მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » ვინ მოხვდა კინო აკადემიის ჯილდოს ნომინანტთა სიაში?
7:19 PM
ვინ მოხვდა კინო აკადემიის ჯილდოს ნომინანტთა სიაში?
Aaaaand the Oscar goes tooooo… თუმცა მანამ, სანამ 2013-ის საუკეთესო ფილმს, მსახიობებს, თუ რეჟისორებს გავეცნობოდეთ, წარმოგიდგენთ იმ სახელებს, რომლებიც წელს ოსკარის ნომინანტთა სიაში ფიგურირებს. 2012 წლის საუკეთესო ნამუშევრებს 24 თებერვალს ლოს ანჟელესში დოლბის თეატრში გამოავლენენ, ამჯერად კი ნომინანტთა სიას შემოგთავაზებთ, რომელიც აკადემიის ჯილდოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 10 იანვარს გამოავლინა.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში ერთმანეთს 9 ნამუშევარი ეჯიბრება. საუკეთესო ფილმის ჯილდოსათვის შემდეგი ნამუშევრები იბრძვიან: 1. "Amour" - მიხაილ ჰანკეს ნამუშევარი რომანტიული დრამაა. ნამუშევარი ეკრანებზე ამაწლის სექტემბერში გამოვიდა. 2. "Argo" - ჰოლივუდელი მსახიობის - ბენ აფლეკის რეჟისურით შექმნილი ისტორიული დრამა, რომელშიც მთავარ როლს სწორედ აფლეკი ასრულებს. 3. "Beasts of Southern wild" - ბენ ზეიტლინის ფანტასტიკური დრამა გახლავთ. 4. კვენტინ ტარანტინოს ”Django Unchained” - სხვათაშორის რეჟისორს აკადემიის ჯილდო არცერთხელ არ ღირსებია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ნომინანტთა სიაში არაერთხელ გვინახავს. ამჯერად საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ”Django Unchained” - ვესტერნი ექშენის და დრამის ელემენტებითაა წარდგენილი. 5. ნომინანტთა სიაშია ტომ ჰუპერის - ”Les Miserables” - ჰოლივუდური თანავარსკვლავედის - ჰიუ ჯეკმანის, რასელ ქროუს, ენ ჰეთეუეისა და ამანდა სეიფრიდის მონაწილეობით რომანტიკული მიუზიკლი ფართო მაყურებელმა 2012 წლის 25 დეკემბერს იხილა. 6. საუკეთესო ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი ასევე ენგ ლის ნამუშევარი ”Life on Pi”. 7. გასაკვირი არაა, რომ საუკეთესო ფილმისთვის ჯილდოს სტივენ სპილბერგიც ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ გენიალურმა რეჟისორმა აკადემიის ჯილდო ბოლოს 1999 წელს ფილმისთვის ”რიგითი რაიანის გადასარჩენად” მიიღო. ამჯერად ისტორიული დრამა - ”Lincoln” 2 ნომინაციაში - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისურაშია წარდგენილი. 8. ნომინანტთა შორისაა დეივიდ ოუ რასელიც - ნამუშევრით ”Silver Linings Playbook” რომელშიც მთავარ როლებს ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ. 9. საუკეთესო ფილმებს შორისაა წარდგენილი ”Zero Dark Thirty” - ქეთრინ ბიგელოუს ექშენი-დრამა. სხვათაშორის ეს უკანასკნელი პირველი ქალი რეჟისორია, რომელსაც აკადემიის ჯილდო ხვდა წილად. ბიგელოუმ ოსკარი 2008 წელს ფილმისთვის ”The Hurt Locker” მიიღო.

ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და წლევანდელ ნომინანტებს შორის ბოლო დროის ერთ ერთი საუკეთესო ფილმი - ”Cloud Atlas” ვერ აღმოვაჩინეთ. აწ უკვე და ძმა ვაჩოვსკების მისტიური დრამა, რომელიც ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობებითაა დაკომპლექტებული წელს აკადემიის ჯილდოზე საერთოდ არ ფიგურირებს. სავარაუდოდ მისტიური დრამა ჯერჯერობით ოსკარის მოთხოვნათა ლისტს ვერ აკმაყოფილებს. ნამუშევარი ეკრანებზე ამაწლის 26 ოქტომბერს გამოვიდა, თუმცა კინოთეატრებიდან ჯერ არ მოხსნილა, ასე, რომ ამ უკანასკნელის ტრიუმფს სავარაუდოდ ოსკარის 2014 წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე ვიხილავთ.

სულ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 9 ნამუშევარია წარდგენილი. რაც შეეხება მსახიობებს, წელს მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლებს შორის 5 ნომინანტი დასახელდა. 1. ბრედლი კუპერი ფილმისთვის ”Silver Linings Playbook”. ეს მსახიობისთვის აკადემიის ჯილდოს პირველი ნომინაციაა. 2. 2 ოსკარის მფლობელი დენიელ დეი ლიუისი ფილმისთვის ”Lincoln”. 3. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის პირველადაა ნომინირებული მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი ჰიუ ჯეკმანი. 4. უკვე მესამედ მოხვდა საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ნომინირებულთა შორის ხოაკინ ფენიქსი. მსახიობი ”The Master”-ში შესრულებული როლისთვისაა წარდგენილი. 5. ნომინანტთა შორისაა ორგზის ოსკაროსანი მსახიობი - დენზელ უოშინგტონიც. ეს უკანასკნელი აკადემიის ჯილდოზე 6-ჯერ იყო წარდგენილი. პირველად ოსკარი მსახიობმა 1990 წელს ფილმისთვის ”Glory” მიიღო. ბოლოს კი აკადემიის ჯილდო 2002 წელს ნამუშევარში ”Training Day” შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.

5 ნომინანტისგან შედგება საუკეთესო მსახიობი ქალების სიაც. ნომინაციაში წარდგენილნი არიან: 1. ჯესიკა ჩესტინჯი როლისთვის ფილმში - ”Zero Dark Thirty”. ეს მსახიობისთვის ოსკარის უკვე მეორე ნომინაციაა. 2. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ასევე ნომინირებულია ჯენიფერ ლოურენსი. ეს უკანასკნელი მთავარ როლს ფილმში ”Silver Linings Playbook” ასრულებს. მსახიობი აკადემიის ჯილდოზე უკვე მეორედ წარადგინეს. 3. ნომინანტთა შორისაა ემანუელ რივაც ”Amour”-ში შესრულებული როლისთვის. 85 წლის ქალბატონისთვის ეს უკანასკნელი ოსკარის პირველი ნომინაციაა. 4. ნამუშევრიდან ”Beasts of Southern wild” ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ქიუვენზან უოლსია წარდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის ამერიკელი მსახიობისთვის ოსკარის ნომინაცია პირველია, ამ უკანასკნელს მოკლეხნიანი ცხოვრების განმავლობაში 5-მდე ჯილდო აქვს აღებული და წარდგენილი არა ერთ დაჯილდოვებაზე ყოფილა. 5. ფილმიდან ”The impossible” ნომინაციაში წარდგენილია ნაომი უოთსი. ”21 გრამის” შემდეგ ეს მსახიობისთვის აკადემიის ჯილდოზე მეორე ნომინაცია იქნება.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის შემდეგი მსახიობები იბრძვიან: 1. ალან არკინი - ფილმიდან ”არგო”. 2. რობერტ დენირო ნამუშევრიდან ”Silver Linings Playbook”. სხვათაშორის ამ უკანასკნელისთვის ეს ოსკარის რიგით მე-7 ნომინაცია იქნება. აქედან 2 მსახიობს ეკუთვნის. 3. ფილმისთვის ”The master” მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილიპ სეიმურ ჰოფმანი იბრძოლებს. 4. ”ლინკოლნიდან” კი ამ უკანასკნელში წარდგენილი ”ადამიანები შავებში”-ს ვარსკვლავი - ტომი ლი ჯონსი განიხილება. ოსკაროსანი მსახიობისთვის, რომელმაც აკადემიის ჯილდო პირველად 1994 წელს აიღო, ეს რიგით მეოთხე ნომინაცია იქნება. 5. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ბოლო ნომინანტი ფილმიდან ”Django Unchained” - კრისტოფერ უოლცი გახლავთ.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრესტიჟული ჯილდოს რიგში ემი ადამსი, ფილმისთვის "The Master", სალი ფილდი - "Lincoln"-დან, ენ ჰეთეუეი ნამუშევრისთვის - "Les Miserables", ჰელენ ჰანტი ფილმისთვის - "The Sessions" და ჯეკი ვეივერი "Silver Linings Playbook"-დან დგანან. მათ შორის სალი ფილდი, რომელიც მაყურებლისათვის საკმაოდ დამახასიათებელი, კომედიური ჟანრის როლებითაა ცნობილი, უკვე ორგზის ოსკაროსანია. ეს უკანასკნელი ფილმისთვის აკადემიის ჯილდოს მესამე ნომინაციაა.

ასევე 5 ნამუშევარს შორის გაირკვევა საუკეთესო ანიმაციური ფილმის ტიტულის მფლობელის ვინაობაც. წელს ამ ნომინაციაში მარკ ენდრიუსის და ბრენდა ჩეპმენის ”Brave”, ტიმ ბარტონის ”Frankenweenie”, სემ ფერის და კრის ბატლერის ”ParaNorman”, პიტერ ლორდის ”The Pirates! Band of Misfits” და რიჩი მურის ”Wreck it Ralph” მოხვდნენ.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წლევანდელ სიაში ფავორიტი სტივენ სპილბერგია. ”Lincoln”-ის წარმატება რეჟისორისთვის რიგით მეთერთმეტე ნომინაცია და მე-6 ოსკარი იქნება. სპილბერგს კონკურენციას მიხაელ ჰანკე, ნამუშევრით - ”Amour”, ბენ ზეითლინი, ფილმით - ”Beasts of the Southern Wild'', ენგ ლი, ნამუშევრით - ”Life of Pi” და დეივიდ ოუ რასელი, ფილმით - ”Silver Linings Playbook” გაუწევენ.

წლევანდელი აკადემიის ჯილდო ვიზუალური ეფექტების, კოსტიუმებისა და ვიზაჟისათვის ძლიერი ნომინანტებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა, რომ ნომინანტთა შორის ”Cloud Atlas” არ მოხვდა. თუმცა ამ უკანასკნელებში ერთ ერთ ფავორიტად ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულთა რჩეული, ”The Hobbit” ითვლება. სწორედ ეს უკანასკნელია წარდგნილი ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში ”Life of Pi”, ”Marvels the Avengers”, ”Prometheus” და ”Snow White and the Huntsman”-თან ერთად.


რაც შეეხება ფილმების მუსიკალურ გაფორმებას, ამ უკანასკნელში წელს უპირობო ლიდერი ადელია. შემსრულებელი ნომინანტთა შორის სიმღერით ”Skyfall” ამავე სახელწოდების ბონდიანას ბოლო სერიიდან აღმოჩნდა.

ადელთან საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინტთა შორის მოხვდნენ J. Ralph სიმღერით ”Before my Time” ფილმიდან - "Chasing Ice". უოლტერ მერფი სიმღერით - "Everybody needs a best friend" – კომედიური ჟანრის ფილმიდან "Ted"; მაიქლ დანა სიმღერით - "Pi’s Lullaby" ნამუშევრიდან "Life of Pi" და კლოდ-მაიკლ შონბერგი სიმღერით - "Suddenly" ფილმიდან - "Les Misérables".

2013 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე გამარჯვებულებს სულ 24 ნომინაციაში გამოავლენენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ კინოაკადემიის რიგით 85-ე დაჯილდოვება წელს 24 თებერვალს იგეგმება. ასე, რომ კინომანებს გაზაფხულამდე დიდი დრო აქვთ იმისათვის, რომ საკუთარი კინოლისთი გაზარდონ და ფავორიტებზე ფსონები გააკეთონ.

  

   

ფოტოები და ანიმაციები იყო 2012 წლის დაჯილდოვებიდან .

დაამოწმა და ფოტოები ჩაამატა : -NiniKunna


კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 640 | დაამატა: MArii | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-01-14 Spam
4. Tày Sama   ( Tày[??????]

robert love ai vgijdebiam adamianze