მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » ვინ იქნება ახალი "გოგონა გარეუბნიდან?"
10:07 PM
ვინ იქნება ახალი "გოგონა გარეუბნიდან?"
"ღამის შოუს "სტუდია ახალი სეზონისთვის ემზადება. მართალია, "შუა ქალაქის" ჩაწერა უკვე დაიწყო, მაგრამ პოპულარული სერიალის- "გოგონა გარეუბნიდან" სცენარში, როგორც ამბობენ, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სერიალიდან მსახიობების დიდი ნაწილი დაითხოვეს. მაგალითად, ახალი სეზონიდან ნატა ბერეჟიანის, ეკა მჟავანაძის, გიორგი ვარდოსანიძის გმირებს ვეღარ ვიხილავთ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი- თიკო მახარაძეც გაუშვეს და მის ნაცვლად როლზე მარიამ ბოლქვაძე დაამტკიცეს. თურმე მოქმედება კლინიკაში განვითარდება, რომლის დირექტორის როლს ზურა ცინცქილაძე მოირგებს. იმასაც ამბობენ,- მაყურებელს წინ დიდი ინტრიგა ელისო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სერიალის პროდიუსერს- ირაკლი კაკაბაძეს დავუკავშირდი.
http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/9ff1f5510fcb22dbaa9c9e8f053e3cae.jpg
ირაკლი:
- სცენარისტები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ახალი სეზონის გადასაღებად ვემზადებით, მაგრამ ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ და ინტერვიუსთვის რომ შეგხვდე, აბა, რა უნდა გითhttp://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/9ff1f5510fcb22dbaa9c9e8f053e3cae.jpgხრა?

- სერიალიდან მსახიობები მართლა გაუშვით?
- ჯერ არ ვიცით, სცენარი როგორ განვითარდება და რას მოითხოვს.

- გავიგეთ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი...
- (მაწყვეტინებს) სერიალის მთავარი გმირი ვინ იყო?
- თიკო მახარაძე.
- ზოგს რომ ჰკითხო, რუსკა მაყაშვილი იყო. რამდენიმე კვირის წინ, რუსკა მოვიდა და გვკითხა:- მართლა გამიშვითო?- ჩვენ არ გაგვიშვიხარ და თავად თუ წახვედი, არ ვიცი- მეთქი. მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორი იყო.
http://www.ambebi.ge/pictures/artimages/image14/99b3c0e8572d15496f334188c9e5cb5b.jpg
- მთავარ როლზე მარიამ ბოლქვაძე დაამტკიცეთ?
- ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ.

- ისიც გავიგე, რომ მოქმედება კლინიკაში განვითარდება, რომლის ხელმძღვანელიც ზურა ცინცქილაძის გმირი იქნება. თუ არ ვცდები, თორნიკე გოგრიჭიანიც დააბრუნეთ.
- მგონი, შენ ისიც იცი, სცენარის რომელ ვარიანტს დავტოვებთ. ჰოდა, ბარემ ჩვენთან მოდი და ესეც გვითხარი, თორემ ახლა ვსხედვართ და ვმსჯელობთ (იცინის)...

- გადაღებას როდიდან იწყებთ?
- 10 თებერვლიდან.

თიკო მახარაძე:
- მართლა არ ვიცი, რა ხდება. ბევრი მირეკავს და მეკითხება,- სერიალში აღარ იქნებიო? არ ვიცი, სიუჟეტი რა მიმართულებით განვითარდება. შეიძლება, თავიდან- არა და შემდეგ სერიებში ჩემი გმირი გამოჩნდეს. ისიც შეიძლება, რომ მათი მხრიდან შემოთავაზება მივიღო, მაგრამ გადაღებაზე სიარული ფიზიკურად ვერ მოვახერხო, რადგან პარალელურად სხვა პროექტებზე ვმუშაობ.

- რა პროექტებია, გაგვიმხელ?
- გეტყვით მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტზე, რომლის ფარგლებშიც გაზაფხულზე ნიუ- იორკში გამგზავრება მომიწევს. ამის შემდეგ გამოიკვეთება, რა მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას.

- პროექტის თემატიკაზე რას გვეტყვი?
- ჩემი პროფესიის ფარგლებშია, დანარჩენს კი სიურპრიზად დავტოვებ.
ჩვენ მარიამ ბოლქვაძის ტელეფონის ნომერიც მოვიპოვეთ. ის მომღერალ ზაურ ბოლქვაძის შვილიშვილი გახლავთ. გავრცელებულ ინფორმაციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, მთავარ როლზე თქვენი კანდიდატურა განიხილება.
- გამიგეთ, რა, წინასწარ არაფერზე არ მინდა ლაპარაკი.

- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი არ ხართ.
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და თქვენი კარგად მესმის, მაგრამ ამჯერად სხვას ვერაფერს
გეტყვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/47730-vin-iqneba-akhali-qgogona-gareubnidanq.html#ixzz1mBy7L1mA
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 723 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-02-14 Spam
auuu es xalxi da gogichaishvili sul gamoshterdaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :@ :@ :@ agar vuyureb arc shua qalaqs imis mere rac shecvales da agarc gogona gareubnidanis yurebas vapireb!!! exla vuyureb chemi colis daqalebs da isev magas vuyureb!!!! debilebi arian!! imedma xo gamoushva magari msaxiobebi?? xoda rustaviormac miigo!! zustad eg undodaaa!!! vsooooo chabandzdaaa imediiiiii