მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » Victoria's Secret
9:07 PM
Victoria's Secret
♥ Victoria's Secre
 Victoria's Secret-ის ბრენდის ისტორია 

ბრენდი ვიქტორია სეკრეტი (Victoria's Secret) შეიქმნა 1977 წელს სან–ფრანცისკოს (კალიფორნიის შტატი) გარეუბანში. მისი დამფუძნებელია სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი მეუღლისათვის ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარების პროცესში, სამწუხაროდ , ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

სწორედ მაშინ როის მოუვიდა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია. პირველი ვიქტორია სეკრეტის მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. მისი ინტერიერი იყო არაჩვეულებრივად მყუდრო. კედლებს ამშვენებდა ხის პანელები და დამშვენებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ელემენტებით.

პროდუქცია გამოფენილი იყო როგორც ჩვეულებრივად, კედლების გასწვრივ, ასევე მანეკენებზე კომპლექტების სახით. ასეთი განლაგება ძალიან მოსახერხებელი იყო პროდუქციის ასარჩევად როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც. ამავე დროს სპეციალურად შერჩეულ და მომზადებული მომსახურე პერსონალს შეეძლო პასუხი გაეცა მომხმარებლის ყველა კითხვაზე.

კიდევ ერთი სიახლე იყო საფოსტო ვიქტორია სიკრეტის კატალოგები მათთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ სურდა ან არ შეეძლო მაღაზიაში მისვლა თეთრეულის ასარჩევად. კატალოგები საშუალებას აძლევდნენ კლიენტებს შეერჩიათ პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ.

გაყიდვების მიმართ ასეთი მიდგომა გახდა თეთრეულის გაყიდვაში ნმდვილი რევოლუცია არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როი რეიმონდის ბიზნესმა მისი 5 წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. გახსნილი იქნა 6 მაღაზია და ამავე დროს კარგად მუშაობდა კატალოგებით პროდუქციის გაყიდვა.

მიუხედავად ამისა, 1982 წელს როიმ გარკვეული პრობლემების გამო ვიქტორია სიკრეტის სავაჭრო მარკა 4 მლნ. დოლარად მიჰყიდა კორპორაციის The Limited Brands მფლობელს ლესლი ვეკსნერს. 

ლესლი ვეკსნერმა შეცვალა ვიქტორია სიკრეტის პოლიტიკა. ქალის ფსიქოლოგიის კარად მცოდნემ, ბიზნესის მართვის საკუთარი მიდგომით მოახერხა კომპანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა. 

თუ რაიმონდი, მაღაზიის გახსნისას ხელმძღვანელობდა საკუთარი გამოცდილებით და ზრუნავდა მამაკაცების კომფორტზე, ახალმა მფლობელმა ორიენტაცია აიღო ქალბატონებზე.

ვეკსნერმა დაიწყო ქალის თეთრეული მასიური წარმოება. გამორჩეული და სექსუალური სტილი ფასიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ძვირფასი თეთრეული კი გამოდიოდა მხოლოდ ევროპაში. ამიტომაც სარეკლამო კატალოგებში ვიქტორია სიკრეტის მთავარი ოფისი მითითებული იყო ლონდონში (მაშინ, როდესაც სინამდვილეში მთავარი ოფისი მდებარეობდა ოჰაიოში). ასე გრძელდებოდა 80–იანი წლების დასაწყისამდე.

თანდათან გაიზარდა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი. ვიქტორია სიკრეტმა დაიწყო კაბების, აბრეშუმის პიჟამოების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება. 

კომპანიაში მოწვეული იქნა სამუშაოდ საუკეთესო სპეციალისტი, კორპორაციაში McKinsey & Company 14 წლის განმავლობაში ნამუშევარი ფინკელმანი.

1990 წლების დასაწყისში კომპანია ვიქტორია სიკრეტის ბრუნვა შეადგენდა 1 მილიარდ დოლარზე მეტს.

კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, პროდუქციის ჩვენებების გამოსვლებში სუპერმოდელების ჩართვით. ახალი მოდელის პროდუქცია გამოდის ყველა სეზონზე. 

გაყიდვების დონის შესანარჩუნებლად კომპანია დღესაც უშვებს კატალოგებს ტირაჟით 365 მლნ. ეგზემპლარი. იგი გამოდის წლის განმავლობაში 8 – ჯერ. კატალოგებიდან გაყიდვების წილი ვიქტორია სიკრეტის კომპანიაში შეადგებს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით მესამედს.

როი რეიმონდსმა საკუთარი ბიზნესის გაყიდვის შემდეგ გახსნა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ თავი მოიკლა. იგი გადმოხტა სან–ფრანცისკოს მახლობლად მდებარე Golden Gate Bridge ხიდიდან. მისი გვამი აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 824 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-04-22 Spam
VS ♥
kai siaxleaa ♥