ბედნიერი ეპიზოდების, რომანტიკული შეხვედრებისა და ნანატრი მემკვიდრეების შეძენის გარდა, 2012 წელი ვარსკვლავებისთვის უსიამოვნო მოვლენებითაც იყო გამორჩეული. ზოგიერთმა წყვილმა, რომელთა ურთიერთობას მრავალი ადამიანი იდეალურად მიიჩნევდა, თანაცხოვრება დაშორებით დაასრულა. თოთხმეტწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ კინოვარსკვლავები ჯონი დეპი და ვანესა პარადი, ასევე მოდელი ჰაიდი კლუმი და მომღერალი სილი, მსახიობები ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი.
ზოგიერთმა წყვილმა ქორწინებამდე ვერც მიაღწიეს, მაგალითად, ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ და სლოვაკელმა კალათბურთელმა საშა ვუიაჩიჩმა. მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა. მომღერალმა ადამ ლევაინმა და მოდელმა ანა ვიალიცინამ კი სამი წელიც ვერ გაძლეს ერთად.