალიან ძლიერი. გარდა ამისა მას შემდეგ რაც სტეფანი ელენას შეხვდა სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს, თვით ქეთრინისკენაც კი რომელიც მუდამ დაუფარავ სიმპატიას გამოხატავდა მისდამი.

 

ასევე ნამდვილად გასაოცარია სტეფანის განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ ელენასადმი, ის ყოველთვის ცდილობდა, რომ დაეცვა ელენას მეგობრები: მაგალითად ტაილერი, ასევე სკოლის ცეკვებზე ბონის გულრწფელად მოუბოდიშა დედამისის გამო, ის ყურადღებიანი იყო კეროლაინის პრობლემების, შემდგომ კი დანაკარგის მიმართ. ელენა ყოველთვის ითვალისწინებდა მეგობრების აზრს, ასე რომ მათი სიმპატია სტეფანისადმი გარკვეულ გავლენას მაინც მოახდენს ელენას საბოლოო არჩევანზე.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: სწორედ სტეფანმა გადაარჩინა ელენა სიკვდილისაგან, როცა მას მშობლები დაეღუპა. სტეფანი ელენას ერთ-ერთი პირველი და უდავოდ ყველაზე ძლიერი სიყვარული იყო. მან გასწირა ყველაფერი არა მარტო ელენასათვის გამო არამედ საკუთარი ძმისათვისაც, როცა ის დეიმონის სიცოცხლის სანაცვლოდ კვლავ იქცა „მფატრავად", როგორც რებეკამ მესამე სეზონის მეთვრამეტე სერიაში კლაუსს უთხრა: "The Salvatores may fight like dogs, but in the end they would die for each other. At least they know what family means!” (სალვატორები შეიძლება ძაღლებივით ჩხუბობენ, მაგრამ სობოლოოდ ისინი ერთმანეთისთვის მოკვდებიან. მათ იციან მაინც რას ნიშნავს ოჯახი!)

 

გარდა ამისა სტეფანი რომანტიკოსია, ჩემი აზრით ამ სერიალში ის ერთადერთია ვისაც შეუძლია მარადიული სიყვარული. ის ელენას ერთგულია და ვფიქრობ რომ მან დეიმონზე რომ შეაჩეროს არჩევანი სტეფანი სხვას კიდევ ძალიან დიდი ხანი ვერ შეიყვარებს.

რატომ არ უნდა აირჩიოს ელენამ სტეფანი?

 

ძნელია დაივიწყო „ვიკერის ხიდის" ინციდენტი. მან ელენა კლაუსზე თავისი შურისძიებისთვის გამოიყენა და იძულებული გახადა ხელახლა განეცადა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტი, აქ სტეფანს ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა…



მიუხედავად მისი ამჟამინდელი პაციფისტური დამოკიდებულებისა ადამიანთა მიმართ, მასში მაინც ბუდობს „მფატრავი", მან მთელი გასული საუკუნე სისხლისღვრაში გაატარა და სტეფანს იმდენი ადამიანი ჰყავს მოკლული, რომ დეიმონს კი არა კლაუსსაც კი შეშურდება. შეუძლია კი ელენას ისეთი ადამიანის ნდობა ვინც პერიოდულად კონტროლს ჰკარგავს საკუთარ თავზე?



როგორც კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია სცენარისტები გეგმავენ ახალი სასიყვარულო ხაზის შექმნას. ხოლო ვინ იქნებიან ამ ახალი აფიორის მთავარი გმირები ჯერ-ჯერობით უცნობია, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ… ალბათ ქეთრინი ერთ-ერთი მათგანია, ამ პერსონაჟს იმდენი ფანი ჰყავს, რომ ეჭვი მეპარება სცენარისტებმა ის ასე ადვილად ჩამოწერონ. მეორე გმირი კი ერთ-ერთი სალვატორი იქნება. თუ ელენა დეიმონს აირჩევს სტეფანისა და ქეთრინის ურთიერთობას ნამდვილად განსაკუთრებული ხიბლი ექნება, მითუმეტეს რომ ქეთრინი მის მიმართ რომანტიკულ გრძნობებს არასდროს მალავდა. ხოლო თუ ელენა არჩევანს სტეფანზე შეაჩერებს, მაშინ დეიმონი და ქეთრინი კვლავ დაახლოვდებიან. აღსანიშნავია, რომ დეიმონი ქეთრინის მიმართ ყოველთვის განისცდიდა გარკვეულ სისუსტეს. მიუხედავად იმისა, რომ ქეთრინმა ის არაერთხელ უკაგდო ის მაშნაც კი ლოიალური იყო მის მიმართ, როდესაც უკვე ელენას მიმართ ჰქონდა სიმპატიები. გარდა ამისა თუ ელენა სტეფანს აირჩევს ეჭვი მეპარება, რომ სტეფანი მას ბოლომდე აპატიებს იმას რომ დემონის მიმართაც გაუჩნდა გრძნობები და ამის საფუძველს სტეფანის განსაკუთრებული რომანტიკოსობა მაძლევს.

 

მოკლედ დაველოდოთ…მეოთხე სეზონი სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.

( დამეხმარა ერთ – ერთმა ადამიანმა გადათარგმნაში .
იმედია მოგეწონათ ნიუსი.)

თქვენი აზრით ვის აირჩევს ელენა?

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 1168 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-06-16 Spam
LiLeko.LoVe.TwIlIgHt .., mec egre!! Stefani chemtvis idealia!! mzrunveli,ketili,sayvareli,chkviani da rac mtavaria ertguli!<33 me stefans avirchevdi! )))