![gwynethpaltrow - jane eyre](http://s017.radikal.ru/i431/1202/eb/01bfcbc784a5.jpg)
გვინეტ პელტროუ – ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)
გვინეტს
ამ წიგნს უკითხავდა დედა, როდესაც ის 10 წლის იყო, ამიტომ „ჯეინ ეარს"
განსაკუთებული ადგილი უკავია მის გულში. მისთვის ეს პირველი წიგნი იყო და
ყველაზე საყვარელიც.
![julia roberts - wild palms](http://s017.radikal.ru/i420/1202/8a/6d1ee365763d.jpg)
ჯულია რობერტსი – ველური პალმები (უილიამ ფოლკნერი)
რობერტსი აღწერს ნოველას როგორც ლამაზ, ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას. მისი თქმით, ეს არის წიგნი, რომელიც უბრალოდ გაგანადგურებთ.
![cate blanchett - tender the night](http://s018.radikal.ru/i526/1202/99/cf02dc064ec2.jpg)
ქეით ბლანშეტი – ნაზია ღამე (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)
საყვარელი
წიგნი მსახიობს ქმარმა აჩუქა სიტყვებით: „შენ ვერ მოკვდები ამის
წაუკითხავად". ბლანშეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფსიქოლოგისა და მისი
ცოლის ისტორიამ, რომელიც ასევე მისი პაციენტი იყო. მითუმეტეს, რომ ნოველის
წაკითხვისას რთულია იმ ფაქტის იგნორირება, რომ თავად ფიცჯერალდის ცოლიც
შიზოფრენიას ებრძოდა.
![Michelle Obama - song of solomon](http://s017.radikal.ru/i419/1202/2f/22bb140f6215.jpg)
მიშელ ობამა – სოლომონის სიმღერა (ტონი მორისონი)
მიშელ
ობამას თქმით, ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მას შეუყვარდა. ის მან
თავიდან ბოლომდე წაიკითხა ერთ დღეში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე მას
აძალებდა, არამედ იმიტომ, რომ წიგნი მართლაც კარგი იყო.
![robert pattinson - complete poems](http://s014.radikal.ru/i326/1202/f4/09ae462e05fa.jpg)
რობერტ პატინსონი – სრული შემოქმედება (შარლ ბოდლერი)
პატინსონის ბოლოდროინდელი ლიტერატურული გემოვნებამ პოეზიის სახე მიიღო. ფრანგი პოეტის პოემები მისთვის ყველაზე საყვარელი აღმოჩნდა.
![natalie_portman - anne frank](http://i069.radikal.ru/1202/3c/418fad6195ea.jpg)
ნატალი პორტმანი – ანა ფრანკის დღიურები (ანა ფრანკი)
პორტმანის
ამ არჩევანს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მისთვის. წიგნის მიხედვით
დადგმულ სპექტაკლში ბროდვეის თეატრში ის თამაშობდა ანა ფრანკის როლს,
რომელიც ცხოვრობდა, უყვარდა და იზრდებოდა ნაცისტებისგან გამუდმებულ
დევნაში.
![will-smith-alchemist](http://s018.radikal.ru/i509/1202/24/1b423cf0344b.jpg)
უილ სმიტი – ალქიმიკოსი (პაოლო კოელიო)
უილ
სმიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს წიგნი მისთვის შთაგონების
წყაროდ იქცა და სწორედ მან ასწავლა, რომ მიაღწიოს თავისი ინოვაციების პიკს
და წარმატებას.
![george-hw-bush-catcher in the rye](http://i070.radikal.ru/1202/8f/67e0bf6585a4.jpg)
ჯორჯ ჰ. უ. ბუში – თამაში ჭვავის ყანაში (ჯერომ სელინჯერი)
თავის
საყვარელ წიგნად ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ერთ დროს ლექსიკის,
სექსუალობისა და ახალგაზრდებისთვის „შეუსაბამობის" გამო ოფიციალურად
აკრძალული წიგნი დაასახელა. მისი თქმით, ეს წიგნი მას ცხოვრების
ფორმირებაში დაეხმარა.
![angelina jolie - vlad the impler](http://s017.radikal.ru/i414/1202/4e/8ca56fd53225.jpg)
ანჯელინა ჯოლი – ვლად ცეპეში: ნამდვილი დრაკულას ძიებაში (მ. ჯ. ტროუ)
ჰუმანიტარულ
და ოჯახურ დღეებამდე ჯოლი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე მეამბოხე და
„ბნელი" ჰოლივუდში, ამიტომ ეს წიგნი იმ ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც
შეიძლებოდა ყოფილიყო დრაკულა, არის საუკეთესო არჩევანი მისთვის. ჯოლის
თქმით, მას ჰქონდა ყველა წიგნი ვლად ცეპეშზე და ყოველთვის სიამოვნებით
კითხულობდა მათ.
![jay z - seat of soul](http://s014.radikal.ru/i328/1202/db/8be6be3e7d52.jpg)
ჯეი ზი – სულის ადგილმდებარეობა/ სამყოფელი (გარი ზუკავი)
ჯეი
ზის თქმით, ეს არის ის წიგნი, რომლის მიხედვითაც ის ცდილობს იცხოვროს. „მე
ყოველთვის მაინტერესებდა რელიგია და ამ წიგნმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე.
როდესაც შენს გრძნობებს ვიღაც უმატებს სიტყვებს, შენ ფიქრობ – ეს სწორედ
ისაა."
![kristen stewart - east of eden](http://s54.radikal.ru/i145/1202/25/387191bb0aef.jpg)
კრისტენ სტიუარტი – ედემის აღმოსავლეთით (ჯონ სტაინბეკი)
სტიუარტის
თქმით, ის შეყვარებულია კლასიკურ ლიტერატურაზე, ეს წიგნი კი მას
განსაკუთრებით მოსწონს, რადგან ის ეხება კარგისა და ცუდის ფუნდამენტურ
იდეებს.
![keira_knightley - pride and prejudice](http://s018.radikal.ru/i516/1202/e0/ab6431f1c3e8.jpg)
კირა ნაითლი – სიამაყე და ცრურწმენა (ჯეინ ოსტინი)
კირა
ნაითლის თქმით, ამ წიგნით ის 7 წლიდან არის შეპყრობილი და მას შემდეგ
არაერთხელ წაუკითავს. 2005 წელს წიგნის ეკრანიზაციაში მსახიობმა მთავარი
როლი შეასრულა.
![alec-baldwin-to kill a ockingbird](http://s018.radikal.ru/i520/1202/03/bb455364568e.jpg)
ალეკ ბოლდუინი – ნუ მოკლავ ჯაფარას! (ჰარპერ ლი)
ალეკ
ბოლდუინი ამ კლასიკის დიდი თაყვანისმცემელია. მისთვის ეს არის შესანიშნავი
ისტორია ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, რომლის მიუხედავადაც ადამიანმა წინსვლა
უნდა განაგრძოს. პერსონაჟები მთელი წიგნის მანძილზე საშინელ მდგომარეობაში
არიან, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ერთმანეთს და მთლიან ოჯახს.
![halle-berry-are you there god](http://s018.radikal.ru/i520/1202/70/3adb6b4a4cc6.jpg)
ჰოლი ბერი - აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი (ჯუდი ბლუმი)
როდესაც
დედამ ჰოლი ბერის ჯუდი ბლუმის ეს წიგნი მიუტანა, ის 13 წლის იყო, ამიტომ
მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა წიგნის პერსონაჟ მარგარეტთან, რომელიც
მასთან ერთად იზრდებოდა. ჰოლის თქმით, ეს წიგნი მას ძალინ მძიმე პერიოდის
დაძლევაში დაეხმარა.
![tyra-banks-are you there god](http://s017.radikal.ru/i427/1202/8c/11b4057f48ed.jpg)
ტაირა ბენქსი – აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი (ჯუდი ბლუმი)
ჯუდი
ბლუმის ეს წიგნი მოდელ ტაირა ბენქსის სიაშიც პირველ ადგილზეა. 11 წლის
გოგონას ისტორია თავისი პრობლემებით მისთვის ნამდვილ შთაგონებად იქცა.
![catherine_zeta_jones-great gatsby](http://s017.radikal.ru/i400/1202/da/fdf1e49ee52d.jpg)
კეტრინ ზეტა ჯონსი – დიდი გეთსბი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)
საყვარელ წიგნად მსახიობმა ფიცჯერალდის კლასიკა დაასახელა, რომელიც ჯაზის ეპოქაში მდიდრების გლამურულ ცხოვრებას გვიჩვენებს.
![kevin spacey - letters](http://s018.radikal.ru/i525/1202/47/1e07ffac7ea7.jpg)
კევინ სპეისი – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს (რაინერ მარია რილკე)
სპეისიმ
საყვარელ წიგნად მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოეტის
წერილები დაასახელა, რომლებიც ძალიან ემოციური ჩანაწერებია.
![Lady Gaga-letters to a young poet](http://s016.radikal.ru/i336/1202/fa/caa9f4ec97c6.jpg)
ლედი გაგა – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს (რაინერ მარია რილკე)
ერთ-ერთ
ინტერვიუში კითხვაზე, რას ურჩევდით თქვენს თაყვანისმცემლებს, რომლებიც
სიმღერების წერით არიან გატაცებულნი, მომღერალმა უპასუხა: „ორი რჩევა: 1.
იყიდე წიგნი „ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს". წაიკითხე ის 100-ჯერ და გვიან
ღამით დაუსვი საკუთარ თავს კითხვა – მოკვდებოდი თუ არა, თუ წერას
აგიკრძალავდნენ? 2. იცხოვრე თითოეული ციტატით ამ წიგნში, რადგან აქ არის
სერიოზული ფილოსოფია ხელოვნების შესახებ, რომელსაც მე მთლიანად ვეთანხმები.
ყველაფერი სიმართლეა, შენ შენს ოცნებებს იპოვი."
![steven spielberg - the last of the mohicans](http://s018.radikal.ru/i525/1202/4e/699e0586c4b4.jpg)
სტივენ სპილბერგი – უკანასკნელი მოჰიკანი (ჯეიმს ფენიმორ კუპერი)
![george clooney - war and peace](http://s018.radikal.ru/i511/1202/ad/89675422bd74.jpg)
ჯორჯ ქლუნი – ომი და მშვიდობა (ლევ ტოლსტოი)
![jim-carrey-crime](http://s017.radikal.ru/i442/1202/38/25c28c85f0de.jpg)
ჯიმ ქერი – დანაშაული და სასჯელი (ფიოდორ დოსტოევსკი)
![pierce-brosnan_the grapes of wrath](http://s40.radikal.ru/i090/1202/dc/22099ef911d2.jpg)
პირს ბროსნანი – მრისხანების მტევნები (ჯონ სტაინბეკი)
![mel-gibsonjpg-1984](http://s017.radikal.ru/i427/1202/ec/c20a6ab75392.jpg)
მელ გიბსონი – 1984 (ჯორჯ ორუელი)
![tom-hanks-in cold blood](http://s018.radikal.ru/i516/1202/09/51f8dc6a862e.jpg)
ტომ ჰენკსი – ცივსისხლიანი (ტრუმენ კაპოტე)
![kate-moss - the beautiful and damned](http://s018.radikal.ru/i519/1202/06/5b16f3639c9c.jpg)
ქეით მოსი – ლამაზი და დაწყევლილი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)