♥♥♥ Miranda Kerr ♥♥♥ ♥ ცნობილი ტოპ მოდელი მირანდა ქერი ♥ ♥ აღარ ითანამშრომლებს Victoria's Secret - თან?! ♥ ♥ შემოდით სრულიადში ♥
ნუთუ Miranda Kerr-ი Victoria's Secret-ის ანგელოზის ფრთებს კარგავს?! ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ მოდელი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, Victoria's Secret-მა Kerr-ისთვის 1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გაგრძელება გადაიფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის წარმომადგენლობას ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია, კულუარული ხმების მიხედვით ჭორი არც ისე უსაფუძვლოა. ამბობენ, რომ Miranda-სთან საკმაოდ რთულია მუშაობა, ის ხშირად აგვიანებს გადაღებებზე და სხვა მოდელებთანაც ვერ აწყობს ურთიერთობებს.
Miranda-ს, რომელიც წლებია ცნობილი მსახიობის - Orlando Bloom-ის მეუღლეა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. წყარო იმასაც ამბობს, რომ თუ Kerr-ის კონტრაქტი არ გაუგრძელეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოდელი ჩვენებებში აღარ გამოვა. ის უბრალოდ გამოეთიშება სამომავლო კამპანიებს, თუმცა უდავოა, რომ Miranda - Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა.
რამდენიმე დღის წინ ბრენდის ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა საკუთარ სოციალურ ქსელში სტატუსი სწორედ Miranda-ს შესახებ ჭორებს მიუძღვნა: ” Miranda ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოდელია და ყველა ჭორი, რაც ბოლო დროს ჩვენთან მისი თანამშრომლობის შესახებ გავრცელდა არაფერია სიცრუის გარდა."
მიუხედავად ამისა Victoria's Secret-ს ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ასე, რომ არაა გამორიცხული, უბრალოდ Kerr-ის თაყვანისმცემლების გულის დაწყვეტა არ უნდოდეთ, თორემ სადაც Alessandra Ambrosio, Adriana Lima და Candice Swanepoel-ი ჰყავთ, იქ არც Miranda-სთან დამშვიდობება გაუჭირდებათ.
შეგისწორა და გაგილამაზა : Katie ♥
|